Print

2016 წ. ივლისი, ანუ მე-8 დღის მისტერია

ორიენტირი - 2016 წ. ივლისი, ანუ

მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება

 

ბიბლიური სწავლებით - ღმერთმა ხილული სამყარო 7 დღეში შექმნა - „გაასრულა ღმერთმა მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა, და დაისვენა მეშვიდე დღეს ყოველი საქმისგან, რაც გააკეთა“ [დაბ. 2,2].

ამის შემდგომად გვეუწყება ადამისა და ევას შექმნისა, და მათი ცოდვით დაცემის ისტორია. აღნიშნულის თაობაზე საუბრისას, ბიბლიაში ვკითხულობთ - „მოესმათ ხმა უფალი ღმერთისა, რომელიც საღამო ხანს ბაღში მიმოდიოდა, და დაემალნენ უფალ ღმერთს ადამი და მისი დედაკაცი ბაღის ხეებს შორის“ [დაბ. 3,8].

აქ მოცემული - „საღამო ხანს“, იმ პირობით მე-8 დღეს გამოკვეთავს, რომლის დასასრულსაც - „გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული. განდევნა ადამი, ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა, რათა სიცოცხლის ხესთან მისასვლელი დაეცვათ“ [დაბ. 3,23-24].

ედემის ბაღიდან განდევნილი, როგორც ადამი და ევა, ასევე მისი მოდგმა, უკვე ახალ გარემოში მიმდინარე - პირობით მე-9 დღეში ატარებს, თავის, ცოდვით დაცემის ნიშნით დაღდასმულ, „ცხოვრებას“.

დღეისათვის ქრისტიანული ეკლესიის ისტორია ცნობს - 7 მსოფლიო საეკლესიო კრებას: 1. ნიკეის - 325 წ.; 2. კონსტანტინეპოლის - 381 წ.; 3. ეფესოს - 431 წ.; 4. ქალკედონის - 451 წ.; 5. კონსტანტინეპოლის - 555 წ.; 6. კონსტანტინეპოლის -680 წ. და 7. ნიკეის - 787 წ.

როგორც ცნობილია, უკვე რამოდენიმე ათეული წელია აქტიურად მიმდინარეობს მსჯელობა - მართლმადიდებელთა მსოფლიო წმიდა და დიდი კრების ჩატარების თაობაზე.

2016 წ. 31 იანვარს, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში საუბრისას, 2016 წ. 22-27 იანვარს, ჟენევაში [შვეიცარია] ჩატარებული მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეხვედრის თაობაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა - „ჩვენ ვიყავით შეკრებილები ჟენევაში, სადაც მონაწილეობას ღებულობდა ყველა მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური და წარმომადგენელი... სულ არის 15 ავტოკეფალური ეკლესია. ამერიკის ეკლესიას ზოგიერთი არ სცნობს, როგორც ავტოკეფალურ ეკლესიას. ე.ი რჩება 14, რომელსაც მსოფლიოში სცნობენ. აკლდა ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი. დანარჩენი მეთაურები და დელეგატები იყვნენ.

ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები და კამათი, და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს, განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა და ამით გადაწყვიტეს, რომ ივლისის თვეში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება...“.

ამდენად, გამოიკვეთა - 2016 წლის ივლისი, რომელიც, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიებისა და მათი მრევლისათვის, შეიძლება გახდეს კიდეც, მსოფლიო მე-8 კრების ტოლფასი თავყრილობა.

წმიდა მამათა სწავლებით, მსოფლიოს 7 საეკლესიო კრება, სამყაროს ქმნადობის შვიდდღიანი მონაკვეთის შესატყვისია.

თუ მსჯელობის ამ ხაზს გავყვებით, მაშინ მე-8 საეკლესიო თავყრილობ, უკვე ხსენებული მე-8 დღის, ანუ - „ცოდვით დაცემისა“ და მისი ახალ გარემოში გადასვლის მისტერიულ წინარესახედ შეიძლება მივიჩნიოთ.

შესაბამისად, 2016 წ. ივლისში მომხდარი, შეიძლება იყოს კიდეც ყოველივე აღნიშნულის - „საღამო ხანი“, ანუ იმ - პირობითი „მერვე დღის“ დასასრული, რომელიც მოახლოებული განკითხვის დღის დროითი კონტურების გამომკვეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ, საიდანაც  უნდა „დაიწყოს“ - უდროობისეულ, ანუ მარადისობასთან წილნაყარ გარემოში გადასულთა, პირობითი მე-9 დღის შესატყვილი, ახალი ცხოვრებისეული ეტაპი, რამეთუ - „განკითხვის დღე იქნება დასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა, როცა გაივლის ხრწნადი. მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი, ამობრწყინდება ჭეშმარიტება“ [3 ეზრა 7,43-44].

