Print

უდროობა !?

ბოლო ჟამის დასრულების შემდეგ -

„...უკვეაღარიქნებადრო. არამედ...“

 

თავად ტერმინ - „ბოლო ჟამის" განმარტებას თუ შევეცდებით შეიძლება ასეც ითქვას:

უფლის დიდებით გაცხადებისწინარე პერიოდი, ბიბლიასა და სხვა წმიდა წყაროებში დაფიქსირებული მოვლენების აცხადებით უნდა შევიცნოთ...

თითოეულ ამ მოვლენათაგანს [ანუ ნაწინასწარმეტყველებ ნიშანს] აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული, რომელსაც ჩვენ - წამებს, წუთებს, დღეებს, კვირეებს, თვეებსა თუ წლებს ვეძახით...

ამდენად: ბოლო ჟამი შეიცნობა მოვლენებით, რომლებიც ჩვენს მიერ მიღებულ [დადგენილ, დამკვიდრებულ], და ტერმინ - „დრო“-სთვის განპირობებულ  განზომილების ერთეულებში [წამი, წუთი, დღე, კვირა, თვე, წელი...] აისახება...

დროის ათვლა, მარადისობიდან, ანუ სამოთხედან გამოძევებით დაიწყო ... ანუ დრო არსებობს იქ, სადაც არის - ცოდვა, და მისგან მომდინარე „შედეგი“- სიკვდილი, რამეთუ მოციქული ბრძანებს - „...ყველა საკუთარი გულისთქმით ცდუნდება და წარიტაცება. ხოლო შემდეგ გულისთქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი სიკვდილსა შობს“ [იაკ. 1,14-15].

დროში მყოფი კაცობრიობა სამ ფაზას გადის: დაიბადა - გაიზარდა - მოკვდა...

როგორც ასეთი არსებობს „ორი დრო“:

- „წარსული“ [ის რაც უკვე მოხდა] და

- მომავალი“ [ის რაც უნდა მოხდეს].

დროის მესამე განზომილება - „აწმყო“, დამაკავშირებელი „ხიდია“ წარსულსა და მომავალს შორის... ჩვენ სწორედ ამ აწმყოში ვცხოვრობთ, ანუ

- ჩვენი ცხოვრების მდინარება; აწმყოა;

- ჩავლილი ცხოვრების გზა: წარსული, ხოლო

- დარჩენილი გზასავალი: მომავალი.

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადების შემდეგ, დაიწყება - უდროობა, ანუ - მარადისობა:

- უფლის მხარმარჯვნივ მოქცეულთათვის დაიწყება: მარადიული ნეტარების, ხოლო

- მხარმარცხნივ მოხვედრილთათვის: მარადიული ტანჯვის უსასრულო ეპოქა.. 

აი, ამ წამიდან შეიძლება ითქვას, რომ - „...უკვე აღარ იქნება დროარამედ იმ დღეებში, როცა ხმას გაიღებს მეშვიდე ანგელოზი, როცა ის ჩაბერავს საყვირს, აღსრულდება  ღმრთის საიდუმლო, რომელიც მან ახარა მონებს თვისას - წინასწარმეტყველთ[გამოცხ. 10,6-7].

ღმერთო მოგვასწარი ამ დიადი წამის დადგომას!

მიხეილ [გელა] სალუაშვილი