Print

ბეჟან შერგელაშვილი - ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე

bejani ავტობიოგრაფია

მე _ ბეჟან შერგელაშვილი, დავიბადე 1955 წ. 5 აპრილს, ზესტაფონის რ-ის სოფ. ზოვრეთში;

1972 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა; 

1973 წელს დავამთავრე კავშირგაბმულობის ტექნიკური სასწავლებელი;

1974-1976 წ.წ. ვიყავი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, ქ. ხაბაროვსკში;

1982 წელს დავამთავრე მოსკოვის ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით: მრავალარხიანი ელექტრო კავშირგაბმულობა; 

1983-1985 წ.წ. ვმუშაობდი ქ. თბილისის ელ, კავშირგაბმულობის ქსელების სხვადასხვა სამსახურში;

1985-1987 წ.წ. ვმუშაობდი აქართველოს პოლტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის უფროსად; პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე: მრავალარხიანი ელ.კავშირგაბმულობის სპეციალობით;

1987-1990 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ - საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში, განყოფილების უფროსად; 

1988 წლიდან აქტიურად ჩავები საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გავხდი საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი _ ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა;

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შემდეგ მუშაობა დავიწყე _ საქართველოს უზენაესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტში, კავშირგაბმულობის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტად;

1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავხდი ქ. თბილისის მთაწ-მინდის რაიონის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი. 

საკრებულოს პირველივე სხდომაზე ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ქ. თბილისის საკრებულოს წევრად. 

1991 წლის სექტემბრიდან ამირჩიეს მთაწმინდის საკრებულოს თავმჯდომარედ.

1992 წლის იანვარში, თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ - სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა, რომლის დამფუძნებელ კრებაზეც ამირჩიეს კავშირის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილედ.

1993 წელს დავინიშნე, ამავე წელს დაარსებული გაზ. არჩევანი-ს მთავარ რედაქტორად;

1996 წლის 9აპრილს, ჩემი მთავარი რედაქტორობით გამოსვლა დაიწყო გაზ. ზვიადის გზა-მ;

1996 წლის დეკემბერში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ _ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი. 1997 წელს დავინიშნე გაზ. დედანი ენის სასწაული-ს მთავარ რედაქტორად.

1994 წელს შეიქმნა _ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი სარედაქციო ჯგუფი; ვარ, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიების 

1. 1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან;

2. ცხრა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან;

3-4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორტომეული;

5.ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე, 1991-1995 წ.წ.;

6. მრგვალი მაგიდის ისტორია, 3 ნაწილად;

 7. ოთხმოცდათერთმეტი -საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია;

8. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993 წ. _ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე; 

1995 წელს დავინიშნე პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება _ ზვიადის გზა _ ხმა ერისა-ს პრეს მდივნად;

2011 წლის 23 დეკემბრიდან, სახელდებაში ცვლილების დარეგისტრირების დღიდან, ვარ _ სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის რეგიონის თავმჯდომარე