Print

კოდირებული: "თევზი", "ზღვა", "სტატირი", "ათასი", ანუ...

1000 ლარი და ბიბლიური მინიშნების აცხადების მისტერია,

 ანუ ტყუილად რატომ გვედავებით?!..

წინამდებარე წერილში, ბოლო ჟამში მოსახდენი [და უკვე მომხდარი] მოვლენისა და მის თაობაზე არსებული წინასწარმეტყველური ნიშნების აცხადების თაობაზე მსჯელობა გვინდა შემოგთავაზოთ. მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას.

2014 წ. 6 ივნისს მიღებულ საფოსტო გზავნილში, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით №000092 გვატყობინებდა, რომ - წყნეთში, მაია წყნეთელის ძეგლის პირდაპირ მდებარე სტენდზე ჩვენი ს/გ-ის სააგიტაციო პლაკატის სხვა პარტიის პლაკატზე ზემოდან გადაკვრისა გამო, „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მუხლი 80,1-ის შესაბამისად, სანქცია [ფულადი ჯარიმა - 1000 ლარი] გვემუქრებოდა.

ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ავთანდილ იოსელიანმა, რომელმაც თავად განახორციელა ხსენებული პლაკატების იმ ადგილზე გაკვრა, ამავე დღეს მიმდინარე - „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისო კომისიის“ სხდომაზე, აღნიშნული საკითხის სპეციალური განხილვა მოითხოვა [აღნიშნული მასალა სრულად შეგიძლიათ იხ. გაზ. 30 [926].

 

18 ივნისს, 16.00 სთ-ზე ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში, №33-ე დარბაზში გამართულ სხდომას ვესწრებოდით: მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ავთანდილ იოსელიანი, ჯემალ ჯიქია, ეთერ ჩხეტია, დავით ამაშუკელი და ნარგიზა ხალვაში.

ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა - ჩვენის მხრიდან საარჩევნო პლაკატის სხვა საარჩევნო სუბიექტის პლაკატზე გადაკვრის დამადასტურებელი ფერადი ფოტო ვერ წარმოადგინა, და მხოლოდ ფოტოსურათის შავ-თეთრი ასლის პირის ჩვენებით დაკმაყოფილდა.

მოსამართლე - ნათია ჯორბენაძის მიერ, სიტყვით წარდგენის უფლების მიცემის შემდეგ, ჩვენი ს/გ “უფლის სახელით...“ კერძოდ განვუცხადეთ:

„მერიის საზედამხედველო სამსახურის მიერ წარმოდგენილი შავ-თეთრი სურათიდან ჩანს, რომ ჩვენი პლაკატები №41-ე ს/გ „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული მერობის კანდიდატის - დავით ნარმანიას პლაკატების გარშემოა გაკრული. არცერთი ამათთაგანი არ ფარავს სხვა პლაკატს. შესაბამისად, ყოვლად გაუგებარია რას გვედავებიან... ამიტომ, ქალბატონო ნათია - არსებულ მასალაზე და კანონზე დაყრდნობით მიიღეთ ის გადაწყვეტილება, რაც გულმა გიკარნახოთ...“.

15-20 წუთიანი განხილვის ბოლოს, მას შემდეგ რაც მერიის წარმომადგენელმა კვლავ დაადასტურა მათი მოთხოვნის უცვლელობა, მოსამართლე - ნათია ჯორბენაძემ, სრულიად უსამართლოდ, დააკმაყოფილა თბილისის მერიის საზედამხედველო სამსახურის სარჩელი, და ჩვენი პარტია, სააგიტაციო მასალის სხვა პარტიის პლაკატზე გადაკვრის „საბაბით“, საარჩევნო კოდექსის მუხლი 80,1-ზე დაყრდნობით - 1000 [ათასი] ლარით დააჯარიმა.

ჩვენი მწირი ფინანსური შესაძლებლობის მიუხედავად, როგორც - პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“-ს უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს „ლასკარის“; ასევე - ს/გ „უფლის სახელით...“ უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს - „უფლისმიერი ლასკარის“ წევრთა ერთსულოვანი შეთანხმების შემდეგ, გადაწყდა მაქსიმალურად დავხმარებოდით - ავთანდილ იოსელიანს, მის მიერ პლაკატის გაკვრის გამო პარტიისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდაში.

ვსარგებლობთ რა შესაძლებლობით - დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ, როგორც „ლასკარის“, ასევე „უფლისმიერი ლასკარის“ იმ წევრებს

[ესენია: ამაშუკელი დავითი, არუდაშვილი ნანა, ბეგაშვილი ლალი, ბუიძე ეთერი, გოგლიძე კაკო, დარსაძე ომარი, ვართანიანცი ხაჩატური, ვეშაგური ლიდა,  თანიაშვილი მანანა და მარგო, მამადაშვილი მევლუდი, მაძღარაშვილი ნელი, მელქაძე  ნათელა და გია, მეფარიძე ლეილა, მუშკუდიანი მალხაზი, მჭედელაძე ვალერი, რაზმაძე შაზი,  სისაური ლენა, სოსებაშვილი მანანა, ყენია მალხაზი, ჩოხელი ლევანი,  ჩხეტია ეთერი, წულაია ნონა, ხრიკული ეკატერინე, ჯიქია დინა, ჯიქია ჯემალი...]

რომელთა მხრიდან გაწეული დახმარების შემდეგაც მოხერხდა სასამართლოს მიერ დაკისრებული ჯარიმისათვის საჭირო თანხის შეგროვება და ზემოთხსენებულ ანგარიშზე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მისი გადახდა [14 ივნისი, 2014 წ.].

 

სახარებისეული მინიშნებანი

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ბოლო ჟამში მომხდარი ამ მოვლენის [ფაქტის] არსის გახსნისთვის, მოდით დღეისათვის ცნობილი რამოდენიმე ნიშანთაგანი გავიხსენოთ.

სახარებაში დაცულია მინიშნება იმის თაობაზე, თუ მიზეზთა გამო, როგორ თხოვენ განკაცებულ უფალს, გარკვეული თანხის გადახდას:

„ხოლო როდესაც მიადგნენ კაპერნაუმს, მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრებნი და უთხრეს: თქვენი მოძღვარი არ გადაიხდის დიდრაქმას? მან მიუგო: დიახ. და როდესაც შევიდა სახლში, იესუმ დაასწრო და ჰკითხა: როგორ გგონია, სიმონ? ვისგან კრებენ მიწიერი მეფენი ხარკს და ბეგარას: თავიანთ შვილთაგან თუ უცხოთაგან? პეტრემ მიუგო: უცხოთაგან. ხოლო იესუმ უთხრა მას: ასე რომ, შვილები თავისუფალნი არიან. მაგრამ რათა არ ვაცდუნოთ ისინი, წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,24-27].

წარმოდგენილ ტექსტში, ჩვენის აზრით, რამოდენიმე კოდირებული მინიშნებაა მოცემული. კერძოდ ესენია: „დიდრაქმის ამკრებნი“ ანუ „ხარკი“ – „ზღვის პირას“ – „თევზი“ – „სტატირი“. თითოეულ ამათთაგანზე შეიძლება ითქვას შემდეგი:

 

1. „სავალდებულო ხარკი“

 საეკლესიო წაყროებიდან ცნობილია, რომ აღნიშნული „ხარკი“ იყო ე.წ. „სატაძრო გადასახადი“, რომელსაც, მოსეს კანონის მიხედვით, იხდიდა ყველა 20 წელს გადაცილებული ებრაელი; თავის მხრივ - „დიდრაქმა“ იყო - „ხურდა ფული“, დაახლოებით 50 თეთრამდე.

2014 წ. 15 ივნისის არჩევნებში მონაწილე [სახელისუფლო პარტიის გარდა] თითქმის ყველა პარტიას, საარჩევნო კოდექსის ხსენებული მუხლის მოთხოვნათა „დარღვევის“ გამო, დაეკისრა სხვადასხვა ოდენობის ჯარიმის [ხარკის] გადახდა. შესაბამისად, ამ სახის დარღვევის გამო დაჯარიმებამ ე.წ. სავალდებულო სახეც კი მიიღო. ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

2. კოდი - „თევზი“ და „ზღვა“

ჯერ სახარებისეული ტექსტი გავიხსენოთ - „...წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი, რომელსაც დაიჭერ, გაუღე პირი, და შიგ ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27].

საუბარი კოდირებული „თევზის“ არსში გარკვევით დავიწყოთ.

როგორც ცნობილია - თევზი, ქრისტიანობის ერთ-ერთ სიმბოლოდაა მიჩნეული. ბერძნულად თევზს ჰქვია - „იხთის“. ამ სიტყვის თითოეული ასოთაგანი საიდუმლო სიტყვის დასაწყისია. კერძოდ - „ი“, ესაა - იესუ; „ხ“ ნიშნავს - „ხრისტოს“, „თ“ არის - „თეოს“ [ღმერთი]; „ი“ უთითებს - „იმონ“ [ჩვენი], ხოლო „“ [სოტერ] იგივეა რაც - „მაცხოვარი“.

ამდენად, კოდირებული არსით - „თევზი“, ანუ ბერძნული სიტყვა - „იხთის“, გვკარნახობს - „იესუ ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“.

მეორეს მხრივ, წარმართული ხანის საქართველოში თევზის ღვთაების კულტი არსებობდა, რომლის თაობაზე არსებულ წყაროებზე დაყრდნობითაც [გ.ჩიტაიას გამოკვლევა] ჩვენ ვწერდით - „...თევზის შემწეს ჩვენ ლასს ვიტყოდით... თევზის ღვთაების კულტი დღესაც ცოცხალია საქართველოში: „წმინდა ლასა“ - ამბობს ქართველი მეთევზე...“ [იხ. გაზ. „დედანი ენის სასწაული“, №57 [382], გვ. 2, 2005 წ.].

როგორც სახარებიდან ვიცით, მაცხოვარი ბრძანებს - „მე ვარ კარი, ვინც ჩემით შევა ცხონდება; და შევა და გამოვა. და ჰპოვებს საძოვარს“-ო [იოანე 10,9].

დიახ - „...ქრისტიანობის სიმბოლოდ ქცეულ თევზს, ბერძნულად თუ ჰქვია - „იხთის“, და იგავით ამბობს - „იესუ ქრისტე ღმერთი ჩვენი მაცხოვარი“-ო;

ქართული ცნობიერებით თევზი არის - „ლას“, ანუ თავად იგია ქრისტიანობის ფუძემდებელ - ქრისტეზე პირველი მიმანიშნებელი. და თუ - ქრისტე, სიმბოლურად, ერთის მხრივ არის - „თევზი“, ანუ - „ლას“-ი [ქართული ცნობიერება], და მეორეს მხრივ - „კარი“ [იოანე 10,9], მაშინ მათი ერთობა: „ლას“ - „კარი“, ასევეა ქრისტეს არსის იგავურად მიმანიშნებელი...“ [იხ. იქვე გვ. 2].

აღნიშნულს თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ბოლო ჟამში „ძე კაცისას“ არსობრივი მხარის მატარებელი ჩვენი ს/გ „უფლის სახელით...“, სწორედაც რომ ქრისტიანულ ცნობიერებაზე დაყრდნობით წარმართავს თავის საქმიანობას, და ძირითადად უფლის მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომას ამოწმებს, მაშინ ძნელი აღარ იქნება იმაში გარკვევა თუ რაზე გვანიშნებს კოდირებული - „თევზისა“ და „ლასკარის“ ურთიერთმიმართება.

სახარებაში, მაცხოვრის მიერ, კოდირებული  - „...წადი ზღვის პირას“ ნათქვამის არსის გასაგებად, საჭიროა სიტყვა „ზღვა“-ს ჩავუკვირდეთ.  ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, კოდი: „ზღვა“ = ზ[7] + ღ[25] + ვ[6] + ა[1]“ = 39.

მიღებული: „ზღვა = 39“-ის არსის გასაგებად უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენი პოლიტიკური გაერთიანებების უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს [„ლასკარი“ და „უფლისმიერი ლასკარი“] სხდომების გასამართი ოფისი, სწორედ - 39 ნომერში მდებარეობს.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ სახარებისეული ტექსტი - „...წადი ზღვის პირას, ჩააგდე ანკესი, აიღე პირველივე თევზი...“, კოდირებულად უთითებს ბოლო ჟამში მოქმედი იმ ჯუფის საქმიანობის „დეტალზე“, რასაც, უკვე ხსენებული ჯარიმისათვის საჭირო თანხის მომგროვებელი - „ლასკარი“ [„თევზი} და მისი ადგილმდებარეობა - 39 [„ზღვა = 39] ჰქვია. ვისაც ყური აქვს ისმინოს! 

 

3. კოდი - „სტატირი“

სახარებისეულ ტექსტში დაფიქსირებული  - „...ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“ [მათე 17,27]  - „სტატირი“ [ძველქართულით - „სატირი“], სულხან საბას ლექსიკონში „სასწორთან“ კავშირდება - „სასწორი - ერთი სატირია“ [საბა, ტ.2, გვ.36]; ... ერთი სასწორი ვერცხლი ერთი სატირია...“ [საბა, ტ.1, გვ.417].

და მართლაც, ძველქართულ ხელნაწერთა გარკვეულ ჯუფში ვკითხულობთ -„...ჰპოო მის შორის სტატირი, [„ჰპოო მას შინა სასწორი“]“ [იხ. „ქართული ოთხთავის ბოლო ორი რედაქცია“, რედ. ივ. იმნაიშვილი, თბ. 1979 წ. გვ.318].

დაინტერესებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენი გაერთიანების გერბი [ლოგო] სწორედაც რომ - სასწორს ეფუძნება. მეორეს მხრივ ისიც ცნობილია, რომ - სასწორი, ოდითგანვე, სასამართლოს ერთ-ერთ ატრიბუტს წარმოადგენს.

ჩვენის აზრით, ძველქართულ ტექსტში დაფიქსირებული  - „სასწორი“, ბოლო ჟამში, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული ჯუფისა [ლასკარი] და სასამართლო ორგანოს შორის განვითარებული [ზემოხსენებული] მოვლენის ახსნის ერთ-ერთი მინიშნებითი გასაღებია.

ე.წ. სასამართლოს თემის ბოლომდე ამოწურვის მიზნით, ჩვენი დამაჯარიმებელი მოსამართლის - ნ. ჯორბენაძის - გვარზეც გვინდა ვისაუბროთ.

როგორც მოგეხსენებათ - ჯორი არის ფაშატი ცხენისა და მამალი ვირის ნაჯვარი ანუ ჰიბრიდი, რომელიც უნაყოფოა - მას შთამომავლობის მოცემა აღარ შეუძლია.

ჩვენი, ანუ ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდისათვის ჯარიმის გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლის გვარი - „[ჯორ]ბენაძე“, ლასკარისეულ ცნობიერებაზე დაყრდნობით „გვკარნახობს“, რომ უფლის მეორედ მოსვლის წინარე დროის დადგომის დამადასტურებელი გუნდისათვის ვერანაირი ხელის შეშლის მცდელობა ნაყოფს ვერ გამოიღებს  [ჯორი - უნაყოფოა]..

და კიდევ: სახარებისეული ტექსტი - „...ჰპოვებ სტატირს: მიიტანე და მიეცი მათ ჩემი და შენი სახელით“, ხაზს უსვამს, რომ „ხარკის“ გადახდა ხდება ორის, ანუ - „ჩემი და შენი“ სახელით; და, შესაბამისად, გადახდილ იქნა - ერთი სტატირი, ანუ - ორი დიდრაქმა.

აქ, ბოლო ჟამში დაფიქსირებული ორი პირობითი „ფაქტის ერთობასთან“ უნდა გვქონდეს საქმე:

1. როგორც ითქვა ჯარიმის დაკისრება მოხდა, ჩვენი გაერთიანების მიერ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარდგენილი - ავთანდილ იოსელიანის მიერ [ერთი მხარე] პლაკატის „არასწორად“ გაკვრის გამო, თუმცა დაჯარიმდა თავად საარჩევნო სუბიექტი „უფლის სახელით - უფალია ჩვენი სიმართლე“ [მეორე მხარე]; ამასთანავე

2. პარტიის მწირი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, დაკისრებული საჯარიმო თანხის გადახდა მოხდა, ერთის მხრივ - „ლასკარის“, და მეორეს მხრივ - „უფლისმიერი ლასკარის“ წევრთა მიერ აკრეფილი საერთო თანხით.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

 

4. კოდირებული - „ათასი“

სახარებისეულ ტექსტში დაფიქსირებული - „დიდრაქმა“ და „სტატირი“ ფულის ოდენობის აღმნიშვნელია. როგორც ითქვა: ერთი სტატირი - ორ დიდრაქმას უდრის. თავის მხრივ ერთი დიდრაქმა, დაახლოებით: 50 თეთრის ტოლია. მაშასადამე, სახარების მიხედვით, გადაიხადეს - 1 სტატირი, ანუ - 2 დიდრაქმა, დაახლოებით 50 + 50, ანუ - 100 ერთეულზე მიგვანიშნებს.

ეზოთერულ ცნობიერებაში, პირველი ციფრის შემდგომი - ნოლი, თავისუფალი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. შესაბამისად, სახარებისეული: გადახდილი ხარკის ოდენობა - 100 [რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს როგორც - 1, 10 და ა.შ.] ერთეული, კოდირებულად ჩვენდამი დაკისრებული ჯარიმის ოდენეობაზე, ანუ - 1000 გვანიშნებს.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, თბილისის საზედამხედველო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, სასამართლო დავის საგანი გახდა ჩვენი საარჩევნო პლაკატის, 41-ე ნომრის მქონე: კოალიცია „ქართული ოცნების“ პლაკატზე ე.წ. გადაკვრის ფაქტი. დიახ, ჩვენთვის დაკისრებული ჯარიმის - 1000 ლარის გადახდა, სწორედ 41-ე ნომერს უკავშირდება.

ხსენებული ჯარიმის ოდენობის: 1000-ის აღმნიშვნელი სიტყვა: „ათასი“, ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით: „ა[1] + თ[9] + ა[1] + ს[20] + ი[10]“, ჯამში, ხსენებული კოალიციის რიგითი ნომრის, ანუ - 41 ტოლია.

ვისაც ყური აქვს ისმინოს!

აი, ყოველივე ის, რისი ამჟამად თქმაც მკითხველისათვის გვინდოდა. ყველაფერი, სწორედაც რომ წინასწარგანჭვრეტილისდა მიხედვით ვითარდება. ვისაც ეს ესმის - ხომ კარგი - „ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,38[.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

ს/გ „უფლის სახელით...“

თავმჯდომარე

მიხეილ [გელა] სალუაშვილი