20 თებერვლის განცხადება
საქართველოს იუსტიციის
სამინიტროს
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე”-ს
ლასკარის თავმჯდომარის
მიხეილ(გელა) სალუაშვილის
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლისა და ჩვენი კავშირის წესდების 6.5 მუხლის შესაბამისად „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით შეიქმნა: კავშირის სტრუქტურული ქვედანაყოფი, ლასკარის - „საკოორდინაციო ცენტრი“, რომლის საქმიანობის არეალადაც საქართველოს მთელი ტერიტორია განისაზღვრა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე გიგზავნით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
დანართი:
1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის 18 თებერვლის გადაწყვეტილება _ 1 გვ.
2. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის _ „საკოორდინაციო ცენტრი“-ს დებულება _ 1 გვ.
3. სტრუქტურული ქვედანაყოფის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, ლასკარის _ „საკოორდინაციო ცენტრი“-ს კურატორის ეთერ ჩხეტიას ხელმოწერის ნოტარიულად დამოწმებული ნიმუში - 1 გვ.
სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლეს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ(გელა) სალუაშვილი