4 ყურადსაღები გაფრთხილება
ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!
მათდა გასაგონად - ვისაც ბოროტების [ცოდვის] ჩადენის არ ეშინია...
[გამაფრთხილებელ კანონზომიერებათა ჯაჭვი: 7 მაისი - 17 მაისი - 20 აგვისტო - 30 აგვისტო]
7 მაისს ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ ამოქმედების დღეს - ხელვაჩაურის რაიონში ეკლესიის გუმბათი ჩამოინგრა [ორი ადამიანი გარდაიცვალა];
17 მაისს უზნეობის მიმდევართა „მსოფლიო დღეს“ - დარიალის ხეობაში მეწყერი ჩამოწვა [სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.];
20 აგვისტოს, 21.00 სთ-ზე ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ დაწყებიდან ერთ საათში, კერძოდ 22.10 სთ-ზე დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერით კიდევ ერთი გაფრთხილება გაისმა [ორი ადამიანი გარდაიცვალა];
30 აგვისტოს გამთენიას, ე.წ. „კაზანტიპის ფესტივალის“ დახურვის დღეს, დარიალის ხეობაში მორიგი განგაშის ხმა გაისმა...
ვინ გაიგონა!?...
ვაი მას, ვინაც ყურს არ უგდებს ბიბლიურ სიბრძნეს, რომელიც გვაფრთხილებს:
„რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“ [ეკლ.8,11].