Print

სვიმონ კვირინელის - მისტერია

2015 წ. 31 ივლისი - „სიმონ კვირინელის“ მისტერიის

 ასრულების დღე?!

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

გაზეთის წინა ნომერში ჩვენ ვწერდით - „ როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, საეკლესიო სწავლებით, მაცხოვრის ე.წ. 14 შესვენებაა გამოყოფილი.

წინამდებარე სათქმელი, ჩვენს თვალწინ მისტერიულად მიმდინარე „ჯვარცმისეული ეტაპის“, ანუ „მწუხარების გზის“იმ მონაკვეთს ეხება, რომელსაც პირობითად: „მაცხოვრის დაცემიდან“ – „სვიმონ კვირინელის გამოჩენამდე“ ეტაპზე მოსახდენი ჰქვია...“ [იხ. გაზ. №17[965], გვ.1].

ამჟამად კი უშუალოდ - „სვიმონ კვირინელის ეტაპის“ თაობაზე გვინდა ვისაუბროთ.

 

30 ივლისის ხუთშაბათი დღის მისტერია

2015 წ. 6-9 ივლისს დადებული წინასწარი შეთანხმების მიუხედავად, ბ-ნი ა.ი. 30 ივლისს, ხუთშაბათს, ლასკარის ოფისში დაგეგმილ შეხვედრაზე არ მობრძანდა.

მკითხველისათვის უკვე ცნობილი პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო გადაუდებელი ქმედების განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, მუხიანში, საღამოს 6 საათისათვის შემდგარი შეხვედრა, მძიმე ემოციურ ფონზე წარიმართა.

რამოდენიმე ხნის უკან, ბ-მა მევლუდ მამადაშვილმა, თავისი მეგობრის და ჩემთვის უცნობი, ბ-ი ვლადიმერ ბადაგაძის ხელშეწყობით, მოახერხა ჩვენ წინ მდგარი პრობლემის გადასაჭრელად საჭირო იმ თანხის მოძიება, რომელიც, თავის მხრივ, თავად ბ-ნი ვლადიმერის ფინანსური პრობლემების დროებით მოგვარებისათვის იყო გამიზნული.

31 ივლისის დღის ბოლომდე საჭირო თანხის  [არებული საბანკო ვალის პროცენტის] გადაუხდელობის შემთხვევაში, ბანკის მიერ განხორციელდებოდა ბ-ნი ვლადიმერ ბადაგაძის კუთვნილი საცხოვრებელი ბინის კონფისკაცია.

საკითხის მოგვარებისათვის [ანუ ჩვენს მიერ ბ-ნი ვლადიმერისათვის ვალის დასაბრუნებლად] გადაწყდა, რომ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთულიყო - ჩემს საკუთრებაში მქონე გლდანის მასივის ბოლოს მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 50 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მქონე ნაგებობა.

ბ-ნი ვლადიმერ ბადაგაძის მანქანითვე  [მე და ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი, და მისი მეგობარი ბ-ნი ხარება] მივედით აკ. წერეთლის გამზირზე მდებარე შესაბამის ოფისში. ვინმე ქ-ნ დარეჯანთან გამართული მცირე საუბრის შემდეგ გადაწყდა, რომ საჭირო თანხის გამოყოფა მოხდებოდა მეორე დღეს - 31 ივლისს.

უკან დაბრუნების გზაზე, მანქანაში მიმდინარე საუბრისას გაირკვა, რომ ბ-ნი ვლადიმერი, მისი ეკლესიისადმი სათანადო დამოკიდებულების მიუხედავად, მიზეზთა გამო, გულსაკიდ ჯვარს არ [ვერ] ატარებდა.

მე მას ვთხოვე, რომ ვიდრე მუხიანში მიმიყვანდა, იქნებ ჯერ სახლში [თემქის დასახლება] გაევლო, მის მიერ შეძენილი გულსაკიდი ჯვარი აეღო და გზა შემდეგ გაგვეგრძელებინა.

ბ-ნი ვლადიმერი გულწრფელად დამთანხმდა. სახლიდან გულსაკიდი ჯვარი ჩამოიტანა, მაგრამ მისი გულზე დაკიდება მხოლოდ იმ დროს მოხდა, როდესაც თემქიდან მომავლები მუხინში მდებარე მირიან და ნანა დედოფლის სახელობის ეკლესიას მივუახლოვდით.

მეორე დღის შედეგების მომლოდინენი, პრობლემების გამო გულდამძიმებულნი საღამოს ათი საათისათვის დავშორდით ერთმანეთს.

 

31 ივლისის პარასკევი დღის მისტერია

ვფიქრობთ, რომ ამ დღეს მომხდარის დეტალური აღწერის გარეშეც, მკითხველი ადვილად წარმოიდგენს იმ სულიერი დაძაბული ფონის მთელ სიმძიმეს, რაც ბინის დაკარგვის რეალური საფრთხიდან გამომდინარე საჭირო თანხის სასწრაფოდ მოძიებით იქნებოდა გამოწვეული.

დილიდან მოყოლებული საღამომდე, სულიერად დათრგუნვის ხარჯზე, მევახშეების მიერ დადგმულ „სპეკტაკლში“ გვიწევდა უნებური მონაწილეობა - რამოდენიმეჯერ მოგვიხდა გლდანში მდებარე ნაკვეთის სანახავად მათი აყვანა; სხვადასხვა პირებისათვის გადასახდელი პროცენტების საკითხზე „ვაჭრობა“ და სხვა.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ბ-ნი ვლადიმერისათვის დასაბრუნებელ ვალში მოაზრებული თანხის სასწრაფოდ მოძიების მიზნით, საჭირო იყო - მევახშეების მიერ „მოძიებული“ სესხი, ისევ ბ-ნ ვლადიმერ ბადაგაძის სახელზე გაფორმებულიყო.

შეიქმნა ძალიან მძიმე მდგომარეობა - ბ-ნი ვლადიმერი, რომელმაც მევლუდ მამადაშვილთან მეგობრობიდან გამომდინარე, თავის დროზე ხელი გაგვიმართა, მისთვის ამ ვალის დაბრუნებისათვის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის გზით აღებული თანხის დროულად მოძიების მიზნით, იძულებული ხდებოდა ახალი სესხის აღების ხელსეკრულება გაეფორმებინა.

მაშასადამე - თავის ვალს იბრუნებდა, მაგრამ ამავე დროს ხდებოდა ამ თანხის სესხად ამღები პირი.

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ბ-ი ვლადიმერ ბადაგაძე, სულიერი მღელვარების ფონზე იძულებული შეიქნა დათანხმებოდა ამ „ჯვრის“ საკუთარი მხრებით ტარებას.

საღამოს ექვსის ნახევრისთვის, ანუ სესხის აღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნოტარიულად გაფორმების შემდეგ, ისიც გაირკვა, რომ მევახშეებმა, ისარგებლეს რა ჩვენს წინაშე არსებული მძიმე პრობლემით, გაფორმებული სესხის 10%-ის მითვისება მოახერხეს.

იმის გამო, რომ საღამოს ექვს საათამდე ბანკში მისვლა უნდა მოგვესწო, იძულებული გავხდით, მევახშეებთან გამართულ მხოლოდ რამოდენიმე წუთიან საუბარში გამოგვეხატა ჩვენი უკმაყოფილება, რომელიც პრინციპში უკვე ვეღარაფერს ვეღარ შეცვლიდა.

მათი ასეთი „საქციელით“ მორალურად და ფიზიკურად დათრგუნულებმა, პირობითი „ჯვრის“ სიმძიმის მხრებზე შეგრძნების ფონზე, ვალის დაბრუნების მიზნით საჭირო ბანკში მისვლა ზუსტად ექვსი საათისათვის მოვახერხეთ...

მოგვიანებით, დამშვიდობების შემდეგ ბ-ნ ვლადიმერს ვთხოვე გაეაზრებინა გულსაკიდი ჯვრის რწმენით ტარების არსი და შეძლებისდაგვარად აღარ განერიდებინა იგი...

 

  მეშვიდე შესვენება, ანუ  

„სიმონ კვირინელის მისტერიული“ არსი

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მოკლედ გვინდა გაგაცნოთ წმიდა წერილებში დაფიქსირებულ მინიშნებათა ნაწილი.

როგორც ვიცით, იოანეს სახარების გარდა სამივე სახარება იუწყება სიმონ კვირინელთან დაკავშირებულ ინფორმაციას. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

 „გზაში შემოხვდათ ერთი კირენელი კაცი [ძველქართულით - „პოვეს კაცი კჳრინელი“], სახელად სიმონი; და აიძულეს წამოეღო იესოს ჯვარი.“ [მათე 27,32]

და აიძულეს მინდვრიდან მომავალი ერთი კირენელი კაცი [ძველქართულით - „ვინმე კჳრინელი“], სახელად სიმონი,ალექსანდრესა და რუფუსის მამაეტვირთა იესოს ჯვარი.“ [მარკ. 15,21]

ის რომ მიჰყავდათშეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი [ძველქართულით - „ვინმე კჳრინელი“]მინდვრიდანმომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარირათა წამოეღო იესოს კვალდაკვალ“ [ლუკა 23,26].

როგორც ვხედავთ, თანამედროვე ქართულში დაფიქსირებული - „კირენელი“, ძველქართულში - „კჳრინელი“-ს, ანუ - „კვირინელი“-ს სახითაა მოცემული.

მოდით ვნახოთ რას გვკარნახობს კოდი „კვირინელი“. იგი ასე შეიძლება დაიშალოს:

„კვირინელი“ = „კ-ვირი-ნელი“

საუბრის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენს მიერ 2009 წ. 7 იანვრით დათარიღებულ ბროშურაში: [„ვირი“ – „ზეცაში ასვლის დრო“, ანუ ქართველურ ენათა საიდუმლონი“], დეტალურად გვაქვს განმარტებული კოდირებული - „ვირი“-ს არსი.

კერძოდ - „ირკვევა, რომ თავდაპირველად ვირი ქართულსა და ქართველურში ეხლანდელის მსგავსად გარკვეული ცხოველის სახელი კი არა, არამედ მამრობითობის, მამალი არსების აღმნიშვნელი ზოგადი ტერმინი ყოფილა“ [იხ. იქვე, გვ. 26];

და - „რომ, სიტყვა  „ვირი“ თანამედროვე ღუნუქურში „შუა ხნის მამაკაცს“ ნიშნავს“ [იხ. იქვე, გვ 30].

აღნიშნულს, თუ იმასაც დავუმატებთ, რომ ასო-ნიშანი: „კ“, კ[აცის], ხოლო სიტყვა „ნელი“ დროითი ტერმნის არსის შემცველია, მაშინ უფრო გაგვიადვილდება იმაში გარკვევა, რომ კოდი - „კვირინელი“, ანუ: „კ [კაცი] - ვირი [შუა ხნის მამაკაცი] - ნელი“, იგავურად გვაუწყებს ბოლო ჟამის გარკვეულ მონაკვეთში: „ნელა“ მოსახდენ, „შუა ხნის მამაკაცთან“, ანუ „კაცთან“ დაკავშირებულ მისტერიულ პროცესზე. 

ზემოთხსენებული გვარისმიერი მინიშნება კი ასეთია: „ბადაგაძე“, ანაგრამის გამოყენებით გვკარნახობს:

„ბაგა“ – „და“ - „ძე“.

როგორც ლასკარისეული ცნობიერებით ვიცით, ბოლო ჟამში „შობისა“ და „ძალმოსილებით აღწურვის“ პროცესების დროითი თანხვედრა ხდება.

ამიტომ, კომენტარის გარეშე აღვნიშნავთ, რომ კოდირებული: „ბადაგაძე“, ანუ ანაგრამით: „ბაგა“ – „და“ - „ძე“, იგავურად, სწორედ ზემოთაღნიშნული დროის მოახლოებაზე უნდა გვანიშნებდეს.

ამ ეტაპზე მხოლოდ ამ ინფორმაციის გადმოცემით შემოვიფარგლებით. ხოლო მათთვის ვისაც ყური სასმენლად აქვს ვიტყვით, რომ - 2015 წლის 30-31, ანუ ხუთშაბათ-პარასკევ დღეს მომხდარით - „სიმონ კვირინელის ეტაპის“ გავლის მისტერიული პროცესის ასრულებასთან უნდა გვქონდეს საქმე.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ!.

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი