ბეჟან შერგელაშვილი - ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე თბილისის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე
ავტობიოგრაფია
მე _ ბეჟან შერგელაშვილი, დავიბადე 1955 წ. 5 აპრილს, ზესტაფონის რ-ის სოფ. ზოვრეთში;
1972 წელს დავამთავრე საშუალო სკოლა;
1973 წელს დავამთავრე კავშირგაბმულობის ტექნიკური სასწავლებელი;
1974-1976 წ.წ. ვიყავი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, ქ. ხაბაროვსკში;
1982 წელს დავამთავრე მოსკოვის ელექტრო-ტექნიკური ინსტიტუტი, სპეციალობით: „მრავალარხიანი ელექტრო კავშირგაბმულობა“;
1983-1985 წ.წ. ვმუშაობდი ქ. თბილისის ელ, კავშირგაბმულობის ქსელების სხვადასხვა სამსახურში;
1985-1987 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს პოლტექნიკური ინსტიტუტის კავშირგაბმულობის უფროსად; პარალელურად ვკითხულობდი ლექციებს კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე: „მრავალარხიანი ელ.კავშირგაბმულობის“ სპეციალობით;
1987-1990 წ.წ. ვმუშაობდი საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ - „საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტში“, განყოფილების უფროსად;
1988 წლიდან აქტიურად ჩავები საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. გავხდი „საქართველოს ჰელსინკის კავშირის“ წევრი, რომელსაც ქართული ეროვნული მოძრაობის ლიდერი _ ზვიად გამსახურდია ხელმძღვანელობდა;
1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში ეროვნული ძალების გამარჯვების შემდეგ მუშაობა დავიწყე _ საქართველოს უზენაესი საბჭოს დარგობრივ კომიტეტში, კავშირგაბმულობის კომისიის ექსპერტ-კონსულტანტად;
1991 წლის 31 მარტის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გავხდი ქ. თბილისის მთაწ-მინდის რაიონის პირველი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი.
საკრებულოს პირველივე სხდომაზე ამირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ქ. თბილისის საკრებულოს წევრად.
1991 წლის სექტემბრიდან ამირჩიეს მთაწმინდის საკრებულოს თავმჯდომარედ.
1992 წლის იანვარში, თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა“, რომლის დამფუძნებელ კრებაზეც ამირჩიეს კავშირის დარბაზის თავმჯდომარის მოადგილედ.
1993 წელს დავინიშნე, ამავე წელს დაარსებული გაზ. „არჩევანი“-ს მთავარ რედაქტორად;
1996 წლის 9აპრილს, ჩემი მთავარი რედაქტორობით გამოსვლა დაიწყო გაზ. „ზვიადის გზა“-მ;
1996 წლის დეკემბერში თანამოაზრეებთან ერთად დავაარსეთ _ „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“. 1997 წელს დავინიშნე გაზ. „დედანი ენის სასწაული“-ს მთავარ რედაქტორად.
1994 წელს შეიქმნა _ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკური მოღვაწეობის ამსახველი „სარედაქციო ჯგუფი“; ვარ, ამ ჯგუფის მიერ მომზადებული მონოგრაფიების
1. 1991 წლის ოცდაორი შეხვედრა ზვიად გამსახურდიასთან;
2. ცხრა ინტერვიუ საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან;
3-4. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, ორტომეული;
5.ზვიად გამსახურდიადან ზვიად გამსახურდიამდე, 1991-1995 წ.წ.;
6. მრგვალი მაგიდის ისტორია, 3 ნაწილად;
7. ოთხმოცდათერთმეტი -საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია;
8. საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია, 1992-1993 წ. _ სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარის მოადგილე;
1995 წელს დავინიშნე პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანება _ „ზვიადის გზა _ ხმა ერისა“-ს პრეს მდივნად;
2011 წლის 23 დეკემბრიდან, სახელდებაში ცვლილების დარეგისტრირების დღიდან, ვარ _ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, თბილისის რეგიონის თავმჯდომარე