Print

ნუ გადახვალთ ღმერთის ნებას!..

ნეტარია ვისაც - ესმის, და მზად არის შეასრულოს

 ნება ღმრთისა

 

„არცა დედაკაცებაი, არცა მამაკაცებაი,

არამედ თქვენ ყოველნი ერთ ხართ“

[„მოქცევაი ქართლისაი“]

 

შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ [დაბ. 1,27];

 

მიმართვა - ცოლებისადმი

22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.

23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში [ეფეს. 5,22-24]

 

მიმართვა - ქმრებისადმი

25. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და თავი გასწირა მისთვის...

28. ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული; ვისაც ცოლი უყვარს, თავისი თავი უყვარს.

29. ვინაიდან არავის არასოდეს მოსძულებია თავისი ხორცი, არამედ ისე უვლის და ასაზრდოებს, როგორც უფალი - ეკლესიას[ეფეს. 5,25; 28-29]

 

მიმართვა - ცოლ-ქმრისადმი

21. ქრისტეს შიშით ჰმორჩილებდეთ ერთმანეთს...

30. რადგანაც მისი სხეულის ასოები ვართ, მისი ხორცთაგანნი და მისი ძვალთაგანნი.

31. ამიტომაც მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას, მიეკვრის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც.

32. ასევე ყოველ თქვენგანსაც თავისი თავივით უყვარდეს ცოლი, ხოლო ცოლს ეშინოდეს ქმრისა[ეფეს. 5,21; 30-32];

 

„3. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს.

4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი“ [1 კორ. 7,4]