Print

სალომეას ცეკვა, ანუ 2018 წ. არჩევნების მისტერია

ბოლო ჟამის ეტაპის

„სალომეას ავხორცული როკვი“-ს მიხტერია

 

გვინდა შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნა, რათა წინამდებარე სათქმელის თავმოყრა შევიძლოთ.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიაში, მაცხოვრის მეორედ დიდებით მოსვლისწინა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს თავისი მისტერიული ასრულების დრო-ჟამი აქვს. ამჯერად, ერთ--ერთ მათგანზე გვინდა ვისაუბროთ, რომელსაც, პირობითად - „სალომეას ავხორცული როკვა“ შეიძლება ვუწოდოთ.

საუბრის დაწყებამდე შეგახსენებთ, რომ მათესა და მარკოზის სახარებაში დაცული მინიშნების მიხედვით, სალომეა არის - ჰეროდე მეოთხედმთავრის [ანტიპას] მეუღლის - ჰეროდეადას ასული.

თავის მხრივ, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა იყო - ჰეროდე ანტიპას ნახევარძმის არისტობულის ქალიშვილი, რომელიც მანამდე დაქორწინებული გახლდათ თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე.

ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. ასეთ ქორწინებას რჯული პირდაპირ კრძალავდა და „უწმინდურად“ მიიჩნევდა. ამ უზნეო კავშირის წინააღმდეგ ილაშქრებდა - იოანე ნათლისმცემელი: „არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი“ (მარკ. 6:17).

სახარებაში - სალომეა მხოლოდ ერთ ეპიზოდშია ნახსენები. კერძოდ, დედამისის კვალზე მავალი - სალომეას ავხორცული ცეკვით მოხიბლულმა ჰეროდე ანტიპამ, სალომეას, ნებისმიერი თხოვნის აღსრულების პირობა მისცა. დედის ჩაგონებით, სალომეამ - საპყრობილეში მყოფი იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი მოითხოვა. მისი ეს სურვილი შესრულებულ იქნა.

აღნიშნულის ფონზე სახარება ასეთ მინიშნებასაც იძლევა: იმ ხანად ჰეროდე მეოთხედმთავრამდე მიაღწია იესოს ამბავმა;    და უთხრა თავის მსახურთ: ეს არის იოანე ნათლისმცემელი; მკვდრეთით აღმდგარა და ამიტომ ძალნი მოქმედებენ მასში“ მათე 14,1-2].

ბოლო ჟამისმიერი გადმოსახედიდან, ე.წ. „სალომეას ავხორცული როკვის“ ეტაპის დადგომით, ორი საყურადღებო მომენტია გამოყოფილი:

1. მას მოჰყვება - იოანე ნათლისმცელის თავისმოჭრა; და

2. პარალელურად, იწყება უფალ იესუ ქრისტეს მიწიური საქმიანობის ახალი ფაზა - ქადაგება სასუფევლის მოახლოების თაობაზე:

„შემდგომ ამისა, დაიწყო იესუმ ქადაგება და ამბობდა: მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოვდა ცათა სასუფეველი“-ო [მათე 4,17].

ამდენად, სალომეასთან დაკავშირებული პროცესის გამოკვეთა და გასაჯარისება, სწორედ, ხსენებული ეტაპების ბოლო ჟამში ასრულების დროითი მიჯნების, შესაბამისად გააზრების მიზნითაა განპირობებეული.

ზოგადად, წმინდა წერილში დაფიქსირებულ ნიშანთა ბოლო ჟამში ასასრულებელ მისტერიულ პროცესს, თავისი პირობითი - „დასაწყისი, განვითარება და დასასრული“ აქვს.

ჩვენს მიერ განსახილველი „სალომეას ავხორცული როკვი“-ს მისტერიული პროცესი - 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებასა და მის შემდგომად განსავითარებელ მოვლენებს უკავშირდება.

მოდით თვალი გადავავლოთ მოვლენათა განვითარების პირობით ქრონოლოგიას.

2018 წლის აპრილის თვეში, სახელისუფლო პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე დაბრუნებული ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, „ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პარტიული კანდიდატის დასახელებაზე უარი თქვა.

ბატონი ბიძინას გაცხადებით, ისინი მზად იყვნენ, არჩევნებში მონაწილე რომელიმე ე.წ. „დამოუკიდებელი“ კანდიდატისათვის დაეჭირათ მხარი. საბოლოოდ „არჩევანი“ - სალომე ზურაბიშვილზე შეჩერდა.

მკითხველს გვინდა შევახსენოთ, რომ საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე, ეს ვითომცდა „დამოუკიდებელი“ კანდიდატი, სალომე ზურაბიშვილი:

ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სწორედ სახელისუფლო პარტიის მხარდაჭერით გახდა - მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის დეპუტატი;

ხოლო. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგით უკმაყოფილო ბიძინა ივანიშვილის მიერ ტ/კ „იმედის“ ეთერში გასული ინტერვიუს მეშვეობით, გავიგეთ, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე მათ შორის საუბარი 2018 წ. აპრილის თვეშივე გამართულა.

მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ თანახმად: „საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა არ შეიძლება ეკავოს საქართველოს იმ მოქალაქეს, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა“ [მუხლი 29,11].

მიუხედავად ამისა, პ/გ „საქართველოს“ [თ-რე გიორგი ლილუაშვილის] მიერ საფრანგეთის საელჩოდან, სალომე ზურაბიშვილისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის გაუქმების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის მოთხოვნის პასუხად, მიღებულ დოკუმენტში ვკითხულობთ:

„საფრანგეთის საელჩო საქართველოში აღნიშნული ცნობით ადასტურებს, რომ ქ-ნმა სალომე ნინო ზურაბიშვილმა... 2018 წ. 27 ივლისს, საელჩოს საკონსულოში წარადგინა თხოვნა საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ... [N2018/1493780].

ამ ცნობის მიხედვით, ვერ დგინდება:

1. არის თუ არა, ორი სახელის მქონე ვინმე: „სალომე ნინო ზურაბიშვილი“, იგივე - სალომე ზურაბიშვილი; და

2. რამდენად დროში თანხვედრადია: მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნის საელჩოში წარდგენა, და - წარმდგენისათვის მოქალაქეობის გაუქმების საკითხის გადაწყვეტა.

საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის საკითხი ვერ დაადასტურა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წ. 27 ნოემბერს გაცემულმა დოკუმენტმაც [27 ნოემბერი 2018 წ., N0166842]. რომელშიც კერძოდ ვკითხულობთ:

„... გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 20 მარტის N100 ბრძანებულებით საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და დღეის მდგომარეობით ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის საქართველოს მოქალაქე...“ .

მიუხედავად ამისა, ცესკომ, მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით - 2018 წ. 14 აგვისტოს, ჯერ კიდევ ორმაგი მოქალაქეობის მქონე სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად წარმდგენი საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა [განკარგულება N53/208]; ხოლო 2018 წლის 9 სექტემბერს მიღებული N97/2018 განკარგულებით, სალომე ზურაბიშვილი უკვე საპრეზიდენტო კანდიდატად დაარეგისტრირა.

მოქმედი იურიდიული კანონმდებლობის დარღვევის გარდა, სალომე ზურაბიშილი, სამწუხაროდ ქრისტიანული ეკლესიის მიერ დადგენილი კანონიკის დამრღვევიც გახლავთ.

აღნიშნული თაობაზე, ჩვენს მიერ, 2018 წ. 11 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილის მისამართით გავრცელებულ „ღია მიმართვაში“, ვწერდით:

იცით თუ არა, რომ ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოს მიეკუთვნება: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება, 3. ზიარება, 4. სინანული, 5. მღვდლობა, 6. ქორწინება, 7. ზეთის კურთხევა?

იცით თუ არა, რომ საკუთარი შვილის ნათლიასთან არ შეიძლება ქორწინებით კავშირში შესვლა? და რომ ასეთი პირი - ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოს დამრღვევი ცოდვილი ხდება?

ქალბატონო სალომე!

მინდა მჯეროდეს, რომ ყოველივე ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ცნობილია [თუ არადა, არასდროს არ არის გვიან მათთან დაკავშირებული ინფორმაციას მოძიება], ამიტომ

ქრისტესმიერი სიყვარულით მინდა განგიცხადოთ, რომ:

თქვენ, რომელმაც არ ვიცი ნებით და არ ვიცი უნებლიეთ [არაინფორმირებულობის გამო], დაარღვიეთ ნათლობის საიდუმლო, და თქვენსავე შვილის ნათლიასთან იქორწინეთ, არანაირი მორალური და მოქალაქეობრივი უფლება არ გაქვთ შეეცადოთ გახდეთ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს პრეზიდენტი!..

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით: გაისიგრძეგანეთ თქვენს მიერ ჩადენილი ზემოთ ხსენებული ცოდვის მთელი სიმძიმე, და შეეცადეთ ეზიაროთ მონანიების უდიდეს მადლს, რომლის პრაქტიკული გამოხატულების ნიშნად:

1. ბოდიში მოუხადეთ საქართველოს მოსახლეობას, მათი მორალური ფასეულობების შელახვის გამო; და

2. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გზით უარი განაცხადეთ 2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე“ [იხ. დანართი N1]

იგი, ჩვენს ამ მიმართვას არც კი გამოხმაურებია.

მივყვეთ მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების პირველსავე ტურში გამარჯვებაში დარწმუნებულმა სალომე ზურაბიშვილმა, პრეზიდენტად არჩევისათვის საჭირო: 50% + 1 ხმის მოპოვება ვერ შეძლო.

9 ნოემბერს მისდამი განკუთვნილ მორიგ ღია მიმართვაში ვწერდით:

ქალბატონო სალომე!

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დაგიჭირათ სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ - 615 572 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს არჩევნებში მონაწილეთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,49%-ს.

ამდენად, ცხადია, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევაზე“

თითქმის ამდენივე ხმა მოაგროვა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემაც.

2018 წ. 18 ნოემბერს სალომე ზურაბიშვილისა და გრიგოლ ვაშაძისადმი განკუთვნილ ღია მიმართვაში, მას ვწერდით:

„საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად, იქმნება სურათი, რომ თითქოს თქვენ, გსურთ, დამატებით მოიპოვოთ:

ერთის მხრივ თქვენი კონკურენტი კანდიდატის მოწინააღმდეგეთა; ხოლო

მეორეს მხრივ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის [ცხრაწლიანი თუ ექვსწლიანი] მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა აღმოჩნდა მისთვის გამოუვალ მდგომარეობაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ:

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია თქვენი, როგორც 17 – 17 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პირთა არჩევა;

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობის მოცემულობიდან გამომდინარე, ამომრჩეველი იძულებულია შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი. ჩვენი აზრით, ქვეყნის ამომრჩეველზე ასეთი ფორმით ძალადობა ყოვლად დაუშვებელია...“ [იხ. დანართი N2].

სამწუხაროდ მეორე ტურის საარჩევნო კამპანია სწორედ ამ სცენარით განვითარდა.

შესაბამისად, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული გახდა - სალომე ზურაბიშვილი:

რომელიც მოქმედი კანონმდებლობის კანონდარღვევით დარეგისტრირდა საპრეზიდენტო კანდიდატად;

რომელიც არად დაგიდევთ ქრისტიანული კანონიკით გათვალისწინებულ ზნეობრივ მოთხოვნებს; და

რომელიც საქართველოს პრეზიდენტად გახდა არა იმიტომ, რომ მას გამარჯვებისათვის საჭირო ოდენობის ამომრჩეველი უჭერს მხარს, არამედ, მხოლოდ იმიტომ, რომ - საქართველოს ამომრჩევლთა სწორედ ასეთი ოდენობისათვის აღმოჩნდა მიუღებელი დანაშაულებრივი რეჟიმის დამამკვიდრებელი „ნაცმოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატი.

აი, ასეთია, ჩვენ თვალწინ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დაწყებული, სახარებაში დაცული - „სალომეას ავხორცული როკვის“ მისტერიის მოკლე ქრონოლოგია.

საუბრის შეჯამებამდე, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, იმაში თუ რაზე უნდა გვანიშნებდეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევისათვის მეორე ტურის ჩატარები.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბიბლიისეულ ტექსტი - „...ორნი კი დასასრულამდე დარჩებიან“ [3 ეზრა 12,21], 2011-2012 წლებიდან მოყოლებული საქართველოს პოლიტიკურ არენაზე მყოფ: ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ თავმოყრილ ორ მთავარ პოლიტიკურ ძალაზე მიგვანიშნებს.

და აი, მიუხედავად იმისა, რომ, მიზეზთა გამო, 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში - 25 საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატთა დომინანტობა აშკარა იყო,

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარებით, კიდევ ერთხელ მოხდა ზემოთხსენებული ორი პოლიტიკური ბანაკის მკვეთრი ხაზგასმა.

ამდენად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე დაიწყო, სახარებაში მოცემული ე.წ. „სალომეს ავხორცული როკვის“ მისტერიული ასრულება.

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს, გილოცავთ:

წინ გველის - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთისა და უფალ იესუ ქრისტეს გამოჩინებასთან კავშირში მყოფი ეტაპების მისტერიული გამოვლენა.

ღმერთო, შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

დანართი N1

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს

სალომე ზურაბიშვილს!

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის

მიხეილ სალუაშვილის

 

ღია მიმართვა

 

ქალბატონო სალომე!

2018 წლის 11 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ - იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ხსენების დღეს, მინდა მოგახსენოთ შემდეგი:

იცით თუ არა, რომ - საქართველო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა?

იცით თუ არა, რომ - საქართველოში ჩატარებული ბოლო აღწერის მიხედვით მოსახლეობის 84 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლობის მიმდევრად მიიჩნევს თავს?

იცით თუ არა რომ - ქრისტიანული მოძღვრების მიხედვით ახალი აღთქმის შვიდ საიდუმლოს მიეკუთვნება: 1. ნათლისღება; 2. მირონცხება, 3. ზიარება, 4. სინანული, 5. მღვდლობა, 6. ქორწინება, 7. ზეთის კურთხევა?

იცით თუ არა, რომ წმინდა მამათა სწავლებით - „„ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს“ (კირილე იერუსალიმელი)?

იცით თუ არა, რომ საკუთარი შვილის ნათლიასთან არ შეიძლება ქორწინებით კავშირში შესვლა? და რომ ასეთი პირი - ნათლობის საიდუმლოს დამრღვევი ცოდვილი ხდება?

 

ქალბატონო სალომე!

მინდა მჯეროდეს, რომ ყოველივე ზემოთქმული საკითხის არსი თქვენთვის ცნობილია [თუ არადა, არასდროს არ არის გვიან მათთან დაკავშირებული ინფორმაციას მოძიება], ამიტომ

ქრისტესმიერი სიყვარულით მინდა განგიცხადოთ, რომ:

თქვენ, რომელმაც არ ვიცი ნებით და არ ვიცი უნებლიეთ [არაინფორმირებულობის გამო], დაარღვიეთ ნათლობის საიდუმლო, და თქვენსავე შვილის ნათლიასთან იქორწინეთ, არანაირი მორალური და მოქალაქეობრივი უფლება არ გაქვთ შეეცადოთ გახდეთ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს პრეზიდენტი!.. რამეთუ

თქვენი ზემოთხსენებული საქციელით უპირისპირდებით მართლმადიდებელი ქრისტიანული აღმსარებლების მქონე საქართველოს მოქალაქეთა 84 პროცენტის ზნეობრივ ფასეულობებს!...

შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით:

გაისიგრძეგანეთ თქვენს მიერ ჩადენილი ზემოთ ხსენებული ცოდვის მთელი სიმძიმე, და შეეცადეთ ეზიაროთ მონანიების უდიდეს მადლს, რომლის პრაქტიკული გამოხატულების ნიშნად:

1. ბოდიში მოუხადეთ საქართველოს მოსახლეობას, მათი მორალური ფასეულობების შელახვის გამო; და

2. საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გზით უარი განაცხადეთ 2018 წ. 28 ოქტომბერს დანიშნული საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე.

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი

მიხეილ [გელა] სალუაშვილი,

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 11 სექტემბერი

 

 

დანართი N2

2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის

არჩევნების მეორე ტურში გასულ

პრეზიდენტობის კანდიდატებს

ქ-ნ სალომე ზურაბიშვილს!

და

ბ-ნ გრიგოლ ვაშაძეს!

 

ღია მიმართვა

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო

შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის

სამართლებრივი მექანიზმის თაობაზე

 

„...ეროვნული მოძრაობა უნდა გვიყვარდეს ჩვენ თავში,

და არა ჩვენი თავი ეროვნულ მოძრაობაში“

/მერაბ კოსტავა/

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ამჯერად ჩვენ არ ვეხებით არცერთი თქვენთაგანის იმ მორალურ და ზნეობრივ კატეგორიებს, რომლებმაც განაპირობეს კიდეც თქვენი დღევანდელი პიროვნული სახის ჩამოყალიბება.

გვინდა გვჯეროდეს, რომ თითოეული თქვენთაგანი ხელმძღვანელობთ უმთავრესი პრინციპით - „საქართველო უპირველეს ყოვლისა“, ანუ - საქართველო გიყვართ თქვენს თავში და არა თქვენი თავი საქართველოში.

ჩვენი სათქმელის გაცნობამდე, ზოგად მონაცემებს შეგახსენებთ:

ცესკოს მიერ 2018 წ. 14 ნოემბერს მიღებული - „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის“ თანახმად - საქართველოში დარეგისტრირებული - 3 518 887 ამომრჩევლიდან, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 647 878 [ანუ - 46,83%] ამომრჩეველმა, ბათილად ცნობილი იქნა - 53 847 ბიულეტენი.

ქალბატონო სალომე!

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, მხარი დაგიჭირათ სახელისუფლო პარტია: „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“, არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ - 615 572 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს არჩევნებში მონაწილეთა - 38.64%-ს, ანუ საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,49%-ს.

ამდენად, ცხადია, რომ თავად სახელისუფლო პარტიის მხარდამჭერმა საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობამ არ გაიზიარა საკუთარი პარტიის ხელმძღვანელი ორგანოს მიერ მიღებული შემოთავაზება, და უარი განაცხადა საქართველოს პრეზიდენტად თქვენს არჩევაზე.

ვფიქრობთ ძნელი არაა იმაში გარკვევა, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2004-2012 წლებში მოქმედი დანაშაულებრივი რეჟიმის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ თქვენი მომხრეა, და მეორეს მხრივ - რომელმაც ანგარიში გაუწია სახელისუფლო პარტიის მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ბატონო გრიგოლ!

თქვენ, როგორც, 11 ოპოზიციური პარტიისაგან შემდგარი გაერთიანების „ძალა ერთობაშიაში“ შემავალი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, თქვენი მხარდამჭერების მაქსიმალური მობილიზების პირობებში, არჩევნების პირველ ტურში ხმა მოგცათ - 601 224 ამომრჩეველმა, რაც შეადგენს, ერთის მხრივ არჩევნებში მონაწილეთა - 37,74%-ს, მეორეს მხრივ კი - საქართველოში დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა მხოლოდ - 17,09%-ს.

ნათელია, რომ არჩევნების პირველ ტურში თქვენ ხმა მოგცათ, საქართველოში 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიის მოწინააღმდეგე ამომრჩეველთა იმ ნაწილმა რომელიც ერთის მხრივ - უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეა, და მეორეს მხრივ, რომელმაც - ანგარიში გაუწია პრეზიდენტობის კანდიდატად თქვენს წარმდგენ გაერთიანებაში შემავალი პარტიების მიერ თქვენდამი გამოხატულ მხარდაჭერის მოწოდებას.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ნათელია, რომ, მეტ-ნაკლები სიზუსტით, 2018 წ. 28 ოქტომბრის არჩევნების პირველ ტურში მისულ ამომრჩეველთა - 61%-ს, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%-ს, არცერთი თქვენთაგანი არ სურს იხილოს საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე.

შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გასამარჯვებლად, იქმნება სურათი, რომ თითქოს თქვენ, გსურთ, დამატებით მოიპოვოთ:

ერთის მხრივ თქვენი კონკურენტი კანდიდატის მოწინააღმდეგე; ხოლო

მეორეს მხრივ მისი მხარდამჭერი პოლიტიკური გუნდის [ცხრაწლიანი თუ ექვსწლიანი] მმართველობით უკმაყოფილო ამომრჩეველთა მხარდაჭერა.

საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა უმრავლესობა აღმოჩნდა მისთვის გამოუვალ მდგომარეობაში. კერძოდ, მიუხედავად იმისა რომ:

საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე, მათთვის, თანაბრად მიუღებელია თქვენი, როგორც 17 – 17 პროცენტიანი რეიტინგის მქონე პირთა არჩევა;

საქართველოს პრეზიდენტის არჩევის აუცილებლობის მოცემულობიდან გამომდინარე, ამომრჩეველი იძულებულია შესაძლო არჩევანი გააკეთოს არა მისთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერის პრინციპიდან გამომდინარე, არამედ მხოლოდ იმიტომ რომ მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია თქვენი კონკურენტი კანდიდატი.

ჩვენის აზრით, ქვეყნის ამომრჩეველზე ასეთი ფორმით ძალადობა ყოვლად დაუშვებელია.

აქედან გამომდინარე, გამოვთქვამთ რა იმედს, რომ თქვენთვის მთავარია არა თქვენს მიერ სახელმწიფო იერარქიაში არსებულ რომელიმე თანამდებობაზე ყოფნა, არამედ დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების უზრუნველყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; და რომ

ნებისმიერი გზით თანამდებობის მაძიებელ სულმდაბალ პოლიტიკოსთაგან განსხვავებით, თქვენი შინაგანი ბუნების განმსაზღვრელი ზნეობრივი ფასეულობებიდან გამომდინარე, თქვენ სათანადოდ გაქვთ გაცნობიერებული არჩევნების პირველ ტურში, იმ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნების პატივისცემის ვალდებულება, რომელთა ქვეყნის პრეზიდენტის პოსტის დაკავების სურვილიც თქვენ გამოძრავებდათ;

გთავაზობთ, ჩვენს მიერ შემუშავებულ სამართლებრივ მექანიზმს, რომლის არსი მდგომარეობს შემდეგში:

ვითვალისწინებთ რა, რომ - არჩევნების პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის მოწინააღმდეგეა, არჩევნების პირველ ტურში მოსულ ამომრჩეველთა - 61%, ანუ საქართველოში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა - 82%; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - თქვენ არ დაუშვებთ ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველი ჩააყენოთ ისეთ მდგომარეობაში, რაც აიძულებს, მას: ან საერთოდ უარი თქვას არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე; ანდა გააკეთოს არჩევანი, მისთვის - ცუდსა და უარეს კანდიდატს შორის; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში რომელიმე თქვენთაგანის მიერ საკუთარი კანდიდატურის ცალმხრივად მოხსნა, კონკურენტი კანდიდატის სასარგებლოდ გაკეთებული ნაბიჯი იქნება; აგრეთვე

ვითვალისწინებთ რა, რომ - მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური, თავისი არსით საქართველოში 2004-2012 წ.წ. და 2012 წლიდან ხელისუფლების სათავეში მყოფი პარტიების მომხრე-მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების არეალად აქცევს; და

ვითვალისწინებთ რა, რომ - ასეთი რეალობის ფონზე, რომელიმე თქვენთაგანის საქართველოს პრეზიდენტად არჩევა, საქართველოს მოსახლეობის უკიდურესი დაპირისპირების მქონე ორ ძირითად ბანაკად დაყოფისა და ქვეყნის ნორმალური განვითარებისათვის ხელშემშლელი ვითარების მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს;

გთავაზობთ გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი; კერძოდ:

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის გამართვამდე, საჭიროა საჯაროდ დადოთ პირობა, როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, რომ

ამ ეტაპზე თქვენ მზად ხართ უარი თქვათ თქვენს საპრეზიდენტო ამბიციებზე, და მისცეთ საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა, რათა 2018 წ. 28 ნოემბერს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ფაქტობრივად იქცეს ერთგვარ რეფერენდუმად, რომლის შედეგადაც გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

შესაბამისად, თქვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის მომავალზე მაფიქრალი პოლიტიკოსი, ეყრდნობით რა დღეს მოქმედი

1. „საქართველოს კონსტიტუციის“ 70-ე და 71-ე მუხლებითა;

და

2. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-2, 104-ე, 105-ე და 106-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს,

მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ, დღეისათვის შექმნილი კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით შემუშავებული, წინამდებარე, რამოდენიმე ეტაპიანი, სამართლებრივი მექანიზმის რეალიზებაში.

კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობით:

- „ცესკო კენჭისყრიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა თავის სხდომაზე აჯამებს არჩევნების შედეგებს საარჩევნო ოლქების მიხედვით და აფორმებს შემაჯამებელ ოქმს... . არჩევნების შედეგების შეჯამებიდან 2 დღის ვადაში ცესკო თავის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს ცნობას არჩევნების შედეგების შესახებ“ [2. მუხლი 104,3;6]; ამდენად, მეორე ტურის ჩატარებიდან 22-ე დღეს უკვე ცნობილი იქნება საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის ვინაობა;

- საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ საპროგრამო სიტყვისა და ფიცის დადების „...ცერემონიალი იმართება პრეზიდენტის არჩევის დღიდან მესამე კვირა დღეს. პრეზიდენტის უფლებამოსილება წყდება ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე“ [1, მუხლი 71,1-2]; ამასთანავე

- 2016 წლის მოწვევის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ახალი კონსტიტუციის კანონპროექტი ძალაში შედის 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე, რომლის შემდეგაც ამოქმედდება საქართველოს პრეზიდენტის არჩევის განსხვავებული წესი.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, წინამდებარე შემოთავაზების მთავარი არსი მდგომარეობს შემდეგში:

როგორც თქვენი, ასევე თქვენი მხარდამჭერი პოლიტიკური ძალების წინაშე, თქვენს მიერ ღიად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, საპრეზიდენტო არჩევნებში ერთობლივად გამოხატული სათანადო მხარდაჭერის შედეგად, საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში,

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებიდან, ვიდრე საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე, კონსტიტუციით განსაზღვრული სამი კვირის განმავლობაში [იხ.[1, მუხლი 71,1-2];

თქვენ აკეთებთ განაცხადს არჩეული პრეზიდენტის პოსტიდან თქვენი გადადგომის თაობაზე,

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

2018 წელს ჩატარებული საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების მეორე ტურში არჩეულად გამოცხადებული პირის მიერ, საპრეზიდენტო ფიცის დადებამდე გაკეთებული გადადგომის განაცხადის გამო შეიქმნება რეალობა, როდესაც:

1. გაირკვევა: ერთის მხრივ 2004-2012 წ.წ. და მეორეს მხრივ - 2012 წლიდან საქართველოში მომქმედი სახელისუფლო ძალების მხარდამჭერთა რაოდენობა;

2. გაგრძელდება დღეს მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ვადა;

3. რაც გახდება საფუძველი, მოქმედი „საქართველოს კონსტიტუციის“ ბაზაზე, საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნების ჩატარებისათვის, რომელიც, - „...მორიგი არჩევნებისათვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება“ [2, მუხლი 2-ე].

საქართველოს პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები საშუალებას მისცემს, არჩევნებში მონაწილეობის სურვილის მქონე ყველა სუბიექტს, საქართველოს ამომრჩეველს შესთავაზოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ახლად დასახელებულ საპრეზიდენტო კანდიდატთა შორის გააკეთოს მისთვის სასურველი არჩევანი.

 

ქალბატონო სალომე!

ბატონო გრიგოლ!

ვფიქრობთ ნათელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის წარმოდგენილი სამართლებრივი მექანიზმი, მხოლოდ თქვენი მხრიდან სათანადო პოლიტიკური ნების გამოჩენის შემთხვევაშია შესაძლებელი.

იმედს ვიტოვებთ, რომ თქვენი სულიერი და ფიზიკური მორალურ-ზნეობრივი კატეგორიიდან გამომდინარე, აღმოგაჩნდებათ იმის შინაგანი ძალა რათა:

გადადგათ, მსოფლიოსა და, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დღემდე უპრეცენდენტო ნაბიჯი, და

დღევანდელი საკუთარი პოლიტიკური ამბიციის [დროებით] უკან გაწევის გზით, მისცეთ საქართველოს ამომრჩეველს ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის საჭირო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

დე, ღმერთმა მოქცეთ მართებული არჩევანის გაკეთების უნარი.

ქრისტესმიერი სიყვარულითა და პატივისცემით

 

მიხეილ [გელა] სალუაშვილი

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა:

უფალია ჩვენი სიმართლე“-ს

ლასკარის თავმჯდომარე

თბილისი, 2018 წ. 18 ნოემბერი