Print

ნოსტრადამუსი, ანუ 25 წლის შემდგომად...

25 წლიანი დროითი მიჯნის შემდგომად მოსახდენი,

ანუ...

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვების ისტორიაში, 1990 წლის ორ თარიღს: 28 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს, თავისი გამორჩეული ადგილი უკავია:

1. 1990 წ. 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებულმა, „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო ბლოკში შემავალმა ეროვნულმა ძალებმა, ქართველი ერის მიერ გამოხატული ერთსულოვანი ნებით, დაამთავრეს „კომუნისტური რეჟიმის“ 70 წლიანი მმართველობა; და

2. 1990 წ. 14 ნოემბერს, ახლადარჩეული უზენაესი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, საიდანაც დაიწყო „კომუნისტური მმართველობითი რეჟიმის“ რღვევისათვის საჭირო იურიდიული საფუძვლების შექმნა.

ზემოთქმულიდან ათვლით, ჩვენს თვალწინ მიმდინარე 21-ე საუკუნეში, კერძოდ 2015 წლის 28 ოქტომბერსა და 14 ნოემბერს, ზუსტად 25 წელი გასრულდა.

აღნიშნულის ფონზე, კომენტარის გარეშე გვინდა შემოგთავაზოთ მიშელ ნოსტრადამუსის მესამე ცენტურიის 77-ე კატრენი:

„ოქტომბრის დასასრული ოცდამეხუთე წლისათვის,

ოცდამეერთე საუკუნე კი უმძიმესი ომით,

რწმენის დამრთგუნველთ თავიანთი ხალხის შერცხვებათ,

სპარსეთის შაჰი კი ისპობა ეგვიპტელთა მტრობით.”

ვფიქრობთ, რომ მკითხველი თავად გაავლებს პარალელს მსოფლიო მაშტაბით მიმდინარე იმ მოვლენებთან, რომელმაც 21-ე საუკუნეში შესრულებული 25-ე წლიანი დროითი მიჯნიდან [2015 წ. 14 ნოემბრიდან] აიღო სათავე.

ვისაც ყური აქვს ისმინოს.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი