Print

მე-9; მე-10, მე-11 და მე-12 შესვენებათა მისტერია

„მესამე სვლიდან“ – „ჯვარზე აღსრულებამდე“,

ანუ 2016 წლის 19 მარტიდან 27 მაისამდე

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

როგორც ვიცით  - ე.წ. „ვია დოლოროსა“-ს, იგივე - „მწუხარების გზაზე“, საეკლესიო სწავლებით, მაცხოვრის ე.წ. 14 შესვენებაა გამოყოფილი. ამათგან ე.წ. მე-7 და მე-8 შესვენებები ასეა სახელდებული: „7. იესუს მიერ ჯვრის ტარება სიმონ კვირინელთან ერთად [მეორე სვლა]; 8. იესუს საუბარი ქალებთან“.  

ჩვენი გაზეთი №18 [966]-ე ნომერში დაბეჭდილი სტატიის - „2015 წ. 31 ივლისი - „სიმონ კვირინელის“ მისტერიის ასრულების დღე?!“ [გვ. 1-6],  თაობაზე 2015 წ. 1 აგვისტოს, შაბათ დღეს გამართულ ლასკარის სხდომაზე გვქონდა საუბარი.

ლასკარის ყველა წევრმა, და განსაკუთრებით ქალბატონებმა, მძიმედ განიცადეს, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ფინანსური -„...საკითხის მოგვარებისათვის... გადაწყდა, რომ იპოთეკური ვალდებულებით დატვირთულიყო - ჩემს საკუთრებაში მქონე გლდანის მასივის ბოლოს მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 50 კვ.მ-ის საცხოვრებელი ფართის მქონე ნაგებობა“ ]იხ. იქვე, გვ. 2].

აღნიშნულის თაობაზე, სახარებისეული ტექსტი ასე გვამცნობს - „და როცა მიჰყავდათ იგი, შეიპყრეს ვინმე სიმონ კირენელი, მინდვრიდან მომავალი, და აჰკიდეს მას ჯვარი, რათა წამოეღო იესუს კვალდაკვალ. და მისდევდა მას უკან ურიცხვი სიმრავლე ხალხისა და ქალებისა, რომლებიც ტიროდნენ და გლოვობდნენ მას. ხოლო იესო შემობრუნდა და უთხრა მათ: იერუსალიმის ასულნო, მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ თქვენი თავი და თქვენი შვილები... რადგან თუ ნედლ ხეს ასე ექცევიან, რაღას უზამენ ხმელს?“ [ლუკა 23,26-28; 31].

ე.წ. „მწუხარების გზაზე“, მორიგი შესვენებები ასეა სახელდებული - „9. მაცხოვრის მესამე სვლის დასაწყისი; 10. მაცხოვრისათვის ტანსაცმლის [კვართი და მოსასხამი] გახდა; 11. იესუს გაკვრა ჯვარზე; 12. იესუს ჯვარზე სიკვდილი“. აღნიშნულის შესაბამისი, ბოლო ჟამში მისტერიულად განვითარებული, პროცესების მოკლე ისტორია ასეთია:

2016 წ. 19 მარტს ლასკარის სხდომაზე გადაწყდა, რომ - 2013 წლის საპრეზიდენტო, და - 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისაგან განსხვავებით, 2016 წლის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი გაერთიანება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მიიღებდა მონაწილეობას [იხ. გაზ. №9 [980], გვ. 3];

ჩვენი ე.წ. „მესამე სვლასთან“ გაიგივებულ გზასავალზე, აღნიშნული სახელდებით, პირველი მიმართვები 2016 წ. 6 და 7 აპრილს გაკეთდა; სადაც საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს მოვუწოდებდით პარლამენტის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით არ მიეღოთ კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები [იხ. გაზ. 10 [981], გვ. 3-4];

საარჩევნო რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები, საბოლოოდ,  2016 წ, 27 აპრილს დასრულდა [იხ. გაზ. №12 [983], გვ. 3-8];

ამის პარალელურად, კერძოდ 2016 წ. 22 მარტს, კერძო აღმასრულებლმა - ნიკა ელოშვილმა გადმომცა, იპოთეკარ - ჟანა ქელეხსაევას მიმართვის საფუძველზე, მის მიერ მიღებული „გადაწყვეტილება“, ზემოთქმული მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანის თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების მიხედვით ბოლო ვადა - 2016 წ. 23 მაისსიწურებოდა.

მიზეზთა გამო, ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებული საკითხების საბოლოო „მოგვარება“ მხოლოდ 23 - 27 მაისის დროის მონაკვეთში მოხერხდა: 27 მაისს, პარასკევს, მისი ახალი მფლობელი - ჯემალ და როზა ალანიები გახდნენ.

სახარებაში ვკითხულობთ:

- „და იყო დღე პარასკევი...“ [ლუკა 23,54];

- „...როცა ჯვარს აცვეს, წილი ჰყარეს და გაიყვეს მისი სამოსი; რათა აღსრულდეს თქმული წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს: გაიყვეს ჩემი სამოსი ერთმანეთში, და ჩემს კვართზე იყარეს წილი“ [მათე 27,15].

თხრობის დასასრულს გვარ-სახელებით გადმოცემულ მინიშნებებს გვინდა შევეხოთ. კერძოდ:

  გვარ - „ელოშვილი“-ში კოდირებული „ელო“-ის არსი, მისტერიულად მიმდინარე იმ პროცესზე უნდა გვანიშნებდეს, რომლის თაობაზეც სახარებაში ვკითხულობთ - „... ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი ? რაც თარგმანში ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“ [მარკ. 15,34].

[აქ მოცემული - „საბაქთანი“, კოდირებულ - „საბა“-ს არსზე უნდა გვითითებდეს, თუმცა ამჯერად მასზე არ შევჩერდებით];

სახელი: „ჯემალი“-ს კოდირებული არსი მოსალოდნელი პროცესების მოკლე დროში, ანუ  - „მალ“-ე დამთავრებაზე უნდა გვანიშნებდეს;

სახელი: „როზა“, მისი ქართული შინა-არსიდან მომდინარე, - ვარდს ნიშნავს. ვფიქრობთ მკითხველს არ გაუჭირდება იმაში გარკვევა, რომ ამით - „წითელი“ [მ. სააკაშვილის რეჟიმზე მიმანიშნებელი] და „თეთრი“ [სულიწმინდის არსზე მიმანიშნებელი] ვარდების ბრძოლის მისტერიული პროცესები იკვეთება;

გვარ: „ალანია“-ს ე.წ. წინსართის თაობაზე სულხან-საბა ასე გვკარნახობს - „...ალას ამართვად ვიტყვით, რაიც სიგრძეზე აღმართო...“-ო [იხ. ტ. 1, გვ.45].

მთლიანობაში ხსენებული: „ჯემალი“ – „როზა“ – „ალანია“, კოდირებულად გვაუწყებს: „მალე სულიწმიდა გამოჩნდება [აღიმართება]“.

მანამდე კი, ამ ჟამის მომლოდინეთა საერთო სულიერ-ფიზიკური ყოფის ამსახველ მძიმე „განწყობაზე“ უნდა გვითითებდეს, ზემოთხსენებული გვარ სახელი: „ჟანა“ [ჟამზე გვანიშნებს] „ქელეხსაევა“ [საქელეხო მდგომარეობას გამოკვეთავს].

აი, მოკლედ ყოველივე ის, რისი თქმაც ლასკარულ ცნობიერებასთან ზიარებული მკითხველისათვის გვინდოდა.

აღდგომისეული ეტაპის დადგომამდე ე.წ. „მწუხარების გზაზე“ დარჩენილი ორი შესვენება ასეთი სახელდებისაა - 13. იესოს გარდამოხსნა ჯვრიდან [იხ. მარკ. 15,46]; 14. იესოს ჩასვენება სამარხში [იხ. მათე 27,60].

ამიტომ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - „დაცემა“ ის გარდუვალი ეტაპია, რომელიც, თავის მხრივ, მოახლოებულ „აღდგომამაზე“ მოგვანიშნებს.

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი