Print

გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული

მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული

„...აჰა, სატანამ დააპირა თქვენი გაცხრილვა,

 როგორც ცხრილავენ ხორბალს“[ლუკა 22,31]

 

წინათქმა

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში გარკვევა, რეინკარნაციის არსის მართებულად გააზრების გარეშე შეუძლებელია.

აღნიშნულის თაობაზე ჩვენს მიერ უკვე არაერთგზის თქმულიდან, ამჟამად, მხოლოდ ერთ ბიბლიურ მინიშნებას გავიხსენებთ - „მიეცი, უფალო, ნება შენს მორჩილთ, რომ ილოცონ შენ წინაშე, ჩაგვიდევი გულში თესლი და გაგვიღვივე რომ გამოიღოს ნაყოფი, რომლის წყალობითაც უნდა იცოცხლოს ყოველმა მოკვდავმა, ვინც ადამიანის ხატს ატარებს(6). შენ ხომ ერთადერთი ხარ და ჩვენც შენს ხელთა ერთი ქმნილება ვართ, როგორც ნათქვამი გაქვს(7).

დედის საშოში ისახება სხეული და შენ ანიჭებ მას ნაკვთებს; ინახება ცეცხლსა და წყალში შენი შექმნილი და ცხრა თვეს უძლებს შენივე გამოსახული საშო შენს ქმნილებას, რომელიც მასში შეიქმნა(8).

თავად ის, რაც ინახავს [აქ - მშობელი], და ისიც, რაც ინახება [აქ - ნაშობი], ორივენი შენახული იქნება; ხოლო შენახულს [აქ - როგორც მშობელს, ასევე ნაშობს] ოდესმე ხელახლა მიიღებს საშო [აქ - რეინკარნაციის გზით კვლავ მოევლინებიან ამ ქვეყანას], ყველაფერს, რაც მასში აღორძინდა(9)“ [3 ეზრა 8,6-9].

ჯოჯოხეთის არსის გახსნის დროს, ბროშურაში - „საუკუნო სიცოცხლე ანუ სასუფეველი, და საუკუნო სატანჯველი, ანუ ცეცხლის ტბა“ [თბ. 2016 წ.], უკვე ვისაუბრეთ, რომ ბიბლიური თხრობის თანახმად, ცოდვით დაცემის გამო სამოთხიდან გამოძევებული ადამისა და ევას ნაშიერი, ღმერთის მიერ დაწყევლილ მიწაზე, ანუ ჯოჯოხეთში აგრძელებენ ცხოვრებას.

არ ახალია თუ ვიტყვით, რომ ამ დაწყევლილი მიწის „მთავარი“ - დასაბამიერი გველი, იგივე სიცრუის მამა, ანუ - ეშმაკია, რომლის მმართველობაც - მეორედ მოსული უფალი იესუ ქრისტეს გაცხადებამდე [განკითხვის დღემდე] გრძელდება - „...ღმერთმა არ დაინდო შემცოდე ანგელოზები, არამედ ბნელეთის ბორკილებით შეკრა და ჯოჯოხეთში ჩაყარა ისინი განკითხვამდე დასამარხავად“ [2 პეტრე 2,4].

აღნიშნული დროის მთელ მონაკვეთში, ადამის მოდგმის ხრწნად, ანუ მოკვდავ სხეულში მყოფი მარადიული სული, სხვადასხვა ინტერვალით გადის სხეულთან გაყრისა [სიკვდილი] და მასთან დროებით კვლავ შერწყმის [რეინკარნაციის] პროცესს.

როგორც არაერთგზის ითქვა, ღვთის განგებულობით, რეინკარნაციის პროცესს გადის, უზენაესი ძალის მიერ ქმნილი აბსოლუტურად ყველა სულიერი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ანგელოზები; მათ შორის თავად ყოფილი ნაანგელოზარი - სათანაიელი, ანუ სატანა, იგივე ეშმაკი, და მისი მიმდევარი დაცემულ ანგელოზთა დასი.

ამქვეყნად შობის ეტაპებს გადის თავად უფალი იესუ ქრისტე, ანუ - „...ღმერთმა, როგორც იწინასწარმეტყველა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით ქრისტეს ვნება [აქ - პირველი მოსვლა],ისე აღასრულა.

მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები, და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან, და მოავლინოს [აქ - მეორედ მოსვლა] თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტე, რომელიც [აქ - ძე კაცისას რანგში ყოფნისეულ დროში ჩანადენისა გამო] უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის კვალად აღდგინების [აქ - განკითხვის დღის დადგომის] ჟამამდე, რასაც უკუნისიდან იტყოდა ღმერთი ყველა თავისი წმიდა წინასწარმეტყველის პირით“ [საქ. 3,18-21].

ბიბლიური სიბრძნიდან ვიცით, რომ, დრომდე - ადამის მოდგმის საცდურად დადგენილი ეშმაკი, უშუალოდ მისი, თუ დაცემულ ანგელოზთა დასის მეშვეობით, ცდილობს სხვადასხვა ცოდვით ხლართებში გააბას ადამიანი.

სახარებაში ბევრი მაგალითია მოცემული, თუ როგორ იქცევა მაცდური ძალის მიერ შეპყრობილი ადამიანი, და როგორ ახდენს მაცხოვარი [და მოგვიანებით მოციქულები] ადამის მოდგმის სხეულიდან ეშმაკის განდევნას.

ანალოგიური, და კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული, პროცესების ფონზე მიმდინარეობს თავად ბოლო ჟამად სახელდებული ეტაპი - „ვიცი საქმენი შენნი, და სიყვარული და მსახურება, რწმენა და მოთმინება შენი, და რომ უკანასკნელი [აქ - ბოლო ჟამისმიერი] საქმენი შენნი უმეტესნი არიან, ვიდრე პირველნი“ [გამოცხ. 2,19].

და კიდევ, - „იფხიზლეთ, იღვიძეთ, ვინაიდან თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, და ეძებს მსხვერპლს. წინ აღუდექით მას მტკიცე რწმენით...“ [1 პეტრე 5,8-9].

ჩვენი წინამდებარე სათქმელი, სწორედ, ბოლო ჟამში მოსახდენი [და, აწ უკვე განვლილი] ერთ-ერთი ეტაპის ფონზე, ზემოთქმულის გამოვლენის კონკრეტული პროცესის არსის გახსნას ეხება.

მკითხველს ისიც გვინდა შევახსენოთ, რომ საქმე ეხება 2014 წლის მიწურულიდან განვითარებულ მოვლენას, რომლის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპების თაობაზე უკვე ვწერდით 2015 წელს დაბეჭდილი ჩვენი გაზეთის ფურცლებზე - იხ. გაზ. N16 [964], N18 [966] და N19 [967].

ამჟამად, ღმერთის შეწევნით, გვინდა თავი მოვუყაროთ თითქმის ორნახევარი წლის მანძილზე მიმდინარე მოვლენის თაობაზე დაგროვილ ფაქტობრივ მასალას, რათა მთლიანობაში შევიძლოთ მიმდინარე ბოლო ჟამის ამ კონკრეტულ დროში განვითარებული საკითხის არსში გარკვევა. 

 

„სიცრუის ეტაპის“ დასასრული, ანუ

ჯოხის ერთი ბოლო - ფაქტები

ბიბლიის თანახმად - უცოდველი ადამიანი არ არსებოს. ეშმაკის მიერ დაგებულ მახეში გაბმული ადამიანი, მხოლოდ მონანიების მადლთან ზიარების შემთხვევაში ახერხებს ცოდვისაგან განთავისუფლებას.

წინამდებარე თხრობაში გასაშუქებელი საკითხი, სწორედ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევად გვესახება, რომლის თაობაზე ღიად საუბარი, ბოლო ჟამში დასაფიქსირებელი მოვლენის შესახებ ბიბლიაში გადმოცემულ შეგონებაზე დაყრდნობით გვინდა წარვმართოთ - „მიპასუხა და თქვა: შენ თავად გაზომე დრო და, როცა დაინახავ, რომ ჩავლილია წინასწარმოსწავებულ ნიშანთა ნაწილი, მაშინ მიხვდები, რომ ეს სწორედ ის ჟამია, როცა მოიკითხავს უზენაესი წუთისოფელს, რომელიც მისგან არის შექმნილი“ [3 ეზრა 9,1-2].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ჩვენი რელიგიურ-პოლიტიკური მოძრაობა 2011 წლის მეორე ნახევრიდან, აქტიურად დაადგა ბოლო ჟამში განსავითარებელ ე.წ. მხილებისეულ ეტაპად სახელდებულ გზას.

ე.წ. „მხილებისეული ეტაპის“ - აქტიური ფაზა, ჩვენი აზრით, არჩევნების პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს, რაც  გარკვეულ ფინანსურ ხარჯებს მოითხოვს.

„ჩავლილ“ მოვლენაზე საუბარი - 2013 წლით გვინდა დავიწყოთ. სწორედ ამ წელს გავიცანი [როგორც შემდეგ გაირკვა] ჩვენი ქვეყნის ბედზე მაფიქრალი, უაღრესად წიგნიერი პიროვნება - ბ-ნი ავთო ი. მოგვიანებით, ჩვენი ნაცნობობა პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. ბ-მა ავთო ი.-მ, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი საარჩევნო ბლოკის მიერ წარდგენილი სიით მიიღო მონაწილეობა.

მის მიერ, საარჩევნო პლაკატების [თითქოსდა] კანონდარღვევით გაკვრის საბაბით, სასამართლოს მიერ დაკისრებული - 1000 ლარიანი ჯარიმის გადახდა, მიზეზთა გამო, მხოლოდ დადგენილი ერთთვიანი ვადის მიწურულს - 2014 წ. 14 ივლისს [ჩვენს საარჩევნო ბლოკში მყოფი წევრების მიერ შეგროვილი თანხით] მოხერხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი არასოდეს გამხდარა მსჯელობის საგანი, ბ-ნმა ავთო ი.-მა, შინაგანი დისკომფორტის გაქარწყლების მიზნით, ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების ერთ-ერთ სხდომაზე, ზოგად ჩარჩოებში გაგვიმჟღავნა, თუ როგორ აპირებდა ამ ე.წ. „ვალის“ სხვათათვის დაბრუნებას [მისი ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ იგი შეიძლება გამხდარიყო, საზღვარგარეთ მოღვაწე მისი ნაცნობი ბიზნესმენის ტრაგიკული გარდაცვალების შედეგად დატოვებული მემკვიდრეობის მფლობელი].

2014 წლის ნოემბრის პირველ ნახევარში,  ბ-მა ავთო ი.-მა გვაჩვენა 2014 წ, 30 სექტემბრით დათარიღებული, აფრიკის ერთ-ერთი ქვეყნის - ტოგოს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც იგი ცხადდებოდა გარდაცვლილი ბიზნესმენის მომდევნო რიგის მემკვიდრედ.

რამოდენიმე ხნის შემდეგ, თანხის გადმორიცხვასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარების [კერძოდ - საბანკო ანგარიშის გახსნის] მიზნით, იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ [ვილნიუსში] გაემგზავრა.

2014 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბ-მა ავთო ი.-მა გვითხრა, რომ - „...ამ საქმის ბოლომდე მიყვანა, საწყის ეტაპზე ითხოვდა გარკვეულ ფინანსურ დანახარჯს, რომლის გაღების შესაძლებლობაც მას ამ ეტაპზე არ გააჩნდა.  ბ-მა: ავთო ი.-მა ჩვენგან გაწეული დახმარების სანაცვლოდ, საარჩევნო კამპანიასთან მეტ-ნაკლებად დაკავშირებული, ზემოთ ხსენებული „მხილებისეული ეტაპის“ წარმართვისათვის, საჭირო ფინანსური ხარჯების გაღების ვალდებულება აიღო.

როგორც ცნობილია, ინტერნეტ სივრცე გაჯერებულია იმ ცრუ შემოთავაზებებით, რომელიც სავარაუდო - „საკბილოს“, გარკვეული ხარჯების გაღების შემთხვევაში, საზღვარგარეთ უეცრად გარდაცვლილი, ვითომცდა მათი ნათესავი ბიზნესმენის სამემკვიდრეო ქონების მიღებაში დახმარებას ჰპირდება.

ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა, რომ ეს ინფორმაცია მისთვისაც ცნობილი იყო, ოღონდ მისი შემთხვევა იმით იყო გამორჩეული, რომ იგი თავად პირადად იცნობდა აფრიკის სახელმწიფო - ტოგოში მოღვაწე, მის მოგვარე, ქართველ ბიზნესმენს და ახლო ურთიერთობა ჰქონდა მასთან. მის მიერ [ამ კუთხით] წარმოდგენილი რამოდენიმე დამაჯერებელი არგუმენტის [სავარაუდო შეხვედრის ადგილების, ურთიერთობის ამსახველი ცალკეული დეტალების] გაცნობის შემდეგ, გადავწყვიტეთ, ჩვენი ძალებით, დახმარება აღმოგვეჩინა მისთვის.

ამ მიზნით, ჩემსა და ბ-ნ ავთო ი.-ს შორის შემდგარ საუბრებს, სხვადახვა დროს  ესწრებოდნენ - ბ-ნი მევლუდ მამადაშვილი, ქ-ნი დინა ჯიქია და ბ-ნი ლევან ჩოხელი. სწორედ მათ მიერ, სხვადასხვა გზით, სესხად აღებული თანხის მობილიზებით, წარიმართა მთელი შემდგომი პროცესი. ექვსი თვის მანძილზე. ამ გზით მოძიებულმა და საქართველოდან ტოგოში გადარიცხულმა საერთო თანხამ - 33 ათასი აშშ დოლარი შეადგინა“ [იხ. გაზ. N16 [964], 2015 წ,].

სამემკვიდრეო საქმეში ჩართულობის საბოლოო გადაწყვეტილება 2014 წ. 20 დეკემბერს, ლასკარში - ბ-ნ ავთო ი.-ს, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილსა და ჩემს შორის  გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული. ბ-ნი ავთო ი.-ს მონათხრობის კიდევ ერთხელ მოსმენისა და გაანალიზების შემდეგ გადაწყდა - საჭირო თანხის მოძიების პროცესი მეორე დღიდანვე [21 დეკემბრიდან] დაგვეწყო.

მოძიებული თანხა, ბ-მა ავთო ი.-მა, ე.წ. „ვესტერნ-უნიონით“, 2014 წ. 29 დეკემბრიდან ვიდრე 2015 წ, 27 მაისამდელ დროში, ჩვენი უშუალო თანდასწრებით, ეტაპობრივად გადაურიცხა ტოგოში ამ საქმის მოგვარებაში ჩართულ პირებს.

აქვე დავსძენთ, რომ, როგორც ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ მოწვდილი საბანკო გადარიცხვების ამსახველი დოკუმენტებიდან ირკვეოდა, ჯერ კიდევ 2010 წლის ივნის-ივლისის თვეში, მის მიერ სამემკვიდრეო საკითხის მოგვარების მიზნით, ტოგოში გადარიცხულმა საერთო თანხამ  - 119 165 აშშ დოლარი შეადგინა.

 

ა. პირველი საგანგაშო სიგნალი

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მიმოწერას ბ-ნი ავთო ი. თავისი  ელ. ფოსტის მეშვეობით აწარმოებდა. მოგვიანებით, ურთიერთ შეთანხმების შემდეგ [საქმის ოპერატიულად წარმართვის მიზნით] მის ელ. ფოსტაზე წვდომის საშუალება მეც მომეცა.

მიზეზთა გამო, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დროში უსაშველოდ გაიწელა. საქმის მთელი ისტორიის გაცნობა-გაანალიზების მიზნით, 2015 წ. მაისის თვეში ხსენებულ ელ.  ფოსტაზე განთავსებული მასალის თავმოყრა და შესწავლა გადავწყვიტე.

პირველი საგანგაშო სიგნალი სწორედ ამ დროს ამოტივტივდა.

აღნიშნული მასალებიდან ირკვეოდა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებული პირველი შეტყობინება  ბ-ნი ავთო ი.-ს ელ.ფოსტაზე 2010 წ. ივნისის დასაწყისში დაფიქსირებულა.

2010 წ. 10 ივნისით დათარიღებულ წერილში, ადვოკატის რანგში მოვლენილი, ტოგოში მცხოვრები ვინმე - ჯერი უოდერი, თავის გზავნილში იტყობინებოდა ვითომცდა ტოგოში მოღვაწე ბ-ნი ავთო ი.-ს მოგვარე ქართველი ბიზნესმენის გარდაცვალების ამბავს, რომლის ფინანსურ ადვოკატადაც თითქოსდა იგი მუშაობდა.

კერძოდ, იგი წერდა, თუ რა ძალისხმევა დასჭირდა მას, რათა, ბ-ნი ავთო ი.-ს სახით, მოეძებნა გარდაცვლილი ბიზნესმენის მოგვარე, შესაბამისი ღირსების მქონე პიროვნება. უმტკიცებდა მას - ეჭვი არ შეპარვოდა მოწოდებული ინფორმაციის სისწორეში, და მიენდო მისთვის ამ საქმის ბ-ნი ავთო ი.-ს სასარგებლოდ გადაწყვეტა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, წერილს თან ერთვოდა, ე.წ. ავიაკატასტროფაში, მთელი ოჯახით, დაღუპული - ხსენებული ბიზნესმენის, მისი მეუღლისა და ორი ქალიშვილის ფოტოები.

ჩემდა გასაოცრად, მიღებული შემოთავაზების დათანხმების ამსახველ არცერთ საპასუხო წერილში, ბ-ნი ავთო ი. არსად არ ახსენებდა გარდაცვლილ ბიზნესმენთან მისი ნაცნობობის ფაქტს.  

როგორც თავად ტექსტის შინაარსი, და ამ წერილზე ბ-ნი ავთო ი.-ს პასუხები, ასევე  ფოტოებზე აღბეჭდილ გარდაცვლილთა ასაკი, ერთგვარ წინააღმდეგობაში მოდიოდა ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის ნათქვამთან.

ბ-მა ავთო ი.-მა, ჩვენთან, 2014 წ. სექტემბრიდან მოყოლებით არაერთგზის ზეპირად ნათქვამის შინაარსი ზუსტად გაიმეორა, მოგვიანებით, კერძოდ 2015 წ. 28 დეკემბერს, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ განყოფილებაში, გამომძიებელ ლია ნოდიასთვის მიცემულ ჩვენებაში.

[სამემკვიდრეო საქმეში სავარაუდო თაღლითობის ფაქტებში დახმარების მიზნით ბ-მა ავთო ი.-მა თავად მიმართა ზემოთაღნიშნულ განყოფილებას. გამომძიებელთან ჩვენ ორივე ერთად ვიმყოფებოდით. მის მიერ მიცემული ჩვენების ასლიც სწორედ იმ დღეს გადმოგვეცა].

ჩვენებაში კერძოდ ვკითხულობთ - „...იგი დაბადებული იყო ქალაქ ასტრახანთან მდებარე ერთ-ერთ ქალაქში [სახელწოდება არ ვიცი], და გადასახლებული იყო ოჯახით ყაზახეთში. შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, საცხოვრებლად დედამისთან ერთად გაემგზავრა გერმანიაში, ხოლო შემდეგ აფრიკაში. მამა გარდაცვლილი ჰყავდა, მეუღლე უცხოელი ჰყავდა [მულატზე ღია ფერის კანი ჰქონდა], ერთხელ მყავს ნანახი...“.

დიდი გამოთვლა არ სჭირდება იმაში გარკვევას, რომ ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომამდე დაბადებული პიროვნება, მისი ავიაკატოსტროფის დროს დაღუპვისას, ანუ 2010 წლისთვის, მინიმუმ: 70-75 წლის იქნებოდა. არადა, ტოგოელი, ვითომდა, ადვოკატის მიერ 2010 წ. 10 ივნისს გამოგზავნილ ფოტოებზე მაქსიმუმ 40 წლამდე ასაკის მამაკაცი, შესაფერი ასაკის ქალბატონი [მეუღლე] და ორი ახალგაზრდა გოგოა [შვილები] გამოსახული.

ყოველივე ზემოთქმული საფუძველს გვაძლევდა გვეფიქრა, რომ ბ-ნი ავთო ი. აფრიკელი თაღლითების მიერ მოწვდილ ცრუ ინფორმაციას გულუბრყვილოდ მინდობილი მორიგი მსხვერპლი იყო.

მიუხედავდ ყოველივესი, ბ-ნი ავთო ი. დაბეჯითებით იმეორებდა მის მიერ უკვე გაცხადებულს.  კითხვის ნიშნები გამოიკვეთა მაშინაც, როდესაც, რამოდენიმე დღის შემდეგ, მისი ელ. ფოსტის მორიგი გახსნისას აღმოჩნდა, რომ ბ-ნი ავთო ი.-ს ელ. ფოსტაზე, 2010 წლიდან მოყოლებული ვიდრე, თითქმის 2014 წლამდე არსებული მიმოწერის ჩანაწერი [ზემოთ აღნიშნულ სურათებთან ერთად] - მთლიანად წაშლილი დაგვხდა. და ეს მაშინ, როდესაც ამ ელ. ფოსტაზე წვდომა მხოლოდ ჩვენ ორს გვქონდა.

ბ-მა ავთო ი.-მა ყოველივე - თავად ელ. ფოსტის მომსახურე კომპანიის [„იანდექს.რუ“] მიერ, მისი [როგორც მომხმარებლის]  დაუკითხავად განხორციელებული [გაურკვეველი] ოპერაციის მიზეზით ახსნა, და შეტყობინებათა წაშლა მათ დააბრალა [???]....

ამის შემდეგ, აფრიკელი თაღლითების მხრიდან არერთგზიის „დასაბუთებული“ მოთხოვნის მიუხედავად  მათთვის თანხა აღარ გადაგვირიცხავს [უკვე გადარიცხულ თანხას კი აბა როგორღა დავიბრუნებდით...].

და კიდევ, თხრობას გავუსწრებ და მოგახსენებთ, რომ - ამ დროიდან მოყოლებული:

- საკითხის მოგვარების საქმეში ჩემი უშუალო ჩარევით წარმართული ყოველი მცდელობის ბოლოს, მაქსიმალურად მცირე დროში - უარყოფით პასუხს ვღებულობდით, რაც თავად ამ ე.წ. „სამემკვიდრეო“ თემის სიყალბეს ადასტურებდა;

- ხოლო ყველა ის მცდელობა, რომლის წარმართვის დეტალებში ბ-ნი ავთო ი. ჩვენ არ გვახედებდა, ჯერ ერთი - დროის თვალსაზრისით უსაშველოდ იწელებოდა; და მეორეც - მიუხედავად იმისა, რომ თითქოსდა ყველაფერი კარგად იყო, საბოლოოდ კვლავ უშედეგოდ მთავრდებოდა.  ყოველი ასეთი მცდელობის ბოლოს ბ-ნი ავთო ი. ამათუიმ მიზეზით „უჩინარდებოდა“ [ქალაქიდან მიდიოდა, ან ტელეფონს თიშავდა, ანდა ზარებს არ პასუხობდა და ა.შ.].ბოლოს როდესაც „მივაგნებდით“ გვიყვებოდა. რომ ამ საქმის მოგვარების ახალ გზას მიაგნო, და იწყებოდა უშედეგო მოლოდინის მორიგი ეტაპი...

ზემოთქმულის მოკლე ისტორია კი ასეთია: 

 

ბ. მეორე საგანგაშო სიგნალი

საქმის გაჭიანურების შემდეგ, შესაბამისი ინფორმაცია და თანდართული [ჩვენს ხელთ იმ დროს არსებული] დოკუმენტაციით

[მათ შორის: 1. „ეკოვას“-ის (ECOWAS) იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს მიერ 2015 წ. 15 იანვარს გაცემული - „სტატუსის აღიარების სერტიფიკატი“; 2. ტოგოს სახელმწიფოს იუსტიციის სამინისტროს მიერ 2015 წლის 16 იანვარს გაცემული „მესაკუთრის შეცვლის მოწმობა“ სერტიფიკატი; 3. ტოგოს ფედერალური ფინანსთა სამინისტროს მიერ - 2015 წ. 19 იანვარს გამოტანილი - „ავტორიზაციის განაცხადი“],

საქმეში გარკვევის თხოვნით მივმართეთ:

- 2015 წ. ივნისის თვეში [ელ. ფოსტის მეშვეობით]: ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტს - ფაურე გნასიმბესა და პრემიერ-მინისტრს - სელო კლასოუს;

- 2015 წ. 7 ივლისსსაქართველოს პრემიერ მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს;

- 2015 წ. 13 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ქალბატონ თამარ ბერუჩაშვილს.

 2015 წ. 12 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებულ წერილში [N01/30615], კერძოდ გვეუწყა შემდეგი:

„თქვენი 2015 წ. 13 ივლისის N27292/01 განცხადების პასუხად, რომელიც ეხებოდა ტოგოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიღებული მემკვიდრეობის საკითხს, ეთიოპიაში ტოგოს რესპუბლიკის საელჩოს ინფორმაციის თანახმად, რომელიც მიეწოდა ეთიოპიაში საქართველოს საელჩოს, გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მიღებული დოკუმენტაციის ნამდვილობა არ დასტურდება და მისი გამომგზავნი დაწესებულება ტოგოს რესპუბლიკაში არ არსებობს.

აქვე გაცნობებთ, რომ ქ. ადის-აბებაში საქართველოს საელჩოს საკონსულო თანამდებობის პირმა გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რა გზით შეიძლება მოხდეს საქართველოს მოქალაქის კანონიერი უფლებების დაცვა მსგავს შემთხვევებში. ინფორმაციის თანახმად, თქვენი უფლებების დაცვა შესაძლებელია, შესაბამისი ნდობით აღჭურვილი ადვოკატის მეშვეობით, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით სასამართლოში აღძრავს საქმეს“.

ბ-მა ავთო ი.-მა დოკუმენტების სიყალბე დაუკავშირა მათში დაფიქსირებული თანხის არასწორი ოდენობის საკითხს. მისი მტკიცებით, ტოგოს რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურების [სასამართლოს, იუსტიციისა თუ ფინანსთა სამინისტროების] მიერ გაცემულ ნამდვილ დოკუმენტებში გაცილებით მეტი თანხა იქნებოდა მითითებული, და, რომ თითქოს, ჩვენთან კონტაქტში მყოფმა პირებმა [აფრიკელმა ადვოკატმა და ბანკირმა] რეალურად არსებული თანხის ოდენობის დაფარვის მიზნით ყალბი დოკუმენტები გამოგვიგზავნესო [???].

 

გ. მესამე, მეოთხე და მეხუთე საგანგაშო სიგნალი

სამწუხაროდ არავითარი შედეგი არ მოიტანა, აღნიშნულ საკითხთან მოგვარების საქმეში - საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ მყოფ სხვადასხვა პირთა ჯგუფების ჩართვამაც. კერძოდ:

1. 2015 წლის ივლის-აგვისტოს თვეში, ბ-ნი ავთო ი.-ს თანხმობით, ჩემი უშუალო ჩართულობით [საქართველოში მოღვაწე თურქ ბიზნესმენთან] წარმართული მოლაპარაკება ყოველგვარი გაგრძელების გარეშე წარუმატებლად დამთავრდა;

 

2. 2015 წლის აგვისტოს ბოლოს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა განგვიცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დახმარებისათვის მიმართა [საქართველოში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა] გარკვეულ პირთა ჯგუფს, თუმცა, „საქმის ინტერესებიდან“ გამომდინარე, გვთხოვა - თავად ამ ჯგუფის თაობაზე ინფორმაციის დაკონკრეტების მოთხოვნით, მისთვის, ამ ეტაპზე, არ მიგვემართა.

სხვა რა გზა გვქონდა - ჩვენც დავეთანხმეთ.

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ, ამ ჯგუფის მხრიდან წარმართული აქტივობის ამსახველი, ჩვენთვის მოწვდილი ინფორმაციით, საკითხის გარკვევის ეტაპები ასე განვითარდა:

- სექტემბრის თვეში შევიტყვეთ, რომ, ამ ჯგუფმა მოახერხა დაედგინა, რომ, თითქოსდა, ტოგოს დედაქალაქ ლომეში არსებულ ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე, ნამდვილად ირიცხებოდა თანხა: 20 მილიონი აშშ დოლარი;

- შემდეგ გვაუწყეს, რომ ეს საკითხი უკვე მოგვარებულია, მაგრამ 2015 წლის ოქტომბერში ჩასატარებელი პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩამთავრებამდე მისი დამთავრების მოლოდინი არ უნდა გვქონოდა [???];

- შემდეგ, საქმის დამთავრების მიჯნად დასახელდა: ჯერ ახალი წლის დაწყებამდელი, ხოლო მოგვიანებით: ძველით ახალი წლის შემდგომი თარიღები;

- 2016 წლის იანვრის თვეში გვითხრეს, რომ ვითომცდა გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის მიერ მოგროვილი თანხის წარმომავლობის გარკვევის მიზნით შექმნილა სპეციალური კომისია, რომლის მიერ მომზადებული დასკვნა 2016 წ. თებერვლის მეორე ნახევარში იქნებოდა მზად;

- თებერვლის ბოლოს შევიტყვეთ, რომ საკითხი 2016 წ. მარტის შუა რიცხვებში საბოლოოდ გადაწყდებოდა;

- და აი, 2016 წლის მარტის ბოლოს ბ-მა ავთო ი.-მა შგვატყობინა, ამ ჯგუფის მიერ მისთვის მოწვდილი ასეთი ინფორმაცია - „ვინაიდან, ტოგოს რესპუბლიკის პრეზიდენტი, არაერთგზისი შეპირების მიუხედავად, ამა თუ იმ საბაბით აჭიანურებდა აღნიშნული თანხის გადმორიცხვას, ეს ჯგუფი უარს ამბობდა ამ საკითხის საბოლოო მოგვარებაზე ემუშავა. და, რომ ჩვენ, თეორიულად, მაქსიმუმ ერთი თვის მანძილზე [აპრილის ბოლომდე] კიდევ შეიძლება გვქონოდა ამ საკითხის პრაქტიკული მოგვარების იმედი“.

აპრილის თვეც უშედეგოდ გაილია... აი ასე დამთავრდა თითქმის შვიდთვიანი ჩვენი  მოლოდინის ამბავი.

 

3. 2016 წლის აპრილ-მაისის თვის გასაყარზე, ჩემი ჩართულობით წარმართული მორიგი ე.წ. „სამაშველო“ საქმიანობის შედეგად, ამ საკითხის მოგვარებაში ჩართული [რუსეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენთა] ჯგუფის წარმომადგენლებმა, მაისის შუა რიცხვებში საბოლოოდ გვაცნობეს, რომ მათ ხელთ არსებული დადასტურებული ინფორმაციით, ტოგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ლომეში მდებარე მითითებულ ბანკში, არათუ ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე, არამედ არც ვითომცდა გარდაცვლილი ქართველი ბიზნესმენის სახელზე არასდროს არ არსებულა არავითარი საბანკო ანგარიშიო.

 

დ. მეექვსე საგანგაშო სიგნალი

ცალკე აღნიშვნის ღირსია, ტოგოში მოკალათებული თაღლითური ჯგუფის მიერ, ჩვენგან თანხის მიღებისათვის გაწეული მორიგი მცდელობა. საქმის მოკლე ისტორია ასეთია:

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენი არაერთგზისი მცდელობის მიუხედავად, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა ჩანდეს, ვერ ვახერხებდით დაგვედგინა იმ თანხის ზუსტი ოდენობა, რომელიც ტოგოელი ე.წ. ბანკირისა და ადვოკატის თქმით ბ-ნი ავთო ი.-ს პირად ანგარიშზე ირიცხებოდა. სხვადასხვა დროს მიღებულ წერილებში ფიგურირებდა ხან - 11, ხან - 18, ხანაც-  20,5 მილიონი აშშ დოლარი.

და აი, ჩვენი მორიგი შეკითხვის პასუხად, 2015 წლის ოქტომბრის თვეში ტოგოდან, ე.წ. ბანკირი -  გუდლუკ უვანის სახელით, გამოგვიგზავნეს, 2015 წლის 9 ოქტომბრით დათარიღებული ვითომცდა საბანკო ამონაწერი, რომლის თანახმადაც ბ-ნი ავთო ი.-ს საბანკო ანგარიშზე უკვე - 41 მილიონი აშშ დოლარი იყო დაფიქსირებული.

კომიკურობის ფაქტს ამძაფრებდა, მოგვიანებით, მათ მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი, 2015 წ. 31 ოქტომბრით დათარიღებული ბანკის ე.წ. დირექტორატის „გადაწყვეტილება“, რომელშიც გვაუწყებდნენ, რომ თითქოსდა - აღნიშნული საქმის მოგვარების საქმეში ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ  გამოჩენილი დიდი მოთმინების გამო [???] ბანკის დირექტორატს მიუღია გადაწყვეტილება „ბონუსის“ სახით დამატებითი თანხა გამოეყო, და საბოლოოდ სამემკვიდრეო თანხამ უკვე - 41 მილიონი აშშ შეადგინაო [???].

ყოველივეს დაემატა ისიც, რომ 2015 წ. 3 ნოემბერს მივიღეთ ვითომცდა სატვირთო გადამზიდავი კომპანია „დიეჩელის“ მიერ გაცემული ქვითარი, რომლის თანახმადაც ტოგოდან ბაქოს გავლით თბილისში, ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე იგზავნებოდა ორ ყუთში ჩაწყობილი 41 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის კუპიურები.  

მოგვიანებით შეგვატყობინეს, რომ ეს ტვირთი მოჰქონდა მათი ბანკის სპეციალურ წარმომადგენელს, და რომ ეს ყუთები, საბაჟო შემოწმებისათვის, ბაქოს აეროპორტის სამსახურს გადაეცემოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს წარმომადგენელი ჩვენგან მიიღებდა 75 ათას ევროს. რომ იტყვიან დაცინვაც ასეთი უნდოდა.

ზემოთქმულის აბსურდულობაში საბოლოოდ დავრწმუნდით, როდესაც ხსენებული „დიეჩელის“ კომპანიის თბილისის წარმომადგენლობაში მისვლისას, მე და ბ-ნ ავთო ი.-ს გვაუწყეს, რომ ჩვენს ხელთ არსებული ე.წ. ქვითარი ყალბი იყო, და რომ მასზე მითითებულ დროში ტოგოდან თბილისისაკენ არანაირი ტვირთის გამოგზავნა არ ყოფილა დაფიქსირებული [???].

აფრიკაში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობა 2016 წლის 20 მაისიდან მცირე ხნით ისევ განახლდა. ხსენებული ე.წ. ბანკირი გუდლუკ უვანი, ბ-ნ ავთო ი.-ს სწერდა - ამჯერად დაევიწყებინა სამემკვიდრეო საკითხი, და სთავაზობდა ერთობლივად ჩაედოთ თანხა სოფლის მეურნეობის საკითხების მოგვარებაში [???]. ჩვენგან თანხის გადარიცხვაზე უარის მიღების შემდეგ, ურთიერთ მიმოწერა საბოლოოდ  - 2016 წლის 17 ივნისს შეწყდა.  

 

ე. მეშვიდე [და საბოლოო] საგანგაშო სიგნალი

ბ-ნი ავთო ი.-ს უსაფუძვლო „ოპტიმიზმს“ დასასრული არ უჩანდა. იგი, ეჭვქვეშ აყენებდა ზემოთგადმოცემული ინფორმაციის ნამდვილობას, და ისევ დარწმუნებით იმეორებდა, რომ ნამდვილად იცნობდა გარდაცვლილ ბიზნესმენს, რომ ტოგოს რესპუბლიკის ბანკში ნამდვილად იყო მის სახელზე ჩარიცხული სამემკვიდრეო თანხა, და ა.შ.

აღნიშნულის პარალელურად, მისი ინფორმაციით, იგი რამოდენიმეჯერ უშედეგოდ ეცადა სხვადასხვა გზით მოეხერხებინა, მის მიერ ამ საქმის მოგვარებისათვის სესხად აღებული თანხის გასტუმრება.

2016 წლის ივლისის შუა რიცხვებში, ბ-ნმა ავთო ი.-მა გვაუწყა, რომ საქართველოში სტუმრად მყოფი მისი ნაცნობი ყაზახი ქალბატონისაგან [ქ-ნი მირა], ამ საქმეში დახმარებისა და საბოლოოდ მოგვარების მყარი გარანტია მიიღო. ზემოთაღნიშნულის მსგავსად, მან ამჯერადაც არ ისურვა ამ საქმის თაობაზე რაიმე დამატებითი ინფორმაციის გამჟღავნება.

ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩვენთვის მოწვდილი ინფორმაციის ფონზე წარმართული „მოლოდინის“ მორიგი ეტაპის განვითარების ზოგადი სურათი ასეთია:

2016 წ. სექტემბრის დასაწყისში შევიტყვეთ, რომ ქ-ნ მირას მიერ გარკვეული ღონისძიებების ჩატარების შემდეგ, თითქოსდა საბოლოოდ დადასტურდა ტოგოში არსებულ ბანკში ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე გახსნილი ანგარიშისა და მასზე რამოდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის არსებობა;

2016 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში გავიგეთ, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ თითქოსდა ქ-ნ მირას სახელზე გაცემული ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე, ტოგოს დედაქალაქ ლომეში სპეციალურად საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად ჩასული პირის მიერ, ტოგოს ბანკიდან, მის სახელზე არსებული თანხის, საქართველოში გადმორიცხვის ოპერაციის დაწყების თაობაზე. და რომ ნიუ-იორკის ბანკის [ე.წ. „სვიფტის“]გავლით დაწყებული მთელი ეს პროცესი,  2-3 სამუშაო დღის მანძილზე უნდა დამთავრებულიყო.

თითქმის ათდღიანი მოლოდინის შემდეგ, ბ-ნ ავთო ი.-ს შევთავაზეთ დაკავშირებოდა მის დამხმარე ქ-ნ მირას, რათა მას გამოეგზავნა ჩვენთვის ტოგოს ბანკიდან ფულის გადმორიცხვის ოპერაციის დაწყების  დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი.

მეორე დღეს ბ-მა ავთო ი.-მა გვაცნობა, რომ ვინაიდან ქ-ი მირა ალპინისტურ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას, აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ მისი დაბრუნების, ანუ ერთი კვირის შემდეგ, დაახლოებით -  2016 წ. 9-10 ოქტომბრისთვის გახდებოდა ჩვენთვის ხელმისაწვდომი.

მრავალი მცდელობის მიუხედავად, 2016 წ. 7-16 ოქტომბრის მანძილზე ბ-ნ ავთო ი.-თან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ [იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობდა].

მის ახლო ნათესავებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარების შემდეგ, ბ-ნმა ავთო ი-მა სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ ქ-ნ მირასაგან გამოგზავნილი დოკუმენტი უკვე მიიღო, მაგრამ რადგან იგი წყალტუბოში გარდაცვლილი ბიძის დასაფლავებზე მიდიოდა, ჩვენთან მოსვლას მხოლოდ რამოდენიმე დღეში მოახერხებდა.

აქედან მოყოლებული 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე მასთან კავშირის დამყარება ვერ მოვახერხეთ [იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს ისევ აღარ პასუხობდა].

2016 წლის დეკემბრის თვეში თბილისში შემდგარი შეხვედრისას ბ-ნმა ავთო ი.-მა გვითხრა შემდეგი: - თითქოსდა, მისი ერთ-ერთი ახლო ნათესავთაგანის მხრიდან, ხსენებულ სამემკვიდრეო თანხასთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიის გამო, ნიუ-იორკის ბანკს გაუჩერებია გადმორიცხვის პროცესი [???]; და რომ მთელი ეს თვენახევარი, მან თურმე სწორედ ამ საკითხის დარეგულირებას მოანდომა.

და კიდევ - მის სასარგებლოდ გადაწყვეტილი, საბოლოოდ მიღწეული შეთანხმების, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტის ბანკისათვის გადასაცემად  ქ-ნი მირა, თავადაა თურმე ნიუ-იორკში წასული, და რომ მალე ყველაფერი კარგად დასრულდებოდა.

მისგან ისიც შევიტყვეთ, რომ ქ-ნი მირა, დეკემბრის თვეში საქართველოში [კერძოდ - წყალტუბოში] ჩამოვიდოდა, და 2017 წ. 2 იანვრამდე დარჩებოდა.

მთელმა დეკემბრის თვემ მოლოდინის ფონზე გაიარა. საქმის მოგვარების საკითხი ქ-ნი მირას საქართველოდან გამგზავრებას დაუკავშირდა [???].

და აი, 2017 წ. 15 იანვარს, მასთან შესახვედრად სპეციალურად წყალტუბოში ჩასვლისას გამართულ საუბარში, ბ-ნ ავთო ი.-სგან შევიტყვე, რომ 2017 წ 10 იანვარს, აღნიშნული თანხა, ზემოთ უკვე ნახსენებ ვილნიუსში მდებარე ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე გადმორიცხულა. და რომ, საქართველოში თანხის გადმორიცხვამდე საჭირო იყო მხოლოდ ცალკეული ტექნიკური დეტალების მოგვარება.  ყველაფერი კი თებერვლის თვის დასაწყისისათვის დამთავრდებოდა.

2017 წ. 15 თებერვალს, მასთან გამართულ სატელეფონო საუბარში შევიტყვეთ, რომ, მართალია საქმე უკვე დასრულებულია, მაგრამ, მიზეზთა გამო,  იგი კვლავ წყალტუბოში რჩებოდა, და - თბილისში, მხოლოდ - თებერვლის ბოლოს ჩამოვიდოდა [???].

ყოვლად აუხსნელ მიზეზთა ჩამონათვალის [გარკვეულ საკითხთა დარეგულირება, საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა და ა.შ.] ამოწურვის შემდეგ, თბილისში, 20 მარტს, მევლუდ მამადაშვილსა და ლევან ჩოხელთან ერთად შემდგარ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა საკითხის საბოლოო მოგვარების თარიღად 2017 წ. 31 მარტი დაგვისახელა [???].

ამ ვადის უშედეგოდ ამოწურვის შემდეგ, ბ-ნ ავთო ი.-ს მიერ, საკითხის საბოლოოდ მოგვარების ახალ მიჯნად 10 მაისი გამოიკვეთა, რომელიც ქ-ნი მირას საქართველოში ყოფნის ვადებს დაუკავშირდა. წინასწარ „გაწერილი“ ე.წ. გეგმის მიხედვით ყველაფერი ასე წარიმართა: 

- 14 აპრილს ქ-ნი მირა საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა [მას ლეიკემია სჭირს] და წყალტუბოში დაბინავდა;

- 29 აპრილს ორივე მათგანი თბილისში 2 დღით ჩამოვიდა. ბ-მა ავთო ი.-მა გვითხრა: ყველაფერი კარგად არის, საქმე 10-12 მაისს საბოლოოდ დამთავრდება, მანამდე კი ქ-ნი მირა 10 მაისს თბილისიდან სამშობლოში მიფრინავსო, და გვთხოვა დავხმარებოდით აეროპორტიდან გამგზავრების ნორმალურად ორგანიზებაში;

- 10 მაისს, ქ-ნი მირას გაცილების შემდეგ, ჩემთან სახლში ერთი ღამით სტუმრად დარჩენილმა ბ-მა ავთო ი.-მა განმიცხადა, რომ 10 მაისს მას და ქ-ნ მირას, თბილისში, შეხვედრა ჰქონდათ, ყაზახეთიდან ჩამოსულ იმ ჟურნალის რედაქტორთან, რომელშიც ქ-ნ მირას დახმარებით მისი სტატიაა დაბეჭდილი. და რომ, ჟურნალის სამიოდე ნომრის გადმოცემის პარალელურად, ქალბატონმა რედაქტორმა თითქოს, აცნობა, რომ - სამემკვიდრეო საკითხი საბოლოოდ არა - 12, არამედ, მაქსიმუმ - 17 მაისს დამთავრდებაო [???];

- 17 მაისს შევიტყვეთ, რომ თურმე, გარკვეულ მიზეზთა გამო, მთელი ეს პროცედურა  31 მაისისათვის უნდა დამთავრებულიყო.

ხსენებულ დრომდე, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილის, ლევან ჩოხელისა და ქ-ნ დინა ჯიქიას თანდასწრებით გამართულ რამოდენიმე შეხვედრაზე, ბ-ნი ავთო ი. გვაიმედებდა - ყველაფერი კარგად მიდის, დარჩა მხოლოდ ვილნიუსში მდებარე „შვედ“ ბანკში მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე არსებული თანხის თბილისში გადმორიცხვის საკითხის ორგანიზება, რაც დათქმულ დროს არ გადასცილდებაო...

- 6 ივნისს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და დინა ჯიქიასთან ერთად შემდგარ შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა კიდევ ერთხელ მოგვიბოდიშა, და მტკიცედ დაიმედებულმა განგვიცხადა - ამდენი წვალების შემდეგ უკვე ყველაფერი გაირკვა და თანხის გადმორიცხვის ოპერაცია მაქსიმუმ - 10 ივნისის შაბათი დღის პირველ ნახევარში დამთავრდებაო.

- 9 ივნისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე ბ-მა ავთო ი.-მა მითხრა - ამ საქმის წარმატებით დაგვიგვინებაში ასე დარწმუნებული ჯერ არ ვყოფილვარ. დამიჯერე ან დღეს სარამოს, ან ხვალ შუადღემდე ყველაფერი კარგად დასრულდებაო.

- და აი, 2017 წ. 10 ივნისს, 12.15 სთ-ზე ბ-ნი ავთო ი.-სგან მივიღე სატელეფონო შეტყობინება: „სნოში მომიწია წასვლა ექიმთან, ოთხშაბათს ჩამოვალ, ყველაფერი კარგადაა“. გზავნილის წაკითხვის შემდეგ გადავურეკე, მაგრამ ტელეფონი უკვე გამორთული ჰქონდა [???].

- ოთხშაბათს, 14 ივნისს „ფეისბუქის“ მეშვეობით ბ-მა ავთო ი.-მა მომწერა, რომ პარასკევს, 16 ივნისს, 17.00 სთ-ზე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შევხვედრილიყავით.

დათქმულ დღეს გამართული საუბრის შინაარსის გადმოცემამდე, აი რა გვინდა მოგახსენოთ.

 

შტრიხები ფსიქოლოგიური პორტრეტისათვის

მკითხველო, ჩვენ კარგად გვესმის თუ რაოდენ მძიმე, და ერთგვარად დამღლელი უნდა იყოს თქვენთვის, თითქმის ორნახევარი წლის მანძილზე ჩვენს მიერ განცდილი მოვლენების, ცალკეული ფრაგმენტების აღმწერი ტექსტის წაკითხვა.

მიზეზთა გამო, ამჯერად ჩვენ არაფერი გვითქვია იმაზე თუ რა მძიმე ყოფითი და ემოციური ფონი ახლდა ყველაფერ იმას, რაც ამ 2,5 წლის მანძილზე ხდებოდა. რამოდენიმე სიტყვით თუ შევეხებით, სურათი ასეთია:

- უმძიმესი სულიერი და ფიზიკური გაჭირვების წინაშე აღმოჩნდა, მიზეზთა გამო, უბინაოდ დარჩენილი ქ-ი დინა ჯიქია;

- ამ საქმის გამო აღებული ვალის დაბრუნების თაობაზე დასახელებული ყოველი უშედეგო მოჯნის გასვლის შემდეგ, გაუსაძლისი შეურაცხყოფის ატანა მოუწია ბ-ნ ლევან ჩოხელს;

- აღებულ ვალთან დაკავშირებული საკითხის დაუსრულებლად გაჭიანურება, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილს, არამარტო მის საახლობლო წრესთან ადამიანური ურთიერთობების გაფუჭებად დაუჯდა, არამედ, ცალკეულ პირთათვის, ვალის ნაწილის გადახდის საკითხის სასწრაფოდ დარეგულირების მიზნით, იგი იძულებული გახდა, მისთვის მიუღებელ ფასად, თავისი საკუთარი სახლი გაეყიდა;

- აღებული ვალის ნაწილის სასწრაფოდ დაბრუნების აუცილებლობით შექმნილი უაღრესად გამწვავებული საკითხის დროებითი დარეგულირებისათვის, საჭირო გახდა, ამ საქმისათვის - ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის, ჯერ - კერძო იპოთეკით დატვირთვა, ხოლო მოგვიანებით მისი ნახევარ ფასად გაყიდვა; და ა.შ.

ბ-ნი ავთო ი. კი, „გვერდში გვედგა“ და საქმის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებული ახალ-ახალი დროითი მიჯნის დასახელებით „გვიმაგრებდა“ გულს.

მთელი ამ დროის მანძილზე, ბუნებრივია მუდმივად ისმებოდა კითხვები:

 - რასთან გვქონდა საქმე?;

- ვინ იძახდა მართალს და ვინ - ტყუილს?

- სად მთავრდებოდა სიმართლე, და სად იწყებოდა სავარაუდო ტყუილი?;

- სად გადიოდა ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის?

- რა მიზანი შეიძლება ჰქონოდა ტყუილს, ასეთის დაშვების შემთხვევაში? და სხვა.

თავისთავად, სიმართლისა და ტყუილის ზოგადი ჩარჩოების გამოკვეთა, არცთუ დიდ სიბრძნეს მოითხოვდა. კერძოდ: 

 

ა. სიმართლის შემთხვევაში,

საქმის ზოგადი სურათი

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ჩვენ არასოდეს დაგვიყენებია ეჭვქვეშ ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან, საქმისადმი გულრწფელი დამოკიდებულება, და მის მიერ მოწვდილი ინფორმაციის სიმართლე [რომ იგი სწორედ იმას გვამცნობდა რასაც თავად მას „ეუბნებოდნენ“].

თუ ყველაფერი ის, რასაც იგი ამ საქმესთან დაკავშირებით გვიყვებოდა მართალი იყო, მაშინ ასეთი სურათი იხატებოდა:

ბ-ნ ავთო ი. მართლა იცნობდა საზღვარგარეთ მოღვაწე მის მოგვარე ბიზნესმენს, რომელიც მართლა დაიღუპა ავტოავარიაში ოჯახთან ერთად;

მართლა არსებობდა ამ ბიზნესმენის საქმიანობასთან დაკავშირებული ტოგოში მცხოვრები ადვოკატი, რომელიც გარდაცვლილის სამემკვიდრეო საკითხების გარკვევით იყო დაინტერესებული;

საკითხის საბოლოო მოგვარებას მართლა ხელს უშლიდა ტოგოს რესპუბლიკის ხელმძღვანელობა. შესაბამისად მართლა დიდი ძალისხმევა იყო საჭირო ამ წინააღმდეგობის გადასალახავად;

ქ-ნმა მირამ,  ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე:

1. მართლა მიიღო მონაწილეობა ტოგოს შესაბამისი ბანკიდან თანხის გადმორიცხვის ოპერაციის დაწყების მოგვარების საქმეში;

2. მართლა გადმოაგზავნა საბანკო ოპერაციის დაწყების დამადასტურებელი საბანკო ამონაწერი;

3. მართლა წიღო ნიუ-იორკის შესაბამის ბანკში ჩასაბარებლად ბ-ნ ავთო ი.-ს მიერ მისთვის გადაცემული დოკუმენტი;   

საბოლოოდ, მართლა მოხდა ტოგოს რესპუბლიკის დედაქალაქ ლომეში მდებარე ბანკიდან, ბ-ნ ავთო ი.-ის სახელზე გახსნილ საბანკო ანგარიშზე განთავსებული თანხის გადმორიცხვა ვილნიუსის ერთ-ერთ ბანკში, მის სახელზე გახსნილ ანგარიშზე;

ამ საქმის მოგვარების საქმეში ჩართულ პირთა ჯგუფთან მართლა მიმდინარეობდა ცალკეულ საკითხთა შეთანხებასთან დაკავშირებული მოლაპარაკება, რაც 2017 წლის იანვრიდან მოყოლებული მაის-ივნისის თვის გასაყარამდე გაგრძელდა;

და საბოლოოდ - მიღწეული შეთანხმების საფუძველზე საქმის დამთავრებას მართლა აღარაფერი უშლიდა ხელს.

 

ბ. საქმეში სიცრუის დაშვების შესაძლო მიზეზები

სამემკვიდრეო საკითხის თაობაზე როგორც მსჯელობის დაწყების, ასევე ამ პროცესის მიმდინარეობის ყოველ ცალკეულ ეტაპზე, დღის წესრიგში დგებოდ:ა სათანადოდ გავრკვეულიყავით საქმეში და შეძლებისდაგვარად გამოგვერიცხა მასში შესაძლო სიცრუის არსებობის შემთხვევები.

ჩვენ, 2014 წლის მიწურულს ვერ გავარკვევდით მართლა საქმიანობდა თუ არა ვინმე ქართველი ბიზნესმენი, ტოგოს რესპუბლიკაში; და მართლა დაიღუპა თუ არა იგი და მისი ცოლ-შვილი 2010 წლის დასაწყისში მომხდარ ავტოავარიაში. ამის დადასტურება ან უარყოფა მხოლოდ ბ-ნ ავთო ი.-ს შეეძლო. შესაბამისად:  

პირველი და უმთავრესი ცდომილების ალბათობა შეეხებოდა ბ-ნ ავთო ი.-სა და საზღვარგარეთ მოღვაწე და ტრაგიკულად დაღუპული მისი მოგვარე ბიზნესმენის ურთიერთ ნაცნობობის ფაქტს.

ბ-ნი ავთო ი. დაბეჯითებით გვიმტკიცებდა, რომ იგი მართლა იცნობდა გარდაცვლილს, თუმცა ამატებდა, რომ მათი ურთიერთობის შემსწრე არცერთი პირი ამ დროისათვის ცოცხლები აღარ იყვნენ. მაშასადამე, ამ ნაცნობობის ფაქტის დადასტურება შეეძლო მხოლოდ ბ-ნ ავთო ი.-ს.

მეორე საკითხი შეეხებოდა სესხად აღებული თანხის სათანადოდ განკარგვის პროცესს.  ზემოთქმულისაგან განსხვავებით აქ ყველაფერი გარკვეული იყო. როგორც ზემოთაც აღინიშნა, გამონაკლისის გარეშე - 2014 წლის 29 დეკემბრიდან ვიდრე 2015 წ. 27 მაისამდე დროის ცალკეულ ეტაპებზე, სესხად აღებული მთელი თანხის ტოგოში გადარიცხვა ხდებოდა - ჩვენი უშუალოდ მონაწილეობით. თითოეულ ასეთ გადარიცხვაზე ხელთ გვაქვს „ვესტერნ უნიონით“ განხორციელებული გადარიცხვის ოპერაციის დამადასტურებელი, შესაბამისი ბანკის მიერ გაცემული საბანკო ამონაწერი. 

ამდენად, სესხად აღებული თანხის გამოყენებასთან მიმართებაში ყოველგვარი თაღლითური სქემის არსებობა თავიდანვე გამოირიცხა.

აქვე, ბუნებრივად არსებობდა მეორე ალბათობა:

თაღლითური სქემის სათავეში იდგნენ ტოგოში მცხოვრები და ბ-ნ ავთო ი.-ნთან კონტაქტზე გამოსული პირები, რომლებიც სავარაუდო საკბილოს მოძებნის მიზნით ელ. ფოსტით ატყობინებენ მას, მისი მოგვარის გარდაცვალებას და სთავაზობენ გარკვეული დანახარჯის სანაცვლოდ მემკვიდრეობის მიღების საკითხში დახმარებას.

ბ-მა ავთო ი.-მა მიიღო რა მათი გზავნილი, იმდენად მოიხიბლა და გაითავისა სავარაუდო მემკვიდრეობის მიღების ალბათობა, ანუ ერთის მხრივ იმდენად დაიჯერა ამ საქმეში წარმატების მიღწევის შესაძლებლობა, და მეორეს მხრივ იმდენად გამორიცხა შესაძლო თაღლითების მიერ დაგებულ მახეში მისი გაბმა, რომ ამ თემაზე მესამე პირებთან წარმართულ საუბრებში, მეტი დამაჯერებლობისათვის თავადვე შემოიტანა [???] მისი და გარდაცვლილის ურთიერთნაცნობობის ელემენტი.

როგორც ითქვა, მის მიერ 2010 წლის ივნის-ივლისის თვეში, ტოგოში განხორციელებული გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებიდან ირკვევა, რომ მან ამ საქმის მოგვარებისათვის 120 ათას აშშ დოლარამდე თანხა გაიღო.

დრო გადიოდა... საქმის მოგვარებას ბოლო აღარ უჩანდა... მას, ერთის მხრივ, აფრიკელი თაღლითების მიერ დაგებულ სქემაში მონაწილეობისათვის [რომლებიც გამუდმებით ითხოვდნენ დამატებითი თანხის გადარიცხვას] მეტი თანხის მოძიების საშუალება აღარ ჰქონდა; და მეორეს მხრივ - იგი, მის მიერ უკვე გადარიცხული თანხის უაზროდ დაკარგვის საშიშროების წინაშე იდგა.

როგორც ამ საქმეში ჩვენი ჩართვის შემდეგ სხვადასხვა გზით გავიგეთ, ჩვენთან მოსვლამდე, ფინანსური კუთხით დამხმარე პირთა მოძიების მიზნით, ბ-ნ ავთო ი..-ს არაერთი უშედეგო მცდელობა ჰქონია.

და აი, ჩვენთან ურთიერთობაც მან, სწორედ, მისი და გარდაცვლილის ურთიერთნაცნობობის თემის წინწამოწევით დაიწყო [იხ. ზემოთქმული].

სწორედ აქ ჩნდებოდა რამოდენიმე კითხვის ნიშანი:

- განა მან თავად არ იცოდა, რომ ამ ნაცნობობის ფაქტის უტყუარობის გარეშე, თითქმის ნულის ტოლი იყო საქმის წარმატებით დამთავრების ალბათობა?

- 2014 წლის მიწურულს ჩვენთან ამ მიზნით გაკეთებული შემოთავაზების დროისათვის, ანუ გასული ოთხი წლის თავზე, ნუთუ ვეღარ გაერკვა [დარწმუნდა], რომ საქმე თაღლითებთან ჰქონდა?

- და რომ დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება, კიდევ უფრო დაამძიმებდა ამ საქმესთან დაკავშირებული ყოველი პირის მდგომარეობას? და ა.შ.

ყოველივეს სათანადოდ გააზრების შემდეგ, აშკარა იყო, რომ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, ბ-ნი ავთო ი.-ს სახით, საქმე შეიძლება გვქონოდა - გულუბრყვილო და მიმნდობ ადამიანთან, რომელმაც, საქმის მიმდინარების საწყისი მომენტიდან მოყოლებული, ვერ შეძლო დაეშვა შესაძლო თაღლითური სქემის ალბათობა და მისდაუნებურად გაება აფრიკელი თაღლითების მიერ დაგებულ მახეში.

ამის პარალელურად, საჭირო იყო გაგვერკვია:

იმ ფონზე, როდესაც ზემოთხსენებული კითხვების [ეჭვების] გაჩენის შემდეგ, დამატებითი თანხის გადარიცხვა შევწყვიტეთ; და

იმ ფონზე, როდესაც რამოდენიმეგზისი მცდელობის ცალკეულ ეტაპზე, ვრწმუნდებოდით რომ სამემკვიდრეო თანხის არსებობის ალბათობა ნულის ტოლი იყო,

რა აიძულებდა ბ-ნ ავთო ი.-ს არათუ კვლავ თავდაპირველ პოზიციაზე მდგარიყო, არამედ, ამ საქმის მოგვარებაში, ამა თუ იმ პირთა ჩართულობის სხვადასხვა ვერსიების შემოთავაზება გაეგრძელებინა?.

ფაქტი აშკარა იყო - ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც საქმის მიმდინარეობის ეტაპზე ჩვენ ერთად ვიყავით ჩართული - მიღებული პასუხი ყოველთვის უარყოფითი იყო, ანუ ყველა გვეუბნებოდა რომ ტოგოს რესპუბლიკაში - არც გარდაცვლილი ბიზნესმენის სახელზე, და არც ბ-ნი ავთო ი.-ს სახელზე არანაირი საბანკო ანგარიში და შესაბამისად არც არანაირი თანხა არ არსებობსო.

ამისაგან განსხვავებით, ყველა იმ სავარაუდო ჯგუფის ქმედება, რომლის არც არსებობის დამადასტურებელ და არც მათი მხრიდან გატარებული აქტივობის ცალკეული დეტალების თაობაზე ბ-ნი ავთო ი., სხვადასხვა მიზეზით, სრულ ინფორმაციას არ გვაწვდიდა, რამოდენიმეთვიანი უშედეგო მოლოდინის შემდეგ ისე მთავრდებოდა რომ არათუ შედეგი არ მიიღწეოდა, არამედ თავად ამ მხრივ გატარებული აქტივობის ალბათობა დგებოდა ეჭვქვეშ.

ასე და ამგვარად, მთელი 2,5 წლის მანძილზე ტყუილებზე აგებული ჯაჭვის ახალ ახალი რგოლების გაჩენას ბოლო აღარ უჩანდა.

ზემოთ აღნიშნულის ფონზე, 2017 წლის პირველ ნახევარში, ამ შესაძლო ტყუილების არსში გარკვევის შესაძლებლობაც მოგვეცა. და აი, როგორ.

 

2017 წლ 19 თებერვლიდან 14 ივნისამდელი დროის

მოკლე ქრონიკა

როგორც უკვე ითქვა 2016 წლის მაისის ინფორმაციებზე დაყრდნობით, იმავე წლის სექტემბრის თვიდან, სამემკვიდრეო საქმეში დახმარების მოსურნე მორიგი ჯგუფისა და მათი პერსონალური შემადგენლობის თაობაზე, ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან, ჩვენთვის ცნობილი იყო მხოლოდ, ამ ჯგუფის ერთადერთი წევრი ქალბატონის სახელი.

ითქვა ისიც, რომ ეს ქ-ნი მირა,  2016 წლის დეკემბრის თვეში ჩამოსული იყო ჩვენს ქვეყანაში, და საქართველო 2017 წლის 2 იანვარს დატოვა.

2017 წლის თებერვლის თვეში, „ფესიბუქის“ მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე, ჩემი გვერდის მოქმედების არეალში დაფიქსირდა ბ-ნ ავთო ი.-ს „ფეისბუქ“ გვერდზე ახალი სურათის განთავსების ფაქტი. გზავნილის გახსნის შემდეგ მივხვდი, რომ ფოტოზე, სხვადასხვა პირთა შორის, ფიგურირებდა ამ ფოტოს გამომგზავნი, იმ სახელისა და გარეგნული ნიშნების მატარებელი [ეროვნებით ყაზახი] ქალბატონი, რომელიც სავარაუდოდ ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ დასახელებული ქ-ნი მირა უნდა ყოფილიყო.

შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ ჩემი და ქ-ნ მირა მ.-ს „ფეისბუქ“ დამეგობრება 2017 წ. 19 თებერვალს „გაფორმდა“. „ფეისბუქ“ გვერდზე რამოდენიმე დღეში წარმართული „საუბრების“ შემდეგ დავრწმუნდი რომ ეს ნამდვილად ჩვენ საქმეში ჩართული ქ-ნი გახლდათ.

მას შემდეგ, რაც მან, ჩემი და ბ-ნი ავთო ი.-ს პირადი და პარტიული მეგობრობასა და თანამშრომლობის თაობაზე შეიტყო, ჩვენი ყოველი საუბარი მხოლოდ ბ-ნი ავთო ი.-ს ირგვლივ ტრიალებდა.

ქ-ნი მირა მ. ძალიან განიცდიდა, ბ-ნი ავთო ი.-ს გარშემო არსებულ ყოფით პრობლემებს. მისი თქმით, ბ-ნი ავთო ი., მისთვის უცნობი რაღაც საკითხის მოგვარების მრავალწლიანი მოლოდინით, ძალიან იყო დათრგუნული; და რომ, მიზეზთა გამო, მან, თურმე ვერაფრით დაადგინა თუ რა საქმის მოგვარების მოლოდინი ჰქონდა ბ-ნ ავთო ი.-ს

წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა ამ ინფორმაციის მოსმენისას - პიროვნება, რომელიც ბ-ნი ავთო ი.-ს თქმით ერთ-ერთი მთავარი დამაკავშირებელი და მომქმედი რგოლი გახლდათ ამდენი ხნით გაჭიანურებული საქმის მოგვარებაში, მეუბნება, რომ - საერთოდ არ აქვს წარმოდგენა იმ საკითხზე რაც ბ-ნ ავთო ი.-ს აწუხებსო.

ნათელი იყო, რომ -  თუ ეს ქალბატონი მართალს იძახდა, და ამის არდაჯერების საფუძველი არ იყო, მაშინ გამოდიოდა, რომ ბ-ნი ავთო ი. ტყუოდა, როცა ამ საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მას ასახელებდა.

შემდეგ ქ-მა მირამ მითხრა, რომ იგი ფლობდა მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომ ბ-ნ ავთო ი.-ს ჰქონდა ვალებთან დაკავშირებული პრობლემა, და დაინტერესდა, მე როგორც მისმა ამდენი ხნის მეგობარმა, ხომ არაფერი ვიცოდი მის შესაძლო მოვალეებსა და ვალად აღებული თანხის ოდენობაზე.

თავდაპირველად განვუცხადე, რომ თუკი ბ-ნი ავთო ი. ჩათვლიდა საჭიროდ ალბათ უკეთესი იყო ამ საკითხზე თავად მისგან მიეღო საჭირო ინფორმაცია. თუმცა მოგვიანებით, მიზეზთა გამო, მოკლედ მოვუყევი თავად ვალად აღებული თანხის ოდენობისა და ამით გამოწვეული დაძაბულობის თაობაზე; თუმცა უშუალოდ სამემკვიდრეო საკითხზე მასთან საუბარი არ მქონია.

2017 წლის მარტის მეორე ნახევარში, თბილისში შემდგარ შეხვედრაზე ბ-ნ ავთო ი..-ს მოვუყევი ქ-ნ მირა მ.-სთან გამართული საუბრის თემატიკა. ჩემი მთავარი კითხვის პასუხად, მან „დამამშვიდა“, რომ - ამ ქალბატონმა ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ აბა, ამ საკითხზე ყველასთან ხომ არ დაიწყებს საუბარსო [???].

როგორც აღინიშნა 2017 წ. 14 აპრილიდან 10 მაისამდელ დროში, ქ-ნ მირა მ.-ს საქართველოში სტუმრობისას მე, ბ-ნ მევლუდ მამადაშვილსა და ლევან ჩოხელს შესაძლებლობა გვქონდა პირადი შეხვედრისას ქ-ნ მირა მ.-ს გარკვეული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით გავსაუბრებოდით, მაგრამ საბოლოოდ ბ-ნ ავთო ი..-ს მიერ გამოთქმული პოზიციის გამო [საქმე უკვე გადაწყვეტილია და ამ ქ-ნის გამგზავრების შემდეგ ყველაფერი წარმატებით დასრულდებაო], საბილოოდ - თავი შევიკავეთ.  

„ფეისბუქზე“ გამართული საუბრების შედეგად, ქ-მა მირა მ.-მ ჩემგან იცოდა ჩვენი და ბ-ნ ავთო ი.-ს მაის ივნისის თვეში ჩანიშნული შეხვედრების თაობაზე, თუმცა ჩვენს შორის სამემკვიდრეო თემატიკა არასდროს გარჩეულა. ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ მოწვდილი ინფორმაციიდან გამომდინარე, საქმის წარმატებით დამთავრების თარიღებს, იგი ისე დაბეჯითებით ასახელებდა  ამის აუცილებლობა არც იდგა.

და აი, მას შემდეგ, რაც, როგორც ზემოთაც ითქვა, მიზეზთა გამო, ბ-მა ავთო .ი.-მა თავი აარიდა 2017 წლის 10 ივნისს ლასკარში დანიშნულ შეხვედრაზე მოსვლას, მხოლოდ სატელეფონო გზავნილის გამოგზავნით შემოიფარგლა და ტელეფონი გათიშა, გადავწყვიტე, თუ ქ-ნი მირა მ. პასუხის გაცემაზე დამთანხმდებოდა, რამოდენიმე კითხვა დამესვა მისთვის.

10 ივნისის საღამოს, „ფეისბუქის“ სატელეფონო კავშირით შემდგარი ჩვენი საუბარი, საერთო ჯამში, თითქმის - 2 საათი გაგრძელდა.  ქ-მა მირა მ.-მ საერთოდ უარყო მისი რაიმე ფორმით მონაწილეობა ამ საქმეში. განაცხადა, რომ ბ-ნ ავთო ი.-სგან მას - არანაირი მინდობილობა არ მიუღია, მისთვის არავითარი საბანკო ოპერაციის განხორციელების საბუთი არ გამოუგზანია, არანაირი საბუთი ნიუ-იორკში მას არ წაუღია და ა.შ. და რომ იგი უაღრესად შეშფოთებულია იმით, თუ რაში დაჭირდა ბ-ნ ავთო ი.-ს ამ საქმეში მისი ჩართულობის თემის მოგონება.

ურთიერთ შეთანხმების შემდეგ, მე მოკლედ გავაცანი ჩემთვის ცნობილი ამ საკითხის ზოგადი მონახაზი.

ამჯერად მინდა, კომენტარის გარეშე გაგაცნოთ, 2017 წ. 11 – 14 ივნისს ჩვენს შორის „ფეისბუქის“ გვერდზე შემდგარი მიმოწერის ამსახველი ტექსტის შინაარსი [თარიღისა და დროითი მონაცემები, თავად „ფეისბუქის“ სისტემის მიერაა დაფიქსირებული]:

2017 წლის 11 ივნისი, 8:34

„მ.მ.“ - Доброе утро, как ваше здоровье? Вы постарайтесь не переживать.

2017 წლის 11 ივნისი, 11:03

 „მ.მ.“ - Вы звонили маме Авто, Что она говорит

2017 წლის 11 ივნისი, 12:28

მე - Добрый день Я званью но она не отвечает...  

„მ.მ.“ - Она видимо у дочери.

მე - да наверно...

„მ.მ.“ - Я вообщем то спокойно воспринимала ваш рассказ вчера. Удивляет что это происходит со взрослыми людьми, за плечами которых уже почти вся жизнь... Я хочу услышать версию Авто. У каждого вопроса есть две стороны, даст Бог услышу. Потом я приму решение , а сейчас не стоит торопится

მე - Вы в праве так думать но версья одна ...

„მ.მ.“ - Мне надо знать мнение Авто на ситуацию

მე - конечно

„მ.მ.“ - В том что произошло вы все виноваты в равной степени... Больше удивляет что в вашей группе еще и полковник. Он то с первой минуты должен был понять в чем тут дело

მე - на вашем месте наверно и я так стал бы думать, но...

„მ.მ.“ - Я многое поняла когда была в апреле. Кому нибудь расскажи в К-е про вашу ситуацию все решат, что это сказка. Авто запутался. И видимо ему не хватает силы воли признать это. Осуждать легко. А помочь всегда трудно

მე - Правильно, я не его осуждаю а себя выну что поверил его словам, но вот доживем до среди а потом посмотрим...

„მ.მ.“ - Ему надо помочь. Ему нужна помощь признать свою ложь и начать все сначало. Обманывать это тоже болезнь

მე - да конечно

„მ.მ.“ - Вы взрослые люди и должны были все понять еще в самом начале.А вообще Автонадо писать книги, Это у него получится. А вы должны были со мной поговорить когда я была в Грузии 24 дня. Еще в апреле бы все прояснилось. Что случилось то случилось. Я вас всех понимаю, не осуждаю. Но ничем помочь не могу. Все в жизни я заработала честным трудом и сама

მე - вы хороший человек пусть бог поможет вам.

„მ.მ.“ - Работала и работаю по 20 часов в день

მე - понятно

„მ.მ.“ - К сожалению, с вами произошло из желания легких денег и этим воспользовались мошенники. Вот и все. Авто тоже жертва... Жертва своих иллюзий. Автожертва своих иллюзий

მე - он самаго себя обманул и стал верить что эго наследстао оставили

„მ.მ.“ -Об этом и речь. Когда нибудь я напишу рассказ о вашей ситуации. Могу только посочувствовать. Больше ничем не могу помочь

მე - спасибо

„მ.მ.“ - Спасибо что рассказали. Я вообще такое и предпологала. Поэтому ничему не удивилась , еще раз скажу , что у меня отличная интуиция от бабушки досталась. Но я должна услышать версию Авто. Потом сделаю выводы

მე - правильно

„მ.მ.“ - Пока успокоиться всем надо, и винить в этой ситуации должен сам себя. Каждый должен винить сам себя

მე - согласен

„მ.მ.“ - Свою беспечность по отношению к деньгам. А деньги это не любят

მე - согласен

„მ.მ.“ - Это вам всем урок

მე - Правильно. спасибо богу за такое испитание...

„მ.მ.“ - К Автоя отношусь хорошо, с ним мы много путешествовали по Грузии, ходили в театры, он всячески опекал меня. Он познакомил со своей мамой. Его друзья в Кутаиси возили меня на Казбеги.Поэтому мне важно услышать версию АвтоИ только потом я сделаю вывод.

მე - п р а в и л ь н о

„მ.მ.“ - Такая моя позиция. Вы сами виноваты , что же вы не поговорили со мной когда я была в Грузии

მე - спасибо вам за то что так правильно расуждаите

„მ.მ.“ - В любом случае вы держите меня в курсе вашей ситуации. Просто я немного в замешательстве зачем меня Автохотел впутать в эту ситуацию

მე - ???

„მ.მ.“ - Меня это только волнует. Зачем он говорил что я в курсе вашей ситуации

მე - ???

„მ.მ.“ - Я ничего не знаю. Если бы вы не рассказали я бы ничего не знала. Автохотел от меня денег?

მე - простите меня что так побеспокоил вас

„მ.მ.“ - Я в долг денег никому не даю. Это правило моей жизни

მე - !!!

„მ.მ.“ - Я не даю денег в долг ни друзьям, ни родственникам. И потом деньги надо зарабатывать, я их зарабатываю

მე - вы ни в чем не виноватьи, не вините себя...

„მ.მ.“ - Да я не виню

მე - вот и вся разгатка

„მ.მ.“ - Мне кажется эта ситуация кажется очень сказочной. Поэтому я буду ждать версию А... В это трудно поверить. До связи

Взрослые люди и в такой ситуации?Ну что как дети. Вот это я имею ввиду, а Автомне жаль, он запутался

მე - да наверно

 

2017 წლის 11 ივნისი, 19:53

„მ.მ.“ - Вы не переживайте. Вы звонили маме Авто

თქვენგამოტოვეთზარი М-სგან. 11 ივნისი, 19:54

თქვენდაურეკეთ М-. 11 ივნისი, 20:57

 

და აი, 12 ივნისს, „მ.მ.“ -სგან გამოგზავნილი ტექსტისაგან პირველად შევიტყვე ჩემთვის უცნობი სავარაუდო „დაავადების“ შესახებ. აი, ამ გზავნილის შინაარსი:

 

12 ივნისი, 9:52

„მ.მ.“ – „Склонность к постоянному сообщению несуществующей информации (вранью) называют по-разному. Говорят и о так называемой патологической лживости, и о мифомании, и о синдроме Мюнхгаузена, и о псевдологии. Это один из видов поведенческой зависимости. - Чаще всего, постоянное враньё и даже относительная вера в то, о чём человек врёт, является не болезнью, а особым психическим состоянием, которое в клинической диагностике не фиксируется. Можно сказать, что это результат соответствующего типа личности, когда человек желает обратить на себя особое внимание. Таких людей можно назвать не больными, а манипуляторами. Но враньё есть смысл отличать от бредовых идей или переживаний, которые могут сопровождать многие серьёзнейшие заболевания. Например - шизофрению, наркоманию, алкоголизм. Это уже другой разговор. Прежде чем делать окончательные выводы, важно распознать, лжёт человек или говорит, с его точки зрения, правду.

 

საპასუხო გზავნილში, მას შემდეგ რაც თავადაც მოვიძიე ამის შესახებ ინფორმაცია, აი რა მივწერე მას:

„Человек, который лжет себе, в конце концов теряет уважение (Достоевский)

спасибо за подсказку:

1. "Патологи́ческая ло́жь обусловлена желанием индивида [????] обратить на себя внимание других путём доказательства собственной значимости".

 2. "Патологические лжецы [????] могут осознавать, что врут, а могут и верить в то, что говорят правду".

 

ჩვენი შემდგომი მიმოწერა კი ასე წარიმართა:

„მ.მ.“ - предполагаю что у Автона почве алкоголизма, вы дозвонились до мамы?

მე - Да, она подтвердила что Автов казбеги уехал

„მ.მ.“ - значит он точно уехал в Казбеги, так что не волнуйтесь он приедит и вы с ним поговорите, и не надо заранее переживать

მე - но я уже в расстеренности может патология наследственна

„მ.მ.“ - кто страдал его отец?

მე - ???

„მ.მ.“ - поэтому не надо делать выводы

მე - да

„მ.მ.“ - вы сначала разберитесь - потом сделает выводы

მე - Да, вообше-та все и так ясно...п а т о л о г и я...

„მ.მ.“ - Не надо делать поспешных выводов. Вы не врач. Авто, конечно, не ангел, но и вы- сами виноваты. Поэтому не стоит рубить сплеча. в любой ситуации надо разобраться, а потом - делать выводы, до связи

 

14 ივნისი. 9:27

„მ.მ.“ - Добрый день. как вы, как настроение... что такое. Вы нашли Авто?

в данной ситуации вы все виноваты в раной степени, все это иллюзия, не надо жить иллюзиями это я лично поняла в 20 лет. Автокак и вы все жертва своих иллюзий, мне вас всех жаль, до связи

 

14 ივნისი 20:51

მე - добрый вечер как дела?

„მ.მ.“ - Я уже сплю. Что то случилось ?Мне вставать в 5 утра. Что то экстренное?

მე - Нет, не буду беспокоить

„მ.მ.“Напишите. Что нового?Зачем тогда тревожили

მე - поспите и завтра поговарим

„მ.მ.“Говорите... Если уж начали. Зачем надо было писать

მე - позванить?

„მ.მ.“ - Звоните

თქვენდაურეკეთ М...-.ოთხშაბათი 20:57

М...გირეკავდათ ოთხშაბათი 21:02

საუბრისდასასრული“

დიახ, ჩვენი სატელეფონო საუბარი მხოლოდ რამოდენიმე წუთს გაგრძელდა.ქ-მა  მირა მ.  განმიცხადა, რომ იგი უკვე ელაპარაკა ავთო ი.-ს და ამის შემდეგ მას აღარავისთან საუბრის სურვილი აღარ აქვს. მითხრა აღარც თქვენ დამირეკეთო, და ჩემი პასუხის მოუსმენლად გათიშა ტელეფონი.

 

ამდენად, 2017 წ. 12 ივნისს, ქ-ნი მირა მ.-სგან პირველად შევიტყე, რომ ფსიქოლოგიურ მედიცინაში თურმე არსებობს - „პათოლოგიური მატყუარის“ ცნება; და რომ:  

„პათოლოგიური მატყუარა - ეს არის პიროვნების ფსიქოლოგიური ტიპი; ადამიანი, რომელიც იტყუება და ამით ცდილობს გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას.

ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ პათოლოგიური მატყუარა განსხვავდება ჩვეულებრივი მატყუარასგან იმით, რომ პათოლოგიური მატყუარა დარწმუნებული არის იმაში, რომ ამბობს სიმართლეს და ამასთანავე ითავისებს გამოგონილ როლს.

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფსიქოლოგი სრულად არ ეთანხმება დაავადების ასეთ ინტერპრეტაციას, იზიარებენ იმ მოსაზრებას, რომ პათოლოგიური ტყუილი არის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა. მართალია ტერმინი „პათოლოგიური მატყუარა“ არ გამოიყენება კლინიკურ დიაგნოსტიკაში, მაგრამ ფსიქიატრების უმეტესობა თვლის, რომ პიროვნების ასეთი ტიპი წარმოიშვება ფსიქიატრიული დაავადების ან დაბალი თვითშეფასების შედეგად.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ლოს–ანჟელესში გააკეთეს პრეზენტაცია, რომლის თანახმადაც პათოლოგიური მატყუარების ტვინი განსხვავდება ნორმალურისგან იმით, რომ პრეფრონტალურ ქერქში ნაცრისფერი ნივთიერების (ნეირონების) მოცულობა 14,2 %-ით შემცირებულია, ხოლო თეთრი ნივთიერების (ნერვული ბოჭკოები) 22 % -ითაა გაზრდილი“.

დიდი ანალიზი არ სჭირდებოდა იმაში გარკვევას, რომ, დიდის ალბათობით, ბ-ნი ავთო ი..-ს შემთხვევაში საქმე გვქონდა არა წინასწარ გამიზნულ თაღლითურ მდგომარეობასთან, არამედ მისი მდგომარეობა ნაკარნახევი იყო მისი, როგორც „პათოლოგიური მატყარის“ სინდრომით შეპყრობილი ადამიანის ქმედებით.

გამოდიოდა, რომ „პათოლოგიური მატყუარის“ სინდრომით შეპყრობილმა ბ-მა ავთო ი.-მა ისე გაითავისა თავისივე გამოგონილი ნაცნობობის ვერსია, ვითომცდა გარდაცვლილ ბიზნესმენთან, რომ, ამ თემის თაობაზე ყოველი საუბრისას, მას თავადვე სჯეროდა, რომ სიმართლეს ამბობდა.

სავარაუდოდ, ანალოგიური მდგომარეობა ედო საფუძვლად ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევას - ბ-ნი ავთო ი. სინამდვილეში არსებულ რაიმე ფაქტს [კონკრეტული პირის არსებობა, მისთვის დახმარების თხოვნით მიმართვა და სხვა], საბოლოოდ ფუთავდა მისთვის სასურველი კუთხით განსავითარებელი ცრუ [არარეალური] მოლოდინის გარსაცმით; თავადვე იჯერებდა მას, და ჩვენთან ამ საკითხის წამოწევისას - მას ნამდვილად სჯეროდა რომ სიმართლეს გვიყვებოდა.

ბუნებრივია საქმის ამდაგვარი შემოტრიალების დაშვება, თავად ჩვენს გამწვავებულ მდგომარეობას ვერაფერს შველოდა, მაგრამ ერთგვარი დადებითი შედეგი მაინც ჰქონდა: ბ-ნი ავთო ი. წინასწარ გამიზნულად კი არ ტყუოდა, არამედ იგი ვერ ერეოდა მის სხეულში ჩაბუდებულ იმ ეშმაკისეულ ქმედებას, რომელსაც თურმე „პათოლოგიური მატყაარობა“ ჰქვია.  

ამ ბოლო თემატიკას მოგვიანებით კიდევ შევეხებით. ამჯერად კი ზემოთ ხსენებული შეხვედრის საკითხს გვინდა დავუბრუნდეთ.

 

2017 წლის 16-18-21 ივნისისა და 7 ივლისის  

შეხვედრათა ქრონიკები

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვგონებთ უფრო ადვილი აღსაქმელი იქნება, ჩვენს შორის, 2016 წლის 16 ივნისს, თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შემდგარი საუბრის თემატიკა.

ბ-ნ ავთო ი.-ს მოვუყევი ქ-ნ მირა მ.-სთან გამართული საუბრის დეტალები... გავარჩიეთ ე.წ. „პათოლოგიური მატყუარის“ სინდრომი... და ამ თვალთახედვით გადავხედეთ განვლილ 2,5 წელიწადს...

ჩვენს შორის წლების მანძილზე გამართულ საუბრებში ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ ყველაზე მთავარია ერთმანეთის სულების გადარჩენაზე ვიფიქროთ-მეთქი... ამიტომ, ეხლაც შევთავაზე მას - გულრწფელად ეღიარებინა ყოველივე და რასაც მოსანანიებლად მიიჩნევდა, მოენანიებინა კიდეც ჩანადენი.

თითქმის სამსაათიანი საუბრის ბოლოს, ბ-ნი ავთო ი.გამომიტყდა, რომ სინამდვილეში იგი არ იცნობდა ვითომცდა გარდაცვლილ ბიზნესმენს... რომ ქ-ნ მირა მ.-ს არანაირი შეხება არ ჰქონია სამემკვიდრეო საქმის მოგვარებასთან და ა.შ.

შევთანხმდით, რომ ამ საქმეში ჩართულ სხვა პირებთან ერთად 18 ივნისს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, იგი სათანადო პოზიციით წარდგებოდა მათ წინაშე - პატიებას შესთხოვდა, და ამ მდგომარეობიდან გამოსავლის ვარიანტებსაც განვიხილავდით.

18 ივნისს ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენს გარდა - დინა ჯიქია, მევლუდ მამადაშვილი და ლევან ჩოხელი ესწრებოდნენ, მიზეზთა გამო, ბ-ი ავთო ი. სრულიად განსხვავებულ ამპლუაში მოგვევლინა.

როგორც გაირკვა მას სატელეფონო საუბარი ჰქონია ქ-ნ მირა მ.-სთან, რის შემდეგაც თურმე გარკვეული „პასუხგაუცემელი კითხვები“ გასჩენია, და რომ ამაში გარკვევამდე იგი საკითხის მოგვარების ცალკეულ დეტალებზე სასაუბროდ მზად არ იყო [???].

ჩემდა „გასაოცრად“ მან, ჩვენს შორის 16 ივნისს გამართული შეხვედრის შინაარსის, სრულიად განსხვავებული ინტერპრეტაცია წარმოადგინა. ხუმრობით რამოდენიმეჯერ აღვნიშნე კიდეც, რომ სამწუხაროდ, ყველაფერი კვლავ ძველი სცენარით, ანუ ისევ მის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის ქმედებით [ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით]  იყო ნაკარნახევი.

ჩართვისათვის ვიტყვით, რომ 2016 წელს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მ  სულიერი სისუსტე გამოამჟღავნა, და, უდავოდ ეშმაკის ჩაგონებით, თავისი პოზიციის სიმართლის დასაცავად - დანის დემონსტრირება მოახდინა.

ეშმაკის ამგვარმა მცდელობამ 18 ივნისის შეხვედრაზეც იჩინა თავი.

საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში, ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა და ყველაფერი ურთიერთ შეთანხმებით დამთავრდა. მან, ვფიქრობ, მოახერხა სათანადოდ გაეაზრებინა ჩანადენი და იმავე შეხვედრებზევე გულრწფელად ეზიარა მონანიების მადლს.

ლასკარშივე გაკეთებული განმარტების შემდეგ, მისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის მოსაძიებლად [ქ-ნ მირა მ.-სთან „ფეისბუქის“ გვერდზე დაფიქსირებული ჩვენი მიმოწერის ჩანაწერის წაკითხვის მიზნით] საჯარო ბიბლიოთეკაში მოგვიხდა წასვლა. ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, ღმერთის შეწევნით, მისი „აფორიაქებული სულის“ დაწყნარება მოხერხდა.

ჩვენი საუბრის დასასრულს, მან მთხოვა ჩვენი მორიგი შეხვედრა ორიოდე დღის შემდეგ ჩაგვენიშნა, რათა ამ დროის მანძილზე მას სიტუაციაში კარგად გარკვევის შესაძლებლობა მისცემოდა. ბუნებრივია დავთანხმდი.

21 ივნისს, ლასკარში, ჩვენს შორის გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა სამ საკითხს გაუსვა ხაზი:

1. ქ-ნი მირა მ. 28 ივნისს ჩამოდის საქართველოში, რომელსაც უკან გასამგზვრებელი ბილეთი 5 ივლისისთვის აქვს აღებული;

2. მას იმედი აქვს რომ ამ დღეებში, მის მიერ დაწყებული ბიზნეს აქტივობა თავის დადებით შედეგს უახლოეს დროში მოიტანს; და მთავარი, რომ:

3. ამ ორ დღეში მიღებული ინფორმაციით მისი სამემკვიდრეო საკითხი საბოლოოდ წარმატებით დამთავრდება არა უგვიანეს 8 ივლისისა.

ბ-ნ ავთო ი.-ს გულრწფელად განვუცხადე, რომ ყოველი განვლილი ისტორიის შემდეგ, დღევანდელი მისი საუბრის შინაარსით ნამდვილად გაოცებული გახლდით.

მან მთხოვა - კიდევ ერთხელ [ამჯერად უკვე საბოლოოდ,] დამეჯერებინა მისთვის, და მტკიცედ დარწმუნებულმა დასძინა: ღმერთის წინაში ვამბობ, რომ - არაუგვიანეს 2017 წ. 8 ივლისისა ყველაფერი წარმატებით დასრულდებაო.

2016 წ. 7 ივლისს,  ლასკარში,  ბ-ნი ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნმა ავთო ი.-მა, „პათოლოგიური სინდრომის“ ზემოქმედებას ვერც ამჯერად დააღწია თავი, და ისე რომ - არც ღმერთი გახსენებია და აღარც - 21 ივნისს ჩვენთან ნათქვამი შეპირება, ჩვეული დაბეჯითებით გვაუწყა:

როგორც 21 ივნისს გითხარით, ქ-ნი მირა მ.-ს ხელშეწყობით დაწყებული ბიზნეს აქტივობა წარმატებით მიდის, და ა.წ. სექტემბერ-ოქტომბრის გასაყარზე ჩემს ვალს მთლიანად გადავიხდი;

თუმცა ეს საქმე შეიძლება მანამდეც მოგვარდეს, რადგანაც - სამემკვიდრეო საკითხის საბოლოოდ დასრულებას - ერთი თვეღა სჭირდება, და მაქსიმუმ 7 აგვისტოსთვის ყველაფერი წარმატებით გადაწყდებაო.

 

„სიცრუის ეტაპის“ დასასრული, ანუ

ჯოხის მეორე ბოლო:  ბიბლიურ-მითოსური მინიშნებანი

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენების ე.წ. სცენარი [ასახდენი ნიშნების ჩამონათვალი], წიგნთა-წიგნის - ბიბლიის გარდა, არაერთ მითოსურ-მხატვრულ წყაროებშია დაფიქსირებული.

საქმე ეხება, ერთის მხრივ იმას, რასაც - საქართველოს სულიერი მისიის არსიდან მომდინარე პროცესების შესაცნობი ნიშნები ჰქვია; და მეორეს მხრივ, ამ პროცესების შემსწავლელ და საჯაროდ გამხმოვანებელ პირთა, თუ ამ პირთა კრებული ჯგუფის [ჩვენს შემთხვევაში - ლასკარის] საქმიანობის ცალკეული მხარის წარმომჩენ დაშიფრულ მინიშნებებს.

ამჯერად, შევეცდებით ის კოდირებული ნიშნები წარმოვაჩინოთ, რომლებიც ყოველივე ზემოთქმულის, სწორედ ბოლო ჟამისმიერი თვალთახედვით გააზრებაში დაგვეხმარება. მოდით მივყვეთ მათ პირობით თანამიმდევრობას.

 

1. ქართული მითოლოგია:

ახელი [ავთანდილი] და მოქმედების დაწყების თარიღი [21 დეკემბერი]

კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების აღმწერი მრავალი ქვეყნის მითოლოგია მოქმედი პერსონაჟების მრავალფეროვნებით გამოირჩევა.

ქართულ მითოლოგიაში სიკეთესთან დაპირისპირებული ბოროტი ძალა, ძირითადად, დევის სახითაა წარმოდგენილი.

ზოგადად, დევები მიწისქვეშეთში ბინადრობენ, თუმცა შეიძლება მიწაზეც ცხოვრობდნენ და სასახლეებსა და სიმდიდრესაც ფლობდნენ.

საქართველოს მთიელებში - დევი, მჩაგვრელის და დამმონებლის სინონიმის როლში გვევლინება, მათ ებრძვიან ადგილობრივი ღვთაებები.

როგორც წესი, თავად - დევებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა [მაგ ამირანის მითოსში - დევი ცამცუმი], - საკუთარი სახელები არ აქვთ.

ასეთ იშვიათ გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება კოპალას მიერ მოკლული დევი, სახელად - ავთანდილი, რომელთან მიმართებაში ასე გვეუწყება - „...ერთ დევს მოჰქონდა მოკლული ირემი. ერთ მხარეზე ძირიდან ამოწვდილი წიფლის ხე ედო. შეხვდა კოპალა, ესროლა ლახტი და მოკლა. დევი რომ მოკვდა, ქვად იქცა. ახლაც არაგვში გრძელი ქვა არის და ხალხის რწმენით ის ქვა მაშინდელი გაქვავებული ავთანდილ დევია. ამ დევს ავთანდილი ერქვა და ადგილს ახლაც ავთანდილის ნაქანს ეძახიან“ [აპ. ცანავა, „ქართული მითოლოგია“, თბ. 1992 წ., გვ. 19].

ჩვენის აზრით, აქ მოცემულ „ავთანდილ დევი“-ს კოდირებულ შინა არსში, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი.-ს მისტერიული სახება უნდა იყოს მოცემული.

სახელი - „ავთანდილის“ გამოკვეთის გარდა, აღნიშნულ მონაკვეთში მოცემული - „წაბლის ხე“, კოდირებული არსი მატარებელი უნდა იყოს, რომლის გახსნა, ე.წ. „დრუიდების ჰოროსკოპით“ ხდება შესაძლებელი. კერძოდ:

მასში, მთელი წელი დაყოფილია თვრამეტ მონაკვეთად, თითოეულ ამათთაგანს შეესაბამება კონკრეტული - ხე: ვაშლი,სოჭი, თელა, კვიპაროსი, ალვის ხე, კედარი, ფიჭვი, ტირიფი, ცაცხვი, თხილი, ცირცელი, ნეკერჩხალი, კაკალი, ჟასმინი, წაბლი, იფანი [კოპიტი], რცხილა და ლეღვი.

გარდა ამისა, „დრუიდების ჰოროსკოპი“ გამოყოფს - წელიწადის ოთხ მნიშვნელოვან მონაკვეთს, და მათაც კონკრეტული ჯიშის ხესთან აკავშირებს, ესენია: 1. 21 მარტი, გაზაფხულის ბუნიობა [დღე-ღამ ტოლობა] - მუხა; 2. 24 ივნისი, ყველაზე დიდი დღე - არყის ხე; 3. 23 სექტემბერი, შემოდგომის ბუნიობა [დღე-ღამ ტოლობა] - ზეთისხილი; და 4. 21-22 დეკემბერი, ყველაზე დიდი ღამე - წიფელი.

როგორც ითქვა, სამემკვიდრეო საკითხთან დაკავშირებით, საჭირო თანხის მოძიება 2014 წლის 21 დეკემბრიდან დავიწყეთ. ჩვენის აზრით, სწორედ ამ თარიღზე უნდა გვანიშნებდეს - „წიფელის“ კოდირებული შინა-არსი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

 

2. ოეთეს „ფაუსტი“

ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენების გადმომცემი ერთ-ერთი მხატვრული წყაროა იოჰან ვოლფრანგ გოეთეს „ფაუსტი“. წინამდებარე წერილში ჩვენ დავეყრდნობით გიორგი ჯორჯანელის მიერ თარგმნილ ტექსტს [იხ. „ფაუსტი“, თბ. 1987 წ.].

აქვე დავძენთ, რომ „ფაუსტისეული“ კოდირებული მინიშნებების თაობაზე, ჩვენ, ადრეც არაერთგზის გვისაუბრია. ამჟამად კი, აი რა გვინდა წარმოვაჩინოთ.

„ფაუსტში“ აღწერილის ზოგადი სიუჟეტი, როგორც მოგეხსენებათ ასახავს - ეშმაკის [მეფისტოფელი] მიერ ფაუსტის [ძე კაცისას არსის მატარებელი ბოლო ჟამის პროცესების შემსწავლელი ჯგუფის კრებითი სახის] ცდუნების მცდელობას. თხრობის დასაწყისშივე იკვეთება ბიბლიური იობის წერილში გადმოცემული ძირითადი ხაზი - ღმერთის დაშვებით, ეშმაკი ცდილობს ცოდვაში ჩააგდოს გამოსაცდელი სუბიექტი [ბიბლიაში - იობი; გოეთესეული - ფაუსტი].

იობის წერილის მსგავსად [იხ. იობი, თავი 1-2], „ფაუსტის“ ქვეთავში: „პროლოგი ზეცაში“ [იხ. გვ. 13-16], გადმოცემულია, თუ როგორ გამოითხოვს ეშმაკი [მეფისტოფელი] უფლებას გამოსცადოს ფაუსტი:

„უფალი: იცნობ შენ ფაუსტს? მეფისტოფელი: დოქტორს? უფალი: ჩემს მონას!

მეფისტოფელი: დიახ, ის მეტად უცნაურად გემსახურებათ, მიწიერ საზრდოს არ იკარებს და სხვა ცდუნებას აჰყოლია და შორეთისკენ უჭირავს თვალი...

უფალი: თუ ახლა გზაკვალაბნეული მემსახურება, მას სწორ გზაზედაც გავიყვან მტკიცედ...

მეფისტოფელი: სანაძლეოს ვდებ, რომ მაგასაც დაჰკარგავთ მალე, თუ ნებას მომცემთ, რომ ჩემი გზით გავიყოლიო და გამუდმებით კუდში ვსდიო შინა და გარეთ.

უფალი: დედამიწაზე ვიდრე ცხოვრობს, შენ ამგვარ რამეს არ აგიკრძალავ, შეგიძლია კუდშიაც სდიო... ვინც წინ ისწრაფვის, ბევრჯერ ელის შეცდომა მწარე...

კარგი, მაშ გაძლევ შენ იმის ნებას, რომ სული იგი მშობლიურ წყაროს ჩამოაცილო და როგორც გნებავს, სცადო, შენი გზით რომ ატარო. მაგრამ შეგრცხვეს, თუ მიხვდები მაინც, რომ გულმართალი ადამიანი, გინდაც გაებას ეშმაკის ქსელში, მაინც ნათელ გზას გაიგნებს ბნელში...“ [იქვე, გვ.14-16].

ჩვენის აზრით, „ფაუსტისეული“ თხრობა, სწორედ, ჩვენს მიერ ზემოთ აღწერილი, თითქმის სამწლიანი, ისტორიის მითოსურ-მხატვრული გააზრების ჭრილში მოცემულ მინიშნნებათა ამსახვლია.

 

2.1 მეფისტოფელის არსის საკითხისათვის

იობისეული წერილის მიხედვით ვიცით, რომ იობის გამოცდის ნებართვის აღების შემდეგ, იობის ირგვლივ მიმდინარე პროცესები, არა უშუალოდ ეშმაკის გამოვლენით, არამედ ეშმაკის ნების განმხორციელებელ პირთა მეშვეობით ვითარდება.

როგორც ზემოთაც აღინიშნა, ღვთის განგებულობით, რეინკარნაციის პროცესს გადის, უზენაესი ძალის მიერ ქმნილი აბსოლუტურად ყველა სულიერი. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ ანგელოზები; მათ შორის თავად ყოფილი ნაანგელოზარი - სათანაიელი, ანუ სატანა, იგივე ეშმაკი, და მისი მიმდევარი -  დაცემულ ანგელოზთა დასი.

ამასთანავე, ბიბლიური სიბრძნიდან ისიც ვიცით, რომ, დრომდე - ადამის მოდგმის საცდურად დადგენილი ეშმაკი, უშუალოდ მისი, თუ დაცემულ ანგელოზთა დასის მეშვეობით, ცდილობს სხვადასხვა ცოდვით ხლართებში გააბას ადამიანი.

ფაუსტისეულ“ თხრობაში მოცემული მეფისტოფელი, დიახაც რომ ეშმაკის სახებაა [და არა გამოვლინება], ოღონდ, ბოლო ჟამის მდინარებაში, ანუ ლასკარისეული ცნობიერებით, საქმე გვაქვს - ბოლო ჟამში მცხოვრებ კონკრეტულ ადამიანზე, რომელიც , მის სხეულში ჩაბუდებული ეშმაკის ნების განმხორციელებელია. ამ ნების თაობაზე, მაცხოვარი ასე მიგვანიშნებს:

„...დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი [აქ - ეშმაკი] და ჭეშმარიტებაში [ანუ - ღმერთში] ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" [იოანე 8,44].

მოდით გავიხსენოთ, როგორ გადმოგვცემს ბიბლია,- ეშმაკის, ანუ - სიცრუის სულის მოკვდავ ადამიანში გადმოსვლის ამბავს - „თქვა მიქამ: აბა, ისმინე უფლის სიტყვა: ვიხილე, ტახტზე  იჯდა  უფალი და ცათა მთელი მხედრობა ედგა გვერდში, მარჯვნივ და მარცხნივ.  თქვა უფალმა: ვინ გაიტყუებს აქაბს, რომ გაილაშქროს და დაეცეს გალაადის რამოთში? ერთი ამას ამბობდა, მეორე - იმას.

გამოვიდა სული და წარუდგა უფალს და თქვა: მე გავიტყუებ. ჰკითხა უფალმა: რითი? მიუგო: გავალ  და სიცრუის სულად ვიქცევი ყველა მისი წინასწარმეტყველის ბაგეში. თქვა უფალმა: გაიტყუებ და კიდეც გამოგივა. წადი, ასე გააკეთე. აჰა, სიცრუის სული ჩაუდგა ახლა უფალმა ბაგეებში ამ შენს წინასწარმეტყველებს. უფალს კი ცუდი აქვს ნათქვამი შენზე“  [3 მეფ. 22,19-23].

როგორც ვიცით, სახარებაში ბევრი მაგალითია მოცემული, თუ როგორ იქცევა მაცდურის, ანუ სიცრუის სულით შეპყრობილი ადამიანი, და როგორ ახდენს მაცხოვარი ადამის მოდგმის სხეულიდან ეშმაკის განდევნას.

ბიბლიისეული „სიცრუის სული“, ეს იგივეა, რასაც ჩვენ ზემოთ „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის სახით აღვნიშნავდით.

მაშასადამე, ადამიანი  - ექცევა რა ამ „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ, მისგან მოწვდილ სიცრუეს იმ დოზით იჯერებს, რომ შემდეგ, ყოველგვარი სინდისის შეწუხების გარეშე, მთელი დაბეჯითებით ავრცელებს მას სიმართლედ. თანამედროვე ფსიქო-მედიცინის ენაზე ამას - „პათოლოგიუტი ტყუილი“, ხოლო ამ სინდრომის მატარებელს - „პათოლოგიური მატყუარა“ ეწოდება.

ჩვენის აზრით, ზემოთ უკვე ნახსენები: ბ-ნი ავთო ი. სწორედ ამდაგვარი „სიცრუის სულის“, იგივე ეშმაკის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული. ანუ - ეშმაკი, ზემოთაღნიშნულ საკითხთან მიმართებაში, თითქმის სამი წლის მანძილზე, ჩვენთვის თავგზის აბნევასა და სიცრუის გზაზე ტარებას, სწორედ ბ-ნი ავთო ი.-ს მეშვეობით ახორციელებდა.

ამ თვალსაზრისით, „ფაუსტისეული“ - მეფისტოფელი, მხატვრული სახეა, ბოლო ჟამში მცხოვრები კონკრეტული პირისა: „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ მოქცეული, ანუ - „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი.-სა. ხოლო თავად „ფაუსტი“ კი, ლასკარის - კრებითი სახის მატარებელია.

მოდით გავიხსენოთ რას ამბობს ფაუსტის საცდუნებლად მოვლენილი მეფისტოფელი თავის თავზე, ფაუსტთან მიმართებაში: 

 „ოღონდ მიენდე სიცრუის სულს შენ ყველაფერში, რომ საბოლოოდ გაგაბას მან ჯადოსნურ ქსელში, და დამერწმუნე, უსათუოდ ჩემი იქნები! - ბედმა მას მისცა ათასნაირ შლეგურ ფიქრებით აღსავსე სული, შორეულს რომ ესწრაფვის მარად, და ამქვეყნიურ სიამეთ კი არ აგდებს არად, მალე გავუხდი ყოველივეს ოცნების საგნად. და როს ჩაითრევს მას მორევი ტანჯვის და ურვის, მთრთოლვარე ბაგეს სასმისს ბევრჯერ შეახებს, მაგრამ, რაც არ უნდა სვას ვერასოდეს მოიკლავს წყურვილს, ამაოდ ითხოვს შებრალებას, და მაშინ უკვე ტანჯვა-წამებას ვეღარავინ შეუმსუბუქებს...“ [იქვე, გვ. 66-67].

აი, ასეთი მხატვრული ფორმითაა აღწერილი ჩვენს მიერ, ამ საკითხთან მიმართებაში, სიცრუის სულის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ბ-ნი ავთო ი.-ს გამოისობით, თითქმის სამ წლამდე დროში გადატანილი ქარტეხილი.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

2.2 „ფაუსტისეული“ მინიშნებანი, ანუ „სამი წელი“

მოდით მივყვეთ გოეთეს „ფაუსტში“ არსებული იმ ნიშნების წარმოჩენას, რომლებშიც მოცემულია, როგორც ხსენებული სამი წლის მანძილზე განვითარებული მოვლენების იგავური აღწერა, ასევე - მეფისტოფელის მხატვრულ სახებაში ასახული, სიცრუის სულის ზეგავლენის ქვეშ მყოფი, ანუ „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით შეპყრობილი  ბ-ნი ავთო ი.-ს შესაცნობი კოდირებული პორტრეტის შტრიხები.

იგავური ფორმით გადმოცემულ - სამწლიან დროზე მინიშნება, იქვე, ასეა მოცემული - „სწავლება [კოდია] რომ ვთქვათ სულ რაღაცა სამი წელია [2015-2016-2017], სახარება კი, ღმერთო ჩემო, როგორ ვრცელია“ [იქვე, გვ. 72].

აქ მინიშნებაა იმაზე, რომ „ფაუსტისეულ“ ტექსტში აღწერილი თითქმის სამწლიანი მონაკვეთის ისტორია, მხოლოდ ნაწილია, სახარებაში „ვრცლად“ გადმოცული, ბოლო ჟამში მოსახდენი მოვლენებისა.

 

შტრიხი - მეორე:

ერთი მხარე: ფაუსტი, ვაგნერი, ზიგელი, მარგარიტა, მართა და

მეორე მხარე - მეფისტოფელი

ბ-ნი ავთო ი.-ს სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში - ჩემს გარდა, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ერთის მხრივ: ბ-ნები მევლუდ მამადაშვილი, ლევან ჩოხელი და ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია; ხოლო მეორესმხრივ ქ-ნი მირა მ. აღმოჩნდნენ ჩართულნი.

სწორედ ამდაგვარად ვითარდება პროცესები „ფაუსტისეულ“ თხრობაში, სადაც, მრავალ პერსონაჟს შორის - ხუთი, მეფისტოფელთან მიმართებით განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ავლენს.

ფაუსტის გარდა, მეფისტოფელში არსებულ არაკეთილ საწყისს, სხვადასხვა დოზით აღიქვამს, კიდევ - ოთხი პერსონაჟი, ამათგან ორი მამაკაცია - ვაგნერი და ზიგელი, და ორი ქალი: გასათხოვარი - მარგარიტა [გრეთჰენი] და |ქვრივი - მართა. ამასთან, ფაუსტი ერთადერთია, რომელმაც მეფისტოფელის ჭემარიტი არსი იცის.  

 ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მესამე, მეოთხე და მეხუთე:

„მეგობარი“ და „დაბადების თარიღები“, ანუ

 კოდი - „ძაღლი“ [„პუდელი“] და „ვირთხა“

ბიბლიური სწავლების მიხედვით ედემის ბაღში მყოფი ადამისა და ევას საცდუნებლად შესვლისათვის ეშმაკი - გველის სხეულს იყენებს [იხ. დაბ 3,1-5].

მოდით ვნახოთ, ამჯერად, რომელი „სხეულით“ მოქმედებას ირჩევს ეშმაკი, ანუ ვინ არის - „სიცრუის სულით“ [იგივე „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომით] შეპყრობილი პიროვნება.  

როგორც ზემოთაც აღინიშნა, 2012-2013 წლების გასაყარიდან ბ-ნ ავთო ი.-სთან დაწყებული ჩვენი ნაცნობობა, მოგვიანებით - პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. საყოველთაოდ მიღებული თვალსაზრისით, ზოგადად - „ძაღლი“, ადამიანის მეგობრობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

„ფაუსტისეული“ მინიშნებით - ეშმაკი [მეფისტოფელი], ფაუსტთან [ლასკართან] მისასვლელად, სწორედ ამ მეგობრობის სიმბოლოდ მიჩნეულ - „ძაღლის“ სხეულს იყენებს. კერძოდ, ვაგნერთან მოსაუბრე ფაუსტი ასე აღწერს ამ პროცესს:

„ფაუსტი: აგერ იქ, ხნულში, მოწრიალე შავ ძაღლს თუ ხედავ? ვაგნერი: ვხედავ. მერედა რამ ჩაგაგდო საგონებელში? ფაუსტი: ნუთუ ძაღლის მეტს ვერაფერს ჭვრეტ  შენ მაგ სხეულში [კოდია - გ.ს.]? ვაგნერი: უბრალოდ შავი პუდელია, იქ რომ წრიალებს... ფაუსტი: თუ ამჩნევ, როგორ გვავლებს ირგვლივ ფართო სპირალებს და სულ უფრო და უფრო ჩვენსკენ მოიწევს სწრაფად, და თუ არ ვცდები მას კვალდაკვალ რაღაც ავბედად, ახლავს თან ცეცხლის დაკლაკლინი ელვარე რკალი... მე კი მგონია, რომ მაგიურ მარყუჟებს ხლართავს, იმ შემთხვევისთვის, ვინცობაა ფეხი თუ წაგვცდა“ [იქვე, გვ. 41].

მოგვიანებით, ფაუსტს, თავად შეჰყავს პუდელი მისსავე სამუშაო ოთახში, სადაც ამ უკანასკნელის მეფისტოფელად გარდაქმნის პროცესის შემსწრე ხდება:

„ფაუსტი: აი, დავტოვე ღამეულ ბნელით გარემოცული მინდორ-ველები... ჩუმად პუდელო! ყეფა აღარ გავიგო მეტი!.. უნდა გითხრა, რომ საკმარისად გაგვართე გზაში, სირბილითა და ხტუნვა-ხტუნვით, ჩემო ძმობილო...ჩუმად პუდელო, და შეწყვიტე აქ ეს წრიალი...

მაგრამ, ვაი, ეს რა უცნაურ რამესა ვხედავ! სინამდვილე თუ მოჩვენება არის ეს ნეტავ? ჩემი პუდელი სიმაღლეში ისე იზრდება, რომ სადაცაა ჭერსაც მისწვდება. ასეთ ურჩხულზე უკვე ძაღლიც [ანუ - მეგობარი, - გ.ს.] კი აღარ ითქმის, სიგანეშიაც ერთიათად მატულობს თითქმის. ეს ვინ მყოლია თურმე სახლში ამ შუაღამით!.. ეშვებზე ვატყობ, ვინცა ბრძანდება...“ [იქვე, გვ. 43-45].

ამის შეცნობის შემდე, ფაუსტი ლოცვას იწყებს - „ვიცი ურჩხული რომ მარცხს იგემებს, თუ ოთხის ლოცვას გამოვიყენებ... იცოდე, თუკი ქვესკნელიდან ხარ ამოსული, განადგურება მოგელის სრული... თუ არ გინდა ყოვლად წმინდა ცეცხლს რომ მიგცე, ახლავ ქედი მოუხარე მბრძანებელსა! იძულებულს ნუ მხდი, სამგზის დამდაღველი, სამგზის უფრო მრისხანე და საშინელი ვთქვა შელოცვა და მზაკვრული საქციელი სინანული გაგიხადო!

მეფისტოფელი [როგორც კი ბურუსი გაიფანტება[კოდია - გ.ს.] გამოდის ღუმელის უკნიდან მოხეტიალე სქოლასტიკოსის [იქვე, შენიშვნაში ვკითხულობთ - ასე უწოდებდნენ შუა საუკუნეებში იმ სტუდენტებს, რომლებიც სასწავლებლიდან სასწავლებელში დახეტიალობდნენ და მოწყალებით ირჩენდნენ თავს...] ტანსაცმელში]: რა გახმაურებთ? რა სურს ჩემგან განსწავლულ ბატონს?

ფაუსტი: ამას რას ვხედავ! ჩემს პუდელში სქოლასტი მჯდარა!“ [იქვე, გვ. 46-47].

ერთის მხრივ - გველის სხეულისა [იხ. ბიბლია], ხოლო მეორეს მხრივ - ძაღლის სხეულის გამომყენებელი ძალის [ეშმაკის] ერთიდაიგივეობაზე, მეფისტოფელთან მიმართებაში საუბრისას, ფაუსტის პირით ასე გვეუწყება - „...ო, უსაზღვრო სულო, კვლავაც აქციე ეს მატლი იმ ძაღლად, რომლის სახითაც ამდენი უწანწალია ღამ-ღამობით, ფეხებში გაჰბლანდვია გზააბნეულ უდარდელ მგზავრს და მხრებზე წამოჰკიდებია წაბორძიკებულს! დაუბრუნე მას მისი საყვარელი სახე, კვლავ მუცლით ხოხავდეს ჩემს წინაშე და ფეხით გავსრისო წყეული!..“ [იქვე, გვ. 198].

ეხლა კი, მოდით ვნახოთ რაზე უნდა მიგვანიშნებდეს ფაუსტის მიერ, პუდელთან მიმართებაში, ნათქვამი - „ნუთუ ძაღლის მეტს ვერაფერს ჭვრეტ  შენ მაგ სხეულში?“, ანუ შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რატომ გვიკონკრეტდება ძაღლის ჯიში - პუდელი.

ამისათვის ჰოროსკოპის თემის გახსენება დაგვჭირდება, მრავალთა შორის ე.წ. „კორეული ჰოროსკოპი“ ერთადერთია, რომელშიც აქ დასმული კითხვის პასუხი შეიძლება მოვიძიოთ.. კერძოდ:

„კორეული ჰოროსკოპის“ მიხედვით, წელიწადი დაყოფილია 18 მონაკვეთად, თითოეულ ამ მონაკვეთს, კონკრეტული ჯიშის ძაღლის სახელი აქვს მინიჭებული. ჩვენთვის საძიებელი ძაღლის ჯიში - „პუდელი“, შეესაბამება: 14 მარტიდან 2 აპრილამდე დაბადებულებს.

ხსენებული კოდირებული მინიშნების „გასაღებიც“ ამაშია:

ბ-ნი ავთო ი.14 მარტს გახლავთ დაბადებული.

ტექსტიდან გვეუწყება, რომ - მეფისტოფელი, სამოქმედო არეალში გასვლისათვის, დასახმარებლად - ვირთხას მოუხმობს:

„მეფისტოფელი: ...არა, ფაუსტო, შენ არ ჰგავხარ ეშმაკის დამჭერს... მე კი ჯადოსნურ ნიშნის წვერთა გადასაღრღნელად, ვირთხის კბილები მჭირდება ხელად, მინდა დაუყოვნებლივ გამოხტე აქ და გაბედულად გადახრა ზღურბლზე ეს ნიშანი, მე ასე მტრულად გზას რომ მიღობავს და რომელსაც წავუსვი ქონი. ყოჩაღ, შენ უკვე აქა ხარ მგონი. აბა, შეუდექ საქმეს ახლავე! კარგი იქნება მას შუაზე რომ გადახრავდე. ჰა, გამოსცადე შნო და ძალა მაგ კბილებისა!..“ [იქვე, გვ. 53-54].

აქ ხსენებული - „ვირთხის“კოდირებული არსი, უკვე „ჩინური ჰოროსკოპით“ იხსნება. რომლის მიხედვითაც, თორმეტწლიან ინტერვალზე გათვლით, თითოეულ წელიწადს კონკრეტული ცხოველის სახელი აქვს მინიჭებული. საძიებელი „ვირთხის“ ნიშნის მატარებელია: 1960-1972-1984 და ა.შ. წლები.

ზემოთქმულის მსგავსად, ხსენებული კოდირებული მინიშნების „გასაღებიც“ ამაშია, რამეთუ: ბ-ნი ა.ი.1972, ანუ „ვირთხის წელს“ გახლავთ დაბადებული.

ამდენად, უკვე განხილული: „პუდელი“ და „ვირთხა“, კოდირებულად გამოკვეთენ ბ-ნი ავთო ი.-ს დაბადების თარიღს ანუ - 1972 წლის 14 მარტს.

პუდელში მყოფის ნამდვილი არსის შემცნობი ფაუსტი კი, ასე მიმართავს სამოქმედოდ გამზადებულ მეფისტოფელს - „როგორც კარგ ნაცნობს, მომავალშიც გაგიღებ კარებს“-ო [იქვე, გვ. 49].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეექვსე:

ზეციდან გადმოვარდნისას მიღებული ნიშანი

პირად საუბრებში ბ-ნ ავთო ი.-ს რამოდენიმეჯერ აქვს მოყოლილი ასეთი ისტორია: ჯერ კიდევ ბავშვობის ასაკში, მანქანაში მსხდომ ნათესავთან ერთად მომხდარი ავარიის შედეგად, მათი მანქანა ხევში გადავარდნილა. დაზიანებულ მარჯვენა ფეხზე  ჩატარებული აუცილებელი ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ფეხის გადარჩენა კი მოხერხებულა, მაგრამ, ამის შემდეგ, მოძრაობაში მცირეოდენი კოჭლობის ნიშნები მაინც აქვს დარჩენილი.

აღნიშნულის შემდეგ, ვფიქრობთ, ადვილად გავერკვევით, თუ რა შესაცნობ ნიშანს იძლევა „ფაუსტისეული“ ტექსტი, თხრობის ერთ-ერთი პერსონაჟის ზიგელის პირით, რომელიც - „...გვერდიდან მეფისტოფელს უყურებს: ოჰო, ცალ ფეხზე კოჭლობს, მგონი, ეს ვაჟბატონი“, ხოლო იქვე მოცემული განმარტებიდან გვეუწყება - „ხალხში გავრცელებული რწმენით, ეშმაკი, მას შემდეგ დაკოჭლდა, რაც ზეციდან ჯოჯოხეთში ჩავარდნის დროს ცალი ფეხი მოიტეხა“-ო [იქვე, გვ. 81].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი -  მეშვიდე, მერვე მეცხრე:

„მემკვიდრეობა“, „პირობის დადება“ და „სისხლის წვეთი“

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 2011 წლის მიწურულიდან მოყოლებული, საქართველოს სულიერი მისიის, ე.წ. - ღია,  ანუ პარტიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი ეტაპი დაიწყო, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას ითვალისწინებს. სწორედ ამ მიზნით ვმონაწილეობდით 2013 წლის 27 ოქტომბრის - საპრეზიდენტო, და 2014 წლის 15 ივნისის - თვითმმართველობის არჩევნებში.

უკვე აღინიშნა ისიც, რომ 2012-2013 წლებიდან მოყოლებული, ბ-ნ ავთო ი.-სთან ჩვენი ურთიერთობა პირად და პარტიულ მეგობრობაში გადაიზარდა. ხოლო მემკვიდრეობის თემასთან დაკავშირებით ჩვენი ერთობლივი საქმიანობა, მოგვიანებით, კერძოდ: 2014-2015 წლების გასაყარზე დაიწყო.

ამასთან, ურთიერთშეთანხმების მთავარი არსი - „მხილებისეულ ეტაპად“ სახელდებულ დროში ჩასატარებელ პარტიული საქმიანობის წარმართვაში, ფინანსური მხარდაჭერის აღმოჩენაში მდგომარეობდა.

მემკვიდრეობის საკითხიდან გამომდინარე, ამ ე.წ. პირობითი შეთანხმების თაობაზე, 2014 წლის დეკემბრის თვეში ლასკარში გამართული საუბრის დასასრულს, რაღაც მიზეზით თითი გამეჭრა. დაღვრილი სისხლის წვეთების დანახვისას, ბ-მა ავთო ი.-მა აღნიშნა, რომ მისი გამოცდილებით, რაიმე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაღვრილი სისხლი, ამ საქმის წარმატებით დაგვირგვინების ნიშანს იძლეოდა.

ამ შესავლის შემდეგ, მოდით, კვლავ განსახილველ ტექსტისეულ მინიშნებებს დავუბრუნდეთ და თხრობის დასაწყისშივე მოცემული, ფაუსტის მიერ ნათქვამი გავიხსენოთ:

„ფაუსტი: ... დედაბუნება ნათელ დღეშიც არ გვაძლევს ნებას, შევიტყოთ რამე იდუმალი მისი ქმედების და, რაც მას ჩვენთვის თავის ნებით არ ემეტება, ვერ გამოვტყუებთ ვერც ხრახნით და ვერც ბერკეტებით. ჩემთვის ურგებო ხარახურავ, აქ მამის ხათრით გინახავთ, თორემ სულ არა გაქვს ფასი სხვაგვარი...

განა არ სჯობდა გამეფლანგა მთლად ყველაფერი, ვიდრე მცირედის ტვირთქვეშ მუდამ ქედი მეხარა? მემკვიდრეობას თუ არ ახლდა რამ სარგებელი, ნეტავი იგი თუნდაც წყალში გადამეყარა“ [იქვე, გვ. 28].

კოდირებული „მემკვიდრეობის“ მითითების შემდეგ, მოდით, ტექსტში დაფიქსირებულ ფაუსტსა და მეფისტოფელს შორის გამართულ დიალოგს შევეხოთ:

„ფაუსტი: ... როგორც ვხედავ, იმაზე ფიქრიც ღირს, რომ დაიდოს თქვენთან რაიმე ხელშეკრულება.

მეფისტოფელი: დაპირებულის მტკიცედ ვიცით ჩვენ შესრულება და არც არაფერს არ წარგტყუებთ, გვენდე ამაში. მაგრამ ასეთი საქმეები ასე ადვილად არ წყდება ხოლმე და ამაზე მომავალში კვლავ გვექნება სჯა-ბაასი ცხადზე-ცხადია...“ [იქვე, გვ. 51].

და აი, შეთანხმების დროც დადგა - „ფაუსტი: ... მითხარი შენი პირობა, რომ ჩვენს შორის მერე არ იყოს რამე საფუძველი ჩხუბის და დავის“ [იქვე, გვ. 60].

შეთანხმების შემდეგ, მეფისტოფელი ითხოვს - „არა გინდა რა ამ უბრალო ქაღალდის მეტი, ოღონდ ხელი კი მოაწერე მას სისხლის წვეთით.

ფაუსტი: ამ სისულელით კმაყოფილი თუკი დარჩები, დე ასე იყოს - თანახმა ვარ შენი არჩევის.

მეფისტოფელი: და მაინც სისხლი სხვა თვისების მქონე წვენია!

ფაუსტი: ნუ შიშობ, მე ჩემს პირობაზე უარს არ ვიტყვი. და ან ამქვეყნად მე სხვა აბა რა დამრჩენია, თუ არა იმის შესრულება, რაც შენ აღგითქვი“ [იქვე, გვ. 62-63].

აი, ასე დაკავშირდა ბოლო ჟამში - „მემკვიდრეობა“, დადებული „შეთანხმება“ და დაქცეული „სისხლის წვეთი“ „ფაუსტისეულ“ ტექსტში დაცულ კოდირებულ მინიშნებებთან.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეათე:

საკითხის არსის გახსნის წელი, ანუ

„მამლის ფრთა“ და „შვიდთაგან რიგით უკანასკნელი“

როგორც ზემოთგადმოცემული მასალიდან დავინახეთ, მემკვიდრეობის საკითხთან დაკავშირებული,  2014 -2015 წლების გასაყარზე დაწყებული პროცესი მიმდინარე, ანუ მამლის წლად სახელდებულ - 2017 წელს, მისი ჭეშმარიტი არსის გახსნით [სიცრუის სულის მხილებით] დამთავრდა.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს, ვფიქრობთ არ გაუჭირდება „ფაუსტისეული“ იმ კოდირებული მინიშნების სათანადოდ გააზრება, რომელშიც ამ საკითხის არსის გახსნის დროა მითითებული - „მეფისტოფელი: ...თუმც ჩემს სამოსზე თავად ფრანტსაც დარჩება თვალი. ამ ოქრომკერდით მოქარგული წითელი ფერის ძვირფას ხალათზე, მე ატლასის მანტია მშვენის, ქუდზე მამლის ფრთა მიკეთია...“ [იქვე, გვ. 55].

და კიდევ. მთელი თხრობის დასასრულს გვეუწყება, თეატრის დასის მიერ - რიგით მე-7 და  უკანასკნელი პიესის გამართვის თაობაზე - „...უნდა თეატრიც იყოს იქ სადღაც. რას აჩვენებენ ნეტავ იქ ახლა? შვიდთაგან რიგით უკანასკნელ პიესას ახალს იწყებენ სწორედ...“ [იქვე, გვ. 186].

ამდენად, კოდირებული თხრობა მიგვანიშნებს, ერთის მხრივ - „მამლის ფრთაზე“, ანუ ე.წ. „მამლის წელზე“; და, მეორეს მხრივ „შვიდთაგან რიგით უკანასკნელი“, ანუ 7-დის ნიშნით სახელდებულ წელს მიმდინარე - დამამთავრებელი დროის, ურთიერთ თანმხვედრ, ე.წ. „მამლის წლად“ სახელდებულ - 2017 წელზე.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

შტრიხი - მეთერთმეტე: ორი „დაშნა“

წინამდებარე საუბარი სახარებაში დაფიქსირებული ორი საკითხის შეჯერებით გვინდა დავიწყოთ.

ყველასათვის ცნობილია მაცხოვრის უმკაცრესი გაფრთხილება, რომელიც მან, მის შესაპყრობად მოსულთა მიმართ პეტრე მოციქულის მიერ მახვილის გამოყენების დროს განაცხადა - „მაშინ იესუმ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგან ყველა ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე განიგმირება“-ო [მათე 26,52].

აღნიშნულის ფონზე, თითქოსდა, გაუგებრად ჟღერს, საიდუმლო სერობაზე უფლისმიერი მოწოდება - მახვილის, იგივე დანაკის თემასთან დაკავშირებით.

სახარებაში ვკითხულობთ - „კვლავ უთხრა მათ: ამჟამად კი, ვისაც აქვს ფუთა, წაიღოს, აგრეთვე აბგაც; ხოლო ვისაც არა აქვს, გაყიდოს სამოსი და იყიდოს მახვილი.

რადგანაც გეუბნებით: უნდა აღსრულღგს ჩემზე ეს წერილი: ბოროტმოქმედთა შორის შეირაცხაო, რადგან ის, რაც ჩემზე დაიწერა, დასასრულს უახლოვდება.

და მათ თქვეს: უფალო, აჰა, ორი მახვილი: ხოლო იესომ უთხრა მათ: საკმარისია [ხოლო მათ ჰრქუეს: უფალო, აჰა ესერა არიან აქა ორ დანაკ. ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: კმა არს]“ [ლუკა 22,36-38].

ისე როგორც სხვა დანარჩენი მინიშნების კოდირებული შინაარსი, აღნიშნული „ორი მახვილის“, იგივე „ორი დანაკის“ არსობრივი მხარეც მხოლოდ ბოლო ჟამში ელოდება თავის ნამდვილ ახსნას.           

როგორც ზემოთ უკვე ითქვა, 2016 წელს, ლასკარში, მევლუდ მამადაშვილისა და ლევან ჩოხელის თანდასწრებით გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე, მაგიდასთან ჩემს გვერდით მჯდომმა ბ-ნმა ავთო ი.-მა სულიერი სისუსტე გამოამჟღავნა, და, უდავოდ ეშმაკის ჩაგონებით, თავისი პოზიციის სიმართლის დასაცავად, დანის დემონსტრირება მოახდინა.

ითქვა ისიც, რომ, დანის გამოყენებასთან დაკავშირებულმა, ეშმაკის ამგვარმა მცდელობამ, 2017 წ. 18 ივნისის შეხვედრაზეც იჩინა თავი. მის მიერ დანის ამოღებისთანავე, უკვე უშუალო კონტაქტში შესვლის გზით, ფეხზე ამდგარს მომიწია მისი ამგვარი ქმედების შეჩერება.

საბედნიეროდ ორივე შემთხვევაში, ყველას ერთობლივი ძალისხმევით, მოხერხდა და ყველაფერი ურთიერთ შეთანხმებით დამთავრდა. ბ-მა ავთო ი.-მა, ვფიქრობ, მოახერხა სათანადოდ გაეაზრებინა ჩანადენი და გულრწფელად ეზიარა მონანიების მადლს.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ვგონებთ აღარ გაჭირდება „ფაუსტისეულ“ თხრობაში, მახვილის [დანის] ორჯერ მითითებისეული კოდირებული მინიშნების გაგება.

ტექსტის დასაწყისში, მეფისტოფელი აღნიშნავს - „...წელზე კი მჭრელი დაშნა მარტყია“-ო [იქვე, გვ.55].

მიმდინარე თხრობის დასასრულს, გვხვდება სცენა, სადაც - მეფისტოფელისეული დაშნის „გამოყენება“, ფაუსტთან უშუალო შეხების ფორმით დემონსტრირდება – „...დააძრე დაშნა და მხოლოდ წინ გადადგი ფეხი, დარტყმას მე თავად ავიცილებ“ [იქვე, გვ. 161].

 მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

 

მე-12 -  მე-20 შტრიხი:

 ორი „ქალი“, ანუ - დასასრული

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში ჩართულ პირთა შორის, როგორც ზემოთ გადმოცემული მასალის გაცნობისას ნახეთ, ორი ქალბატონი ფიგურირებს. ამათგან პირველი - ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია, თავიდანვე, ანუ 2014 წლის მიწურულიდან ჩაერთო ამ საქმეში; ხოლო მეორე - ქ-ნი მირა მ., მოგვიანებით, კერძოდ 2016-2017 წლებიდან მოყოლებული.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ წერილობით წყაროებში დაფიქსირებულ ამა თუ იმ იგავური პერსონაჟის სახებაში სხვადასხვა კუთხითაა მოცემული, ბოლო ჟამში განსავითარებელ მოვლენათა ფარული შინა-არსი. ამჯერად, ერთ-ერთი ასეთი კუთხიდან გამომდინარე მინიშნებებზე გვინდა ვისაუბროთ.

თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ამ ორ ქალბატონთან დაკავშირებული ისტორია იმ კუთხითაა საინტერესო, რომ მათი მეშვეობით გვეძლევა, ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპზე, „სიცრუის სულის“ თითქმის სამწლიანი ზემოქმედების დროითი მონაკვეთის დასრულებისეული მინიშნება.

მოდით მივყვეთ მინიშნებებს, და, დაე, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!.

 

ნიშანი პირველი

რეალურ ცხოვრებაში გასათხოვარი - დინა [დიანა] ჯიქიას შესატყვისი „ფაუსტისეული“ პერსონაჟი, ასევე გასათხოვარი გრეთჰენია, რომელსაც მეორე სახელიც აქვს - მარგარეტი. მის შესახებ გვეუწყება - „ყველა ქალწული როდი ცხოვრობს აქ ასე სუფთად“ [იქვე, გვ. 111]

ხოლო რეალურ ცხოვრებაში ქვრივ ქ-ნ მირა მ.-ს, შესატყვისი „ფაუსტისეული“ პერსონაჟია, ასევე ქვრივი  - მართა, რომელიც თავის თავზე ამბობს - „...აი ასე ქვრივ-ოხრად ვჭკნები“-ო [იქვე, გვ. 119];

ნიშანი მეორე

2014  წლის მიწურულს [29 დეკემბერს], საქმის მოსაგვარებლად საჭირო თანხის მოძიების მიზნით, მე და ბ-ნი ავთო ი. ერთად ვესტუმრეთ სახლში ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას. ძირიტადი მოვლენები ამ მე-14 წლის შემდეგ განვითარდა.  

ჩვენის აზრით, ამ საქმეში ჩვენი რეალური ჩართვის დაწყების დროზე, ანუ ახალი საუკუნის მე-14 წელზე უნდა გვანიშნებდეს, მარგარეტ-გრეთჰენთან მიმართებით არსებული,  განსახილველი ტექსტის შემდეგი ჩანაწერი - „მეფისტოფელი: ისე სათნო და უმანკოა ტურფა ქმნილება, არც კი სჭირდება მას ცოდვების მონანიება. ასეთ ვინმეზე მე ძალა არ მაქვს. ფაუსტი: თოთხმეტ წელს უკვე გადასცდა ალბათ“ [იქვე, გვ. 108];

ნიშანი მესამე

ქ-ნმა დინა [დიანა] ჯიქიამ,, იმ დროისთვის ჯერ კიდევ თავის კუთვნილ, ერთოთახიან ბინაში გაშლილ მცირე სუფრასთან გვიმასპინძლა; განსახილველ ტექსტში ვკითხულობთ - „ფაუსტი: ...მე ვგრძნობ როგორი წესიერების სული სუფევს ირგვლივ, გოგონი, ვგრძნობ დედობრივი კრძალვით სავსე მაგიდას სუფთას“ [იქვე, გვ. 112];

ნიშანი მეოთხე

როგორც ითქვა, მოგვიანებით, კერძოდ 2016-2017 წ. წ., სამემკვიდრეო საქმეში „ერთვება“, თავის ქვეყანაში დამსახურებული გავლენისა და მკაცრი ხელმძღვანელის სახელის მქონე, პროფესიით ჟურნალისტი და ერთ-ერთი გაზეთის კორესპონდენტი, ქვრივი ქალბატონი მირა მ.

„ფაუსტისეულ“ თხრობაში ასევე მოგვიანებით შემოდის მეორე ქალბატონის პერსონაჟი - ქვრივი მართა. გარდა ამისა, მთელ ნაწარმოებში - ერთადერთხელ, და ისიც მართასთან მიმართებით ნახსენებია - გაზეთი, რაც, ჩვენის აზრით, სწორედ ზემოთ აღნიშნული ქ-ნის  პროფესიაზე უნდა გვანიშნებდეს - „მართა: ...სხვა რომ არ იყოს, მე მკაცრ წესრიგს ვარ ჩვეული და სწორედ ამიტომ მსურს გაზეთში ქმრის შესახებ ცნობის მიცემა“ [იქვე, გვ. 126];

ნიშანი მეხუთე

- 2016 წლის მაისის თვეში საქართველოში გარკვეული მიზნით მყოფი ქ-ნი მირა მ.-სა და ბ-ნი ავთო ი.-ს ნაცნობობა, მოგვიანებით იმ დონემდე განვითარდა, რომ, 2017 წლის თებერვლიდან დაწყებული, ქ-ნ მირა მ. -სთან, „ფეისბუქ“ მეგობრობის სტატუსით წარმართული ჩვენი ყოველი საუბარი, მიზეზთა გამო, ამ ეტაპზე უცოლოდ დარჩენილი ბ-ნი ავთო ი.-ს მძიმე სულიერი და ყოფითი პრობლემების „განხილვით“ იწყებოდა და მთავრდებოდა.

ტექსტში, მეფისტოფელისადმი გარკვეული გრძნობების მქონე და მის ბედზე მაფიქრალი ქვრივი მართას სიტყვები ასეა გადმოცემული - „მართა: ...დრო კი გარბის და იმის შიშიც ხომ უნდა გქონდეს, რომ მთლად მარტონი არ აღმოვჩნდეთ სამარის პირას. არა მგონია ამის საფრთხეს რომ ვერა გრძნობდეთ... სწორედ ამაში არის მთელი უბედურება, რომ უცოლო კაცს ქალის რჩევა არ ეყურება“ [იქვე, გვ. 130; 134];

ნიშანი მეექვსე

2017 წლის 10 მაისის გვიან ღამეს, ბ-ნი ავთო ი.-ს თხოვნით, ჩვენ ერთად გავაცილეთ ქ-ნი მირა მ. თბილისის აეროპორტიდან. ამ ე.წ. განშორების თაობაზე ტექსტში ვკითხულობთ - „მართა: უკვე საკმაოდ გვიან არის. მეფისტოფელი: ჰო, წასვლის დროა“ [იქვე, გვ. 137];

ნიშანი მეშვიდე

ვგონებთ ძნელი არ უნდა იყოს იმის სათანადოდ გააზრება, თუ როგორ თანდათან მძიმდებოდა თითოეული ჩვენთაგანის ფიზიკური ყოფა, ბ-ნი ავთო ი.--ს მიერ, თავისი საკითხის მოგვარების თარიღად დასახელებული, ყოველი მორიგი დროითი მიჯნის უშედეგობით გასვლის შემდეგ.

ცრუ დაპირებებისა და დაუმთავრებლად გაწელილი პროცესისა გამო, ერთ-ერთ უმძიმეს პირობებში აღმოჩნდა ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქიაც. ბ-ნ ავთო ი.-ნთან მიმართებით მისი დამოკიდებულება, სამი წლის თავზე, ანუ 2017 წლის მაის-ივნისის გასაყარზე მომხდარი პროცესებისა გამო განსაკუთრებით დაიძაბა.

აი, როგორ აღწერს ამ მდგომარეობას, განსახილველ ტექსტში, მეფისტოფელთან მიმართებით მარგარიტ-გრეთჰენის დამოკიდებულების გადმომცემი იგავური თხრობა:

„მარგარიტა: რომ იცოდე, როგორი სევდა მიღრღნის ხოლმე გულს, როდესაც მას შენს გვერდით ვხედავ! ფაუსტი: ვის?

მარგარიტა: ვის და იმას, ვინც სულ უკან დაგყვება, და ვინც მთელი არსებით შემაძულა მე უკვე თავი. განცდა იმაზე მტკივნეული და საშინელი არ მახსოვს, ვიდრე, მგვრის მე მისი სახე ცბიერი... მის დანახვაზე მეყინება ძარღვებში სისხლი. თუმც ყველას მიმართ მამოძრავებს კეთილი ზრახვა, მე მის შესახებ, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი ამას... მე მაგისთანებს ვერასოდეს შევეთვისები... მის თანდასწრებით, როგორ გითხრა, ლოცვაც კი მიჭირს, და ყოველივე ეს გულს მიღრღნის და მტანჯავს ეჭვით...“ [იქვე, გვ.150-151];

ნიშანი მერვე

ზემოთ უკვე ვისაუბრეთ, თუ როგორ უმძიმეს ფონზე წარიმართა 2017 წ. 18 ივნისის შეხვედრა. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის თემის განხილვით, პასუხი გაეცა მთავარ კითხვას - მთელი ამ დროის მანძილზე, „სიცრუის სულით“ შეპყრობილი ბ-ნი ავთო ი. - თითოეულ ჩვენთაგანს ცრუ მოლოდინის გზაზე გვატარებდა. აღნიშნულისა გამო, განსაკუთრებით გაუსაძლისი გახადა ქ-ნ დინა [დიანა] ჯიქიას ფიზიკური ყოფა.

განსახილველ ტექსტში მოცემული, მეფისტოფელის საქციელის მამხილებელი ფაუსტის სიტყვები ასე ეხმიანება ზემოთქმულს - „ფაუსტი: ...აი სადამდის, სადამდის მივიდა საქმე! და შენ, უსინდისო, უღირსო სულო, მიმალავდი ამას... და მას, დასაღუპად უმწეოდ განწირულს, უმწეობაში სტოვებ!..“ [იქვე, გვ. 198];

ნიშანი მეცხრე

2017 წ. 18 ივნისს, ლასკარში გამართული შეხვედრის ბოლოს, დამშვიდობებისას, ქ-ნმა დინამ, ჩემთან პირად საუბარში, კიდევ ერთხელ გაიმეორა ყველას გასაგონად გამოთქმული პოზიცია, რომ მას უკვე აღარ შეუძლია, არც ბ-ნი ავთო ი.-სა, და არც მისი მხრიდან მომდინარე ამდენი ტყუილის ატანა. თავის მხრივ გამძლეობა მისურვა, და - უმძიმეს სულიერ და ფიზიკურ ყოფაში მყოფი - გამცილდა..

სწორედ ამდაგვარი მდგომარეობის აღწერით მთავრდება „ფაუსტისეული“ თხრობის დასასრულს მოცემული - მძიმე სულიერ და ფიზიკურ ყოფაში ჩავარდნილი მარგარიტ-გრეტჰენის ფაუსტთან გამომშვიდობების სცენა.

ტექსტში, ყოველივე ეს ხდება ე.წ. ვალპურგის ღამის“ მოვლენების გადმოცემის შემდეგ, რაც, ერთგვარი დროითი ნიშანი უნდა იყოს. კერძოდ, როგორც ცნობილია - ამ ღამეს განსაკუთრებული რიტუალები ეწყობა სატანისტების და ჯადოქრების მიერ. სხვათა შორის ანტონ ლავეიმ [1930 – 1997 წ.წ.; წარმოშობით ამერიკელი, სატანის ეკლესიის დამაარსებელი, მწერალი, ოკულტისტი და მუსიკოსი; იგი იყო „სატანისტური ბიბლიის“ ავტორი] სატანისტური ეკლესიაც სწორედ ვალპურგის ღამეს დააარსა 1966 წელს.

ე.წ. „ვალპურგის ღამე“ იმართება - 30 აპრილის ღამეს, ანუ წმ. ვალპურგისის დღესასწაულის (პირველი მაისის) წინა ღამეს, როდესაც ძველი გერმანული ხალხური ცრურწმენით ჰარცის მთის უმაღლეს მწვერვალ ბროკენზე იმართება კუდიანებისა და ჯადოქრების დღესასწაული, ღრეობა.

აღნიშნულის სათანადოდ გააზრების შემთხვევაში, უკვე ძნელი აღარ იქნება ამ მინიშნების არსში გარკვევა - ბოლო ჟამში მომხდარი და გასახსნელი პროცესის, ანუ „ფაუსტისეული“ ეტაპის დასასრულის დროითი მიჯნა, 30 აპრილის შემდგომ უნდა დამდგარიყო.

თუ ყოველივეს იმასაც დავუმატებთ, რომ, როგორც ზემოთაც ითქვა, ტექსტისმიერი მინიშნება სამ წელს გამოყოფს  - „სწავლება, რომ ვთქვათ, სულ რაღაცა სამი წელია“-ო [იქვე, გვ. 72], მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ჟამში, კერძოდ 2014 წლის მიწურულიდან მოყოლებული, მიმდინარე განხილული პროცესის იგავური ფორმით გადმომცემი ე.წ. „ფაუსტისეული“ ეტაპის - დასასრული, მესამე, ანუ 2017 წლის 30 აპრილის დროითი მიჯნის გასრულების შემდგომ დგება.

„ფაუსტისეული“ მინიშნებით, ჯერ - ქვრივი მართა გადის მოქმედებათა არეალიდან; ხოლო მოგვიანებით უკვე მარგარეტ-გრეთჰენთან განშორების დროც დგება.

აქვე გაგახსენებთ, რომ სამემკვიდრეო საქმეში ჩართული ამ ორი ქალბატონიდან, პირველად ქ-ნ მირა მ.-სთან მოგვიწია განშორება [10 მაისს]; ხოლო მოგვიანებით, კერძოდ კი, 18 ივნისს უკვე ქ-ნი დინა [დიანა] ჯიქია დაგვემშვიდობა.

ამ ჩანართის შემდეგ, ე.წ. დამშვიდობების სცენას დავუბრუნდეთ.

როდესაც, ფაუსტთან მოსაუბრე მარგარეტ-გრეთჰენის სმენას მისწვდება მეფისტოფელის ხმა, იგი ამბობს:

 „მარგარიტა: ეს ქვესკნელიდან ნეტავი რა ამოიზიდა? იგია! იგი! უბრძანე რომ ახლავე გაქრეს! რისთვის შელახა თავისი მოსვლით ადგილი წმინდა?..

ფაუსტი: ხელს ვეღარ გახლებს! გესმის! შენ უნდა ცოცხალი დარჩე!

მარგარიტა: მე ჩემს თავს ვანდობ ღვთის სამსჯავროს და ღმერთს, ჩვენს გამჩენს!.. ღმერთო, შენი ვარ, შენ დამფარე ღვთიური ნებით! გარს შემომერტყით ანგელოზნო, და თქვენი ფრთებით დაჰფარეთ ის, რაც დასაღუპად განწირულია...

მეფისტოფელი: დაღუპულია!

ხმა მაღლიდან: განკითხულია!.. [იქვე, გვ. 212-213].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს: - 2017 წ, 10 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით აღებული დროითი მონაკვეთი, შეგვიძლია ე.წ. „ფაუსტისეული ეტაპის“, ანუ - „სიცრუის სულის“ [იგივე - „პათოლოგიური მატყუარის“] მხილების პროცესის დასასრულად მივიჩნიოთ.

 

შტრიხი - ოცდამეერთე:

 „პირობის“ გაუქმება, ანუ - „მომწიფდა ხალხი“

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებაში ჩვენი ჩართვის მთავარი მიზანი, როგორც არაერთგზის ითქვა - ბოლო ჟამში გასავლელი „მხილებისეული ეტაპის“ ღია ფორმით წარსამართავად ხელსაყრელ - საარჩევნო პროცესში სათანადო მონაწილეობისათვის საჭირო, ფინანსური რესურსის მოძიება გახლდათ. 

ბ-ნმა ავთო ი.-მა, ჩვენი ურთიერთობის პირველსავე წუთებიდან დიდი ინტერესი გამოიჩინა ბოლო ჟამად სახელდებულ დროში ჩვენი ჯგუფის მიერ წარმართული საქმიანობისადმი.  

ჩემის მხრიდან ეჭვი არასდროს შემიტანია მის განზრახვაში, რომ, ჩვენი თანხმობის შემთხვევაში, სამემკვიდრეო საკითხის წარმატებით მოგვარების შემდეგ, იგი აპირებდა, მთელი თავისი - პირადი, და - ფინანსური შესაძლებლობებით, მაქსიმალური მონდომებით ჩართულიყო ზემოთხსენებული პროცესის მიმდინარეობაში.

აი, როგორ აღწერს ფაუსტთან მოსაუბრე მეფისტოფელის სიტყვებს განსახილველი ტექსტი - „მეფისტოფელი: ...მართალი არის, დიდი ვინმე არც მე გახლავარ, და მაინც, თუ თანახმა ხარ ჩემთან კავშირში, რომ გაუდგე გზას ცხოვრებისას, მუდამ ვიქნები მე მორჩილი შენი ნებისა! სიამოვნებით დავთანხმდები ყოველთვის, ყველგან ვიყო მე შენი ამხანაგი... ორიოდ დღეში, დამიჯერე, მე ისეთ რამეს მოგცემ, რომ ქვეყნად არ ენახოს ჯერ კაცის თვალებს“ [იქვე, გვ. 59-60].

[თუმცა, ეს - „ორიოდე დღე“, როგორც ვნახეთ, თითქმის სამწლიან უშედეგოდ მოლოდინში გაიწელა].

იქვე მოცემულია თუ რა პირობით თანხმდება ფაუსტი მეფისტოფელის შემოთავაზებას -

„ფაუსტი: რბილ სავარძელზე მოსვენებას თუ მივეცემი, დაე იმავ წამს შეწყდეს მაშინ სიცოცხლე ჩემი. თუ იმ ზომამდე მოხიბლავ ჩემს აზრსა და გრძნობას, რომ კმაყოფილი დავრჩე შენგან მოგვრილი ლხენით; თუ დამაჯერებ, რომ მე თითქოს განვიცდი ტკბობას, დაე იგი დღე იყოს ჩემთვის უკანასკნელი! ჰა, თანახმა ხარ?

მეფისტოფელი: თანახმა ვარ!

ფაუსტი: მაშ დაჰკა ხელი! თუკი ოდესმე შევძახო წამს კმაყოფილებით: „შეჩერდი! ო, რა ლამაზი ხარ, რა მშვენიერი!“ - უფლებას გაძლევ გამიყარო მყის ბორკილები, მე მონა გავხდე, შენ - ბატონი კანონიერი. დაე გაისმას ჩემზე გლოვის ზარების ხმები, დასრულდეს ვადა ჩემს მსახურად შენი ყოფნისა, შეჩერდეს დრო და ჩამოცვივდნენ საათს ისრები, შეწყდეს, დამთავრდეს, ჟამი ჩემი არსებობისა“ [იქვე, გვ. 61].

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ, ტექსტის მიხედვით, ფაუსტმა ერთგვარად იცის კიდეც, ამ მოლაპარაკების მოსალოდნელი შედეგი. აი, რას გვამცნობს, ბოლო ჟამში ამ პროცესში ჩართულთა გასაგონად მოცემული, ტექსტისმიერი მინიშნება - „ეს ცდა რომ მარცხით დამთავრდება, ზედვე ეტყობა“-ო [იქვე, გვ. 74].

და მართლაც, ყველაფერი ზუსტად წინასწარგანჭვრეტისდა მიხედვით წარიმართა. ღმერთის განგებულობით ჩვენდა მომართ გამოსაცდელად მოვლენილი -სიცრუის სულის წინამძღოლობით განვლილ 2014 – 2017 წ. წ. დროით ეტაპზე, ფაუსტის მიერ ზემოთ მოცემული პირობის შინაარსიდან გამომდინარე, მეფისტოფელის სხეულში ჩაბუდებულმა ეშმაკმა - ფაუსტის შეცდენა ვერ მოახერხა.

დიახ, არასრულ სამ წელიწადში, ყველაფერი ეშმაკის მარცხით დამთავრდა.

თხრობის ამ მონაკვეთს კი, მეფისტოფელის პირით გადმოცემული ერთი ასეთი მინიშნებით დავასრულებთ - „მეფისტოფელი [უეცრად ღრმა მოხუცებულად გადაქცეული]: უკანასკნელად ავდივარ დღეს ბროკენის მთამდე და ვგრძნობ საშინელ სამსჯავროსთვის მომწიფდა ხალხი...“ [იქვე, გვ. 181].

დიახ, ღმერთის მიერ დათქმულ დროს, ყველაფერი - განკითხვის დღით, ანუ საშინელი სამსჯავროთი დამთავრდება, როდესაც ყველას საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით მოუწევს პასუხისგება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს! 

 

გადარჩენის გზა - მხოლოდ მონანიებაზე გადის

სამემკვიდრეო საკითხთან მიმართებით ჩვენი ჩართულობის მთელ ეტაპზე, ბ-ნი ავთო ი.-სთვის არაერთხელ შემითავაზებია, რომ ურთიერთობაში მაქსიმალურად გახსნილი და გულახდილი ყოფილიყო. ვურჩევდი, ერთად გაგვეთვალისწინებინა ეშმაკის ქმედებებით გამოწვეული შესაძლო ცოდვაში ჩავარდნის საშიშროება, და წმინდა წერილისეული შეგონებებით გვეხელმძღვანელა:

„ძმანო, თუ რომელიმე თქვენგანი გადაუხვევს ჭეშმარიტებას, და თუ ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მოქცევა მცდარი გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს, და დაჩრდილავს უთვალავ ცოდვას“ [იაკობი 5,19-20];

„როცა ბოროტეულს ვეტყვი: ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები-მეთქი, შენ კი არაფერს იტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ.

თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავისი გზიდან და არ მოიქცა,ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნი შენ სულს“ [ეზეკ. 33,8-9]. 

როგორც ითქვა, ბ-ნი ავთო ი.-ის „სიცრუის სულის“ ზეგავლენის ქვეშ ყოფნის თაობაზე ეჭვები, საბოლოოდ, ხსენებულ ქ-ნ მირა მ.-ს მიერ, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის“ სინდრომის თაობაზე, „ფეისბუქის“ მეშვეობით - 2017 წ. 12 ივნისს მოწოდებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაგვიმყარდა.

ეს ინფორმაცია, ბ-ნი ავთო ი.-ს მიზეზით უმძიმეს სულიერ და ფიზიკურ ყოფაში ჩავარდნილთათვის, ერთგვარი შვება იყო, რამეთუ ნათელი იყო, რომ ბ-ნი ავთო ი. ჩვეულებრივი - თაღლითი კი არა, არამედ, ე.წ. „პათოლოგიური ტყუილის სინდრომით“ დაავადებული - „პათოლოგიური მატყუარა“ გახლდათ, რომელთა თაობაზე - „ზოგიერთი ფსიქოლოგი თვლის, რომ პათოლოგიური მატყუარა განსხვავდება ჩვეულებრივი მატყუარასგან იმით, რომ პათოლოგიური მატყუარა დარწმუნებული არის იმაში, რომ ამბობს სიმართლეს და ამასთანავე ითავისებს გამოგონილ როლს“ [იხ. ზემოთქმული].

დაავადებულ ადამიანს კი, მკურნალობა სჭირდება. ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა - სულიერ მკურნალობაზეა საუბარი.

ამ მხრივ, ძალისხმევა არ დაგვიკლია. ჩვენს ხელთ არსებულ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობითა და შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირად შევეცადეთ დავხმარებოდით მას, ეხლა ჯერი მასზეა.

ბიბლია გვასწავლის - „რაკი სწრაფადვე არ ისჯება ბოროტი საქმე, ამიტომ ბედავს კაცი ბოროტების ჩადენას“-ო [ეკლ. 8,11].

გვინდა გვჯეროდეს, რომ ბ-ნი ავთო ი. თავის თავში იპოვის ძალას, და განვლილი სამწლამდე დროის მიწურულს განვითარებული მოვლენების სათანადო გააზრების გზით, მოახერხებს - ეშმაკის, ანუ - „სიცრუის სულის“ ზეგავლენისაგან თავის დაღწევასა და მონანიების მადლთან ზიარებას.

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ არაფერი არ დაიმალება, და - „...ღმერთი განსჯის მართალს და მტყუანს, როცა ყველაფერს და ყოველ საქმეს დაუდგება იქ თავის ჟამი“ [ეკლ. 3,17].

ჩვენი ვალია შევაგონოთ ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ მხილება - განკითხვაში არ გადაგვივიდეს. გადაწყვეტილების მიღება თითოეულ ჩვენთაგანზეა, რამეთუ ჩვენზე უკეთ არავინ იცის ჩვენი განვლილი ცხოვრების დეტალები.

თხრობის დასასრულს კი, მოდით ისევ ბიბლიური შეგონება გავიხსენოთ:

„...მართალს ვერ იხსნის მისი სიმართლე შეცოდების დღეს და ბოროტეული არ წაიფორხილებს თავისი სიბოროტის გამო თავისი მოქცევის დღეს.

როცა ვეუბნები მართალს: გადარჩები-მეთქი, ის კი თავისი სიმართლის მოიმედე ბოროტებას ჩაიდენს, არც ერთი მისი სიმართლე არ იქნება გახსენებული და მოკვდება ბოროტებით, რომელიც ჩაიდინა.

როცა ვეუბნები ბოროტეულს, მოკვდები-მეთქი, ის კი მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სიმართლეს, გირაოს დააბრუნებს ბოროტეული, წართმეულს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის და ბოროტებას არ ჩაიდენს, ის ცოცხალი დარჩება, არ მოკვდება. არცერთი ცოდვა, რაც ჩაუდენია არ გაუხსენდება. სამართლისა და სიმართლის ქმნისთვის ცოცხალი დარჩება“ [ეზეკ. 33,.12-16].

არჩევანი, თითოეულ ჩვენთაგანზეა. ამიტომ, შევთხოვოთ ღმერთს ყველას მოგვცეს მართებული გადაწყვეტილების მიღების უნარი.

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი