Print

"ქოცები" და "ნაცები" - დასასრულამდე დარჩებიან!?

ბიბლიური მინიშნების - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან"

მოკლე ისტორია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ, ბიბლიაში მოცემული, ბოლო ჟამის ერთ-ერთი დამამთავრებელი ეტაპი, სახელდებით - „ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან", თავის სათავეს - 2011 -2012 წლებიდან იღებს.

საქმე ეხება, ერთის მხრივ - მიხეილ სააკაშვილსა და მის პოლიტიკურ გუნდს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, და მეორეს მხრივ - ბიძინა ივანიშვილსა და მის მიერ ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ძალას.  მოდით მივყვეთ ათვლილი დროის ისტორიას.

 

შესავალი, ანუ

2012 – 2016 წლების საპარლამენტო არჩევნები

ცესკოს მონაცემებით, 2012 წ. 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, 3 613 851 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 215 661-მა, ანუ საერთო რაოდენობის 61.31%.

არჩევნებში მონაწილე 16 პოლიტიკური გუნდიდან 5%-იანი ბარიერი გადალახა ორმა საარჩევნო სუბიექტმა:

1. კოალიციამ - „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება”, რომელშიც 6 პარტია იყო გაერთიანებული [1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”; 2. საქართველოს კონსერვატიული პარტია; 3. პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს”; 4. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”; 5. პ/გ „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”; 6. პ/გ „ეროვნული ფორუმი”] და

2. პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”.

პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევი 77 მანდატი შემდეგნაირად გადანაწილდა:

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” – 33 მანდატი (867 432 ხმა, 40.34%) -

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება” – 44 მანდატი (1 181 862 ხმა, 54.97%)

73 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მანდატები შემდეგი თანაფარდობით გადანაწილდა:

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება” – 41 მანდატი,

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს– 32 მანდატი.

ჯამში: პარლამენტის 150 სადეპუტატო მანდატი ასე გადანაწილდა;

კოალიცია „ბიძინა ივანიშვილიქართული ოცნება”: 44 + 41 = 85 მანდატი;

პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს”: 33 + 32 = 65 მანდატი.

ამდენად, ქვეყნის სათავეში დამკვიდრდა ორი ძალა:

1. პრეზიდენტის პოსტი ეკავა - მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 65 სადეპუტატო მანდატის მქონე საპარლამენტო უმცირესობა უჭერდა მხარს; და

2. საქართველოს პარლამენტის 85 სადეპუტატო მანდატის მქონე უმრავლესობამ, პრემიერ მინისტრად - ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

მეორე საპრეზიდენტო ვადის მიწურულს, ანუ 2013 წ. 27 აპრილს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების  შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა დატოვა საქართველო, და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მხოლოდ მისი პარტიის მეშვეობით გააგრძელა საქმიანობა.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი გადადგა პრემიერ მინისტრის პოსტიდან და, მანაც, მის მიერ შექმნილი გუნდის მეშვეობით განაგრძო ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოღვაწეობა.

ხსენებული ორი პირობითი ჯგუფის საქმიანობა, 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ფონზე ახალი ძალით განვითარდა.

საქართველოდან უკრაინაში გაქცეული და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნული მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ მისი მხარდამჭერი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მინიმუმ სამ ნაწილად დაიშალა, ყველა ხერხით ცდილობდა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეების ხელში დაბრუნებას.

ბიძინა ივანიშვილმა, ასევე ჩამოიცილა რა ყოფილ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები, მთავარი აქცენტი მის მიერვე დაარსებული პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” მეშვეობით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გააკეთა.

საბოლოოდ 2016 წლის 8 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში, 3 513 884 ამომრჩევლიდან, მონაწილეობა მიიღო - 1 814 276-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 51,63 %-ია.

ხსენებული ორი პოლიტიკური გუნდის მიერ მოპოვებული საპარლამენტო მანდატების რაოდენობა ასე გადანაწილდა:

პროპორციულ არჩევნებში

 1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მიიღო – 856 638 ხმა (48.68 %), და  – 44 მანდატი მოიპოვა;

2. პ/გ  „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მხარი დაუჭირა – 477 053 ამომრჩეველმა (27.11 %), რაც მათთვის – 27 სადეპუტატო მანდატის მოპოვების გარანტი გახდა;

მაჟორიტარულ არჩევნებში

1. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა გუნდმა სრული კრახი განიცადა - მათ ვერც ერთ ოლქში ვერ გაიმარჯვეს.

2. ბიძინა ივანიშვილის ძალისხმევით, მისმა პოლიტიკურმა გუნდმა 73-დან, - 71 საარჩევნო ოლქში გაიმარჯვა.

საბოლოო ჯამში, პარლამენტის 150 სადეპუტატო მანდატიდან:

1. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა - 115 მანდატი [76,67%] მოიპოვეს; ხოლო

2. მიხეილ სააკაშვილი და „ნაცები“ – 27 სადეპუტატო მანდატს [18%] დასჯერდნენ.

 

კოდირებული „ოთხეული“

საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას, 25 საარჩევნო სუბიექტი - 19 პარტია და 6 ბლოკი იღებდა. საარჩევნო სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ 73 სადეპუტატო ადგილზე წარდგენილი გახლდათ - 816 მაჟორიტარი კანდიდატი.

ცესკოს მიერ მიღებული, საქართველოს პარლამენტის 2016 წ. 8 ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის [23. 10. 2016 წ.] მიხედვით:

- პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობაა - 1 825 054;

- ბათილად ცნობილ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობაა - 62 678;

- ყოველი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამური რაოდენობაა - 1 759 632.

[მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობასა და ბათილი და მიღებული ხმების ჯამურ მნიშვნელობებს შორის თანხვედრა არ არის: 62 678 + 1 759 632 = 1 822 310;

ცდომილება შეადგენს: 1 825 054 - 1 822 310 = 2 744 ხმას].

პროპორციული სისტემით, დაწესებული 5%-იანი ბარიერი მხოლოდ შემდეგმა სამმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” – 856 638 (48.68 %) – 44 მანდატი;

2. ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 477 053 (27.11 %) – 27 მანდატი;

 3. ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”  - 88 097 (5,01 %) – 6 მანდატი;

73 მაჟორიტარული ოლქიდან პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, თავისი კანდიდატი – 72 ოლქში წარადგინა. №1 მთაწმინდის ოლქში მათ ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს - სალომე ზურაბიშვილს გამოუცხადეს მხარდაჭერა.

საბოლოოდ, მაჟორიტარულ არჩევნებში, პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” მოიპოვა - 71 მანდატი; №1 მთაწმინდის ოლქში - სალომე ზურაბიშვილმა, ხოლო №43 ხაშურის ოლქში: „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”-ს წარმომადგენელმა გაიმარჯვა.

აქვე უნდა ითქვას, რომ 5%-იანი ბარიერ გადალახული სამი საარჩევნო სუბიექტიდან - ორი, ბლოკის სახით არის წარმოდგენილი. ესენია:

1. ბლოკი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ორ პარტიას აერთიანებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და „ევროპული საქართველო“. თუმცა მიღებული 27 სადეპუტატო მანდატი მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 20 წევრსა და 7 უპარტიო კანდიდატზე გადანაწილდა;

2. ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, რომელშიც 7 პარტიაა თავმოყრილი“ [„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"; „ტრადიციონალისტები"; „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო"; „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"; „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" და „ახალი ქრისტიან- დემოკრატები"]. მათ მიერ მოპოვებული 6 მანდატიდან - ოთხი „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრსა და ორ უპარტიო კანდიდატზე გადანაწილდა.

რაც შეეხება პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“, მის მიერ მოპოვებული - 115 სადეპუტატო ადგილი, თავად ამ პარტიისა და - უპარტიო კანდიდატების გარდა, მათ საარჩევნო სიაში წარმოდგენილ შემდეგ - სამ, ე.წ. სატელიტ პარტიას გადაუნაწილდა - 1. საქართველოს კონსერვატიული პარტია [3 მანდატი]; 2. სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის [3 მანდატი] და 3. საქართველოს მწვანეთა პარტია [1 მანდატი] .

მთლიანობაში, 2016 წ. 8 ოქტომბრის მოწვევის პარლამენტის 150 ადგილი რვა „პირობითმა ერთეულმა“ გადაინაწილა. ესენი არიან:

1. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,

2. „საქართველოს კონსერვატიული პარტია” ,

3. „სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“,

4. „საქართველოს მწვანეთა პარტია”,

5. ბლოკი „თოფაძე - მრეწველი, ჩვენი სამშობლო,

6 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“,

7. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“,

8 . დამოუკიდებელი კანდიდატი [№1 მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარი - სალომე ზურაბიშვილი].

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი, ასევე ხსენებული სამი სატელიტი პარტია - 1. საქართველოს კონსერვატიული პარტია, 2. სოციალდემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის  და 3. საქართველოს მწვანეთა პარტია, ე.წ. სახელისუფლო ძალის ქუდქვეშ არიან გაერთიანებულნი, მაშინ, შეიძლება ითქვას, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შედეგად, საქართველოს პარლამენტი შემდეგი ოთხი პოლიტიკური ძალის შემადგენლობითაა დაკომპლექტებული:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“,

2. ს/ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”,

3. ს/ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” და

4. ს/ბლოკი: „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”.

ჩანართის სახით მოგახსენებთ, რომ 2016 წ. 8 ოქტომბერსვე გამართულ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ასევე ოთხმა პოლიტიკურმა გუნდმა გაიმარჯვა. კერძოდ, 21 წევრიან აჭარის უმაღლეს საბჭოში:

1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“” 14 მანდატი ექნება,

2. „ნაციონალურ მოძრაობას“ - 5 დეპუტატი, ხოლო

3. „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიულ მოძრაობასა“  და

4. ბლოკს: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”, თითო-თითო დეპუტატი ეყოლებათ.

 

ბიბლიური მინიშნებანი

ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპის თაობაზე ბიბლიაში დაფიქსირებული მინიშნება, დროის რამოდენიმე პირობით მონაკვეთში მოსახდენზე გვითითებს.

როგორც უკვე აღინიშნა, 2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული არჩევნების შედეგად, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 150 მანდატი, - რვა პირობითი ერთეულისაგან შემდგარ, - ოთხ პოლიტიკურ გუნდს ერგო. თუმცა, ყველასათვის ცხადია, რომ - მთავარი საპარლამენტო პოლიტიკური მოთამაშის როლი, მხოლოდ ორ ძალას: 1. „ქართულ ოცნებასა“ და 2. „ნაციონალურ მოძრაობას“  აქვს.

აღნიშნული პროცესების თაობაზე ბიბლიური ტექსტი გვკარნახობს - „20. ასეთია ამის განმარტება: აღზევდება სამეფოში რვა მეფე [აქ - ზემოთქმული 8 პირობითი ერთეული], რომელთა ჟამი ხანმოკლე იქნება და წლები - სწრაფმავალი, ორი მათგანი დაიღუპება [კოდია].

21. შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე [აქ - ხსენებული 4 პოლიტიკური გუნდი] შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს. ორნი კი [აქ - ორი მთავარი პოლიტიკური მოთამაშე] დასასრულამდე დარჩებიან." [3 ეზრა 12,20-21]

ამჟამად, მცირე კომენტარი გვინდა გავაკეთოთ, მოტანილი ბიბლიური ტექსტის 21-ე მუხლში დაფიქსირებული მინიშნების თაობაზე.

როგორც ვხედავთ, აქ ორი პირობითი ეტაპია გამოკვეთილი. კერძოდ:

1. „შუა ხანის მოახლოებისთანავე ოთხი მეფე შემორჩება იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი, რათა დასრულდეს...“

რაც, ჩვენის აზრით, საქართველოს პარლამენტში არჩეულ 4 პოლიტიკურ ძალაზე [1. პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, 2. ს/ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 3. ს/ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” და 4. ს/ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”] უნდა გვითითებდეს; და

2. „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან",

რაც, ჩვენის აზრით, ქვეყნის სათავეში მოსულ ორ წამყვან პოლიტიკურ გუნდზე [1. „ქართული ოცნება“ და 2. „ნაციონალური მოძრაობა“]  უნდა გვანიშნებდეს.

მაშასადამე, 2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნებში ოთხი პოლიტიკური ძალის გამარჯვება, ანუ - კოდირებული „ოთხი მეფის“ გამოკვეთა, ბიბლიური მინიშნებით - „შუა ხანის მოახლოებაზე“ უნდა გვანიშნებდეს.

აღნიშნული ეტაპი, ანუ პოლიტიკურ ძალთა ასეთი განლაგება, თურმე იქნება - იმ დრომდე, როცა დაიწყებს მოახლოებას მისი ჟამი [კოდია], რათა დასრულდეს...“.

თავის მხრივ კი, ამ „მოახლოებული“ ე.წ. „შუა ხანის“ დასასრული, თურმე, პოლიტიკურ ასპარეზზე ორი გუნდის საბოლოო დომინანტური როლის გამოკვეთით უნდა შევიცნოთ, და რომ სწორედ ამ ფონზე დგება კოდირებული „დასასრული“, რამეთუ ბიბლია გვკარნახობს - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან"-ო [3 ეზრა 12,21].

ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესების თაობაზე საუბარი, ბიბლიაში დაფიქსირებული ორი კოდირებული მინიშნების შეხსენებით გვინდა დავასრულოთ:

1. „აჰა, თავი რომელიც დარჩენილიყო, გაუჩინარდა; ის ოთხი ფრთა კი, რომლებიც მასთან იყვნენ, აღიმართნენ გასამეფებლად; მაგრამ ხანმოკლე და შფოთით სავსე იყო მათი მეფობა“ [3 ეზრა 12,2];

2. „ორი ნაკრტენი რომ იხილე არწივის მარჯვენა თავზე გარდამავალი, ეს არის ამის განმარტება: ესენი არიან, რომლებიც შემოინახა უზენაესმა მისი დასასრულისთვის; ხანმოკლე და შფოთით აღსავსეა ეს სამეფო“ [3 ეზრა 12,29-30].

ამდენად, წინ გველის პროცესები, რომელთა ბიბლიური განმარტებაც ასე იკითხება - „ხანმოკლე [დროის თვალსაზრისით] და შფოთის აღსავსე [მიმდინარეობის თვალსაზრისით]“.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი