ლასკარის სტრუქტურული აგებულება
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
სტრუქტურული აგებულება
მკითხველმა უკვე იცის, რომ - ბიბლიური „თავს დაიხსნის მცირედი ხნით“ სახელდებული ეტაპი - 27 ოქტომბერსა და 17-20-24 ნოემბრიდან დაიწყო. შესაბამისად, ამ ახალი ეტაპისათვის განსაზღვრული ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, ახლებურ მიდგომას ითხოვს.
ვრჩებით რა ერთგული ქვეყნის - სამხარეო პრინციპზე აგებული უნიტარული სახელმწიფოებრივი მოდელისა, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებისათვის მართებულად მიგვაჩნია - ფრაქციულ პრინციპზე დაფუძნებული სტრუქტურული აგებულების შემოღება.
დღეის მდგომარეობით საქართველოს ადმინისტრაციული რუკა შედგება - ორი ავტონომიის [აფხაზეთი, აჭარა], ერთი- „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“, ცხრა სამხარეო სტრუქტურისა და ცალკე რგოლად დაფიქსირებული - თბილისის, ანუ ჯამში - 13 ერთეულისაგან.
როგორც ცნობილია, ჩვენის მხრიდან, საქართველოს სამხარეო დაყოფაში, ქ. თბილისის გარდა, მე-12 ერთეულად დაფიქსირებული - „სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის“ ნაცვლად, არსებული „შიდა ქართლისა“ და „ქვემო ქართლის“ პარალელურად, „ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქის]“ სახელდების შემოღება მიგვაჩნია მიზანშეწონილად.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბიბლიურ მინიშნებათა თანახმად, ბოლო ჟამისათვის საქართველო სწორედ 13 სამხარეო ერთეულად უნდა იყოს დაყოფილი, რომელთაგან - ერთი ქალაქი, ანუ მთავარი რეგიონალური ცენტრია.
ამდენად, ჩვენს რეალობაში, ბიბლიისეული მინიშნებითი: ერთი - „ქალაქი“, და - 12 მხარე, ე.ი. სულ - 13 ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეული, ასეთი სახელდებით გვექნება:
ქ. თბილისი; აფხაზეთის ავტონომია; აჭარისავტონომია; ჩრდილო ქართლის [ცხინვალის ოლქი]; და - ცხრა სამხარეო დანაყოფი: გურია, იმერეთი, კახეთის, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა - ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო და ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.
მიგვაჩნია რა, რომ ჩვენი პოლიტიკური კურსი - „ზვიადი გზას“ უნდა ეფუძნებოდეს; რომლის დროსაც წინ გველის არამარტო - „დიდგორი“ და „ბახტრიონი“; არამედ „რუის-ურბნისი“ [სულიერი განწმენდა] და „ფარავანი“ მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება]; რომლის დროსაც „300 არაგველისეული“ თავდადება, „ცოტნე დადიანისეული“ ერთგულება და „მემედ აბაშიძისეული“ შემართებაა საჭირო; და რომ ყოველგვარ „აღმშენებლობას“, მხოლოდ შემოქმედის კურთხევაში გამოხატული ღვთაებრივი „მრავალძალის“ თანადგომა და საქართველოს მფარველის - წმიდა გიორგის შეწევნა სჭირდება, გადავწყვიტეთ, რომ, სამხარეო ერთეულებზე დაფუძნებით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების სტრუქტურული აგებულება შემდეგი სახელდების მქონე ფრაქციებისაგან იყოს წარმოდგენილი:
1. ქ. თბილისი - ფრაქცია: „ზვიადის გზა“;
2. კახეთი: ცენტრი -თელავი; ფრაქცია „ბახტრიონი“;
3. ქვემო ქართლი: ცენტრი - რუსთავი; ფრაქცია „დიდგორი“;
4. მცხეთა-მთიანეთი: ცენტრი - მცხეთა; ფრაქცია „300 არაგველი“;
5. შიდა ქართლი: ცენტრი - გორი; ფრაქცია „რუის - ურბნისი“;
6. სამცხე-ჯავახეთი: ცენტრი - ახალციხე [ახალქალაქი]; ფრაქცია „ფარავანი“;
7. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ცენტრი - ონი; ფრაქცია „მრავალძალი“;
8. იმერეთი: ცენტრი - ქუთაისი; ფრაქცია „აღმაშენებელი“;
9. გურია:ცენტრი - ლანჩხუთი; ფრაქცია „შემოქმედი“;
10. სამეგრელო ზემო სვანეთი:ცენტრი - ზუგდიდი; ფრაქცია „ცოტნე დადიანის გზა“;
11. აჭარა: ცენტრი - ბათუმი; ფრაქცია „მემედ აბაშიძის გზა“;
12. აფხაზეთი: ცენტრი - სოხუმი; ფრაქცია - „ილორის წმიდა გიორგის სადროშო“;
13. ჩრდილო ქართლი [ცხინვალის რეგიონი]: ცენტრი - ცხინვალი; ფრაქცია - „სამაჩაბლო“.
ვისაც ყური აქვს ისმინოს!
ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნიი უკუნისამდე. ამენ!
„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:
უფალია ჩვენი სიმართლე“-ს
ლასკარის თავმჯდომარე
მიხეილ [გელა] სალუაშვილი