Print

„ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი“

„ქათამი თუ კვერცხი?“

არქიმედეს სახელთან დაკავშირებული ერთი ლეგენდა ასეთია - მეფე ჰიერონის მიერ ეგვიპტის მეფე პტოლემეუსისათვის საჩუქრად გამზადებულ მძიმე, მრავალგემბანიან ხომალდ „სირაკუზია“–ს  ვერაფრით ვერ უშვებდნენ წყალში. არქიმედემ  ააგო ბლოკების სისტემა (პოლისპლასტი), რომლის დახმარებითაც, მან ამ სამუშაოს შესრულება ხელის ერთი მოძრაობით შეძლო.

ლეგენდის თანახმად, არქიმედემ ამ დროს განაცხადა: „ჩემს განკარგულებაში რომ სხვა დედამიწა ყოფილიყო, რომელზეც  დავდგებოდი, მაშინ მე ადგილიდან დავძრავდი ჩვენსას“. სხვა ვარიანტის მიხედვით კი არქიმედემ თქვა:„მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას“.

აღნიშნული იმის სანიმუშოდ გავიხსენეთ, რომ ნებისმიერი საკითხის გააზრებისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რა საწყისზე ხდება მათი არსის განხილვა.

საყოველთაოდ ცნობილ კითხვას - „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო“, ბიბლიური საწყისიდან გამომდინარე გვინდა პასუხი გავცეთ.

სოლომონის სიბრძნეში მიგვეთითება - „...ყოვლისშემძლე   ხელი,   რომელმაც   უსახო   ნივთიერებისაგან   შექმნა  სამყარო” [სოლ. 11,17].

ბიბლიური სწავლების მიხედვით - სამყაროს შემოქმედი, დაუსაბამო საწყისის მქონე უზენაესი ძალა - ღმერთი, თავდაპირველად ქმნის ინდივიდებს - „თქვა ღმერთმა: აღმოაცენოს მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი მიწაზე თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. წარმოშვა მიწამ მცენარეული - ბალახი, თესლის მთესველი თავისი გვარისდა მიხედვით, და ხე, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით“ [დაბ. 1,11-12].

ამდენად, თავდაპირველად ქმნილი - მცენარე თუ ხე თავის თავშივე ატარებენ თავისივე გვარისა თუ სახეობის კვლავწარმოქმნის ნიშან-თვისებას...

ასეთივე სურათია, დედამიწაზე არსებულ სხვა ინდივიდებთან მიმართებაშიც - „თქვა ღმერთმა: აფუთფუთდეს წყალში სულდგმული; მიწის ზემოთ კი, ცის მყარზე, ფრინველმა იფრინოს. და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულდგმული, მცურავი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, რაც-კი წყალში ფუთფუთებს, და ყველა ფრთოსანი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ [დაბ. 1,20-21].

იქვეა მოცემული თითოეული ამათთაგანისთვის მიცემული გამრავლების უნარის წილხვედრილობა - „აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე“ [დაბ. 1,22].

ჩვენს განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებული ბიბლიური ინფორმაცია ასე მთავრდება - „თქვა ღმერთმა: წარმოშვას მიწამ სულდგმული თავთავისი გვარისდა მიხედვით - პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით, საქონელი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით და ქვემძრომი თავ-თავისი გვარისდა მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო“ [დაბ. 1,25-26].

ამდენად, განსახილველ საკითხთან მიმართებაში: „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხი“, საწყისად - ბიბლიური თხრობის აღების შემთხვევაში, ცხადია, რომ, ღმერთის მიერ, თავდაპირველად იქმნება შინაურ ფრინველთა რიგს მიკუთვნებული - „ქათამი“, რომელიც თავისთავშივე ფლობს თავისივე მსგავსის კვლავწარმოშობის, ანუ გამრავლების უნარს - იგი დებს კვერცხს, საიდანაც ახალი ქათამი [წიწილა] იჩეკება.

დასასრულს, მოდით გავეცნოთ, განსახილველ თემატიკასთან დაკავშირებით ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ უახლეს სამეცნიერო ინფორმაციას:

„ინგლისში, უორუიკისა და შეფილდის უნივერსიტეტებში, მეცნიერები კიდევ ერთხელ საფუძვლიანად ჩაუღრმავდნენ ამ კითხვას და აღმოაჩინეს, რომ კვერცხზე ადრე ქათამი უნდა ყოფილიყო. კვერცხში აღმოჩნდა პროტეინი, რომელიც მხოლოდ ქათმის საკვერცხიდან შეიძლება მომდინარეობდეს.

„დიდი ხანია, მიაჩნდათ, რომ ჯერ კვერცხი იყო და მერე ქათამი,“ განუცხადა ჟურნალისტებს დოქტორმა კოლინ ფრიმანმა შეფილდის უნივერსიტეტიდან. „პროტეინის აღმოჩენა და კვერცხის წარმოქმნასთან მისი დაკავშირება უკვე ადრევე მოხდა. უფრო დეტალური გამოკვლევის შედეგად კი შევძელით დაგვენახა, რა გავლენას ახდენს ეს პროტეინი მთელ პროცესზე.“

სწავლულები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ უფრო ადრე მაინც ქათამი გაჩნდა, რომელმაც, თავის მხრივ, დადო პირველი კვერცხი. იმისთვის, რომ ეს ამოცანა ამოეხსნათ, სწავლულებმა შექმნეს კვერცხის ნაჭუჭის წარმოქმნის მოდელი კომპიუტერის საშუალებით. კვლევების შედეგმა აჩვენა, რომ ნაჭუჭის ფორმირებაში ძირითად როლს ასრულებს გასაკუთრებული ცილა - ოვოკლედინინი, რომელიც ქათმის საკვერცხეში გამომუშავდება.

ნაჭუჭის ჩამოყალიბების პროცესი და ამ პროტეინის არსებობა ადრეც იყო ცნობილი, მაგრამ მხოლოდ ახლა შეძლეს მეცნიერებმა სრულფასოვანი სურათის მიღება.

სუპერკომპიუტერის საშუალებით მეცნიერები სპეციალური „გამადიდებელი შუშის“ მეშვეობით აკვირდებოდნენ კვერცხების განვითარებას. ამასთან, დადგინდა, რომ პროტეინი კვერცხის ზრდას აჩქარებს და, გარდა ამისა, მის ნაჭუჭს ამაგრებს. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ეს პროტეინი, რომელიც სპეციალური გარსის შექმნაზე ზრუნავს, მხოლოდ ქათმების ორგანიზმში მოიპოვება...“.

ჩვენი დღევანდელი საუბარიც ამით გვინდა დავასრულოთ.

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი

„ქათამი თუ კვერცხი?“

არქიმედეს სახელთან დაკავშირებული ერთი ლეგენდა ასეთია - მეფე ჰიერონის მიერ ეგვიპტის მეფე პტოლემეუსისათვის საჩუქრად გამზადებულ მძიმე, მრავალგემბანიან ხომალდ „სირაკუზია“–ს  ვერაფრით ვერ უშვებდნენ წყალში. არქიმედემ  ააგო ბლოკების სისტემა (პოლისპლასტი), რომლის დახმარებითაც, მან ამ სამუშაოს შესრულება ხელის ერთი მოძრაობით შეძლო.

ლეგენდის თანახმად, არქიმედემ ამ დროს განაცხადა: „ჩემს განკარგულებაში რომ სხვა დედამიწა ყოფილიყო, რომელზეც  დავდგებოდი, მაშინ მე ადგილიდან დავძრავდი ჩვენსას“. სხვა ვარიანტის მიხედვით კი არქიმედემ თქვა:„მომეცით საყრდენი წერტილი და მე გადავაბრუნებ დედამიწას“.

აღნიშნული იმის სანიმუშოდ გავიხსენეთ, რომ ნებისმიერი საკითხის გააზრებისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რა საწყისზე ხდება მათი არსის განხილვა.

საყოველთაოდ ცნობილ კითხვას - „ქათამი უფრო ადრე გაჩნდა თუ კვერცხიო“, ბიბლიური საწყისიდან გამომდინარე გვინდა პასუხი გავცეთ.

სოლომონის სიბრძნეში მიგვეთითება - „...ყოვლისშემძლე ხელირომელმაც უსახო ნივთიერებისაგან შექმნასამყარო” [სოლ. 11,17].