Print

მოწაფეთა „წარგზავნისა“ და „ფაუსტისეული“ მეორე ეტაპისათვის

 

მოწაფეთა „წარგზავნისა“ და „ფაუსტისეული“ მეორე ეტაპისათვის, ანუ

მასალები - ეშმაკის, იგივე - „სიცრუის სულის“ მხილების დროითი მიჯნის გამოკვეთისათვის

 

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ წმიდა წერილში დაცული, ბოლო ჟამში მიმდინარე პროცესების შესაცნობი ნიშნების შინაარსობრივი და დროითი ასპექტები ერთმანეთშია გადაჯაჭვული. წინამდებარე წერილში, ამ კუთხით აღსაქმელი რამოდენიმე ასპექტი გვინდა შემოგთავაზოთ...

როგორც მოგეხსენებათ - „...ცესკოს 2017 წლის 20 იანვრის №1/2017 განკარგულებაზე დაყრდნობით, სს იპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა - 2017 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა საგრანტო კონკურსი შემდეგ მიმართულებაზე - პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის“ [გაზ. N6 [1007], გვ. 1].

2016 წელს, ანალოგიური მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, 9 გამარჯვებული გამოვლინდა. ცესკოს ელ. გვერდზე 2017 წ. 28 აპრილს გამოქვეყნებული, კონკურსის შედეგების მიხედვით უკვე 19-მა ორგანიზაციამ მოიპოვა გრანტი.

კონკურსში გამარჯვებულმა 11--მა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში სავარაუდო დამკვირვებელთა მომზადების მიზნით, ხსენებულ პროექტში მონაწილეობის მიღება შემოგვთავაზა,

ჩვენი პარტიის: „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს მიერ წარდგენილ კანდიდატურათა წინასწარმა სიამ, პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში, გარკვეული ცვლილება განიცადა.

საბოლოოდ, 2017 წლის 7 ივნისიდან - 22 ივლისამდე, აღნიშნულ პროექტში ჩვენი მონაწილეობის ზოგადი სურათი ასე გამოიკვეთა:

1. სწავლების დრო ადგილი: 7-27 ივნისი,  ბორჯომი [ლიკანი], სასტუმრო „ნატალი“.

 მონაწილეობდნენ - გვანცა ძიძიგური, ნინო ერქვანიძე, ხატია ბეღელაძე, სალომე კოტორაშვილი.

ა/ო: ა(ა)იპ „ინფორმირებული საზოგადოება“ [დირექტორი რატი გოგატიშვილი].

რეგიონი - იმერეთი [ზესტაფონი - ხარაგაული - საჩხერე - ჭიათურა].

 

2. სწავლების დრო და ადგილი: 11-15 ივნისი, თბილისი, სასტუმრო „ჯი-ეს-ჯი“.

მონაწილეობდნენ - ბეჟან შერგელაშვილი, დინა [დიანა] ჯიქია, ლალი ბეგაშვილი.

ა/ო: „თავისუფალი არჩევანი“ [თავმჯდომარე მანანა ბიწაძე -მიქელაძე].

რეგიონი  - სამცხე-ჯავახეთი [ბორჯომი - ადიგენი - ახალციხე].

 

3. სწავლების დრო და ადგილი: 12 ივნისი - 3 ივლისი, თბილისი, სასტუმრო „დიდუბე პლაზა“.

 მონაწილეობდნენ - ეთერ ჩხეტია, სოფიო თანიაშვილი, ეთერ ბუიძე, მარგალიტა თანიაშვილი.

ა/ო: ა(ა)იპ „საზოგადოებრივი დამცველი“ [აღმასრულებელი დირექტორი დემეტრე ლომაძე].

რეგიონი  - მცხეთა-მთიანეთის მხარე [მცხეთა - დუშეთი -  თიანეთი  -  ყაზბეგი].

 

4. სწავლების დრო და ადგილი: 12-16 ივნისი, ბათუმი, სასტუმრო „ლაით პალასი“.

მონაწილეობდნენ - რამაზ ჩაჩიბაია, ლაშა ცალუღელაშვილი, ნიკა ფართლაძე.

ა/ო: ა(ა)იპ „დემოკრატიული აჭარა“ [ ხელმძღვანელი პეტრე წურწუმია].

რეგიონი - აჭარა [ქედა - შუახევი - ხულო].

 

5. სწავლების დრო ადგილი: 18-23 ივნისი, რუსთავი.

მონაწილეობდა - ნატო ფაიქრიძე;

ა/ო: ა(ა)იპ „ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი“ [თავმჯდომარე მიხეილ ჭიღლაძე].

რეგიონი  - ქვემო ქართლი [რუსთავი, გარდაბანი და მარნეული].

 

6. სწავლების დრო და ადგილი: 19-23 ივნისი, სიღნაღი, სასტუმრო „ფიროსმანი“.

მონაწილეობდნენ - - თამარ სერგია, რატი გვამბერიძე, ლაშა შარაშენიძე, ემზარ ვეშაგური.

ა/ო“: ჟურნალისტთა ასოციაცია საზოგადოებრივი განვითარების კავშირი „მეცენატი“ [დირექტორი მაია ყალაბეგაშვილი].

რეგიონი  - კახეთი [დედოფლისყარო - სიღნაღი - საგარეჯო - გურჯაანი].

 

7. სწავლების დრო და ადგილი: 21-25 ივნისი, თბილისი, სასტუმრო „ტიფლისი“.

მონაწილეობდნენ - ლეილა მეფარიძე, ლიდა ვეშაგური, ლენა სისაური, ნანა არუდაშვილი.

ა/ო: ა(ა)იპ. „სამოქალაქო ინიციატივა-სამართლიანი არჩევნები“ [პროექტის მენეჯერი სოფიო ნაყოფია].

რეგიონი - იმერეთი [ტყიბული - თერჯოლა - ბაღდადი - ქუთაისი].

 

8. სწავლების დრო და ადგილი: 24-30 ივნისი, თელავი, სასტუმრო „ალაზნის ველი“.

მონაწილეობდნენ - ნათელა მელქაძე, გულნაზი მჭედლიშვილი, სოლომონ ბაიაშვილი, იოსებ ხატიაშვილი.  

ა/ო: ა(ა)იპ „მწვანე კავკასია“ [თავმჯდომარეგიორგი აბულაძე; აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ახმეტელი]

რეგიონი - ქვემო ქართლი [ბოლნისი - დმანისი - თეთრიწყარო - წალკა].

 

9. სწავლების დრო და ადგილი: 29 ივნისი - 8 ივლისი, ანაკლია, სასტუმრო „ოქროს საწმისი“.

მონაწილეობდნენ - ნინო ჭანტურია, ანა ჩიქოვანი, სალომე ფართლაძე, საბა სალუაშვილი.

ა/ო:  ა(ა)იპ „სამოქალაქო ერთობა“ [დირექტორი  ნესტან დალაქიშვილი].

რეგიონი - რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი [ონი - ამბროლაური - ცაგერი - ლენტეხი].

 

10. სწავლების დრო და ადგილი: 30 ივნისი - 22 ივლისი, გრიგოლეთი, სასტუმრო „ანდამატი“.

მონაწილეობდნენ - ნელი მაძღარაშვილი, ლია ქამხაძე, ნარგიზა ხალვაში, მანანა სოსებაშვილი.

ა/ო: „ფოთის    ახალგაზრდული    ალიანსი“ [პროექტის ხელმძღვანელი:  გიორგი ღაღანიძე; კოორდინატორი: ია ბაჯალაძე].

რეგიონი - სამეგრელო და ზემო სვანეთი [წალენჯიხა - ზუგდიდი - მესტია - ფოთი].

 

11. სწავლების დრო და ადგილი: 14-21 ივლისი, ბორჯომი, სასტუმრო „ბორჯომი პალასი“.

მონაწილეობდნენ - თინათინ შამუგია, ნანა ბიჭაშვილი, გვანცა გავრილენკო, სალომე ნიკოლიშვილი, მიხეილ [გელა] სალუაშვილი.

ა/ო: ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ [აღმასრულებელი დირექტორი არჩილ ყანჩაველი; კოორდინატორი - ნინო გვარამია].

რეგიონი - სამეგრელო და ზემო სვანეთი [ხობი - მარტვილი - სენაკი - ჩხოროწყუ -აბაშა].

 

ლასკარის მიერ, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობისათვის წარდგენილი ყველა წევრი კმაყოფილი იყო სწავლების შინაარსითა და სასტუმროს მომსახურების დონით [მიღება, დაბინავება, საკვები და სხვა].

ბოლო ჟამის მიმდინარე ეტაპზე, ზემოთქმული პროცესის ამსახველი მინიშნება, ჩვენის აზრით, ახალი აღთქმის იმ მონაკვეთშია მოცემული, სადაც მაცხოვრის მიერ მოწაფეთა ცალკეული წევრების სხვადასხვა ქალაქებში წარგზავნაზეა საუბარი [იხ. მათე 10,1-5’ მარკ. 6,7-8; ანდა - ლუკა 9,1-6]].

ამასთან, ლუკას სახარებაში ვკითხულობთ:

„ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას [და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოც და ათნი და წარავლინნა იგინი ორ-ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისლვად].

და უთხრა მათ: ... წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.

და რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს. და თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.

იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც წინ დაგიდებენ [და რომელსა ქალაქსა შეხჳდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა-დაგებულსა თქუენსა]“ [ლუკა 10, 1-8].

გარდა ამისა, ლუკას სახარებაში დაცული მინიშნება ერთგვარად გამოკვეთავს აღნიშნული პროცესის ბოლო ჟამში მიმდინარეობის დროით ეტაპებს, კერძოდ, წმიდა წერილში ვკითხულობთ:

„სამოცდაათნი სიხარულით დაბრუნდნენ და თქვეს: უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით. და უთხრა მათ: ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან“ [ლუკა 10,17-18].

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ „ფაუსტისეული“ იმ მინიშნების თაობაზე, რომელიც - ეშმაკის, იგივე - „სიცრუის სულის“ მხილების თემას ეხება [იხ. ჩვენი გაზეთის წინა ნომრები]. კერძოდ, აღინიშნა, რომ 2014 წლის მიწურულიდან დაწყებული, ეს, თითქმის, სამწლიანი პროცესი, მიმდინარე - 2017 წლის ივნისის თვეში საბოლოოდ გაიხსნა.

ეშმაკის მხილების ამ უმნიშვნელოვანესი ეტაპის წარმოჩენას, ანუ - ლასკარის ღია სხდომებზე წარმართულ მის განხილვას, თითქმის ერთი თვე დასჭირდა  [იხ. კრებული: „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“, თბ. 2017 წ.].

აღნიშნულის სათანადოდ გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს, ზემოთ მოტანილ ლუკას სახარების ტექსტში დაცულ მინიშნებებში გარკვევა.

დიახ, კოდირებული ტექსტი - „უფალო, ეშმაკნიც კი გვმორჩილებენ შენი სახელით“;  და - „ვხედავდი სატანას, ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან“ [იხ. ლუკა 10,17-18], ჩვენის აზრით, გამოკვეთენ, ბოლო ჟამში, თავად ამ ე.წ. „წარგზავნის“ მისტერიული პროცესის მიმდინარეობის დროს; კერძოდ: ეს უნდა წარიმართოს - ეშმაკის, იგივე - „სიცრუის სულის“ არსის გახსნის ფონზე.

სწორედ ამ დროის მონაკვეთს უნდა გამოკვეთდეს სახარებაში მოცემული - „ეშმაკნიც გვმორჩილებენ შენი სახელით“ და ციდან ელვასავით გადმოვარდნილ სატანაზე მინიშნების კოდირებული არსი.

მეორეს მხრივ, თავად ეს ე.წ. „წარგზავნის“ ეტაპის მიმდინარეობა [2017 წ. 7 ივნისიდან - 22 ივლისამდე დრო], თავის მხრივ გამოკვეთავს ხსენებული „ფაუსტისეული“  ტექსტით გადმოცემული ეშმაკის მხილების თითქმის სამწლიანი მონაკვეთის დასასრულს.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

 

 

ბოლო ჟამის მორიგი მიჯნის კარიბჭესთან,

ანუ კვლავ „ფაუსტი“

 

ა) წინათქმა

ცესკოს მიერ დაგეგმილი პროექტში მონაწილეთაგან, „სამეგრელო და ზემო სვანეთის“ რეგიონისათვის სწავლების ორგანიზებას, როგორც ითქვა, ა/ო: ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ ახორციელებდა. სწავლების ადგილად - ბორჯომი იქნა შერჩეული.

მათი მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენს მიერ, შესაბამისი საოლქო კომისიებისათვის წარდგენილ კანდიდატთა თავდაპირველი სია ასეთი გახლდათ: მარტვილი - ნანა ბიჭაშვილი, სენაკი - თინათინ შამუგია, ჩხოროწყუ - გვანცა გავრილენკო, ხობი - ქეთევან ნიკოლიშვილი, აბაშა - დალი მამულაშვილი.

შემოთავაზებული განრიგის თანახმად, სწავლება - შვიდი მონაკვეთისაგან შემდგარ  ოთხ-ოთხ დღიან ნაკადად იყო დაყოფილი. ამასთან ბორჯომში ჩასვლა წინა დღის საღამოსთვის იყო დაგეგმილი.

სწავლების გამართვის ვადების შეცვლიდან გამომდინარე, საბოლოოდ შემოგვთავაზეს, რომ ჩვენი პარტიის კანდიდატები ე. წ. სწავლების მე-6 ნაკადში მიიღებდნენ მონაწილეობას, ანუ - 13 ივლისს საღამოს ჩავიდოდნენ ბორჯომში, ხოლო სწავლება 14-17 ივლისის ვადებში ჩატარდებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ აბაშის საოლქოსთვის წარდგენილი ჩვენი კანდიდატი დალი მამულაშვილი, მიზეზთა გამო, არათუ 14-17 ივლისის, არამედ ვერც მომდევნო, ე. წ. მე-7 ნაკადში, ანუ [17] 18-21 ივლისის ფარგლებში ახერხებდა ბორჯომში გამგზავრებას.

ჩვენი პარტიისათვის გამოყოფილი ქვოტის აუთვისებლობიდან გამომდინარე უხერხულობის თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა, რომ [17] 18-21 ივლისის ფარგლებში დაგეგმილი სწავლების ბოლო მე-7 კურსში - მე მივიღებდი მონაწილეობას.

ამ მცირე შესავლის შემდეგ, მოდით ერთად მივადევნოთ თვალი - წინასწარ ნაუწყებ მინიშნებათა ბოლო ჟამში მისტერიულად აცხადების პროცესს.

 

ბ) „დამთხვევა“ თუ - კანონზომიერება

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება. ჩვენს ირგვლივ ყველაფერი - „გველაპარაკება“; თუმცა, მოწვდილი ინფორმაციის არსში გარკვევა მხოლოდ ე.წ. „მინდიას ფენომენზე“  დაყრდნობითაა შესაძლებელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოდით თვალი გადავავლოთ ფაქტებს, და ვნახოთ - რაზე უნდა „გველაპარაკებოდეს“ მათი ურთიერთკანონზომიერი თანხვედრა.

ფაქტობრივი მასალა ასეთია:

სწავლების ორგანიზატორმა ა/ო: ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრმა“, შვიდ ნაკადზე გათვლილი სწავლების გამართვის ადგილად შეარჩია ქ. ბორჯომში, კონსტანტინე გამსახურდიას 17 ნომერში მდებარე სასტუმრო [„ბორჯომი პალასი“];

როგორც ითქვა, მიზეზთა გამო, სწავლებაში ჩართვა აბაშის საოლქო კომისიის ქვოტით მომიწია;

სწავლების მე-7 პირობითი ნაკადის მონაწილენი, ბორჯომში 2017 წლის 17 ივლისის საღამოს უნდა ჩავსულიყავით. მართლაც, ხსენებული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი, თბილისიდან წამსვლელ, პროექტში მონაწილე 10 წევრთან ერთად 17 ივლისის 17.00 სთ-ზე დედაქალაქიდან გავიდა. ორსაათნახევარში უკვე ბორჯომში ჩავედით და ხსენებულ სასტუმროში დავბინავდით. 

აბაშაში დაბადებული კონსტანტინე გამსახურდია - 1975 წლის 17 ივლისს გარდაიცვალა.

კომენტარი: - აბაშის ოლქის ქვოტით გამართული სწავლებისათვის შერჩეულია: აბაშაში დაბადებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის ქუჩის მე-17 ნომერში მდებარე სასტუმრო; სწავლებაში მონაწილეობის მიზნით თბილისიდან გასვლა მოხდა. კონსტანტინე გამსახურდიას გარდაცვალების თანხვედრ დღეს - 2017 წ. 17 ივლისს, 17.00 სთ-ზე.

კიდევ ერთ „,მინიშნებას“ გვინდა შევეხოთ.

სასტუმროს ჩემი ნომრიდან გადაშლილ ჰორიზონტს განსაკუთრებულ სილამაზეს მატებდა, კლდის ფერდობზე აღმართული სამი ვეებერთელა ჯვარი.

ბორჯომის მხარედმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა ამიხსნეს, რომ ეს მთა, ხალხში გავრცელებული „ჯვრის მთის“ სახელდებისაგან განსხვავებით, სხვადასხა წყაროების მიხედვით, - „სალი ციხის მთად“ მოიხსენიებოდა.

იქვე გადმომცეს, მუზეუმის თანამშრომლის ბატონ მიხეილ ტივაძის სამეცნიერო ნაშრომში, „სალის ციხის საერისთავოსადმი“ მიძღვნილი ნაწყვეტი, სადაც კერძოდ ვკითხულობთ:

„ბორჯომსა და მის მიდამოებში გაბატონებული მდგომარეობა სალის ციხეს ჰქონდა. იგი მტკვრის მარცხენა სანაპიროს კლდოვან მწვერვალზეა აგებული და აშკარად დაკავშირებულია ლომის მთისაკენ ქედ-ქედ მიმავალ გზასთან, რომელიც აქ ორი მხრიდან მომავალი შეიყრებოდა კერძოდ ვაშლოვანიდან და ბორჯომიდან...

ამ ციხისადმი დაქვემდებარებული ერთეული უნდა ყოფილიყო დღევანდელი ბორჯომი და მისი მიმდებარე ტერიტორია ყვიბისსა და ბანისხევამდე... ამ  საციხისთავო ერთეულის საკულტო ცენტრი უნდა ყოფილიყო ვაშლოვანის მონასტერი.

სალის ციხე ბორჯომიდან ჩრდილოეთით 2,5 კმ-ზეა. იგი წარმოადგენს საფორტიფიკაციო - თავდაცვითი დანიშნულების ძეგლს და დათარიღებულია განვითარებული შუასაუკუნეებით...

სოფელ ვაშლოვანის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე შენობის ნანგრევებია, რომლებიც დაფარულია მიწით. ცალკეული დეტალების სახით ჩანს მიმობნეული კვადრები. აქ არის ზედსახდელის ქვა, ანუ „გელაზი~, რომელიც შუაში გახვრეტილია. გელაზის დიამეტრია 93 სმ. სისქე – 30 სმ, ნახვრეტის დიამეტრი – 16 სმ...“ [იხ. მ. ტივაძე, „ბორჯომის რაიონის მატერიალური კულტურის ძეგლები და მათი დღევანდელი მდგომარეობა“, 1989 წელი].

კოდირებული თხრობის არსიდან მომდინარე, აღნიშნული - „სალ“ და „გელაზი“,  თავისი, განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია.

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, მკითხველს ვთავაზობთ თავად გაიაზროს ეს ფაქტობრივი მასალა და პასუხი გასცეს კითხვას - რა არის ეს: უბრალო „თანხვედრა“ თუ - ერთგვარი „კანონზომიერება“?

 

გ) „ფაუსტისეული“ მინიშნებანი

ღმერთისმიერი განგებულობით, გოეთეს დიდებული ნაწარმოები „ფაუსტი“, თავის პირველ ნაწილში, ბოლო ჟამში, კერძოდ: 2014/2015 წლების გასაყარიდან ვიდრე 2017 წლის ივნისამდე მიმდინარე პროცესების შესაცნობ ნიშნებს გადმოგვცემს. [იხ. კრებული: „მხილებისეული ეტაპის მორიგი მიჯნა, ანუ გოეთეს „ფაუსტით“ მინიშნებული დროითი მონაკვეთის დასასრული“, თბ. 2017 წ.].

მითოსური თხრობისათვის დამახასიათებელი მინიშნებების ერთობლიობის შემცველი, ხსენებული ტრაგედიის მეორე ნაწილი, ერთგვარი - გარდამავალი მონაკვეთის აღწერით იწყება. წინამდებარე წერილში, ჩვენ სწორედ ამ ე.წ. „გარდამავალ დროით  მონაკვეთზე“ გვინდა გესაუბროთ.

ღმერთისმიერი კარნახის თანახმად, ეს „გარდამავალი დროითი მონაკვეთი“, ბოლო ჟამის პროცესებში ჩართული განურჩევლად ყველა პერსონაჟისთვისაა განკუთვნილი. დიახ, იგი - ...ყველა მოკვდავს უწვდის ხელებს. ყოვლისშემძლე ელფთა სული ეშურება ყველგან, რათა განუკურნოს ყველას წყლული, მართალსაც და უკუღმართსაც“ [იოჰან ვოლფგანგ გოეთე, „ფაუსტი“, თარგმანი დავით ონიაშვილისა, თბ. 1962 წ., გვ. 293].

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ტრაგედიის მეორე ნაწილი იწყება - ტრაგედიის პირველ ნაწილში განვითარებული მძიმე პროცესებისაგან გულდამძიმებული ფაუსტის სულიერი მდგომარეობის გადმომცემი მინიშნებით - „დაღლილი ფაუსტი წევს ყვავილოვან ველზე და ბორგავს ძილღვიძილში“ [იქვე, გვ. 293].

წინამდებარე წერილისათვის განკუთვნილ მინიშნებებზე საუბარი, ჩვენც, სწორედ ამით გვინდა დავიწყოთ:

 

როგორც ითქვა, ბორჯომში 17 ივლისის საღამოს ჩავედით, უშუალოდ სწავლების ციკლი კი: 18-21 ივლისის ოთხდღიან მონაკვეთზე იყო გაწერილი.

„ფაუსტისეული“ ჩანართი:

„თქვენ, ვინც მას თავზე დასტრიალებთ ჰაერში გუნდად,

კეთილშობილი ელფებივით მოიქცეთ უნდა.

დაუშოშმინეთ შმაგ ბრძოლებში დაღლილი გული,

მუნათის დება განარიდეთ და ქეჯნა სულის

და განვლილ დიად ტანჯვისაგან განკურნეთ წყლული.

ოთხ ვადას გაძლევთ თქვენ ამისთვის სუფევა ღამის“ [იქვე, გვ. 293-294].  

ლასკარისეულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს არ გაუჭირდება იმაში გარკვევა, რომ ხსენებული - „ოთხ ვადას გაძლევთ“, სწავლების ოთხდღიან დროზე მიგვანიშნებს; ხოლო, კოდირებული - „სუფევა ღამის“, ბორჯომში ჩასვლის დროს გვიკონკრეტებს

იქვე მოცემულია აღნიშნული პროცესის მიმდინარეობის - თვის გამომკვეთი მინიშნება.

„ფაუსტისეული“ ჩანართი:

„მოაწია ჟამმაც სწორედ, და მიყუჩდა ლხენაც, ტკენაც; შენც მინებდი... იგრძნობ ღონეს და ხვალისაც გქონდეს რწმენა.

ველ-მინდვრები მწვანედ ელავს, ჩრდილში ბუჩქნი ჰგვანან ნისლებს, ვერცხლის ტალღა ნაზად ღელავს და იხრება ყანა მკისკენ“ [იქვე, გვ. 294].

როგორც მოგეხსენებათ - ივლისის თვეს, ქართულ დასახელებაში - „მკათათვესაც“ უწოდებენ.

შესაბამისად ძნელი არ უნდა იყო იმის გააზრება, რომ „ფაუსტისეული“ ტექსტი - „იხრება ყანა მკისკენ“, კოდირებულად გვანიშნებს - ივლისის თვეზე.

 

17 ივლისის საღამოსვე, სასტუმრო - „ბორჯომ პალასში“ დაგვაბინავეს. ჩემი ნომერი, მინუს ორი სართულიდან ათვლით, ბოლოს ქვედა მე-5, ხოლო ეზოს დონიდან მე-3 სართულზე მდებარეობდა. ჩემი ნომრის ქვეშ, ე.წ. მე-4 სართულზე - სავარჯიშო დარბაზი იყო; ხოლო კიდევ ერთი სართულით ქვევით მდებარე ეზოში, მუდამ  ლურჯად მოკამკამე, - ღია საცურაო აუზი ფუნქციონირებდა.

განვლილი სპორტული კარიერის გამოცდილებიდან გამომდინარე - სამჯერადი ვარჯიშის შემდეგ ნაკადულივით სუფთა აუზში ცურვის რეჟიმზე დამყარებულ დღეთა მდინარება, ირგვლივ მოჯარული მძიმე ყოფითი გარემოს დავიწყების ყველა პირობას ქმნიდა.

„ფაუსტისეული“ ჩანართი - „და მერე ლეთას ნაკადულში [„ლეთა - დავიწყების მდინარეა“ - იხ. იქვე, გვ. 605] განბანა სცადეთ. მისი სხეული გაყინული მოლბება მყისვე და ჯანით სავსე დღის სინათლეს შეხვდება ისევ“ [იქვე, გვ. 294].

ღია საცურაო აუზის კამკამა წყალზე არეკლილი, ღამის მოწმენდილ ცაზე მოკაშკაშე ვარსკვლავების ფონზე მეფურად გარინდული მთვარის ოქროსფერი ნათება, ცისა და მიწის გასაოცარ ჰარმონიას უსვამდა ხაზს.

„ფაუსტისეული“ ჩანართი - „უკვე ღამე არის გარეთ, ვარსკვლავები ციცქნა-ციცქნა კაშკაშებენ მოელვარედ, ციმციმებენ აქაც-იქაც! და ტბის [აქ - აუზის] ფსკერზე ნაზად კრთიან და დგას ღამე მოკაშკაშე... და სიჩუმეს ღრმას და დიადს გარინდული მეფობს მთვარე“ [იქვე, გვ. 294];

 

თავად სასტუმრო შემაღლებულ ადგილზე გახლავთ აშენებული. მე-5 სართულზე მდებარე ჩემი ნომრის აივნიდან გადაშლილი, ამწვანებული ტყით დაფარული, თითქოს დარაჯებად მდგარი  მთების რკალი - მიწიური სამოთხისეული ელფერის შემცველ სურათს ხატავდა.

„ფაუსტისეული“ ჩანართი - „ხეთა შტოები თავს აღწევენ ნისლოვან სივრცეთ, სად უღრმეს ძილში ასე მშვიდად თავი წაერგოთ. ფერად-ფერადად იმოსება მთელი გარემო... ყვავილებს, ფოთლებს შედგომია კაშკაშა ცვარი და ჩემს გარშემო თვით სამოთხის იღება კარი“ [იქვე, გვ. 295-296];

 

18 ივლისს, ვახშმობის შემდეგ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, ანუ ე.წ „ბორჯომ პარკის“ მოსანახულებლად გავემართეთ. ჩვეულ მცხუნვარებას მოკლებული ჩამავალი მზის სხივების დონზე საოცრად გრილი და მშვიდი საღამო იდგა.

პარკის მისადგომებთან არსებული გარემო ერთგვარი შემამზადებლის როლს თამაშობდა. ირგვლივ გამეფებულ სილამაზეს, კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებდა, პარკში გამავალი მდ. ბორჯომულას მარცხენა ნაპირიდან ათიოდე მეტრით დაშორებული მთის შუიდან გადმომდინარე წყლის ნაკადისაგან წარმოქმნილი ჩანჩქერი.

სალი კლდის კრიალა ზედაპირზე არეკლილი, ხელოვნური განათებისაგან სხვადასხვა ფრად აელვარებული წყლის ნაკადი, ალაგ-ალაგ კვლავ ერთდებოდა და ახლად წამოდუღებული რძის ქაფის მგავსი სურათის მაყურებელს, სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებასთან ერთად,  საოცარ სულიერ სიმშვიდეს ანიჭებდა...

„ფაუსტისეული“ ჩანართი - „სიცოცხლის მაჯა სცემს ღონივრად ცხოველმყოფელი,

რომ მიესალმოს ეთეროვან დაისს სიამით.

შენ დედამიწავ, ნირუცვლელი იყავ წუხელიც [აქ - ჩასვლის საღამო]

და ჩემ ფერხთ ირგვლივ სუნთქავ ახლა გრილი ნიავით.

...

და ესეც ასე... ჩემს ზურგს უკან მზევ დარჩი ბარემ!

აგერ ჩანჩქერი სალ კლდეებზე მოჰქუხს თამამად...

მე მოხიბლული, მას შორიდან მივაპყრობ თვალებს,

ნაკადი აფრქვევს კლდიდან კლდეზე შხეფებს ლამაზად,

ათიათასად იმსხვრევა და მოდის ღვარებად

და ქაფი ქაფზე დგას ჰაერში გაუთავებლად.

მარტო ეს რად ღირს, - აღტაცებით შესცქერის თვალი:

ნაირფერადი ცისარტყელის ციალებს რკალი!..

ხან ნათლად მოსჩანს იგი და ხან სულ ჰქრება ზემოთ -

და ირგვლივა დგას საოცარი სიგრილის გემო.

აქ ირეკლება მისწრაფება კაცთა მარადი:

მას ჩაუფიქრდი და შეიცნობ მაშინ ბოლომდე:

თვით სიცოცხლეა ანარეკლი იგი ფერადი“ [იქვე, გვ. 295-296].

 

2017 წ. 13 ივლისს, წინასწარი შეთანხმებისამებრ, ლასკარში გვეწვივნენ, სპეციალურად ამ შეხვედრისათვის ზუგდიდიდან ჩამოსული ორკაციანი, ე.წ. საშუამავლო დელეგაციის წევრები: ქ-ნი ლიკა ბუკია და ბ-ნი გელა თოლორაია. საქმე ეხებოდა - მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ჩვენი პარტიისა და ქ. ზუფდიდში მერობის კანდიდატად შერჩეული პირის შესაძლო ურთიერთ თანამშრომლობის საკითხს.

ერთსაათიანი შეხვედრის დასასრულს მათ გადავეცით ჩვენი პარტიის საარჩევნო პროგრამის ამსახველი ბროშურების პაკეტი. შევთანხმდით, რომ ორმხრივი დაინტერესების შემთხვევაში, ჩემსა და მერობის კანდიდატობის მსურველს შორის უახლოეს მომავალში გაიმართებოდა პირადი შეხვედრა.

ჯერ კიდევ თბილისში ყოფნის დროს - 16 ივლისს, ქ-ნმა ლიკა ბუკიამ, სატელეფონო საუბარში შემომთავაზა, რომ ზუგდიდთან დაკავშირებული საარჩევნო საკითხების დეტალურად განვიხილვის მიზნით 19 ივლისს ბორჯომში გაგვემართა შეხვედრა. 

მეორე დღეს, 17 ივლისის საღამოს ქ-ნ ლიკა ბუკიასთან გამართულ სატელეფონო საუბარში შევთანხმდით, რომ ზუგდიდიდან წამომსვლელ სამკაციან დელეგაციასთან, საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებული შეხვედრა - 19 ივლისს, ნაშუადღევს შედგებოდა.

საქმის ამდაგვარი განვითარება ერთგვარ „გაუგებრობაში“ მაგდებდა. და აი, რატომ.

„ფაუსტისეულ“ მინიშნებებში, რომლებშიც, როგორც ითქვა, ე.წ. „გარდამავალ დროით მონაკვეთში“ განსავითარებელი მოვლენების დეტალებია მოცემული, მართალია გარკვეული „გრუხუნის“ თემატიკა ფიგურირებს, მაგრამ არანაირი ინფორმაცია არ არის, ამ „გრუხუნთან“ დაკავშირებით გამოწვეულ რაიმე სახის შეხვედრის თაობაზე.

ლასკარისეულ ცნობიერებაზე დაყრდნობითვიცით, რომ  - წინასწარგანჭვრეტილი ნოვლენების ამსახველ მინიშნებებში რაიმე სახის შეცდომა [უზუსტობა] გამორიცხულია.

მაშ, რაში იყო საქმე? „ბუკსა“ და „გრუხუნს“ შორის მისტერიული ურთიერთკავშირი - გასაგები იყო, მაგრამ - რა შეხვედრის ორგანიზებას ცდილობდა „ბუკიას“ ქალი?

ერთი დღის შემდეგ ყველა კითხვას პასუხი გაეცა:

ჯერ ერთი - 19 ივლისის ნაშუადრევს, ქ-ნ ლიკა ბუკიასთან გამართულ სატელეფონო საუბრისას გაირკვა, რომ მიზეზთა გამო, ბორჯომში, ამ მიზნით დაგეგმილი შეხვედრის ორგანიზება ვერ მოხერხდებოდა; და

მეორეც: ბორჯომში ყოფნის მთელი დროის მანძილზე. მხოლოდ 19 ივლისი გამოირჩა ცვალებადი მოღრუბლული ამინდით. იმის მიუხედავად რომ არ უწვიმია, ერთ მონაკვეთში ნახევარი საათის მანძილზე მიმდინარე გრუხუნმა გააყრუა არემარე.

„ფაუსტისეული“ ჩანართი - „ჩუ, ქორების გრგვინვაც! გესმით?

დღე შემოდის უნათლესი.

ჩუ, ხმაური ესმათ სულებს,

ზეცის ბჭენი შეაძრწუნეს; -

გზას იკაფავს ფების ეტლი

და ხმაურით დღე მოელტვის.

მოდაფდაფებს, გვრგვინავს, ელავს,

თვალს ჭრის, მიაქვს ყურთასმენა.

მიაშურეთ კლდეებს, გორებს,

დაბინავდით მყუდროდ ყველა;

შეეფარეთ ბუჩქებს, თორემ

დაყრუვდებით უეჭველად“ [იქვე, გვ. 295].

ამდენად,  ღმერთის განგებულებით, ყველაფერი ზუსტად ისე წარიმართა როგორც წინასწარვე იყო ნაუწყები.

2017 წ. [17]18-19  ივლისს განვითარებულ ე.წ. „გარდამავალ დროით მონაკვეთად“ მოაზრებულ მოვლენებზე საუბარი, ბიბლიური შეგონებით გვინდა დავასრულოთ - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ [ეკლესიასტე 3,1].

ვისაც ყური სასმენლად აქვს - ისმინოს!

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი