Print

"დაცემა", ანუ მე-5 შესვენების მისტერიული ასპექტები

ჯვარცმის გზის

ე.წ. „დაცემისეული“ თემატიკის საკითხისათვის

 

წინამდებარე თხრობის დაწყებამდე გვინდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენის აზრით - 2013 -2014 წლებში განვითარებული მოვლენებით გამოიკვეთა, რომ - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან მოყოლებული დაიწყო, ჯვარცმისაკენ მიმავალი - „ეკლის გვრგვინით“ სახელდებული ეტაპი.

და ბოლოს, გვინდა შეგახსენოთ, რომ საეკლესიო სწავლების თანახმად - ეკლის გვრგვინდადგმულმა მაცხოვარმა, ჯვრის აღმართვის ადგილამდე  14-ჯერ შეისვენა“ [გაზ. №29[925], გვ. 6].

როგორც ცნობილია - „ვია დოლოროსა“ [ლათ.], იგივე - „მწუხარების გზა“, ან „მტკივნეული გზა", პირობითად ეწოდება იერუსალიმის იმ ქუჩაზე გამართულ მსვლელობას, რომელზეც გოლგოთისაკენ მიმავალმა უფალმა იესუ ქრისტემ გაიარა...

მეხუთე საუკუნით დათარიღებულ აპოკრიფულ ტექსტში მოთხრობილია, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ყოველ პარასკევს დადიოდა იმ გზაზე, სადაც მისმა ძემ ტანჯვით გაიარა და სადაც მისი სისხლი დაიღვარა.

მთელი გზის სიგრძე დაახლოებით - 600 მეტრია. თავდაპირველად აღინიშნებოდა მხოლოდ ცხრა ე.წ. „სადგური“, ანუ - შესვენება, და მხოლოდ მე-18 საუკუნეში, მას დაემატა კიდევ ხუთი შესვენება, და საბოლოოდ მივიღეთ - 14 შესვენება.

ეს გზასავალი იწყება ე.წ. „ლომის კარიბჭის“ სიახლოვეს [ეხლანდელი ქალაქის აღმოსავლეთის მხარე - მაჰმადიანთა კვარტალი], პონტიუს პილატეს მიერ მაცხოვრისათვის მსჯავრის გამოტანიდან, და მთავრდება გოლგოთის მთაზე მომხდარი ჯვარცმის ადგილას აშენებულ ეკლესიასთან, სადაც წმინდა სამარხი მდებარეობს [ეხლანდელი ქალაქის დასავლეთის მხარე - ქრისტიანთა კვარტალი].

თითოეულ ამ 14 სადგურს, ანუ შესვენებას თავისი პირობითი სახელი აქვს მიკუთვნებული. კერძოდ:

1. პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

2. იესუს მიერ ჯვრის აღება;

3. იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი [პირველი სვლა];

4. იესუს შეხვედრა დედასთან;

5. მაცხოვრის დაცემა [იხ. მათე 27,52; მარკ. 15,21; ლუკა 23,26];

6. ვერონიკას მიერ მაცხოვრისთვის სახის შემშრალება;

7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [იხ. ლუკა 23, 26] [მეორე სვლა];

8. იესუს საუბარი ქალებთან [ლუკა 23,28]

9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი;

10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა[იხ. მათე 27,35];

11. იესუს გაკვრა ჯვარზე [იხ. იოანე 19,18].

12. იესუს ჯვარზე სიკვდილი [მათე 27,50];

13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან[იხ. მარკ. 15,46];

14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].

 

ჩვენი დღევანდელი სათქმელის თემატიკიდან გამომდინარე, ამჟამად მხოლოდ პირველი - ხუთი შესვენების თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

მოდით მივყვეთ თანამიმდევრობას, და მათ შესახებ არსებული ინფორმაცია გავიხსენოთ.

 

შესვენება პირველი:

 პონტიუს პილატეს მიერ იესუსთვის მსჯავრის გამოტანა;

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ გოლგოთისაკენ სავალი გზის ზუსტად განსაზღვრა ერთობ ძნელია. ასე მაგალითად, დღეისათვის უცნობია პონტიუს პილატის იმ სასახლის კონკრეტული ადგილიც კი, სადაც მაცხოვრისათვის ჯვარცმის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

არსებობს სამი შესაძლო ადგილი: 1. ჰეროდე დიდის მიერ აგებული ტაძარი; 2.  გარნიზონისათვის აშენებული ანტონიას ციხე; და 3. ამ ორ პირობით ადგილს შორის მდებარე ტერიტორია.

„მწუხარების გზა“ იწყება ე.წ. პირველი სადგურიდან [შესვენება], რომელიც ტაძრისა და „ლომების კარიდან“ დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს.

სახარება გვაუწყებს - „მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ.“ [მათე 27,26].

 [ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „პირველი შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №29 [925], გვ. 7].

 

შესვენება მეორე:

იესუს მიერ ჯვრის აღება;

მაცხოვრის მიერ ჯვრის აღების ადგილად მიჩნეულია, პირველი სადგურის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ქუჩა. სახარება გვაუწყებს - „ხოლო როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს და წაიყვანეს, რათა ჯვარს ეცვათ“ [მათე 27,31]

[ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მეორე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №29 [925], გვ. 7].

 

შესვენება მესამე:

იესუს მიერ ჯვრის ტარების დასაწყისი;

სახარებაში ამ ეტაპის თაობაზე ვკითხულობთ - „.თან მიჰქონდა თავისი ჯვარი...“ [იოანე 19,17]

 [ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მესამე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №30 [926], გვ. 8].

 

შესვენება მეოთხე:

იესუს შეხვედრა დედასთან;

უნდა აღინიშნოს, რომ ახალ აღთქმაში არაფერია ნათქვამი ამ ე.წ. „მეოთხე შესვენების“ მიმანიშნებელი ეტაპის შესახებ. თუმცა, უძველესი ქრისტიანული თხრობის თანახმად შემონახულია მინიშნება მაცხოვრისა და მისი დედის შეხვედრის თაობაზე.

[ბოლო ჟამში მისტერიულად ასრულებული ე.წ. „მეოთხე შესვენების“ შესახებ იხ. გაზ. №31 [927], გვ. 8].

 

შესვენება მეხუთე:

მაცხოვრის დაცემა

„მწუხარების გზაზე“, ე.წ. მეხუთე შესვენების ადგილად მიჩნეულია ჯვარცმისკენ სავალი გზის ის მონაკვეთი სადაც, ქრისტიანული ტრადიციის თანახმად, მოხდა გამათრახებული და ჯვრის ტარებისაგან „დაუძლურებული“ მაცხოვრის დაცემა.

ჩვენი მოსაზრება - უფალ იესუ ქრისტეს სხეულებრივი წაქცევის არსობრივი მხარის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ, 2006 წლის მიწურულს გამოცემული კრებულის ქვეთავში - „რატომ „წაიქცა“ მაცხოვარი“ [„ამპარტავნების მსხვერპლი, ანუ ვისაც არ ერგება, არ შეერგება“, თბ. 2006 წ., გვ. 60-61].

ბოლო ჟამში მისტერიულად ასასრულებელი ამ ეტაპის თაობაზე კი, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

როგორც მკითხველმა უკვე იცის, ბოლო ჟამის დროთა მდინარების დამამთავრებელი ეტაპი, ერთ-ერთი კუთხით - „მხილების ეტაპადაა“ სახელდებული. თავის მხრივ აქ გამოსაყოფია ამ „მხილების ეტაპის“ ე.წ. ფარული და ღია მონაკვეთები.

ჩვენის აზრით „მხილების ეტაპის“ ე.წ. „ფარული“ მონაკვეთი, თავის თავში მოიცავს პოლიტიკური კუთხით განხორციელებულ ჩვენი საქმიანობის იმ შინაარსობრივ მხარე, რომელიც ს/გ „უფლის სახელით...“ პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო ორგანოებისადმი წადგენილ მიმართვებშია გადმოცემული. ამ კუთხით, ჩვენი სათქმელის ძირითადი ნაწილი, ა/წ მარტ-აპრილის თვის გასაყარზე თითქმის მთლიანად ამოვწურეთ.

„მხილების ეტაპის“ ე.წ. „ღია“ მონაკვეთი, ჩვენი საქმიანობისათვის სრულიად სხვა გარემო პირობებს მოითხოვს, რაც დიდწილად ფინანსურ მხარეზეა დამოკიდებული. ამ მიმართულებით ჩატარებული მოსამზადებელი სამუშაოების ხუთი თვის თავზე [2014 წ. დეკემბერი, და 2015 წ. იანვარ-აპრილი], კერძოდ აღდგომის წინა დღეებში გაირკვა, რომ ჩვენი მოლოდინი სრული მარცხით დამთავრდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე გვეკარნახება, რომ იწყება ამ ე.წ. „მარცხით“ გამოწვეული „ახალი სამოქმედო უტაპი“, რომლის დროსაც - ჩვენ უნდა შევწყვიტოთ წინამდებარე გაზეთის შემდგომი გამოცემა, და ჩვენი საქმიანობა მხოლოდ ლასკარის სხდომების ჩატარებით შემოვფარგლოთ.

შესაბამისად, გაზეთის წინამდებარე - №15 [963], საქართველოს სულიერი მისიის კვლევის მე-19 წლისთავზე გამოცემული ჩვენი - ბოლო საგაზეთო ნომერი გახლავთ.

კოდირებული - „№15 [963]“ თაობაზე საუბრის დაწყებამდე, გვინდა განვაცხადოთ, რომ წინამდებარე გაზეთის გამოსვლის თარიღი - 2015 წ. 11 აპრილი, ჩვენის აზრით, არის კიდეც განსახილველი - „მაცხოვრის დაცემით“ სახელდებული, ე.წ. მე-5 შესვენების მისტერიულად ასრულების დროითი მიჯნა.

და ბოლოს. ამ „შესვენების“ რიგითი ნომერი - 5, თავისებური კუთხით ეხმიანება, ზემოთქმულ 5 თვესა და 5-თან „დაკავშირებულ“ მიმდინარე წლის სიმბოლურ არსს.

მკითხველს კი ვთავაზობთ - თავად გაიაზრონ „ვია დოლოროსას“, იგივე - „მწუხარების გზისა“, თუ „მტკივნეული გზის" დარჩენილ ე.წ. „შესვენებათა“ მისტერიულად ასრულების თემატიკა. 

 

კოდი: „15[963]“, ანუ -

„ახალი სამოქმედო ეტაპის“ დასაწყისი

1997 წლის 4 იანვარს დაბეჭდილი გაზ. „დედა[ნი] ენის სასწაულის“ პირველი ნომრიდან მოყოლებული, 2015 წლის 11 აპრილს, აღდგომის დღესასწაულის წინარე დღეს, მიმდინარე წლის მე-15, ხოლო საერთო ათვლით, ჩვენი გაზეთის რიგით 963-ე ნომერი გამოვიდა - №15[963]. მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება მიგვანიშნებდეს წინამდებარე გაზეთის ნომერში „შეფარული“ კოდი: 15[963]“, ანუ: „15“ და „963]“.

1. კოდი - „15“. „ლასკარის“ შაბათის სხდომებთან თანხვედრილი, ყოველკვირეული გამოცემიდან ათვლით, 2015 წლის მე-15 კვირის შაბათ დღეს დაბეჭდილი ჩვენი გაზეთის წლიური რიგითი ნომერი: „15“, ჩვენის აზრით, განსახილველი სამოქმედო ეტაპის დადგომის დროით მონაკვეთს, კერძოდ კი - ოცდამეერთე საუკუნის მე-15, ანუ - 2015 წელზე უნდა გვანიშნებდეს;

2. კოდი - „963“. ეზოთერული კუთხით, აქ, რამოდენიმე მინიშნებასთან უნდა გვქონდეს საქმე. კერძოდ:

უმაღლესი ციფრი - „9“, უზენაესი ძალის - ღმერთის არსის შემცველია;

კოდი - „6“, რომელსაც ქართული ანბანის მე-6 ასო-ნიშანი „ვინ“-ი შეესაბამება, სამყაროს ქმნადობის მე-6 დღეს ღმერთის ხატად და მსგავსად ქმნილი კაცის [იხ. დაბ. 1,26-27] არსზე გვანიშნებს;

კოდი - „3“, სამების არსს გამოკვეთავს - „რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთი არიან“ [1 იოანე 5,7].

[ჩანართის სახით დავამატებთ, რომ ამ ციტატის „მისამართი“: იოანეს პირველი წერილის მე-5 თავის მე-7 მუხლი, ანუ: „57“, თავის მხრივ 57-ე დროით მიჯნას გამოკვეთავს, და იგავურად გვითითებს, რომ საქმე ეხება - „იესუ“-ს არსთან დაკავშირებულ მოვლენას, რამეთუ  ძველ ქართულ ხელნაწერებში მოცემული სახელდებითი კოდი - „იესუ“, ანუ: „ი[10] + ე[5] + ს[20] + უ[22]“, ჯამში სწორედ57“-ია].

საქართველოს საპატრიარქოს მიერ, 1989 წელს, თანამედროვე ქართულზე დაბეჭდილი ბიბლიის შესავალში ვკითხულობთ - „რა არის „აღთქმა“? ებრაული სიტყვა ბერით, რომელსაც თარგმნის ქართული სიტყვა, ნიშნავს კავშირს, შეთანხმებას. ამრიგად, ღმერთი კრავს კავშირს ადამიანთან, როგორც ისეთ არსებასთან, რომელიც ატარებს ღვთის ხატებას და მოწოდებულია ღვთის მსგავსების მისაღებად (განღმრთობა, თეოზისი)...“ [„ბიბლია“, თბ. 1989 წ., გვ.6].

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ  ძნელი არ უნდა იყოს იმაში გარკვევა, რომ კოდით - „963“, ანუ იგავურად: ღმერთი[9], კაცი[6] და სამება[3], გვეუწყება: „ღმერთის[9] არსში გადასვლა (განღმრთობა, თეოზისი) კაცისა[6] სამების[3] მიერ“.

ამასთანავე, თუ იმასაც გავიხსენებთ, რომ: კაცის[6], ანუ მოკვდავ არსში მყოფი არსების, სამების[3], ანუ უზენაესი ძალის მადლით მიღწეული - განღმრთობა თეოზისი, ანუ უკვდავი სახე-სხეულის შეძენა - აღდგომასთანაა დაკავშირებული; მაშინ, არც იმ მინიშნებაში გარკვევა უნდა გაგვიჭირდეს, რომ კოდით  - „აღდგომა“, ანუ „ა[1] + ღ[25] + დ[4] + გ[3] + ო[16] + მ[13] + ა[1]“, რომელიც ჯამში 63-ია, იგავურად სწორედ: „6“-სა და „3“-ს ხსენებული ურთიერთმიმართება უნდა გვენიშნებოდეს.

ყოველივეს თუ იმასაც დავამატებთ. რომ მიმდინარე 2015 წელს, უფალ იესუ ქრისტე ბრწყინვალე აღდგომა - 12 აპრილს აღინიშნება, მაშინ, მათდა გასაგონად, ვისაც სასმენლად „გონებისმიერი ყური“ აქვს ბოძებული, წინამდებარე გაზეთის რიგითი ნომრით - „15 [963]“ „მოწვდილ“ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:

ბოლო ჟამის მე-15 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიდან [აქ - 2015 წ. 12 აპრილიდან] ათვლით იწყება - ღმერთის[9] მიერ კაცის[6] განღმრთობასთან[3] დაკავშირებული „ახალი სამოქმედო ეტაპი“.

ღმერთო, მოგვეცი ძალა შენი ნების სათანადოდ ასრულებისათვის... დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი