Print

მიზანი და სურვილი, ანუ

მხილებისეული ეტაპის არსი

 

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის - „ივერიის გაბრწყინებასთან“ დაკავშირებული საქართველოს სულიერი მისიის გამოვლ;ენის ორი - სულიერი [ფარული] და ფიზიკური [ღია] არსის შესახებ.

ბოლო ჟამის თაობაზე, ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველებ ნიშანთა აცხადებასთან დაკავშირებული სულისმიერი ასპექტი „ივერიის გაბრწყინებისა“, როგორც ვიცით, ჩვენის მხრიდან გამოხატული ნებისდა მიუხედავად, უკვე - მიმდინარეობს, ანუ ეს პროცესი - ჩვენს მიერ გაკეთებულ თუ გასაკეთებელ არჩევანზე არაა დამოკიდებული.

სამაგიეროდ, იგივე პროცესის ფიზიკური ასპექტი, მთლიანადაა დამოკიდებული ჩვენს მიერ გასაკეთებელ არჩევანზე. ბოლო ჟამის „მხილებისეული ეტაპი“, სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის ნებაზეა დაფუძნებული.

აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოს გაბრწყინების, როგორც - სულიერი, ასევე - ფიზიკური ასპექტები, მაცხოვრის მიერ ნაკარნახევი საქმიანობითაა ნიშანდებული - რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა, ახლა კი არა აქვთ მიტევება თავიანთი ცოდვისათვის“ [იოანე 15,22].

დიახ, ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების მოძიება - გასაჯარისებით „დაკავებული“ ჯგუფის საქმიანობას კონკრეტული მიზანი აქვს - შეძლებისდაგვარად ფართო წრისათვის გახადოს ხელმისაწვდომი, „დაფარულად“ მიმდინარე სულისმიერი ასპექტი - საქართველოს სულიერი მისიისა.

„ანალოგიური“ მიზნით ხასიათდება ფიზიკური ასპექტის არსობრივი მხარეც. ოღონდ განსხვავება ისაა, რომ ამ დროს, რომელიმე ნიშნის აცხადების თაობაზე კი არ ვიუწყებით, არამედ - კონკრეტული საკითხის გადაწყვეტის მექანიზმის შეთავაზება ხდება.

ხსენებულ - „მხილების“ ეტაპზე, ასეთი მისიით მოქმედი ჯგუფისათვის, მთავარი მიზანი, მხოლოდ - ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების კონკრეტული მექანიზმის შემუშავება და მისი მავანთათვის მიწოდებაა. შესაბამისად, მეორე მხარის მიერ, შეთავაზებული მექანიზმის მიღება-არმიღების დროს, გამოვლენილი კონკრეტული დამოკიდებულებისდა მიუხედავად, ჩვენი მიზანი - უკვე მიღწეულია.

ამავე დროს, ბუნებრივია - სასურველი იქნება, თუკი მავანი გაიზიარებს ჩვენს შეთავაზებულს. მაგრამ, კიდევ ვიმეორებთ - ეს არაა ჩვენი მიზანი.

ბოლო ჟამის არსიდან გამომდინარე, ჩვენი მთავარი მიზანი - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას, უფალ იესუ ქრისტედ საყოველთაო გაცხადებამდელ დროში - ჩვენი მისიის შესრულებაა: „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“.

თუ ვინმე, სათანადოდ „დაინახავს“ ანდა „გაიგებს“ ჩვენგან მოწვდილს, ხომ კარგი, თუ არადა ჩვენი მიზანი - „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“, მაინც შესრულებული იქნება.

ასე მაგალითად, როდესაც ჩვენ - ხელისუფალს ვთავაზობთ:

- სათანადო შეფასება მისცეს 1991-1992 წლების გასაყარზე მომხდარს; ანდა

- მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხდოს; ანდა

- მუდმივი სამხედრო ნეიტრალიტეტის კურსი აიღოს; ანდა

- საარჩევნო სისტემის რეფორმა ჩაატაროს; ანდა

- დაუშვას ალტერნატიული პირადობის მოწმობები; ანდა

- დანაშაულებრივი შეფასება მისცეს ედ. შევარდნაძისა და მ. სააკაშვილის მერ დამყარებულ რეჟიმებს; ანდა

- ქართველი ერის ისტორიული თვითდამკვიდრების გზაზე ჩამოყალიბებულ სულიერ თუ ფიზიკურ ფასეულობებს უერთგულოს; ანდა

- ქართველთა არაერთი თაობის სისხლით გაპოხილ მიწა-წყალს სათანადოდ მოუაროს, და ა.შ.

ამ დროს, ამდაგვარი საკითხების დადებითად გადაწყვეტა, ჩვენი სურვილია მხოლოდ, და არა მიზანი, რადგან უმთავრესი მიზანი - მეორედაც შობით მოსული ძე კაცისას, უფალ იესუ ქრისტედ საყოველთაო გაცხადებამდელ დროში - ჩვენი მისიის შესრულებაა: „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“.

თუ ღმერთი ინებებს, სწორედ ამდაგვარი მიზნით გვინდა ჩავერთოთ ამ წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებშიც.

და თუკი, საქართველოს მოსახლეობა, არჩევნებში გამოხატული თავისი ნების თანახმად, მხარს დაუჭერს ს/გ „უფლის სახელით...“ მავალი გუნდის მიერ შემუშავებულ პროგრამას და თანხმობას განაცხადებს ჩვენს მიერ შეთავაზებულის ცხოვრებაში განხორციელებაზე, ხომ კარგი - ჩვენი სურვილის ასრულების შესაძლებლობა მოგვეცემა; თუ არა და, ჩვენი მიზანი, - „მივიდეთ“ და „ვუთხრათ“ სათქმელი, - მაინც მიღწეული გვექნება.

ჩვენ მოვდივართ - რათა ვთქვათ [ესაა ჩვენი მიზანი], შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება კი - თქვენზეა. ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

მიხეილ [გელა]

 სალუაშვილი