Print

2018 წ. საპრეზიდენტო არჩევნების მისტერია, ანუ რატომ შეჩერდა წმ. ნინო ფარავნის ტბასთან 2 დღე

„ნინოწმინდა“ – „ორი დღე“ – „სომხურითა ენითა“, ანუ

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთი მინიშნების

მისტერიული არსის საკითხისათვის

 

ა} პოლიტიკური ასპექტი

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ გაირკვა, რომ, საქართველოს ტერიტორიაზე გახსნილ 73 ოლქიდან, ჩემს სასარგებლოდ მიცემული ხმების პროცენტულად ყველაზე უკეთესი მაჩვენებელი N41 ნინოწმინდის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა.

კერძოდ, ამ ოლქთან დაკავშირებით ზოგადი სტატისტიკური სურათი ასეთია:

N41 ნინოწმინდის ოლქში არჩევნებზე გამოცხადდა - 9 675 ამომრჩეველი, ანუ - 46,2%. საუკეთესო ხუთეულის შედეგი ასეთია:

1. N48 სალომე ზურაბიშვილი [დამოუკიდებელი] 5 623 (59,16 %);

2. N5 გრიგოლ ვაშაძე [ერთიანი ნაციონალური მოძრაობა] 2 039 (21,45 %);

3. N2 დავით ბაქრაძე [ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის] 1 515 (15,94 %);

4. N28 მიხეილ სალუაშვილი [სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე] 87 [0,92%];

5. N40 ლევანი ჩხეიძე [ახალი ქრისტიან-დემოკრატები] 46 (0.48 %).

აღნიშნულ შედეგს 30 ოქტომბერს გამოეხმაურა ნინოწმინდაში მოქმედი რადიო „ნორი“ [ფმ 100,1], რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ხმათა ასეთი გადანაწილების სისწორე, და გამოთქვა მოსაზრება, რომ ნინოწმინდის სომხურენოვან ამომრჩევლებს - მიხეილ სალუაშვილი, შესაძლოა - მიხეილ სააკაშვილში აერიათო.

რადიო „ნორი“-ს ინფორმაციაზე დაყრდნობით 31 ოქტომბერს, არაერთმა ინტერნეტ გამოცემამ [მაგ. „მეტრონომი“; „ნეტგაზეტი“; „სამხრეთის კარიბჭე“] გაავრცელა საკითხისადმი ანალოგიური დამოკიდებულება.

31 ოქტომბერსვე ტელეფონით დამიკავშირდა ტვ „რუსთავი - 2“-ის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელიც სარედაქციო დავალებით ყოფილა ნინოწმინდაში ჩასული, და მთხოვა მისი თბილისში დაბრუნების შემდეგ ამ საკითხზე კომენტარი გამეკეთებინა.

1 ნოემბერს, 16:00 სთ-ზე, სამების ეკლესიის ეზოში გამართულ შეხვედრაზე, ჯერ კიდევ ნინოწმინდაში მყოფი თამთა დოლენჯაშვილის მაგივრად, ინტერვიუს ასაღებად, მოსული მისი კოლეგა ჟურნალისტი დაინტერესდა - „როგორ მოხდა რომ თქვენ, რომელსაც ნინოწმინდაში საარჩევნო კამპანია არ ჩაგიტარებიათ და არც საარჩევნო პლაკატები არ გაგიკრავთ, ხმების რაოდენობით მე-4 შედეგი აჩვენეთო“.

პასუხად განვუცხადე, რომ - საარჩევნო პროცეში ჩვენო მონაწილეობის მთავარ მიზანს წარმოადგენდა - საქართველოს სულიერი მისიის ასრულების, ანუ მეორედ დიდებით მომავალი უფალი იესუ ქრისტეს საყოველთაო გაცხადებისწინარე დროის - ბოლო ჟამის დადგომის თაობაზე, ბიბლიაში არსებული წინასწარნაუწყები ნიშნების აცხადების დადასტურება, რამეთუ ამ ნიშანთა უმრავლესობა სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მომხდარი და მოსახდენი მოვლენების იგავური ფორმით გადმომცემია;

და, რომ ამ ნიშნებში იგავურად ასახულია უფლის გაცხადებამდე გასავლელი ეტაპების დადგომის შესაცნობი ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგიც.

შესაბამისად, მე, მიხეილ [გელა] სალუაშვილს, 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო კანდიდატის სტატუსით - საქართველოს არც ერთ რეგიონში [მათ შორის - არც ნინოწმინდაში] არ ჩამიტარებია წინასაარჩევნო კამპანია [არ გამიმართავს არც ერთი შეხვედრა]. ამ ორი თვის მანძილზე, საქართველოს ამომრჩეველთან ჩემი ურთიერთობა შემოიფარგლებოდა მხოლოდ სხვადასხვა მედია საშუალებებით [სატელევიზიო და რადიო ეთერის, ბეჭვდითი მედიისა და ინტერნეტის] მეშვეობით მათდამი გაკეთებული განცხადებებით...

და კიდევ: ისევე როგორც - 2013 წელს, ასევე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც, სახელმწიფო აუდიტისათვის წარდგენილი დეკლარაციის მიხედვით - ჩვენი საპრეზიდენტო ფონდიდან [ჩემი საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებიდან - არჩევნების დღის ჩათვლით] - არ დაგვიხარჯავს არც ერთი თეთრი. და საარჩევნო პროცესი - ნულოვანი ხარჯით დავასრულეთ.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მასშტაბით, 25 საპრეზიდენტო კანდიდატს შორის, მე მეთორმეტე შედეგი ვაჩვენე, და ხმების რაოდენობით ვაჯობე, არჩევნებში მონაწილე, სახელმწიფო დაფინანსების მქონე ე.წ. 16 კვალიფიციური კანდიდატიდან - 10 ასეთ კანდიდატს.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ - საქართველოს მასშტაბით ჩემს სასარგებლოდ დაფიქსირებული მხარდაჭერა იმ ინფორმირებული ამომრჩევლის მიერაა გამოხატული, ვისაც ჩვენი სათქმელი ან ეხლა მიწვდა, ანდა სხვადასხვა გზით უკვე ინფორმირებული იყო ჩვენი საპროგრამო მასალის შინაარსის თაობაზე.

1 ნოემბერსვე, ტვ რუსთავი - 2“-ის 21:00 სთ-იანი „კურიერის“ ღია ეთერში, გადაიცა სიუჟეტი, რომელშიც, ნინოწმინდაში ჩატარებული ე.წ. ჟურნალისტური გამოძიების ორდღიანი შედეგი იყო ასახული. ჟურნალისტის მთავარი მიზანი იყო გამოერკვია სამცხე ჯავახეთის ამ რეგიონში - ჩემი ცნობადობის საკითხი.

სიუჟეტიდან ჩანდა, რომ ნინოწმინდაში მცხოვრებ სომხური ეროვნების ამომრჩევლებთან ჩატარებულ ორდღიან გასაუბრებას ერთადერთი შედეგი მოჰყვა - მიხეილ სალუაშვილის თაობაზე ამომრჩეველთა კიდევ უფრო მეტმა ნაწილმა მიიღო ინფორმაცია.

5 წთ. და 45 წმ-ის ხანგრძლივობის სიუჟეტის ბოლოს ჩემს მიერ გაკეთებული ვრცელი კომენტარიდან მხოლოდ 35 წმ-იანი ფრაგმენტი იყო წარმოდგენილი.

გადაცემის დასასრულს, სატელეფონო საუბარში ჟურნალისტს გულრწფელი მადლობა გადავუხადე მათ მიერ ნინოწმინდაში ყოფნის ორი დღის მანძილზე, სომხური ეროვნების ამომრჩევლებთან ჩემდა სასარგებლოდ გაწეული საქმიანობისათვის [აგიტაციისათვის].

 

ბ} პოლიტიკური თემის მისტერიული ასპექტი

2018 წ. 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი ჩართვის მთავარი მიზნიდან გამომდინარე, მოდით ვნახოთ საქართველოს სულიერი მისიის თვალსაზრისით, რა მისტერიულ [კოდირებულ] პროცესზე უნდა გვანიშნებდეს, ზემოთ გადმოცემული ინფორმაცია, ანუ - დღეისათვის, ძირითადად სომხურენოვანი ამომრჩევლით დასახლებულ [წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას] ნინოწმინდაში ორი დღის მანძილზე მიმდინარე პროცესი.

მე-10 საუკუნის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის „ქართლის ცხოვრების“ მეორე ნაწილში - „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ [„მოქცევაი მირიან მეფისა და მის თანა ყოვლისა ქართლისა წმიდისა და ნეტარისა დედისა ჩუენისა ნინო მოციქულისა მიერ“], კერძოდ ვკითხულობთ:

„...და წარმოვიდა მუნით წმიდაი ნინო და მოვიდა ორბანთად, საზღვართავე სომხითისათა... და მოიწია მთათა ჯავახეთისათა სადა-იგი მიემთხვა ტბასა დიდსა გარდამომდინარესა, რომელსა ეწოდების ფარავნაი... და დაყო მუნ ორი დღე და ითხოვა საზრდელი მეთევზურთაგან, ტბასა მას შინა მონადირეთაისა და მწყემსნიცა იყვნეს ადგილსა მასვე...

...ამას იტყოდეს იგინი ენითა სომხურითა, რომელი-ესე ესწავლა მცირედ რაიმე ნინოსცა პირველივე ნიაფორისა მისგან. და ჰკითხა ერთსა მწყემსთა მათგანსა და ჰრქუა ენითა სომხურითა...“ [„ქართლის ცხოვრება“ თბ. 2008 წ., გვ. 97-98].

დაინტერესებულ მკითხველს თავად შეუძლია ტექსტის გაგრძელებას გაეცნოს.

ლეონტი მროველისელი ამ ინფორმაციიდან, ამჯერად ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენების ჭრილში განსახილველი:

- ქართველთა გამაქრისტიანებელი პირის, ქართლის სამეფოში „სომხეთის საზღვრიდან“ [დღეისათვის ნინოწმინდის რაიონიდან] შემოსვლის,

-   საკომუნიკაციო ენად - სომხურის გამოყოფისა, და

- ამ ადგილზე ორი დღის მანძილზე დაყოვნებასთან დაკავშირებული მინიშნებანი..

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს ვფიქრობთ არ გაუჭირდება იმაში გარკვევა, თუ:

- რატომ „მოხდა“, რომ საქართველოში გახსნილი 73 საარჩევნო ოლქიდან, ჩვენს მიერ მიღებული ხმების, პროცენტულად ყველაზე უკეთესი შედეგი, ძირითადად სომხურენოვანი ამომრჩევლით დასახლებულ - ნინოწმინდაში დაფიქსირდა;

- რატომ გახდა ეს ფაქტი სხვადასხვა მედია საშუალებების დაინტერესების ობიექტი;

- რატომ დასჭირდა ტვ „რუსთავი - 2“ -ის საინფორმაციო რედაქციის მხრიდან ამ საკითხზე სიუჟეტის მომზადებას - ნინოწმინდაში ჩასვლა, და იქ - ორი დღის მანძილზე იმის გარკვევას - რამდენად იცნობს იქაური სომხურენოვანი ამომრჩეველი პრეზიდენტობის კანდიდატ მიხეილ სალუაშვილსა და მის საარჩევნო პროგრამაში შემავალ საქართველოს სულიერი მისიის თემატიკას.

ამ რიტორიკულ კითხვებზე პასუხი მკითხველისათვის მიგვინდია.

ჩვენი მხრივ კი დავძენთ, რომ ბოლო ჟამის მდინარება თავისი ნორმით სრულდება.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს!

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

 

მისეილ [გელა]

სალუაშვილი