Print

20 და 25 წლიანი დროითი მიჯნა

25 და 20 წლიანი მონაკვეთის გასრულებამდე სათქმელი

მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით, სახარებაში ვკითხულობთ - ‘’და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა? იესუმ პასუხად მიუგო მათ: ...როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმიდა ადგილას დევს [წამკითხელმა გაიგოს]’’[მათე 24,3-4;15].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ თავად ამ ‘’გაპარტახების სიბილწისეულ’’ ეტაპს - ორი ათვლა აქვს, და ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი განვითარების ხაზის გამრუდების ბოლო ორი  მომენტიდან იწყება.

კერძოდ, ესაა:

1. 1921 წ. თებერვალ-მარტი, ანუ 1918 - 1921 წ.წ. მოპოვებული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვისა და აქედან აღებული 70 წლიანი მონაკვეთი [1921 - 1991 წ.წ.]; და

2. 1991 - 1992 წლების დეკემბერ-იანვარი, სამხედრო კრიმინალური ძალების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება.

ამჯერად მხოლოდ ამ უკანასკნელ მოვლენას გვინდა შევეხოთ.

1991 წ. 22 დეკემბერს დაწყებული შეიარაღებული გადატრიალების მე-15 დღეს, ანუ 1992 წ. 6 იანვარს, 1990 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული ზვიად გამსახურდია და მისი მომხრე გუნდი, იძულებული შეიქნა დაეტოვებინა საქართველო.

აღნიშნულის თაობაზე ბიბლია ასე გვაუწყებს:

‘’სამოცდაორი შვიდეულის [62-ჯერ 7 = 434 დღე, დრო: 28.10.1990 - 06.01.1992] შემდეგ მოიკვეთება ცხებული [აქ - ზვიად გამსახურდია], მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმიდარს დაარგრევს მომავალი მთავრის [აქ - ედ. შევარდნაძის] ხალხი, და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება; ომის ბოლომდეა გადაწყვეტილი გატიალებანი’’ [დან, 9,26].

‘’გაპარტახების სი-ბილწის ამ ეტაპის დაწყებიდან ათვლით, კერძოდ 2016 წ. 22 დეკემბერსა და 2017 წ. 6 იანვარს - 25 წლიანი დროითი მიჯნა სრულდება.

მეორეს მხრივ, როგორც ვიცით, ბოლო ჟამთან დაკავშირებული საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტის“ საქმიანობის დასაწყისად, ორი პირობითი თარიღია გამოკვეთილი: 1996 წ. 15 დეკემბერი და 1997 წ. 4-7 იანვარი. აქედან ათვლით, შესაბამისად - 2016 წ. 15 დეკემბერსა და 2017 წ. 4-7 იანვარს - 20 წლიანი ეტაპის გასრულება ფიქსირდება.

ბოლო ჟამთან მიმართებაში, სხვადასხვა წყაროებში დაფიქსირებული 20 წლიანი მიჯნის გასვლის შემდგომად მოსახდენზე, თუ ღმერთი ინებებს, სხვა დროს მოგახსენებთ.

ამჟამად კი, საუბრის დასასრულს დავსძენთ - წინ მნიშვნელოვანი პროცესები გველოდება.