Print

კოდი - "სამოცდაათგზის შვიდჯერ"

„სამოცდაათგზის შვიდჯერ“, ანუ

„მიტევებისეული“ ეტაპის დასასრული

მოდით შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ამჯერად, ვიდრე ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში ასაცხადებელი მორიგი ეტაპის გასრულების თემატიკას შევეხებოდეთ, გვინდა, ჩვენს მიერ უკვე გაშუქებული რამოდენიმე საკითხი გავიხსენოთ. კერძოდ:

ჩვენი გაზეთის წინა ნომრებში, „ეშმაკის მხილებისეული ეტაპის“ თაობაზე საუბრისას, დაწვრილებით შევეხეთ, 2014 წლის მიწურულიდან ათვლით დღემდე მიმდინარე, იმ უმძიმესი სულიერი და ფიზიკური ასპექტების შემცველი  პროცესის ცალკეულ გამოვლინებებს, რომელსაც პირობითად ე.წ. „სამემკვიდრეო საკითხი“ ვუწოდეთ.

როგორც მოგეხსენებათ, ბ-ნი ავთო ი.-ს მეშვეობით ჩვენს წინაშე დამდგარი ამ გამოცდისეული პროცესის ერთ-ერთი ეტაპი - 2016 წ. 17 ივნისს დამთავრდა, როდესაც აფრიკის სახლმწიფო - ტოგოში მოკალათებულ თაღლითურ ჯგუფთან ჩვენი ურთიერთობის საბოლოო გაწყვეტა მოხდა [იხ. გაზ. N8 [1009], გვ. 9].

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებული მკითხველი უკვე გაეცნო, ჩვენს მიერ გაშუქებულ - ხსენებული 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებული ბიბლიური მინიშნებითი - 430 დღიანი მონაკვეთის გასრულებისა [2017 წ. 21 აგვისტო] და მის შემდგომად დაწყებული პროცესების თემატიკას [იხ. გაზ. N14 {10015], გვ. 1-6].

მანამდე, კერძოდ - 2017 წ. 16 ივნისს ჩემსა და ბ-ნ ავთო ი.-ს შორის შემდგარი მორიგი საუბრისას, მას შემდეგ რაც მან აღიარა, მანამდე ეშმაკის მეშვეობით ჩვენს თავს მოხვეულ პროცესებში მისი უმძიმესი როლის ნიუანსები, შევთანხმდით, რომ ამ საქმეში ჩართულ სხვა წევრებთან ლასკარში დაგეგმილ შეხვედრაზე, იგი სათანდოდ წარსდგებოდა მათ წინაშე და ერთობლივად დავსახავდით შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალ გზებს [იხ. გაზ. N10 [1011], გვ. 1-2]. სანაცვლოდ განვუცხადე, რომ ამ შემთხვევაში მე მზად ვიყავი მეპატიებია მისთვის ჩემი ნაკვეთის ნახევარ ფასად [ათი ათასი დოლარი] გაყიდვით მიღებული ზარალი.

სამწუხაროდ, 2017 წ, 18 ივნისის შეხვედრაზე, ბ-მა ავთო ი.-მა არა მარტო უარყო მის გულრწფელ მონანიებაზე დამყარებული, ჩვენი შეთანხმების მთავარი არსი, არამედ, ვერ დაივიწყა რა, რამოდენიმე ხნით ადრე, ქ-ნ დინა ჯიქიასაგან მის მიმართ, ამდენი გულისტკივილის მიყენების საპასუხოდ გამოვლენილი [თითქმის ერთადერთი] არასწორი საქციელით გამოწვეული წყენა, უდიდესი სულიერი სისუსტის გამოჩენის გზით, ყოვლად მიუღებელ ფორმაში გამოხატა თავისი დამოკიდებულება [იხ. იქვე, გვ.2].

აღნიშნული პროცესების სახარებისეული ანარეკლი, ჩვენის აზრით, მაცხოვრის მიერ მონათხრობ შემდეგ იგავში უნდა იყოს ასახული.

„ამითა ჰგავს ცათა სასუფეველი მეფეს, რომელმაც გადაწყვიტა ანგარიში გაესწორებინა თავისი მონებისათვის. და როცა ანგარიშსწორება დაიწყო, წარუდგინეს მას ერთი [აქ - ავთო ი.], რომელსაც მისი ათი ათასი [აქ - გაყიდული ნაკვეთის საფასურზეა მინიშნება] ტალანტი ემართა. და რაკი გადახდის თავი არ ჰქონდა, მისმა მეფემ ბრძანა, გაეყიდათ ისიც, მისი ცოლიც, მისი შვილებიც, მთელი მისი სარჩო-საბადებელიც [კოდია] და ვალი დაეფარათ.

დაემხო მონა, თაყვანი სცა და უთხრა: შემიბრალე, მეფეო, და მთელ ვალს გადაგიხდი. შეიბრალა მეფემ თავისი მონა, გაუშვა და ვალიც აპატია [აქ - 2017 წ. 16 ივნისის საუბრის შედეგი]. 

მაგრამ წამოვიდა ეს მონა [აქ - ავთო ი.] და ერთ თავის ამხანაგს [აქ - დინა ჯიქია] შეხვდა [აქ - 2017 წ. 18 ივნისი - ლასკარი], რომელსაც მისი ასი დინარი [სახელისმიერი კოდია: „დინა“-რი] ემართა: ყელში სწვდა, დახრჩობა დაუპირა [18 ივნისს ლასკარში მომხდარის ანარეკლი] და შესძახა: ჩემი ვალი [აქ - ადრე მიყენებული წყენა] დამიბრუნეო.

ამხანაგი ფეხებში ჩაუვარდა [კოდია] და შეევედრა: ცოტაც მაცალე [კოდია] და მთელ ვალს [წყენას] გაგისტუმრებო [მონანიებამდე ამაღლება]. მაგრამ მან ყური არ ათხოვა, არამედ წავიდა და, ვალის გადახდამდე, ციხეში ჩააგდებინა იგი [კოდია].

ეს რომ მისმა ამხანაგებმა [ამ შეხვედრი მონაწილეებმა] დაინახეს, ძალიან შეწუხდნენ, წავიდნენ და მეფეს მოახსენეს ყველაფერი, რაც მოხდა. მაშინ მეფემ დაიბარა მონა და უთხრა: შე ბოროტო, მთელი ვალი გაპატიე, რაკიღა მთხოვე. ნუთუ არა გმართებდა, ისევე შეგებრალებინა შენი ამხანაგი, როგორც მე შეგიბრალე შენ?         

განრისხდა მეფე და მტანჯველებს მისცა ხელში [კოდია], ვიდრე არ გადაიხდიდა მთელ თავის ვალს“ [მათე 18,23-34].

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!..

ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, საქმის არსში გარკვეული მკითხველისათვის, ვფიქრობთ ძნელი აღარ უნდა იყოს, სახარებაში დაცული ამ იგავის პარალელურად, იქვე დაფიქსირებული იმ შეგონების არსში გარკვევა, რომელიც, ჩვენი უმძიმესი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გამოძახილად გვესახება - „...უფალო, რამდენჯერ მიუტევო ჩემს ძმას [აქ - ავთო ი.-ს], რომელიც ჩემს წინააღმდეგ სცოდავს? შვიდჯერ? იესუმ მიუგო: არ გეუბნები: შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ [მათე 18,21-22].

აქ მოცემული კოდირებული - „სამოცდაათგზის შვიდჯერ“, ჩვენის აზრით ბოლო ჟამში გასავლელ კონკრეტული ეტაპის გასრულებაზე უნდა გვანიშნებდეს. კერძოდ: 70 x 7 = 490 დღიანი მონაკვეთი, უკვე ხსენებული - 430 დღიანი დროითი ეტაპის ათვლიდან [2016 წ. 17 ივნისიდან] აღებული - 2017 წ. 20 ოქტომბერზე მოდის.

ამ კუთხით, 2017 წ, 20 ოქტომბერი არის - ის დროითი მიჯნა, როდესაც, სახარებისეული მინიშნებიდან გამომდინარე, დამთავრდა 490 დღით შემოფარგლული ე.წ. „მიტევებისეული ეტაპი“.

ბუნებრივია ვიფიქროთ, რომ გვეკარნახება პროცესების შემდგომი განვითარების ორი თვალსაზრისი:

1. 2017 წ. 20 ოქტომბერს დამთავრდა ე.წ. „მემკვიდრეობის“ [ანუ - ბოლო ჟამის ე.წ. მხილებისეული ეტაპის შესატყვისად წარმართვისათვის საჭირო სახსრების მოძიების] საკითხთან დაკავშირებით ბ-ნი ავთო ი.-საგან მომდინარე [ნებსითი თუ უნებლიე] ტყუილების ნაკადი, და შემდგომი ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ გულრწფელ და სამართლიან გამოვლინებებზე უნდა იყოს აგებული; ანდა

2. 2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით, ბ-ნი ავთო ი.-ს მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირება, უკვე მიუტევებელ ცოდვათა სახეს იძენს. აკი ბრძანებს მოციქული - „თუ ვინმე ხედავს თავის ძმას [აქ - ავთო ი.], რომელიც სცოდავს არა მომაკვდინებელი ცოდვით [490 დღიანი მონაკვეთი], ითხოვოს და მისცემს მას სიცოცხლეს [აქ - მიტევებას], ესე იგი მას, ვინც [აქ - ავთო ი.] სცოდავს, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვით [აქ - 2017 წ. 20 ოქტომბრამდე მომხდარი]. არის [2017 წ. 20 ოქტომბრიდან ათვლით] მომაკვდინებელი ცოდვა, მისთვის როდი ვამბობ, ითხოვოს-მეთქი“ [1 იოანე 5,16].

ამ კუთხით, მკითხველის ყურადღება გვინდა გავამახვილოთ, 2017 წ. 20 ოქტომბრის შემდგომად განვითარებულ პროცესებზე.

როგორც ვიცით, 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებული 430 დღიანი მონაკვეთის [2017 წ. 21 აგვისტო] გასრულების მეორე დღეს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება თვითმმართველობის არჩევნების 2017 წ. 21 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით.

ჩვენს მიერ ისიც აღინიშნა, რომ გოეთეს „ფაუსტისეული“ ტექსტის მინიშნებით აღნიშნული არჩევნები ე.წ. „მასკარადის“ სახელითაა მოხსენიებული [იხ. გაზ. N17 [1018], გვ. 1-3].

გარდა ამისა, იქვე, ჩვენ ვისაუბრეთ „ფაუსტისეულ“ ტექსტში მოცემულ იმ მინიშნებებზეც, რომელნიც მიწის წიაღში დაფლული განძის თემატიკის იმ ნიუანსებს აფიქსირებს, რომელიც 2017 წ. 7 სექტემბერს ლასკარში შემდგარი საუბრის არსში გარკვევისთვის იყო საჭირო [იხ. გაზ. N17 [1018], გვ. 6-8].

და აი, ხსენებული 2016 წ. 17 ივნისიდან ათვლით აღებულ 490-ე დღეს [2017 წ. 20 ოქტომბერს] ე.წ. „მიტევებისეული ეტაპის“ გასრულებიდან დაწყებულ ე.წ. „არამისატევებელ ცოდვათა ეტაპის“ დაწყების პირველ დღეს - 2017 წ. 21 ოქტომბერს, ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად მომხდარით, მოგვეცა - პირობითი „განმუხტვისეული ეტაპის“ ნიშანი, რომელიც ბ-ნ რ. ჯ.-ის მოულოდნელ გარდაცვალებაში გამოვლინდა [იხ. გაზ. N18 [1019], გვ. 7].

ხსენებულ 20 ოქტომბერს, ლასკარში გამართულ შეხვედრაზე, ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ, ე.წ. „სამემკვიდრეო“ საკითხით გამოწვეული პრობლემების მოგვარების მორიგ ვადად - ოქტომბრის თვის ბოლო დასახელდა. ამიტომ, შედეგებზე სასაუბრო დროდ 1 ნოემბერი შეირჩა.

სამწუხაროდ, ისევე როგორც აქამდე, აღნიშნული შეპირება ისევ არ შესრულდა. ბ-ნ ავთო ი.-თან, ლასკარში - 2017 წ. 1 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ 21 ოქტომბერს მომხდარის თაობაზე. მას ავუხსენი, რომ ხსენებული „განმუხტვისეული“ პროცესით, მის თავს მოსახდენის ე.წ. „ჩანაცვლება“ მოხდა; და რომ ამით „წერტილი დაესვა“  ხსენებულ „მიტევებისეულ ეტაპად“ სახელდებულ დროში „სიცრუისა“ და „თაღლითობათა“ იმ არაერთ გამოვლინებას, რომლის თაობაზეც „ფაუსტისეული“ ტექსტი ასე მიგვანიშნებს:

ასტროლოგი (ლაპარაკობს იმას, რასაც მეფისტოფელი ჩასჩურჩულებს)...

ხალხის ხმა: ჩვენთვის ეს რაღაც ჩმახვაა მხოლოდ, მგონი მეასედ ამ სიტყვებს ვისმენთ; ასეთი ვინმეც თუ მოვა ბოლოს [კოდია] ისიც [კოდია] თაღლითი იქნება ისევ“ [იხ. გაზ. N18 [1019], გვ. 7].

1 ნოემბრის შეხვედრაზე, საკითხის მოგვარების მორიგ მიჯნად 6 ნოემბრის ორშაბათი დღე დასახელდა. შუალედური შეხვედრა კი 3 ნოემბრისათვის [პარასკევი] ჩავნიშნეთ.

1 ნოემბრის მიწურულს ქალბატონ ლეილა მეფარიძესთან გამართულ სატელეფონო საუბარში შევიტყვე მისი ორჯერ წაქცევისა და მძიმე ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.

2 ნოემბრის დილას, ქ-მა ლეილამ უკვე საავადმყოფოდან დამირეკა და მის თავს ინსულტის მსუბუქი ფორმით გამოვლენილი ნიშნების თაობაზე მესაუბრა. თან დასძინა - თუ ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართა, ექიმებმა შესაძლოა 6 ნოემბრისთვის გამომწერონო.

აშკარა გახდა, რომ საქმე გვქონდა ე.წ. - „შეხიდების“ მორიგ გამოვლენასთან.

3 ნოემბრის შეხვედრაზე ბ-ნ ავთოს კიდევ ერთხელ ავუხსენი იმ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, რომელიც მისი მხრიდან მომდინარე არასწორად გააზრებულ პროცესებს შეიძლება მოყოლოდა.მორიგი შეხვედრის დღედ - 7 ნოემბერი ჩავნიშნეთ.  

ღმერთის შეწევნით, ქ-ი ლეილას ჯანმრთელობითი მდგომარეობა გაუმჯობესდა, და ექიმებმა იგი 5 ნოემბერს საავადმყოფოდან გამოწერეს.

7 ნოემბერს ჩანიშნული ჩვენი შეხვედრა არ შედგა. ლასკარში მისულს, მეზობელმა გადმომცა ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ ჩემთვის დატოვებული წიგნი [„ასტანა“, რაც კოდირებულად - „ა[ს]ტანა“-ზე მანიშნებდა]. აი რა ეწერა წიგნში ჩადებულ ფურცელზე:

„ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების“ [შოთა რუსთაველი].

ამ პატარა საჩუქარში, სხვა ლამაზ სურათებთან ერთად, არის „ტრიუმფალური თაღი“, რომლის საზეიმო გახსნა შედგა 14 ნოემბერს. ჩვენი მოლოდინი დროში გაიწელა. ღვთის შეწევნით, მე, ბევრი მიზეზის გამო [მათ შორის თქვენი ღრმა ანალიზი და მინიშნებები ერთ-ერთია], კვლავ ველი მზის სხივის დაბადებას გვირაბში. ამიტომ - იქით კვირას დაგირეკავთ და შევხვდებით კარგი ამბავით.

თუ ვინმეს მოთმინების ფიალა აევსო - ე.ი. მაშინ ეშმაკის ზეიმი გრძელდება და მთელი ეს ვარამი ფუჭი ყოფილა. მანამდე ამ თემაზე ნებისმიერი საუბარი არაფრის მომტანია. პრინციპულად განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში შინაურული საუბარი დასრულებული იქნება და მხოლოდ ოფიციალური შეხვედრების გზას უნდა დავადგეთ. როგორც ღმერთი ინებებს და ჩაგაგონებთ - ისე გავაგრძელოთ“.

მიუხედავად ამისა, ჩემი თხოვნის შემდეგ 8 ნოემბერს კვლავ შევხვდით ერთმანეთს. ბ-მა ავთო ი.-მა, უკვე გადაჭრით აღნიშნა, რომ - საქმის სასიკეთოდ დამთავრებაა 14 ნოემბერს თუ არა, იმ კვირას არ გადასცილდებაო.

ვგონებთ რომ, ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს აღარ უნდა გაუჭირდეს, ამ შეხვედრაზე ბ-ნი ავთო ი.-სთვის ნათქვამის არსში გარკვევა:

 ერთის მხრივ - 21 ოქტომბერს - რ. ჯ.-ის გარდაცვალებით დაფიქსირებული ე.წ. „განმუხტვისა“ და, მეორეს მხრივ - 1 ნოემბერს ქ-ნ ლეილა მეფარიძის მსუბუქი ინსულტით გამოვლენილი ე.წ. „შეხიდების“ პროცესებით, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ „გასამებასთან“ დაკავშირებით, უახლოეს დღეებში მოსახდენი, თავად გაგვცემს პასუხს, თუ როგორ წარიმართება თავად ბ-ნი ავთო ი.-ს მიერ გაკეთებული არჩევანით გამოკვეთილი გზასავალი.  

წინამდებარე საუბარიც ამით გვინდა დავასრულოთ.

„თუ ვინმე თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს რომ რასაც თქვენ გწერთ, უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38].

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი