Print

"მიჯაჭვულობის" არსის საკითხისათვის

შობის წინა დღე, ანუ - ჯაჭვის გამრთელების მისტერია

ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში მიმდინარე პროცესებში გარკვევისათვის - ამირანის მითოსს ერთ-ერთი მნიშვნელოვარი დატვირთვა აქვს.

როგორც მოგეხსენებათ - ქართული მითოსური პერსონაჟი ამირანი, და ბერძნული მითოსის წარმომადგენელი - პრომეთე კავკასიონზე არიან მიჯაჭვულნი.

მიჯაჭვულობის არსის თაობაზე, ზვიად გამსახურდია ბრძანებს:

„ერთ-ერთი მთავარი ახსნა პრომეთეს მითისა კაცობრიობის ევოლუციაში, აზროვნების ევოლუციაში არის ის ეტაპი, როდესაც აზროვნება მიეჯაჭვება ადამიანის ფიზიკურ სხეულს - ადამიანის სულის ფიზიკურ სხეულში ჩამოსვლასთან ერთად და არის დატყვევებული ამ ფიზიკურ სხეულში, ხოლო გათავისუფლება პრომეთესი, რომელიც მიჯაჭვულია კავკასიის ქედზე, არის გათავისუფლება ამ აზროვნებისა სხეულებრივი საწყისისაგან.

გათავისუფლებული პრომეთე არის გათავისუფლებული წინასწარმეტყველური აზროვნება, ხოლო მიჯაჭვული პრომეთე ადამიანის ფიზიკურ სხეულზე მიჯაჭვული აზროვნებაა. ეს არის ეტაპი კაცობრიობის ევოლუციაში, რომელიც ცნობილია ადამიანური არსების, სულის ჩაძირვად ფიზიკურ სხეულში, ხოლო შემდეგ ხდება მატერიისაგან სულის გათავისუფლება. ეს არის პრომეთეს მითის სპირიტუალური, ფილოსოფიური ასპექტი”.

სხვა სიტყვებით თუ ვიტყვით: „მიჯაჭვულობის არსი“ ხაზს უსვამს ადამიანის უკვდავი სულის - ხრწნად, მოკვდავ სხეულის ტყვეობაში ყოფნას.

ამ კუთხით - ამირანიცა და პრომეთეც, ადამის მითოსური სახებებია. კერძოდ:

ღმერთის მცნების დარღვევის, ანუ ცოდვით დაცემის შემდეგ - უკვდავი სხეულის მქონე ადამი სასჯელად ხრწნადი სხეულის მქონებელი ხდება, და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფი განიდევნება იგი სამოთხიდან:

„გაუკეთა უფალმა ადამს და მის დედაკაცს ტყავის სამოსელი [აქ - ხრწნადი სხეული] და შემოსა... გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან, რომ დაემუშავებინა მიწა, საიდანაც იყო აღებული“ [დაბ. 3,21; 23].

უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისა და განკითხვის დღის გავლის შემდეგ - ადამის მოდგმა კვლავ უხრწნელი, ანუ უკვდავი სახე-სხეულის მქონებელი გახდება, და სწორედ ამ მდგომარეობაში მყოფთა ერთი ნაწილი [ღმერთის „მხარმარჯვნივ“ მყოფნი] - სასუფევლის ძეებად შეირაცხება, ხოლო მეორე ნაწილი [ღმერთის „მხარმარცხნივ“ მყოფნი] სამუდამო ტანჯვისათვის იქნებიან განწირულნი.

როგორც - ამირანს, ასევე - პრომეთესაც, ღმერთთან სხვადასხვა სახის დაპირისპირებისა გამო, სასჯელად კავკასიონის ქედზე მიჯაჭვა განესაზღვრათ.

მათ სახებაში ორი კოდირებული მხარის მისტერიული არსია მოცემული:

ერთის მხრივ, ამირანიცა და პრომეთეც, ზოგადად - ადამის მოდგმის ყველა წარმომადგენლის მითოსური სახეა, რომელთა - „მიჯაჭვულობის არსი“, როგორც ითქვა, ხაზს უსვამს ადმიანის უკვდავი სულის - სხრწნად, მოკვდავ სხეულის ტყვეობაში ყოფნას;

მეორეს მხრივ, „მიჯაჭვულობის“ ადგილის თაობაზე არსებული მითოსური მინიშნება, აფიქსირებს - მეორედ ღმერთად გაცხდებამდელ ბოლო ჟამისმიერ დროში, მხოლოდ ერთი -ადამიანური ბუნებს მქონე ძე კაცისას შობის ადგილს - კავკასიის რეგიონს. ამ მხრივ - ამირანიცა და პრომეთეც, უკვე, ძე კაცისას მითოსურ სახებას წარმოადგენენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიჯაჭვულობაში მყოფი ამირანისა თუ პრომეთეს განთავისუფლება, ზემოთ უკვე თქმულის მსგავსად, მიგვანიშნებს - ხრწნადი სხეულის ტყვეობაში მყოფი უკვდავი სულის გამოხსნას.

პავლე მოციქული აღნიშნული პროცესის თაობაზე ბრძანებს:

„აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით; ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როდესაც დაიგრგვინებს უკანასკნელი საყვირი; რადგანაც დაიგრგვინებს და მკვდარნი აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.

რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება. ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება სიტყვა დაწერილი: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;“ [1 კორ. 15,51-54].

ბოლო ჟამში მაცხოვრებელთა „მიჯაჭვულობაში“ ყოფნისაგან განთავისუფლების თანამიმდევრობა, პეტრე და პავლე მოციქულთა სწავლებით ასეთია:

„ხოლო ღმერთმა როგორც იწინასწარმეტყველა ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, ქრისტეს ვნება, ისე აღასრულა. მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რათა წარიხოცოს თქვენი ცოდვები,

და მოიწიოს ჟამი სიხარულისა უფლის სახისაგან, და მოავლინოს [აქ - ბოლო ჟამში] თქვენთვის ნაწინასწარმეტყველები იესუ ქრისტე. რომელიც უნდა შეიწყნაროს ზეცამ, ყოვლის ჟამად აღდგინების ჟამამდე, რასაც უკუნისიდან ამბობდა ღმერთი თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით“ [საქ. 3, 18-21].

პავლე მოციქული ხრწნადი სხეულის ტყვეობაში მყოფი სულების განთავისუფლების თანამიმდევრობას ასე აკონკრეტებს - „ხოლო თითოეული თავისი წესით და რიგით: პირველად ქრისტე [ანუ იგივე - ძე კაცისა], შემდეგ კი [ანუ განკითხვის დღის შემდეგ] ქრისტესნი [აქ - ბოლო ჟამში მაცხოვრებელი ადამის მოდგმა], მისი მოსვლისას [ანუ ძალმოსილებით გაცხადებისას]“ [1 კორ. 15,23].

„მიჯაჭვულობაში“ მყოფი ამირანისა თუ პრომეთეს თაობაზე გვინდა შეგახსენოთ შემდეგი:

როგორც მოგეხსენებათ „ამირანი — ქართულ მითოლოგიაში არსებული ამირანიანის ეპოსის მთავარი გმირია. ამირანის შესახებ თქმულებები დაფიქსირებულია საქართველოს ყველა კუთხეში, ქართული ენის ყველა დიალექტზე, რაც მიუთითებს მათი ფორმირების შესახებ ქართველი ერის ეთნოგენეზის ადრეულ სტადიაზე (ვარიანტები არსებობს აგრეთვე კავკასიის ქართველებთან მონათესავე ხალხებში)...

...ამირანი კავკასიის ქედზე გამოქვაბულშია მიჯაჭვული. მის ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი, ხოლო ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს...“ [იხ. ინტერნეტ სივრცე].

თითქმის ანალოგიური სურათია პრეომეთესთან მიმართებაშიც - „ამირანის სახის და მისი ინტერპრეტაციის ისტორიიდან ბუნებაში და ბუნებიდან ისტორიაში მოძრაობის, მისი პერიოდული ტრანსფორმაციის, მისი საზრისის სახეცვლილების (მის საბოლოოდ დაკარგვამდე) იგავურად ნათელსაყოფად მოვიყვან ფრანც კაფკას იგავს პრომეთეზე მისი “პარაბოლებიდან”:

„პრომეთეზე ოთხი თქმულება არსებობს: ერთის მიხედვით, მან ადამიანების გულისათვის ღმერთებს უღალატა, ღმერთებმა კი სასჯელად კავკასიონს მიაჯაჭვეს და არწივები მიუსიეს გულ-ღვიძლის საკორტნად, მაგრამ გულ-ღვიძლი ისევ და ისევ უმრთელდებოდა“ [ზურაბ კიკნაძე, ქართული ხალხური ეპოსი, მე-2 ნაწ.].

ამდენად, „მიჯაჭვულობიდან“ თავდახსნის წინარე დროში, გამოყოფილია ორი მინიშნება:

1. ამირანთან მიმართებაში ხაზგასმულია, რომ მის - „„ღვიძლს მუდმივად ძიძგნის არწივი“;

პრომეთეს შემთხვევაში გვეუწყება, რომ იგი - „კავკასიონს მიაჯაჭვეს და არწივები მიუსიეს გულ-ღვიძლის საკორტნად, მაგრამ გულ-ღვიძლი ისევ და ისევ უმრთელდებოდა“-ო.

თხრობის გაგრძელებამდე, მკითხველს შევახსენებთ, რომ - ღვიძლი, ადამიანის სხეული ის ერთადერთი ორგანოა, რომელსაც, ცალკეულ მომენტებში, თვითაღდგენის უნარი გააჩნია.

2. ამირანის მითოსი დამატებით გვაუწყებს, რომ ამირანის - „ერთგული ძაღლი ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს...“, რაც გამოიხატება მათ მიერ გრდემლზე უროების დაკვრაში.

ამდენად, აქ ხაზგასმულია: არწივი, და მის მიერ ღვიძლის დაკორტვნა; და მეორეს მხრივ - ლამის გაწყვეტამდე მისული ჯაჭვის კვლავ გამრთელების პროცესი.

 

აქვე საჭიროა აღინიშნოს, რომ როგოც ვხედავთ- „მიჯაჭვულობის ეტაპის“ [ანუ - უკვდავი სულის, ხრწნადი სხეულის ტყვეობაში ყოფნის] დასრულებას წინ უძღვის:

ერთის მხრივ - „გულ_ღვიძლის დაკორტვნისა“; და

მეორეს მხრივ - „ჯაჭვის გაწყვეტის“, სავალდებულოდ გასავლელი მისტერიული პროცესი.

ზემოთქმულის გახსენების შემდეგ, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს აღნიშნული მითოსური თხრობა ბოლო ჟამში მაცხოვრებლებს.

 

საქართველოსთან მიმართებით გასააზრებელი -

„გულ-ღვიძლის დაკორტნის“ მისტერია

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ ბოლო ჟამში მისტერიულად მოსახდენი პროცესები, მინიმუმ, სამი კუთხით უნდა აცხადდეს, რომელთაგან:

პირველი ეხება ზოგადად საქართველოს, როგორც ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების ქვეყანას; ხოლო

მეორე და მესამე კუთხე გამოყოფს - ხსენებული ნიშნების გამხმოვანებელი ჯგუფისა და კონკრეტული პირის - ძე კაცისას ბოლო ჟამისმიერი საქმიანობის ეტაპებს.

პრომეთესეულ მითოსურ თხრობაში ხაზგასმულია, რომ მას: „არწივები მიუსიეს გულ-ღვიძლის საკორტნად“-ო.

თხრობის გაგრძელებამდე შეგახსენებთ, თუ რას ბრძანებს ზვიად გამსახურდია არწივის თაობაზე- „...არწივი ერთის მხრივ, სიმბოლოა სულიერი აღმაფრენისა და შემეცნებისა, ხოლო მეორეს მხრივ, ეს არის სიმბოლო იმპერიული ძლიერებისა და ძალმომრეობისა, რომელიც აწამებს პრომეთეს”.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მითოსის ხსენებულ მინიშნებაში, ჩვენის აზრით, მოიაზრება - ბოლო ჟამის დროთა მდინარებაში: არწივის გერბის მქონე რუსეთის იმპერიის მიერ, საქართველოს ორი ძირძველი რეგიონის: აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის [ცხინვალის რეგიონის] ოკუპაციის საკითხი [მისი „დაკორტნა“].

 

ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების გაცხადების მისიის მატარებელ ჯგუფთნ მიმართებით გასააზრებელი - „ღვიძლის ძიძგვნის“ მისტერია

 

ამ კუთხით საუბრის დაწყებამდე შეგახსენებთ ჩვენი გაზეთის N 19 [1042}-ში გაშუქებულ საკითხს: „გათხრილი სამარის“ პირისპირ, ანუ „მეოთხე წლის“-ს მიხტერია.

2018 წლის 28-29 ნოემბრიდან დაწყებული პროცესებისა, და „ფაუსტისეული“ თხრობით გადმოცემულ ნიშნებზე დაყრდნობით, ჩვენ კერძოდ ვწერდით:

„მედისონის“ ჰოსპიტალის სარეამინაციო ოთახში წოლისას გადაღებულმა რენტგენმა, ექიმებს სწორი დიაგნიზის გაკეთების საშუალება მისცა - მუცლის არეში, შებერილობის ფონზე შესაგრძნობი, უმწვავესი ტკივილი - ღვიძლის გადიდებით იყო გამოწვეული.

ხუთდღიანი მკურნალობის შემდეგ, ექიმის დაჟინებული თხოვნით, დიღომში მდებარე ქართულ-ფრანგულ კლინიკა „ჰეპაში“ მივედი. სისხლის პირველადმა ანალიზმა, ორგანიზმში ე.წ. „ც ჰეპატიტის“ არსებობა დაადასტურა.

ფაუსტისეულ ტექსტში, აღნიშნულის შესაცნობი, ასეთი მინიშნებაა მოცემული: „ო, თავი მიხურს [ორმხრივი ფილტვების ანთებით გამოწვეული მაღალი სიცხის გამო], ღვიძლი მეწვის და მიწუხს გული“-ო [იქვე, გვ. 567].

13 დეკემბერს ჩატარებული - სისხლის საერთო ანალიზისა და ეხოსკოპიური კვლევის შედეგების შეჯერების შემდეგ, 24 დეკემბერს ექიმებმა მაცნობეს, რომ - ჩემს სხეულში აღმოჩენილი „ც ჰეპატიტის“ ვირუსი თურმე რამოდენიმე წლის მანძილზე ზემოქმედებდა ღვიძლზე, რის შედეგადაც ამჟამად - ღვიძლის დაზიანების მე-4 სტადიის - „ციროზის“ მიმდინარეობის ყველაზე უმძიმეს ფორმასთან გვქონია საქმე.

ე.წ. ზონდის გადაყლაპვის შედეგად მიღებული სურათის გაანალიზებით დადგინდა, რომ საყლაპავი მილის კედლები ჯერ კიდევ არ ყოფილა საშიშ ზომამდე გათხელებული [ანუ ამ ეტაპზე გამოირიცხა სისხლდენის საშიშროება]. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, და 2018 წლის 25 დეკემბრიდან დამიწყეს, საკმაოდ ძვირად ღირებული [96 000 დოლარი] „ც ჰეპატიტის“ უფასოდ მკურნალობის სამთვიანი კურსით გათვალისწინებული მკურნალობა.

იქვე ამიხსნეს, რომ ამ კურსის წარმატებით დამთავრებაში მოიაზრებოდა მხოლოდ „ც ჰეპატიტის“ ვირუსის განეიტრალება. ფაქტობრივად დაშლილი ღვიძლის აღდგენა კი, მისი თვითაღდგენის უნარ-თვისებიდან გამომდინარე, მთლიანად, თავად ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობის ხარისხზე იქნებოდა დამოკიდებული.

ვფიქრობთ ძნელი არ უნდა იყოს ზემოთ ხსენებული მითოსური თხრობისა და ჩვენს თვალწინ მიმდინარე მოვლენებს შორის არსებული მისტერიული ურთიერთკავშირი.

მითოსური მინიშნება - არწივის მიერ ამირანის ღვიძლის „ძიძგნვის“ პროცესის თაობაზე, თავის თავში მოიაზრებს მის პერიოდულად მიმდინარეობას.

სწორედ ასევე, პრომეთესეულ თხრობაში დაფიქსირებული - დაზიანებული სხეულის ნაწილების კვლავ გამრთელებაზე ხაზგასმა - ერთის მხრივ; და მეორეს მხრივ - ღვიძლის თვითაღდგენის უნარ-თვისების გათვალისწინება, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ყოველი ასეთი პროცესის ახალი ციკლის დაწყებას წინ უძღვის სხეულის დაზიანებული ორგანოს გარკვეულ კონდიციამდე გაჯანსაღება.

 

"ჯაჭვის გამრთელების“ მისტერია

მოდით შევეცადოთ გავერკვეთ, თუ როგორი ფორმით შეიძლება მიმდინარეობდეს, ბოლო ჟამში - ხსენებულ მითოსში დაფიქსირებული: ჯაჭვის გამრთელების მისტერიული პროცესი.

ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულმა მკითხველმა იცის, რომ 1996-1997 წლებიდან მოყოლებული, ჩვენს მიერ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ყოველი ასრულებული ნიშნის გაცხადება, პირობითად - ჯაჭვის თითო რგოლთან იყო შედარებული.

2018 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ამ ჯაჭვის რგოლებზე აგებული ფილმის გადაღების თაობაზე. ამისათვის გამიზნული ფილმის სცენარი: „საქართველოს სულიერი მისია - საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები”, 2018 წლის პირველი ნახევრიდან წარედგინა დაინტერესებულ მკითხველს.

აღნიშნული თემატიკა, სხვადასხვა მედია-საშუალებების გამოყენებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისათვის განკუთვნილი მთელი ციკლის განმავლობაში მიეწოდებიდა მაყურებელს.

ფილმის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის მთელი სიმძიმე მე და ბატონმა სოლომონ ბაიაშვილმა ვიტვირთეთ.

ფილმისათვის საჭირო ტექსტის ჩაწერის შემდეგ, 2018 წლის ივლის-აგვისტოს თვე, ფილმისათვის საჭირო ვიზუალური მასალის გადაღებას დასჭირდა.

ფილმის ოპერატორის მოვალეობის წარმატებით შესრულების შემდეგ, სექტემბრის თვიდან ბატონი სოლომონ ბაიაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო ფილმის მონტაჟის ეტაპი.

ნოემბრის მიწურულს, ჩემი ავად გახდომის დროისათვის, მოხერხდა ფილმის ცამეტი სერიის დასრულება. ბოლო მე-14 სერია სულ 11 წუთიანი ქრონომეტრაჟით გვქონდა განსაზღვრული. აქედან დაახლოებით ექვსი წუთის მონტაჟი ადვილად დავასრულეთ. ჩვენი წვალება სწორედ ბოლო 5 წუთიანი მონაკვეთის დამონტაჟებამ გამოიწვია.

მიზეზთა გამო [ძირითადად ჩვენს ხელთ არსებული მწირი კომპიუტერული ტექნიკის გაუმართაობის გამო], ამ ხუთიოდე წუთის მონტაჟს - თვეზე მეტი ხანი დასჭირდა.

წინასწარი ჩანაფიქრით განსაზღვრული გვქონდა ფილმის 2019 წლის შობის დღესასწაულისათვის დასრულება.

ჩვენი ეს განზრახვა მთლიანად ეყრდნობოდა განსახილველი მითოსური თხრობიდან მომდინარე მინიშნებას. კერძოდ:

ჩვენის აზრით, პირობითი ჯაჭვის რგოლების არსის გადმომცემი ხსენებული ფილმის წინასწარგამოკვეთილ დროში დასრულება უკავშირდებოდა - თითქმის გაწყვეტამდე მისული - „ჯაჭვის გაწყვეტის“ მისტერიულად ასრულებას.

როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ამირანთან დაკავშირებით ვკითხულობთ:

ერთგული ძაღლი [კოდია, და 2018 წელზე მიგვანიშნებს, რამეთუ იგი აღმოსავლური კალენდრით სწორედ ძაღლის წელია] ჯაჭვს ლოკავს და ცდილობს გალიოს იგი [აქ - ხსენებული ფილმის მონტაჟის დასრულების მისტერია უნდა იგულისხმებოდეს]]. მაგრამ ყოველწლიურად ვნების ხუთშაბათს (თუშურ ვარიანტში შობის წინა ღამეს) ღმერთის მიერ მიჩენილი მჭედლები ანახლებენ ჯაჭვს...“

როგორც ვიცით, აღმოსავლური კალენდრის მიხედვით - ყვითელ ღორის წლად სახელდებული დროითი ათვლა, საერო კალენდრით - 2019 წ. 5 თებერვლიდან იწყება.

შესაბამისად, ერთ-ერთ ვერსიად - :ჯაჭვის გამრთელების თარიღად მითითებული - „ვნების ხუთშაბათი“, რომელიც წელს 2019 წლის 25 აპრილზე მოდის, უკვე ვეღარ ჯდებოდა ხსენებული, საერო კალენდრით ათვლილ „ძაღლის წლის“ დროით მონაკვეთში.

ამდენად, რჩებოდა - „ჯაჭვის გამთელების“ თარიღად, ამირანის მითოსის თუშურ ვარიანტში გამოკვეთილი თარიღი - „შობის წინა ღამე“, რაც ჩვენს რეალობაში 2018 წლის 6 იანვარზე გვითითებდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საეკლესიო კალენდრით ახალი 2019 წელი, საერო კალენდრის - 2019 წ. სექტემბრიდან დაიწყება. ამ კუთხით :ჯაჭვის გამთელების“ სავარაუდო თარიღად ორივე ვარიანტი შეიძლებოდა გამხდარიყო. კითხვის პასუხი მხოლოდ მისტერიულად ასრულებულ ნიშნებში შეიძლებოდა გვეპოვა.

ჩვენი სურვილის მიუხედავად 2019 წ. 6 იანვარს, საღამოს 6 საათამდე სამონტაჟო პროცესის დაწყება ვერ მოვახერხეთ. სამწუხაროდ, ამის შემდგომად წარმართული სამონტაჟო პროცესი, წინა მცდელობების მსგავსად, კვლავ უშედეგოდ დასრულდა.

მითოსური თხრობის თანახმად - ჯაჭვის გამთელება: მჭედლების მიერ გრდემლზე უროს დარტყმით ხდება. ჩვენს რეალობაში ეს ნიშანი, ჩვენის აზრით, - მიწისძვრის სახით უნდა გამოვლენილიყო.

„ჯაჭვის“ კვლავ გამრთელების დამადასტურებელი ნიშანიც მალე გაცხადდა ჩვენთვის. კერძოდ, ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციის დათვალიერებისას გავიგეთ, რომ 2019 წ. 6 იანვარს, ჩვენს მიერ წარმართული სამონტაჟო პროცესის დაწყებამდე თითქმის საათნახევრით ადრე - თბილისის დროით 16:35 სთ-ზე, დაბა ჩოხატაურში, სამხრეთ-აღმოსავლეთით 17კმ-ში,, სოფელ ჩხაკოურაში 3.4 [5] მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირებულა.

ამდენად ნათელი გახდა, რომ 2019 წ. 6 იანვრიდან დაიწყო - „ჯაჭვის გაწყვეტის“ მცდელობის მორიგი ციკლი.

 

დასასრულის მაგიერ, ანუ -

„პირველი წაქცევის“ მისტერია

ბატონ სოლომონ ბაიაშვილთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ფილმის მონტაჟზე მუშაობა - 2019 წ. 8 იანვარს განგვეახლებინა.

„ც ჰეპატიტის“ მკურნალობის ფარგლებში მისაღები ერთ-ერთი წამლის ამოწურული მარაგის შესავსებად, ზემოთხსენებულ კლინიკაში 8 იანვრის 11 საათისთვის მივედი. გარკვეული მიზეზის გამო გაირკვა, რომ წამლის ასაღებად მეორე დღეს ისევ უნდა მივსულიყავი.

ბატონი სოლომონის საცხოვრებელი სახლისაკენ, ანუ ვაკეში მიმავალ N51-ე ავტობუსში ჩავჯექი. დიდუბის პანთეონთან არმისულმა ვიგრძენი რომ ცუდად ვიყავი. გადავწყვირე - ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მდებარე ავტობუსის გაჩერებაზე ჩამოვსულიყავი.

ამ დროისათვის გონება თითქმის დაბინდული მქონდა, ავტობუსიდან ჩამოსულმა ვერსად სკამი ვერ დავინახე, და ორიოდე მეტრში მდგარ ხეს მივეყუდე.

როგორც გაჩერებასთან მდგარი თვითმხილველებისაგან შევიტყვე - ხეზე მიყუდებიდან რამოდენიმე წამში თურმე - მოწყვეტით დავემხე ქვაფენილზე.

გონებაზე მოსვლისას აღმოვაჩინე, რომ ქუჩაში გულაღმა ვიწექი, თავზე რამოდენიმე ადამიანი მადგა. რომლებმაც კატეგორიულად მთხოვეს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მოსვლამდე არ გავნძრეულიყავი.

საშინლად დავიბენი - ვერაფრით გავარკვიე რა ხდებოდა. სახეზე ხელის მოსმისას მივხვდი, რომ მთლად სისხლით ვიყავი მოთხვრილი.

ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავდ, რამოდენიმე წუთში ფეხზე წამოვდექი, მაგრამ იმდენად მქონდა კოორდინაცია დაკარგული, რომ იძულებული გავხდი იქვე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შესვლაზე დავთანხმებოდი. ორიოდე წუთში სასწრაფო დახმარებაც მოვიდა.

თითქმის ნახევარსაათიანი პროფილაქტიკური დახმარების გაწევის შემდეგ, ექიმებმა ჩემი საავადმყოფოში გადაყვანა მოითხოვეს. ვიცოდი რა, რომ ყოველივე, ეშმაკის მიერ - ფილმის მონტაჟის დამთავრების პროცესის ხელშეშლისათვის ხდებოდა, საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი განვაცხადე.

ასევე არ დავეთანხმე, ჩემდამი გასაოცარი გულისხმიერებით გამორჩეული ხსენებული ბანკის თანამშრომლის შემოთავაზებას - ტაქსის გამოძახების თაობა. ირგვლივმყოფთ დავემშვიდობე, და ვაკისაკენ მიმავალ გზას ლასლასით გავუდექი.

გმირთა მოედანთან მისულმა ვიგრძენი რომ კვლავ ცუდად ვხდებოდი. იძულებული გავხდი უნივერსიტეტის სიახლოვეს მაცხოვრებელი ბატონი ავთო იოსელიანი შემეწუხებინა და სოლომონის სახლამდე გაყოლა მეთხოვა.

ბატონი სოლომონისა და მისი მეუღლის ქალბატონი ნაირას მხრიდან გამოჩენილი გულისხმიერების შედეგად თანდათან გონებაზე მოვედი.

მიუხედავად გარკვეული სირთულისა - ფილმის მე-14 სერიის მონტაჟის დამთავრება მოვახერხეთ. სახლში ღამის 12 საათისათვის მივედი... [ფილმის მთლიანი დასრულებისათვის საჭირო ცალკეული დეტალების დამუშავება 10 იანვარს მოხერხდა].

დასასრულს კი დავსძენთ - ლასკარულ ცნობიერებას ზიარებულ მკითხველს არ გაუჭირდება გაერკვეს, რომ - 2019 წლის 8 იანვარი ერთდროულად გახდა:

ერთის მხრივ ბოლო ჟამში ასაცხადებელი ნიშნების ე.წ. ჯაჭვის რგოლებისაგან შემდგარი ფილმის დასრულების, ანუ მითოსური - „ჯაჭვის გათხელების“ მორიგი ეტაპის ათვლის წერტილი; და

მეორეს მხრივ, ამავე დღეს მოხდა - გოლგოთის გზაზე მავალი მაცხოვრის 14-ჯერ დაფიქსირებული წაქცევიდან, პირობითი - „პირველი წაქცევის“ მისტერიული პროცესის დაფიქსირება [რაც ფილმის მე-14 სერიის დმონტაჟის დასრულებას „დაემთხვა“].

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს - ბოლო ჟამში განსავითარებელი მოვლენები თავისი ნორმით მიმდინარეობს.

ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენნი, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი, სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი