Print

ნათელა მელქაძე - ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანი

natela melqadzeავტობიოგრაფია

 

მე - ნათელა ვახტანგის ასული მელქაძე, დავიბადე 1937 წ. 26 ივლისს, ქ. თბილისში.

1955 წელს დავამთავრე ქ. თბილისის 23-ე საშუალო სკოლა;

1962 წელს დავამთავრე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი;

1962 წელსვე მუშაობა დავიწყე საპროექტო ინსტიტუტში - „საქჰიდროენერგოპროექტი“, ინჟინერ-დამპროექტებლის თანამდებობაზე;

1963-1978 წლებში ვმუშაობდი „საქმთავარენერგო“-ში, უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე.

1978-1983 წლებში მუშაობა განვაგრძე „საქართველოს პროფსაბჭოში“, შრომის დაცვის განყოფილებაში, ტექნიკური ინსპექტორის თანამდებობაზე;

1983-1995 წლებში „საქჰიდროენერგომშენში“ მეკავა განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა;

1995-2005 წლებში ვმუშაობდი ქ. თბილისის - „თელასში“, ბუღალტერ-აღმრიცხველის თანამდებობაზე.

1999 წლიდან ვარ - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ წევრი;

2012 წლის 7 იანვრიდან გავხდი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს პარტიის წევრი; ვარ - ლასკარის საარჩევნო კომისიის მდივანი.

მყავს ორი შვილი - ვაჟა და გიორგი.