4 ნაწილი [25.08.2014 წ.]
მეოთხე ნაწილი: გამოცხადება 20,7-10
კოდირებული - „ათასი წლისა“ და
„თავს დაიხსნის მცირედი ხნით“
არსობრივი მხარის გაგებისათვის
„7. ხოლო ათასი წლის გასრულების შემდეგ [კოდია] სატანა [კოდია] დაიხსნება თავისი საპყრობილედან“.
უკვე აღვიშნულზე დაყრდნობით, ამ მუხლის კოდირებულ არსში გარკვევა ასევე აღარ უნდა გაძნელდეს. კერძოდ:
ერთის მხრივ - 2013 წ. 11 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად - მარ[გველ]აშვილის დასახელებით, და
მეორეს მხრივ - 2013 წ. 27 ოქტომბრის არჩევნებში მისი გამარჯვებით [და 17 ნოემბრის ინაუგურაციით], ანუ „გველის“ არსის მატარებელი პიროვნების - „მარ[გველ]აშვილის“ ახალ ამპლუაში გამოჩენით,
„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულთათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის იმ დროითმა მონაკვეთმა, რასაც ჰქვია - „სატანა დაიხსნება თავისი საპყრობილედან“.
გამოცხადება 20,8
„8. და გამოვა, რათა აცთუნოს ხალხნი [კოდია], რომელნიც არიან ქვეყნის ოთხსავე კუთხეში, გოგი და მაგოგი, რათა საბრძოლველად შეკრიბოს ისინი, რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა“.
ამ მუხლში, კოდით - „გამოვა, რათა აცთუნოს ხალხნი“, მითითებულია ის პირობითი მონაკვეთი ბოლო ჟამისა, რასაც 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება ჰქვია - პრემიერ მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით მომქმედი მთელი სახელმწიფო ინსტიტუტი [„რომელთა სიმრავლე, როგორც ქვიშა ზღვისა“], აქტიურად მოუწოდებდა ამომრჩეველთ, რათა მათ არჩევანი მარ[გველ]აშვილის სასარგებლოდ გაეკეთებინათ.
გამოცხადება 20,9
„9. და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე, და გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკსა [„გველის“ არსის მატარებელი პიროვნებისა და მისი მხარდამჭერი გუნდის ხელისუფლებაში დამკვიდრება] და საყვარელ ქალაქს [აქ - თბილისი, ანუ 2014 წ. 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების შედეგები] და ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით და შთანთქა ისინი“.
განსახილველ მუხლში, ბოლო ჟამის თვალთახედვიდან დასანახი [აღსაქმელი] ორი პირობითი მოვლენაა აღწერილი. კერძოდ:
1. პირველი მოვლენა, ბოლო ჟამის განსახილველ მონაკვეთზე უკვე აცხადებულს ეხება. კოდით: „და გამოვიდნენ მიწის სივრცეზე,...“, „ათასის“ არსით შესაცნობი გაერთიანების [№41 „ქოცების“] პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა გვენიშნება. აქვე გამოყოფილია ორი ეტაპი:
ა) კოდი: „გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს“, „ქოცების“ მიერ საპარლამენტო [2012 წ.] და საპრეზიდენტო [2013 წ.] არჩევნებში გამარჯვებაზე გვითითებს, ხოლო
ბ) კოდი: „საყვარელ ქალაქს „ იმავე „ქოცების“ მიერ ქ. თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნებში [2014 წ.] მიღწეული გამარჯვებაა დაკონკრეტებული;
2. საძიებელი „მეორე მოვლენა“, საერთოდ ბოლო ჟამის გასრულებისას მოსახდენს ეხება - - „ჩამოეშვა ცეცხლი ღმრთისაგან ზეცით და შთანთქა ისინი“. ეს უკანასკნელი კი, იგავურად გადმოგვცემს - უფალ იესუ ქრისტეს მეორედ გაცხადებისა და განკითხვის დღის დადგომაზე.
გამოცხადება 20,10
„10. ხოლო ეშმაკი [აქ - „გველი დასაბამისა“], მათი მაცდური, ჩავარდა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი [აქ - ანტიქრისტე] და ცრუ წინასწარმეტყველი; და ეწამებიან დღე და ღამ, უკუნითი უკუნისამდე“.
ამ მუხლში, მოახლოებული განკითხვის დღის საბოლოო შედეგია გადმოცემული; და როგორც მკითხველმა უკვე იცის, აქ მოცემული კოდები: „ეშმაკი“, „მხეცი“ და „ცრუწინასწარმეტყველი“, ერთ-ერთი თვალთახედვის მიხედვით ასე განიმარტება:
- კოდით: „ეშმაკი“, მიგვეთითება „გველის“ არსის მატარებელი: გიორგი მარ[გველ]აშვილი;
- კოდით: „მხეცი“, გამოყოფილია - ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე; ხოლო
- კოდით: „ცრუწინასწარმეტყველი“, მიხეილ სააკაშვილზე მიგვანიშნებს.
და კიდევ. როგორც ვხედავთ - „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ ჩავრდნილ „ეშმაკს“, იქ ხვდება, უკვე „ჩავარდნილი“ – „მხეცი და ცრუწინასაწრმეტყველი“.
„ლასკარულ“ ცნობიერებაზე დაყრდნობით, ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს ამ მინიშნებაში გარკვევა: აქ მოცემულია, ხსენებულ პირთა „მხილების“ ერთგვარი თანამიმდევრობა:
- 1992-2003 წლებში ხელისუფლებაში მყოფ „მხეცს“, ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელ ედ. შევარდნაძეს; და
- 2004-2013 წლებში ქვეყნის მმართველს, ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელ მიხეილ სააკაშვილს, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ქართველი ხალხის მიერ უკვე აქვთ შესაბამისი განაჩენი გამოტანილი;
- რაც შეეხება 2013 წ. 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ, „გველის“ არსის მატარებელ გიორგი მარ[გველ]აშვილს, მისი „მხილების“ პროცესი, ბოლო ჟამის დამამთავრებელ ეტაპს მოიცავს.
ვისაც ყური აქვს ისმინოს!