Print

2016 წ. 8 ოქტომბრის არჩევნების მისტერია

„მამის სახელით...“ მომავალი

2016 წ. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტები, უმეტესწილად - კონკრეტულ პირთან [პირებთან] ასოცირდებოდნენ. ასე მაგალითად:

ამომრჩევლისთვის ნათელი იყო, რომ - „ქართული ოცნება“ - ბიძინა ივანიშვილის გუნდს წარმოადგენდა; „ნაციონალური მოძრაობა“ - მ. სააკაშვილთან ასოცირდებოდა; „ეროვნული ფორუმი“ - კახა შარტავასთან; „მერაბ კოსტავას საზოგადოება“ - ვაჟა ადამიასთან და ა.შ.

არჩევნებში მონაწილე მეორე პირობით ჯგუფში შეგვიძლია მოვიაზროთ ის საარჩევნო სუბიექტები, რომელთა სახელდებაში ღიად ფიგურირებდა მათი პოლიტიკური „წინამძღოლის“ სახელი [ან სახელები]. აი ისინიც:

საარჩევნო ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის”;

საარჩევნო ბლოკი „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა”;

„ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი”;

 „უსუფაშვილი - რესპუბლიკელები”;

„თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის”;

ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”;

„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

 „საქართველოს კომუნისტური პარტია - სტალინელები” (ივანე წიკლაური);

„დავით თევზაძე - საქართველოს მშვიდობისათვის”;

საარჩევნო ბლოკი „თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”;

 „კახა ძაგანია, სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე - მემარცხენე ალიანსი”;

 „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები”;

 „ჩვენი საქართველო” (ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი).


ზემოთხსენებულთა ფონზე, ჩვენი საარჩევნო გაერთიანების სახელდება „ზვიადის გზა - უფლის სახელით“, პრაქტიკულად ერთადერთი იყო [და არის], რომელიც ღიად უთითებდა თავისი სამოქმედო სულისკვეთების მთავარ არსზე.

მიზეზთა გამო, ამომრჩევლთა უმრავლესობის მხარდაჭერით, საპარლამენტო მანდატები, კონკრეტულ პოლიტიკურ ლიდერთან [ბ. ივანიშვილი; მ. სააკაშვილი; დ. თარხან-მოურავი და ი. ინაშვილი; გ. თოფაძე] დაკავშირებულმა საარჩევნო სუბიექტებმა მოიპოვეს.

მთლიანობაში, „უფლის სახელით“ „ზვიადის გზაზე“ მომავალი პოლიტიკური გუნდის მიერ შეთავაზებული „საქართველოს გაბრწყინებაზე“ ორიენტირებული საარჩევნო პროგრამა, საქართველოს ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ - არ მიიღო. 

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველისთვის, ძნელი არ იქნება ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესის იმ მისტერიულ არსში გარკვევა, რომლის თაობაზეც მაცხოვარი ასე ბრძანებს:

„მე მოვედი მამაჩემის სახელით და არ მღებულობთ. სხვა ვინმე თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ [„მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაჲთა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაჲ მოვიდეს სახელითა თჳსითა, იგი შეიწყნაროთ“]“ [იოანე 5,43].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი. დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ (გელა)

სალუაშვილი