ამდენად, მისტერიულად, 2016 წლის ივლისში მოსახდენი მოვლენა, შეიძლება, პირობითი მე-8 [„ცოდვით დაცემისა“] და მე-9 დღეთა [„მარადისობაში გადასვლის“] გამმიჯნავად ჩავთვალოთ.

ჩვენი ისტორიიდან ვიცით, რომ ღმერთის ნებითა და წმიდა ნინოს ძალისხმევით, ნიკეაში 325 . შემდგარი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრების შემდგომად,  „ქართლის სამეფო“ - პირველი  ქვეყანა გახდა, სადაც - ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა გამოცხადებული.

მიმდინარე - 2016 წელი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წელი, ღმერთის ნებით, შეიძლება იქცეს, ჩვენს მიერ გაზეთის წინა ნომრებში გაჟღერებული, ე.წ. მხილებისეული ღია ეტაპის ჩატარების წლად.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი ითვალისწინებს - საქართველოში მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების საკითხს.

„საქართველოს კონსტიტუციით“ - პარლამენტის არჩევნები, 2016 წ. ივლისის თვისთვის დაგეგმილი - ე.წ. მე-8 მსოფლიო კრების ტოლფასი „მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრების“ შემდგომად, ანუ - 2016 წ. ოქტომბრის თვეში უნდა ჩატარდეს. ეს კი, მე-4 საუკუნის ოციან წლებში მომხდარის მისტერიული პარალელის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა.

ამ თემაზე საუბარი, ღმერთის ნებით, მომდევნო დღეებისათვის გადავდოთ. ამჯერად კი, თხრობის დასასრულს, მოდით, კიდევ ერთ საკითხს შევეხოთ. 

საქართველოს საერო და საეკლესიო ისტორიაში, თავისთავად საინტერესოა მიმდინარე 2016-დან,ზემოთ ხსენებული 325 წლის უკუათვლით აღებულ დროში მომხდარი.

როგორც მოგეხსენებათ, გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ - ბაგრატ III კურაპალატმა (975 - 1014 წ.წ.), 1003 წელს დამთავრდა ბაგრატის ტაძარი (ქუთაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი).

ბაგრატის ტაძრის არსებობის ისტორიაში - „,,,განსაკუთრებით საბედისწერო გამოდგა მე-17 საუკუნე, როდესაც ოსმალებისაგან ქუთაისის ციხე-ქალაქს საშიშროება შეექმნა, იმერეთის მეფე ალექსანდრე III (1639-1660) იძულებული გახდა გაემაგრებინა ქალაქი და დიდი ზღუდე შემოევლო. თუმცა მოგვიანებით, 1666 წელს მოღალატე ფეოდალის სეხნია ჩხეიძის დახმარებით ოსმალებმა ხელთ იგდეს ქუთაისის ციხე, რომელშიც მდებარეობდა ბაგრატის ტაძარი, ხოლო 1691 წელს კი, როცა არჩილ მეფის [არჩილ II (დ. 1647 — გ. 16 აპრილი. 1713, მოსკოვი) — საქართველოს მეფე, პოეტი, ვახტანგ V-ის ძე. მეფობდა იმერეთში 1661-1663, კახეთში — 1664-1675, კვლავ იმერეთში — 1678-1679, 1690-1691, 1695-1696, 1698 წ.წ.] მეთაურობით ქართველებმა მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ სცადეს, ალყა შემოარტყეს უქმიერიონს და „დიდ ქუთაისს“. გამძვინვარებულმა ოსმალებმა ციხის ტერიტორიაზე არსებულ ბაგრატის ტაძარს ოთხივე კუთხეში თოფის წამალი ჩაუწყეს და ააფეთქეს, ჩამოიქცა გუმბათი და შეირყა კედლები, ტაძრის მოკაზმულობა და მარმარილოს პერანგი მოხსნეს და ოსმალეთში წაიღეს“.

325 წლიანი ინტერვალის შემომსაზღვრელი - 1691 და 2016 წლების კოდირებული მინიშნება ასეთია:

1. „1691“ = 1 + 6 + 9 + 1 = 17 = 1 + 7 = 8; ანუ იგი მისტერიული „8“-ის არსის მატარებელი წელია, ხოლო

2. 2016“ = 2 + 0 + 1 + 6 = 9, ანუ მიმდინარე - 2016, მისტერიული „9“-ის არსის მატარებელი წელია.

ვისაც ყური აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი