Print

"ოთხი რქის" დასაშინებლად მისული "ოთხი მჭედელის" არსი

კოდირებული - „ოთხი მჭედელის“ არსობრივი მხარისათვის

1991 -1992 წლების გასაყარიდან დაწყებულმა, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ნორმალური განვითარების გზიდან იძულებითმა გადახვევამ, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისა და საცხოვრებელი ადგილებიდან საქართველოს მოქალაქეთა იძულებითი აყრა და მათი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გაფანტვა გამოიწვია.

მიზეზთა გამო, 2012 წ. 1 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტმა სამწუხაროდ კვლავ გააგრძელა მათ პოლიტიკურ წინამორბედთა მიერ გამოკვეთილ სახელმწიფოებრივ პრიორიტეტებისეულ გზაზე სიარული.


უკანასკნელ ხანებში განვითარებული პროცესების შემდეგ, საქართველოს პარლამენტში ოთხი პირობითი ჯგუფი გამოიკვეთა. პარლამენტის ელ. გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით ესენია:

1. საპარლამენტო უმრავლესობა [ლიდერი დავით საგანელიძე], რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრთა ბაზაზეა შექმნილი;

2. საპარლამენტო უმცირესობა [ლიდერი დავით ბაქრაზე], რომელიც პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებს აერთიანებს;

3. ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ [თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი]; და

4. დამოუკიდებელი პარლამენტის წევრები; ყველა ამ დასახელებული ჯგუფისაგან განცალკევებით მოქმედი ე.წ. თავისუფალი დეპუტატები [დავით ბეჟუაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი, მურმან დუმბაძე...].


ოთხივე ეს პოლიტიკური განშტოება, მცირეოდენი განსხვავების მიუხედავად, თითქმის ერთნაირად აღიქვამს ქვეყნის საგარეო განვითარების კურსს, და - ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაში ხედავს ქვეყნის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარანტიებს.


საუბრის გაგრძელებამდე, გვინდა ბიბლიური ჩართვა შემოგთავაზოთ:

 - „ავახილე თვალები და, აჰა, ოთხი რქაა [აქ - პარლამენტის ოთხი განშტოება]. ვუთხარი ანგელოზს, რომელიც მე მელაპარაკებოდა: რა არის-მეთქი ესენი? მითხრა: ესენი რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისრაელი და იერუსალიმი“ [ზაქ. 1,18-19].


2014 წ. 25 ნოემბერს, 16.00 სთ-ზე, სწორედ ასეთი „ოთხი რქის“ ერთობის ამსახველი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე წარვსდექით ს/გ „უფლის სახელით...“ მომქმედი ოთხეული - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე.

ჩვენი მისვლის მიზანი გახლდათ, ამ „ოთხი რქისათვის“ დაგვენახვებია, რომ ქვეყნის წინაშე ზემოთხსენებული პრობლემების მოგვარება არა - ნატოში გაერთიანებაშია საძიებელი, არამედ საჭიროა, რომ საქართველოს ხელისუფალმა ქვეყნის სტრატეგიული განვითარების გზად - სამხედრო ნეიტრალიტეტი განსაზღვროს.


მოხსენების [იხ. ჩვენი გაზ. №48 (944)] დამთავრების შემდეგ ოთახში მცირე ხნით ჩამოვარდნილი სიჩუმე, აშკარად მეტყველებდა, რომ კომიტეტის წევრები არ ელოდნენ ჩვენს მიერ განსახილველად შეთავაზებული საკითხის ამგვარ სიღრმისეულ ახსნას.

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და სხდომის წამყვანი ალექსანდრე თამაზაშვილი, სხდომაში მონაწილე დეპუტატები - ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი გოზალიშვილი, დასმულ შეკითხვებში, შეეცადნენ უხერხული სიტუაციიდან გამოსვლას.  

შეკითხვათა შინაარსიდან მომდინარე ნათელი შეიქმნა, რომ კომიტეტის წევრები - ან სათანადოდ არ იყვნენ გაცნობილნი ჩვენი საკანონმდებლო წინადადების არსში; ანდა იმდენად იყვნენ შებოჭილნი წინასწარ ჩამოყალიბებულ თვალთახედვაში, რომ ჩვენი ხსნა მხოლოდ ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანებაშია, რომ ჩვენი საკანონმდებლო წინადადების უპირატესობიდან გამომდინარე აშკარად დისკომფორტს გრძნობდნენ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 16 წევრიდან, საკითხის განხილვასა კენჭისყრაში მონაწილეობდა [სათათბირო ოთახში იმყოფებოდა] 8 დეპუტატი - ალექსანდრე თამაზაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, გიორგი გოზალიშვილი, მალხაზ ვახტანგიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, რევაზ შავლოხაშვილი, თენგიზ ხუბულური, იოსებ ჯაჭვლიანი

ჩვენს საკითხთან მიმართებაში გამართულმა კენჭისყრისამ ასეთი შედეგი დაფიქსირდა: მომხრე - 0; წინააღმდეგი - 4. უხერხულ მდგომარეობაში მყოფმა ალექსანდრე თამაზაშვილმა [სხდომის წამყვანი], თავჩაღუნულმა გამოაცხადა: „შემოთავაზებული წინადადება უარყოფილად უნდა ჩაითვალოსო“.

კომიტეტის წევრები წამოიშალნენ... იგრძნობოდა რომ თითოეული მათგანი ცდილობდა სხდომის ოთახის დატოვებით გაქცეოდა შექმნილ უხერხულობას. ჩვენთან მოსულმა იოსებ ჯაჭვლიანმა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით განგვიცხადა - „თქვენი წინადადება იმდენად იდეალურია, რომ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებიდან გამოსავლის ძიების გზაზე მსგავსი არაფერი მომისმენიაო...“. ჩვენც, მეტი რაღა დაგვრჩენოდა მადლობა გადავუხადეთ მას გულრწფელობისათვის და დავემშვიდობეთ.

სხდომის მიმდინარეობამ და ქვეყნის სახელმწიფოებრივი განვითარების შემოთავაზებულ მოდელთან მიმართებაში ამ ე.წ. „ოთხი რქის“ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ [უარმა] ნათლად დაგვანახა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარება მათ არ ხელეწიფებათ.


თხრობას კი, ზემოთ გადმოცემული ბიბლიური ჩანართის გაგრძელებაში დაფიქსირებული მინიშნების შეხსენებით დავასრულებთ:

„და დამანახვა უფალმა ოთხი მჭედელი აქ - ს/გ „უფლის სახელით...“ მომქმედი ოთხეული - მიხეილ [გელა] სალუაშვილი, ჯემალ ჯიქია, ავთანდილ იოსელიანი და ვალერი მჭედელაძე].

ვთქვი: რის გაკეთებას აპირებენ-მეთქი ესენი? ასე მითხრა: ესენი [აქ - პარლამენტის ოთხი განშტოება] რქებია, რომლებმაც გაფანტა იუდა, ისე რომ არავის აუწევია თავი; ეს მჭედლები კი მოსულნი არიან მათ დასაშინებლად [კოდია], იმ ხალხთა რქების დასახრელად, რომელთაც რქა აღუმართავთ იუდას ქვეყნის წინააღმდეგ მის გასაფანტავად“ [ზაქ. 1,20-21].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი