Print

მეხუთე ნაწილი [25.08.2014 წ.]

მეხუთე ნაწილი: გამოცხადებისეული - „მცირედი ხანის“,

სახარებისეული „გამოძახილი“

კოდირებული - „ათასი წლისა“ და

თავს დაიხსნისმცირედიხნით“

არსობრივი მხარის გაგებისათვის

ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენების თაობაზე წინასწარნაუწყები ნიშნები, ორგანულ კავშირში იმყოფებიან ერთმანეთთან.

მოდით ვნახოთ, თუ რა კავშირშია, ბოლო ჟამის მიმდინარეობის კონკრეტული მონაკვეთის აღმწერი, უკვე განხილული კოდი - „მცირედი ხანი“ და „ათასი“, სახარებაში დაფიქსირებულ მინიშნებასთან.

როგორც მოგეხსენებათ, სახარება - განკაცებული მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების სხვადასხვა მონაკვეთებს გადმოგვცემს.

უდაბნოში ყოფნის მიწურულს, როდესაც - „...მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას“ ]მათე 4,11], განკაცებული უფალი თავისი მისიის შესრულებას უკვე ღიად იწყებს - „ბნელში მსხდომარე ხალხმა იხილა ნათელი დიდი, და ქვეყნად და სიკვდილის ჩრდილში მსხდომთ გამოუბრწყინდა ნათელი. შემდგომ ამისა, დაიწყო იესომ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“ [მათე 4,16-17].

აღნიშნულიდან მოყოლებული, წმიდა წერილი არაერთ ისეთ შემთხვევას აღწერს, სადაც ნაჩვენებია თუ როგორ ემორჩილებიან უფალ იესუ ქრისტეს მიერ გამოხატულ ნებას - ეშმაკი და მისი ლეგიონები.

მიუხედავად იმისა, რომ ღვთაებრივი საქმიანობის ღიად დაწყებიდან, უფალ იესუ ქრისტეს არაერთი სხვადასხვა სახის წინააღმდეგობა შეხვდა, იგი და მისი მოწაფეები მიზანმიმართულად ახდენდნენ თავისი მისიის შესრულებას.

ერთადერთ „გამონაკლისს“ წარმოადგენს საიდუმლი სერობის მიწურულს მომხდარი, როდესაც ეშმაკმა ღიად იმძლავრა და მაცხოვრის შეპყრობა მოხდა.

გამოცხადებისეული ტექსტის განსახილველი მონაკვეთის არსობრივი მხარის გააზრებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ  კოდირებული:

1. „და შეიპყრო ურჩხული, გველი დასაბამისა, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და  შეკრა  იგი  ათასი წლით. და ჩააგდო იგი უფსრულში, და დახშა კარი, და დაბეჭდა იგი, რათა ვეღარ  აცთუნებდეს ხალხებს, ვიდრე არ გასრულდება ათასი წელი...“ [გამოცხ. 20,2-3], იგავურად შეესაბამება - განკაცებული უფლის მიერ მიწიური საქმიანობის ღიად დაწყებიდან, ვიდრე, საიდუმლო სერობის ბოლოს, მაცხოვრის შეპყრობამდე გასულ დროის მონაკვეთს.

ბოლო ჟამის თვალთახედვით, „ათასი წლით“ „შეკრული“ დროის მისტერიული ანარეკლი, როგორც ვნახეთ: 2011/2012 – 2013/2014 წლებში მოსახდენზე [მომხდარზე] გვანიშნებს; ხოლო

2. „...შემდგომად ამისა თავს დაიხსნის მცირედი ხნით [გამოცხ. 20,3], მაცხოვრის შეპყრობიდან ვიდრე ჯვარცმა-აღდგომამდელ პერიოდში მომხდარის იგავური აღწერაა; და, ბოლო ჟამის  - 2013/2014 წლების შემდგომად განსავითარებელი მოვლენების მისტერიული ანარეკლია.

ამდენად, ჩვენს მიერ განსახილველი „თავს დაიხსნის მცირედი ხნით დრო, შეესაბამება სახარებაში მოცემულ „ბოლო“ მონაკვეთს, ანუ - ჯვარცმა აღდგომისეულ გზასავალს.

დიახ, სახარების მიხედვით - ეშმაკის მიერ მცირედი ხნით თავის დახსნა, მხოლოდ საიდუმლო სერობის მიწურულიდან იწყებს ათვლას. ბუნებრივია, რომ აქაც ღვთაებრივი ნების გამოვლინებასთან გვაქვს საქმე, რომლის თაობაზე უფალი ასე გვანიშნებს:

ან იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?

მაშინ იესომ უთხრა ხალხს: როგორც ავაზაკს, მახვილებითა და წათებით მომიხტით შესაპყრობად; დღენიადაგ ტაძარში მჯდომი გასწავლიდით და არ შეგიპყრივართ მე. ყოველივე ეს იქმნა, რათა აღსრულდეს დაწერილი წინასწარმეტყველთა მიერ. მაშინ ყველა მოწაფემ მიატოვა ის და გაიქცა: [მათე 26,53-56].

ანალოგიური რამ ხდება ბოლო ჟამშიც. ისევე როგორ აქამდე [იხ. 1991-დან ვიდრე 2013/2014 წ.წ.], მიმდინარე დროის მონაკვეთში, კერძოდ - 2013/2014 წლებიდან განსავითარებელი მოვლენები, ზუსტად ღვთაებრივ წინასწარგანჭვრეტილობაზე აგებული იმ მინიშნებების მიხედვით წარიმართება, რომელსაც:

1. გამოცხადებისეული ტექსტის მიხედვით: „თავს დაიხსნის მცირედი ხანი“ ჰქვია; ხოლო

2. სახარებაში დაცული მინიშნებების თანახმად - მაცხოვრის მიწიური ცხოვრების დასასრულთან გაიგივებულ: ჯვარცმა - აღდგომისეულ გზასავალთან იგივდება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს სენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი