Print

მევლუდ მამადაშვილი -ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე - რეგიონებთან ურთიერთობის მდივანი

mevludiავტობიოგრაფია

მე _ მევლუდ შალვას ძე მამადაშვილი, დავიბადე ქ. თბილისში, 1964 წ. 14 აპრილს.

1981 წელს,  ქ. თბილისის მე-16 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე ქ. თბილისის მანქანათმშენებლობის ტექნიკუმში. სწავლის დროს მოვიხადე ორწლიანი სავალდებულო სამხედრო სამსახური.

1986 წელს ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ სწავლა განვაგრძე ქ. ორჯონიკიძის სამთო-მეტალურგიულ ინსტიტუტში (მშენებლობის სპეციალობით), რომელიც დავამთავრე 1991 წელს. ვარ ინჟინერ-მშენებელი.

სწავლის პარალელურად მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის თბილწყალკანალის ტრესტში. გავიარე თანამდებობრივი გზა რიგითი ინჟინრიდან საავარიო სამსახურის უფროსის მოადგილემდე.

1991 წლიდან დაკავებული ვარ კერძო ბიზნესით.

2004 წლიდან ვარ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი “ლაზარეს ინსტიტუტის” წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ _ “სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე”-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, რეგიონალური მდივანი.

მყავს მეუღლე და ერთი შვილი.