Print

ავთანდილ იოსელიანი - ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე, საერთაშორისო მდივანი

avtandil ioseliani


ავთანდილ იოსელიანი

ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე -

საგარეო ურთიერთობათა მდივანი

 

ავტობიოგრაფია

 

მე - ავთანდილ იოსელიანი, დავიბადე 1972 წლის 14 მარტს, ქ. თბილისში, სადაც დავამთავრე 55-ე საშუალო სკოლა.

მამა - პავლე ავთანდილის ძე იოსელიანი, დაიღუპა 1993 წ. ქ. გაგრაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს;

დედა - დარეჯან გრიგოლის ასული ურუშაძე, ამჟამად პენსიონერი, მუშაობდა მუსიკალური ტექნიკუმის პედაგოგად;

1994 წ. დავამთავრე ქ. თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ავიღე: „შრომის ეკონომიკისა და სოციოლოგის“ დიპლომი;

1995 წ. მუშაობა დავიწყე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სპეციალისტად;

1996 წლიდან მუშაობა განვაგრძე - საქართველოს ეროვნულ ბანკში, სპეციალისტად;

1998 – 2002 წლებში ვმუშაობდი - საქართველოს ეროვნული ბანკის: „ბანკების რეგულირებისა და ზედამხედველობის სამმართველოს“ წამყვან ეკონომისტად;

2002 წლიდან მუშაობა განვაგრძე - საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობათა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელად;

2003 – 2007 წლებში ვმუშაობდი ქ. მოსკოვში, სადაზღვევო საზოგადოება „რესო-გარანტია“-ს დეპარტამენტ: „ვიპ-2“-ის წამყვანი მენეჯერის თანამდებობაზე;

2007 წ. მუშაობა განვაგრძე შ.პ.ს. „ბიტმა-1“-ში, ეკონომისტად;

2005 წლიდან დღემდე ვარ ბრიტანული ჟურნალის - „ჩვენი მემკვიდრეობის“ წარმომადგენელი საქართველოში;

1998 წ. გავიარე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს „იუსაიდ“-ის სწავლება: „ფინანსები და კრედიტები“;

1999 წ. ქ. ანკარაში დავეუფლე თურქეთის ცენტრალური ბანკის „საბანკო ზედამხედველობისა და რეგულირების“ სახელმწიფო პროგრამას;

1999 წ. სწავლების სრული კურსი გავიარე ქ. ვენაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში: „საერთაშორისო ფინანსების“ პროგრამაში;

2003 წ. სწავლება გავიარე ქ. მოსკოვში, საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის „დაზღვევის უმაღლეს სკოლაში“, ვარ - უმაღლესი კატეგორიის „„ანდერრაიტერი“ [სადაზღვევო რისკების შემფასებელი];

ვფლობ - ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს; კომპიუტერულ პროგრამებს;

მყავს მეუღლე და ორი ქალიშვილი.

2014 წლიდან ვარ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ორგანიზაციატა გაერთიანება: „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;

2015 წ. 11 აპრილიდან ვარ პოლიტიკური პარტიის „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს ლასკარის თავმჯდომარის მოადგილე - საერთაშორისო მდივანი.