Print

ლეილა მეფარიძე - ლასკარის მთავარი ეკონომისტი

ავტობიოგრაფია

leila  მე -  ლეილა აბრამის ასული მეფარიძე, დავიბადე 1939 წ. 27 ნოემბერს, გლეხის ოჯახში. მამა - აბრამ სანდროს ძე მეფარიძე კოლმეურნე იყო; დედა - ნინო მეფარიძე დიასახლისი გახლდათ.

1955 წ. დავამთავრე სოფ. ნინოწმინდის რვაწლიანი, ხოლო 1958 წ. - საგარეჯოს №1 საშუალო სკოლა.

1959-1960 წლებში ვმუშაობდი კოლმეურნეობაში, აბრეშუმის ჭიის გამოკვებაზე; ვიყავი ახალგაზრდული ჯგუფის ბრიგადირი.

1961 წ. შევედი - თბილისის მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში, „საქსოვი წარმოების მოწყობილობა და ტექნოლოგიის“ სპეციალობით, რომელიც 1964 წ. დავამთავრე.

1964 წ. წელს მუშაობა დავიწყე თბილისის ბამბის სართავ ფაბრიკაში, ნახევარ-ფაბრიკატების მიმღებ-დამხარისხებლად.

1967 -1973 წ.წ. ვსწავლობდი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე - „საქონელმცოდნეობა და საქონლით ვაჭრობის ორგანიზატორის“ სპეციალობით.

1974-1976 წ.წ. ვმუშაობდი თბილისის ბამბის სართავ ფაბრიკაში, საამქროს ცვლის უფროს ოსტატად.

1976 წ. მუშაობა გავაგრძელე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგარეჯოს სამკურნალო შრომით პროფილაქტორიაში, მთავარ ეკონომისტად.

1990 წ. გადამიყვანეს საქართველოს შსს სასჯელ-აღსრულების უ.ი. 123/11-ის წარმოების მთავარ ეკონომისტად.

1997-2006 წ.წ. შრომითი საქმიანობა განვაგრძე საქართველოს შსს ს/ა დ-ის საწარმოო-სამეურნეო სამსახურის საფინანსო-სააღრიცხვო განყოფილების მთავარ სპეციალისტად. ამჟამად ვარ პენსიონერი.

1996 წელს ვიყავი ეზოთერიკ - გივი ალაზნისპირელისა და გიორგი მაზიაშვილის  ღია ლექციების მსმენელი.

1997 წელს გავხდი - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი.

2011 წლის 23 დეკემბრიდან ვარ - „სამართლიანობის აღდგენის კავშირიხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის მთავარი ეკონომისტი.