Print

ბიბლია - სექტემბრის თვეში მომხდარის თაობაზე

სექტემბერი - „ახალწლისა“, ანუ: 1-8-16

სათქმელის  წარმოჩენამდე ერთგვარი შესავალი გვინდა შემოგთავაზოთ.

სულხან საბას „ლექსიკონი ქართული“-ს მიხედვით: „სეკდემბერი ბერძნულია, ქართულად ახალწლისა“-ა [ტ. 2; 1993 2., გვ.41].

ქრისტიანულ სამყაროში მრავალი საუკუნის მანძილზე ახალი წელი, სწორედ - სექტემბრის თვიდან იწყებოდა.

2016 წ. 8 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისათვის განკუთვნილი საარჩევნო სიების ფორმირების პროცესის ე.წ. მოსამზადებელი ეტაპი, „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ მოქმედ საარჩევნო გაერთიანებაში შემავალი 19 სუბიექტის მიერ შემოთავაზებული კანდიდატურების წარდგენის სახით,  აგვისტოს ბოლოსთვის დასრულდა.

1 სექტემბერს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე საარჩევნო პარტიული სიის ზოგადი მონახაზი გამოიკვეთა. დეპუტატობის კანდიდატთა სააღრიცხვო ბარათებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის წესრიგში მოყვანის შემდეგ - 7 სექტემბერს ცესკოს წარედგინა 139 კანდიდატისაგან შემდგარი საარჩევნო პარტიული სია.

სარჩევნო კოდექსის მიხედვით საარჩევნო პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადად არჩევნებამდე - 30 დღეა დადგენილი, რაც, წლევანდელი არჩევნებისათვის - 8 სექტემბერზე მოდის.

8 სექტემბერს მიღებული შეტყობინების შემდეგ, ცესკოში მისულებს, კანონის მიხედვით, გადმოგვეცა საარჩევნო პარტიულ სიაში აღმოჩენილი ხარვეზის მიმანიშნებელი წერილი. ყველა საჭირო ჩასწორების განხორციელების შემდეგ, 9 სექტემბერს ცესკოში ჩავაბარეთ, საარჩევნო პარტიულის სიის რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია.

ცესკოს თავმჯდომარის მიერ 2016 წლის 16 სექტემბერს გამოცემული განკარგულებით - №183/2016, მოხდა №28 საარჩევნო გაერთიანების „ზვიადის გზა - უფლის სახელით“ წარდგენილი საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაცია.

ამდენად 2016 წლის - 1 სექტემბერს „დაწყებული“ და 8 სექტემბრის თარიღზე გავლით მიმდინარ,ე ჩვენი გაერთიანების საარჩევნო პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი 16 სექტემბერს დასრულდა.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვფიქრობთ რომ ძნელი არ უნდა იყოს, ქრისტიანულ სამყაროში ახალი წლის ამთვლელ- - სექტემბრის, ანუ პირველი თვის თაობაზე  ბიბლიაში დაფიქსირებული შემდეგი მინიშნების არსის აღქმა-გააზრება.

ბიბლია გვაუწყებს - „პირველი თვის [აქ - სექტემბერი] პირველ დღეს [აქ - 1 სექტემბერი] დაიწყეს განწმენდა, თვის მერვე დღეს კი [აქ - 8 სექტემბერი ] უფლის კარიბჭეს მიადგნენ. რვა დღეს წმენდნენ უფლის სახლს და პირველი თვის მეთევსმეტე დღეს [აქ - 16 სექტემბერი] მოათავეს“ [2 ნეშტთა 29,17].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - მისტერია თავისი ნორმით სრულდება.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი