Print

18 თებერვლის გადაწყვეტილება

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის

2012 წლის 18 თებერვლის

გადაწყვეტილება

 

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის 2012 წ. 18 თებერვლის სხდომაზე:

მოისმინეს:

ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით, ლასკარის სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის - საკოორდინაციო ცენტრის შექმნისა და მისი დებულების თაობაზე.

დაადგინეს:

კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:

1. შეიქმნას ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც თავის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს;

2. დამტკიცდეს ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ დებულება;

3. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ კურატორობა დაევალოს „სამარ-თლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე-ს ლასკარის საორგანიზაციო მდივანს - ეთერ ჩხეტიას;

4. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად,  შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.

სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლეს

ლასკარის თავმჯდომარე

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი