Print

დებულება

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

„საკოორდინაციო ცენტრი“-ს

დებულება

1. ზოგადი ინფორმაცია

1.1 „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ წარმოადგენს  ლასკარის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომლის საქმიანობაც ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.2 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ არ სარგებლობს იურიდიული პირის უფლებით.

1.3 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“-ს მიზანია ხელი შეუწყოს წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდში ლასკარის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დროულ და ეფექტურ გავრცელებას.

1.4 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ დროებით განთავსებულია კავშირის იურიდიულ მისამართზე.

 

2. საქმიანობა და ხელმძღვანელი ორგანო

2.1 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“ თავის საქმიანობას წარმართავს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საერთო ხელმძღვანელობით;

2.2 ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრს“  ხელმძღვანელობს - კურატორი;

2.3  ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის დანიშვნა-განთა-ვისუფლება წარმოადგენს „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციას,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

 

3. ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი“-ს

შექმნა და ლიკვიდაცია

ლასკარის „საკოორდინაციო ცენტრი-ს შექმნა და ლიკვიდაცია ხდება „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის გადაწყვეტილებით. 

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი