Print

პირველი ნაწილი [16.08.2014]

„ცხვრები“ - მარჯვნივ, „თხები“ - მარცხნივ, ანუ

„[კაზა]ნტიპი“-ს ფესტივალი

 

წ ი ნ ა თ ქ მ ა

„და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას

ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის“

 [იოანე 16,8]

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტე შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

საქართველოსა და ქართველ ერს, ღმერთის განგებულობით, უდიდესი სულიერი მისია აქვს - მაცხოვრის კვართის დაფვლისა და ღვთისმშობლის წილხვედრ ქართულ მიწაზე მომხდარი მოვლენებით გვიდასტურდება წმიდა წერილებში დაცული იმ ნიშნების აცხადება, რომელნიც უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისეული ჟამის მოახლოებას გვამცნობენ.

როგორც მოგეხსენებათ, ხელისუფლებაში მოკალათებული „ქოცებისა“ და „ნაცების“ [„ქოც-ნაცების“] დანაშაულებრივი ურთიერთ თანამშრომლობის შედეგად 2014 წ. 7 მაისიდან ძალაში შევიდა, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“.

ბოლო ჟამში, ბიბლიური „სოდომ-გომორისეული“ ეტაპის დადგომის დამადასტურებელი, ამ კანონის პირველი რეალური ამოქმედების მაგალითს წარმოადგენს, „ქოც-ნაცების“ ხელშეწყობით მიღებული ე.წ. სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება - 2014 წ. 20–30 აგვისტოს, ანაკლიაში, გარყვნილების ღიად მქადაგებელი „კაზანტიპის ფესტივალის“ ჩატარების თაობაზე. 

ამჟამად, ჩვენ არ შევეხებით 1992 – 2013 წლებში უკრაინაში, კერძოდ ყირიმში გამართული ამ ე.წ. აღვირახსნილობის მქადაგებელი ფესტივალის, ყველასათვის ხელმისაწვდომ, 20 წლიან ისტორიას.

ჩვენი წინამდებარე წერილის მიზანია - საყოველთაო გავხადოთ, ბოლო ჟამის დამამთავრებელი ეტაპის დადგომაზე მიმანიშნებელი, იმ მორიგი ნიშნის აცხადება, რომელიც ხსენებული „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოს მიწაზე ჩატარებით გვიდასტურდება.

[გაგრძელება იქნება]