Print

მესამე ნაწილი [16.08.2014]

„ცხვრები“ - მარჯვნივ, „თხები“ - მარცხნივ, ანუ

„[კაზა]ნტიპი“-ს ფესტივალი

[მესამე ნაწილი]

კაზანტიპი“-ს ფესტივალის

[ანუ ცხვრებისა და თხების გარჩევის შესაცნობი ეტაპის] 

დაწყების თარიღი [რიცხვი, თვე და წელი]

„და როცა მოვა, ამხილებს ქვეყანას

ცოდვის, სიმართლისა და განკითხვისათვის:

ცოდვისათვის,

რადგანაც არ მიწამეს.

სიმართლისათვის,  რადგანაც...

 [იოანე 16,8-11]

... ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოდით გავერკვეთ, თუ რაზე, და რომელი ეტაპის დადგომაზე გვენიშნება 2014 წლის 20 აგვისტოდან „კაზანტიპის ფესტივალის“ საქართველოში ჩატარებით.

დასაწყისშივე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყირიმელ თათართა დიალექტზე - „კაზანტიპი - ქვაბის ძირს ნიშნავს“. ქართულად სიბინძურის რაიმე სათავსოს, მაგ. ქვაბის ძირზე მყოფს  - „ნაძირალა“ ჰქვია.

გავხსნათ ამ ფესტივალის სახელდების კოდირებული არსი - „კაზანტიპი“:

1. სიტყვა  - „[კაზა]ნტიპი“-ს, პირველი შემადგენელი - „კაზა“, ქართულად „თხა“-ს ნიშნავს; და ჩვენის აზრით, ზემოთხსენებული იგავით მინიშნებული დროის [ცხვრებისა და თხების გარჩევის მოახლოებული ეტაპის] დადგომაზე უნდა გვითითებდეს.

2. თავად ამ სიტყვაში - „კაზანტიპი“, კოდირებულია ფესტივალის [ანუ ცხვრებისა და თხების გარჩევის შესაცნობი ეტაპის]  დაწყების თარიღი [რიცხვი, თვე და წელი], და აი როგორ:

 - რიცხვისა და წელის ამოცნობა შესაძლებელია ამ სიტყვის პირველი ორი „შემადგენელით“: „კაზა-ნ-[ტიპი]“:

ა) რიცხვი:

ორმოცნიშნიან ქართულ ანბანში ასო-ნიშანთა რიგითი ნომრების მიხედვით, სიტყვა: „კ[11] + ა[1] + [ზ[7] + ა[1]“, ჯამში უდრის - 20; და ჩვენის აზრით, აგვისტოს თვეში მოაზრებული ამ ფესტივალის დაწყების თარიღზე უნდა გვანიშნებდეს;

ბ) წელი:

მომდევნო ასო-ნიშანი: „ნ“, რიგითი ნომრით მე-14 -ეა, და ფესტივალის გამართვის „[20]14“-ე წელზე უნდა გვითითებს;

[განსახილველი სიტყვის ბოლო შემადგენელი: „ტ[21] + ი[10] + პ[17] + ი[10}, ჯამში უდრის - 58-ს, თუმცა ამჯერად მისი კოდირებული არსის გახსნაზე არ შევჩერდებით].

გ) თვე:

განსახილველი სიტყვის ფუძეში [„კაზანტიპ“-ი] მოცემული ასოთა რაოდენობაა - რვა, და ჩვენის აზრით ამ ე.წ. ფესტივალის ჩატარების მე-8 თვეს უნდა გამოკვეთავდეს. 

მაშასადამე, უზნეობის მქადაგებელი ამ ფესტივალის სახელდება - „კაზანტიპი“, მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს, გვაუწყებს, რომ - სახარებაში მითითებული „გადარჩევის“ [„კაზა“], ბოლო ჟამში მისტერიულად აცხადებისეული ეტაპის ათვლის წერტილია: მე-14 წლის [„ნ“], მერვე, ანუ აგვისტოს თვის [„კაზანტიპ“] მე-20 [„კ[11] + ა[1] + [ზ[7] + ა[1]“ = 20] დღე; ე.ი. 2014 წლის 20 აგვისტო. 

აღნიშნული შემდეგ თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ - „ჩვენს ირგვლივ ხილულად აცხადებული მოვლენებით, სულში მიმდინარე პროცესებზე გვენიშნება“ [ზვიად გამსახურდია], მაშინ, ვფიქრობთ, ძნელი აღარ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ თუკი:

1. 2014 წ, 7 მაისიდან, საქართველოში, ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ამოქმედებით, მათ, ვისაც ყური სასმენლად აქვთ - ბიბლიაში მოცემული „სოდომ-გომორისეული“ ეტაპის დადგომა გვეუწყა [იხ. დაბ. 18,20-33; 19,1-26]; მაშინ:

2. 2014 წ. 20 აგვისტოდან, ანუ მარიამობის მარხვაში, უზნეობის ღიად წარმომჩენი ე.წ. „კაზანტიპის“ ფესტივალის ჩატარებით, უკვე ხსენებული - „თავდაპირველად ღვარძლის [ცოდვილთა] შეკრების“ [იხ. მათე 13,30], ანუ - „თხების“ [„კაზა...“] გადარჩევასთან გაიგივებული [იხ. მათე 25,31-34], ბოლო ჟამისეული ეტაპის მიმდინარეობაზე გვენიშნებოდეს.

აქვე შეგახსენებთ სულხან-საბასეულ განმარტებას - „... თხათა მამალსა ვაცი ეწოდების და დედალსა - ნეზვი...   გამოუყვერავსა - ბოტი და საბოტე წალსა - ვაციკი, - ვიეთნი ქოშსა უწოდენ; წინა მოარულსა თხასა - ელქაჯი...“ [„ლექსიკონი ქართული“, თბ. 1991 წ., ტ. 1, გვ. 318].

და აი, დარაზმულია „ელქაჯთა“ [წინ მოარულ თხათა] რაზმი [ვაცები და ნეზვები; ბოტები და ვაციკები], და საკუთარი თუ სხვათა სულის სიბინძურეში გასახვევად, ანუ წამიერი ხორციელი სიამოვნების მისაღებად, ეშმაკისაგან ტვინარეულნი, ყველაფერზე არიან წამსვლელნი...

[დასასრული იქნება]