18 თებერვლის გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის
2012 წლის 18 თებერვლის
გადაწყვეტილება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 2012 წ. 18 თებერვლის სხდომაზე:
მოისმინეს:
ლასკარის თავმჯდომარის მიხეილ (გელა) სალუაშვილის ინფორმაცია: წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების სათანადო დონეზე წარმართვის მიზნით, ლასკარის სპეციალური სტრუქტურული ქვედანაყოფის - საკოორდინაციო ცენტრის შექმნისა და მისი დებულების თაობაზე.
დაადგინეს:
კავშირის წესდების 6.5 მუხლის თანახმად:
1. შეიქმნას ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი”, რომელიც თავის საქმიანობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს;
2. დამტკიცდეს ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ დებულება;
3. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრის“ კურატორობა დაევალოს „სამარ-თლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის საორგანიზაციო მდივანს - ეთერ ჩხეტიას;
4. ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის დანიშვნა-განთავისუფლება განისაზღვროს ლასკარის თავმჯდომარის კომპეტენციად, შესაბამისი ინფორმაციის ლასკარის უახლოეს სხდომაზე ცნობად წარდგინების ვალდებულებით.
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა)
სალუაშვილი