Print

სად არის ჯოჯოხეთი? - წინათქმა

საიდუმლო, რომლის [გ]აცხადებასაც საუკუნეები ელოდა ადამის მოდგმა:

 

თერთმეტნაწილიანი წერილის -

წინათქმა:

 

ბიბლიური შეგონების მიხედვით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლ. 3,1], ამიტომ, მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალი იესუ ქრისტეს შეწევნა რთა დღევანდელი სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

წინამდებარე თემატიკა, სახარებაში დაფიქსირებულ სამ მინიშნებაზე გვინდა დავაფუძნოთ:

- „მოვედი, რათა ცეცხლი მოვდო ამ ქვეყანას, და სხვა რა მსურს, გარდა იმისა, რომ ახლავ იფეთქოს!” [ლუკა 12,49];

- „ნუ შეიყვარებთ ამ ქვეყანას, ნურც ამქვეყნიურს რასმე; ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მამის სიყვარული არ არის მასში [1 იოანე 2,15];

- „და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო...“ [გამოცხ. 21,1].

ამდენად, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ თუ:

რა არის ეს  - „ქვეყანა“, რომელსაც მაცხოვრის მიერ დანთებული ცეცხლი ელოდება;

რომელიც თურმე არ უნდა გვიყვარდეს, რადგანაც იგი უნდა „გადაეგოს“ [ძველქართულით - „წარჴდეს“], და

მის ადგილზე „ახალი ცა და ახალი მიწა“ უნდა ვიხილოთ. 

ბიბლია, მარადარსებული ღმერთის მიერ სამყაროს ქმნადობის ისტორიის გადმოცემის შემდეგ, გვამცნობს - „ადამისა და მისი დედაკაცის“ [დაბ. 2,24]: „ცოდვით დაცემამდელი“ და „ცოდვით დაცემის შემდგომი“ ადგილსამყოფელის შესახებ არსებულ ინფორმაციებს. მოდით მივყვეთ ბიბლიურ თანამიმდევრობას.