Print

ზურაბ(რეზო) კობიაშვილი - ლასკარის ყოფილი წევრი

rezoავტობიოგრაფია

მე _ ზურაბ (რეზო) შიოს ძე კობიაშვილი, დავიბადე 1947 წ. 10 ივლისს, ყაზბეგის რ-ის სოფ. ყანობში;

სოფ. ყანობის დაწყებითი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა და სპორტული ვარჯიში განვაგრძე ქ. თბილისის 35-ე სპორტულ სკოლაში.

სწავლის პერიოდშივე გავხდი წამყვანი ველორმბოლელი.

წლების მნძილზე ვიყავი საქართველოს ნაკრების წევრი. ვარ არაერთი სპორ-ტული შეჯიბრის გამარჯვებული. მონიჭებული მაქვს სპორტის ოსტატის წოდება.

1965 წელს ჩავირიცხე საქართველოს პოლიტექ-ნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტზე.

1969-1970 წლებში მოვიხადე სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1972 წელს სპი-ს სამშენებლო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დავიწყე ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

სამშენებლო სფეროში 30 წლიანი მუშაობის მანძილზე ვიყავი სხვადასხვა თანამდებობებზე.

2009 წლიდან ვარ საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი “ლაზარეს ინსტიტუტის” წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი.

მყავს მეუღლე, სამი ვაჟიშვილი და ოთხი შვილიშვილი.


 

მადლობა

2014 წ. 17 იანვარს გაკეთებული განცხადების საფუძველზე, ბატონმა რეზო კობიაშვილმა დატოვა ჩვენი პარტიის რიგები.

პოლიტიკური ორგანიზაცია - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარი მადლობას მოახსენებს ბატონ რეზო [ზურაბ] კობიაშვილს, წლების მანძილზე, ერთად გატარებული საქმიანობისათვის.

ბატონ რეზო [ზურაბ] კობიაშვილს ვუსურვებთ წარმატებით ევლოს იმ ურთულეს გზაზე, რასაც - ღმერთის, ერისა და ქვეყნისათვის უანგარო სამსახური ჰქვია.

 

ლასკარის სახელით

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი