Print

- „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება ", ანუ ფილმი...

ფილმი - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“

„ლასკარულ“ ცნობიერებას ზიარებულმა ბოლო ჟამის მაცხოვრებლებმა იციან, რომ დაარსებიდან მოყოლებული, ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანი გახლავთ: ბიბლიასა და სხვა წერილობით წყაროებზე დაყრდნობით დავამოწმოთ უფალ იესუ ქრისტეს მეორედ დიდებით გაცხადებისწინა „ბოლო ჟამად“ სახელდებული დროის დადგომა.

თავის მხრივ, ბიბლია, და ბოლო ჟამის დადგომისეული ნიშნების შემცველი სხვა წერილობითი წყაროები, ყველასთვისაა ხელმისაწვდომი. ოღონდ ესაა - ყველას ხვედრი არაა ესმოდეს [და არც ესმით], მათში გადმოცემულ იგავთა შინაარსი.

მე-10 საუკუნის წერილობითი წყარო - იოანე-ზოსიმესეული ტექსტი: „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“- ბოლო ჟამის დადგომის ნიშნების გაცხადების მისიის მატარებელ ერად, სწორედ - ქართველ ერს მოიაზრებს, რასაც ჩვენ სრულად ვიზიარებთ.

წმიდა წერილებში დაცულ ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელ ნიშნებს შორის, თავისი გამორჩეული ადგილი, მაცხოვრის მიერ გაცხადებულ შემდეგ სამ შეგონებას უკავია. კერძოდ:

პირველი შეგონება:

„და როცა ზეთისხილის მთაზე იჯდა განმარტოებით, მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და ჰკითხეს: გვითხარი, როდის მოხდება ეს? ან რა იქნება ნიშანი შენი მოსვლისა და საუკუნის დასასრულისა?  

იესუმ პასუხად მიუგო მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტე, და მრავალს აცდუნებენ. და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,3-5; 14].

ჩვენის აზრით აქ ხაზგასასმელია მინიშნება - „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“;

პირობითი მეორე შეგონება გვიკონკრეტებს, თუ რამდენად დიდი მადლის მატარებელნი იქნებიან ისინი რომლებსაც ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ნიშნების აცხადების დროში მოუწევთ ცხოვრება:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენდა თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენჭეშმარიტად გეუბნებითთქვენმრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ისრასაც ხედავთდა ვერ იხილესდა ესმინათ ისრასაცისმენთდა ვერ ისმინეს“ [მათე 13,16-17].

მესამე შეგონება ხაზს უსვავს, რომ, მიზეზთა გამო, ყველა ვერ შეძლებს დასანახ-მოსასმენი იგავური თემატიკის მართებულ გააზრებას:

„და როცა ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა, თორმეტ მოწაფესთან ერთად, ჰკითხეს იგავის აზრი. და უთხრა მათ: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო [მარკ. 4,10-12].

როგორც მოგეხსენებათ ბიბლიაში დაცული წინასწარნაუწყები ნიშნების, ბოლო ჟამში აცხადების ეტაპებისდა მიხედვით, 1997 წლის დასაწყისიდან გამომავალი ჩვენი გაზეთის „დედა[ნი] ენის სასწაული“-ს ფურცლებიდან დღემდე ვაწვდით დეტალურ ინფორმაციას ბოლო ჟამის თემატიკით დაინტერესებულ მკითხველს.

2011 წლიდან, ანუ პოლიტიკაში ჩვენი აქტიურად ჩართვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებიდან მოყოლებული, როგორც - საპრეზიდენტო [2013 და 2018 წ.წ.], ასევე - ადგილობრივი [2014 და 2017 წ.წ.], თუ - საპარლამენტო [2016 წ.] არჩევნებში ჩვენი მონაწილეობა ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა - საარჩევნო ტრიბუნის გამოყენებით გვეუწყებინა მოსახლეობისათვის იმ დრო-ჟამის დადგომის თაობაზე რომელსაც სამოთხიდან გამოძევებული ადამის მოდგმის გაცნობიერებული ნაწილი ელოდება.

2018 წლის აპრილის თვეში - ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის“ აკადემიის დაარსების შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - ფილმის გადაღების თაობაზე, რომელშიც, ბოლო ჟამის თაობაზე ჩვენი მრავალწლიანი კვლევის შედეგები იქნებოდა ასახული.

ამ მიზნით გამოვაქვეყნეთ ე.წ. „ფილმის სცენარი“, სახელწოდებით: საქართველოს სულიერი მისია - საქართველოს გაბრწყინების სულიერი ასპექტები“.

ფილმის საბოლოო კონდიციამდე მიყვანის მთელი სიმძიმე მე და ბატონმა სოლომონ ბაიაშვილმა ვიტვირთეთ:

2018 წ. 24-25 ივნისს, საქართველოს პარლამენტის საჯარო ბიბლიოთეკაში, „ღვინის გზის“ სახელობის დარბაზში, მოვახდინეთ ხსენებული სცენარის 3 საათიანი ხანგრძლივობის აუდიო მასალის სახით ჩაწერა;

ფილმისათვის საჭირო ტექსტის ჩაწერის შემდეგ, 2018 წლის ივლის-აგვისტოს თვე, ფილმისათვის საჭირო ვიზუალური მასალის გადაღებას დასჭირდა;

2018 წ. 11 ივლისს, მომზადებულ იქნა მომავალი ფილმის, 1 წთ და 56 წმ-ის ხანგრძლივობის ე.წ. „ქუდი“;

ფილმის ოპერატორის მოვალეობის წარმატებით შესრულების შემდეგ, სექტემბრის თვიდან ბატონი სოლომონ ბაიაშვილისხელმძღვანელობით დაიწყო ფილმის მონტაჟის ეტაპი, რომელიც 2019 წ. 28 იანვარს დავასრულეთ.

მომზადდა - 41 წმ-ის ხანგრძლივობის ე.წ. სარეკლამო რგოლი;

ფილმის საბოლოო სახელდებად - „სახარებაი ესე სასუფეველისაი“ შეირჩა;

მომზადდა ფილმის სამი პირობითი ვარიანტი. კერძოდ:

 

ფილმის პირველ ვარიანტში, მომზადებული მასალის მაყურებლისათვის ადვილად აღქმის მიზნით, ფილმი, სხვადასხვა ქრონომეტრაჟის მქონე - 14 სერიად დაიყო. ესენია:

8 წთ. და 16 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე 1-ელ სერიაში ფილმის ზოგადი არსის თაობაზეა საუბარი;

11 წთ. და 36 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-2 სერიაში გაეცნობით განკაცებული მაცხოვრის - უფალ იესუ ქრისტეს პირველი და მეორედ მოსვლის; „განკითხვის დღისა"; და „პირველი“ და „მეორე“ სიკვდილის მთავარ არსთან დაკავშირებული საკითხებს;

11 წთ. და 53 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-3 სერიაში ვიხილავთ: მესიის მოსვლის დროსთან მიმართებაში ბიბლიურ სწავლებას „ბოლო ჟამისა“ და რეინკარნაციის მთავარი არსის თაობაზე;

14 წთ. და 21 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-4 სერიაში ვსაუბრობთ: ბოლო ჟამის შეცნობის თემატიკით დაკავებულ მსოფლიო ხალხებს შორის ქართველი ერისა და ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს როლის თაობაზე;

11 წთ. და 22 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-5 სერიაში ვცდილობთ ვუპასუხოთ კითხვას: რაში მდგომარეობს საქართველოს სულიერი მისია;

15 წთ. და 05 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-6 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველ „პირველი და მეორე მხეცის“ პოლიტიკურ ასპექტებს;

16 წთ. და 21 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-7 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველ „პირველი და მეორე მხეცის“ ბიბლიურ ასპექტებს;

18 წთ. და 17 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-8 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ ზვიად გამსახურდიას, ანუ „ცხებული მეფის“ არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

23 წთ. და 01 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-9 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ ედუარდ შევარდნაძის, ანუ ანტიქრისტეს არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

14 წთ. და 24 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-10 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ მიხეილ სააკაშვილის, ანუ ცრუწინასწარმეტყველის არსის გამომკვეთ პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს;

14 წთ. და 57 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-11 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ვარდების რევოლუციიდან“ - ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამდელი დროის შესაცნობ მინიშნებებს;

11 წთ. და 34 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-12 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ორხელისუფლებიანობისეულ“ ეტაპთან დაკავშირებულ მინიშნებებს;

13 წთ. და 20 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-13 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „გველის“ მიერ „წრედის შეკვრის“ მისტერიის გამომკვეთ მინიშნებებს;

11 წთ. და 19 წმ-ის ხანგრძლივობის მქონე მე-14 სერიაში განვიხილავთ: საქართველოს ბიბლიურ ისტორიაში ასახულ „ნარ-ეკალისა“ და „სალომეას ცეკვის“ მისტერიის პოლიტიკურ და ბიბლიურ ასპექტებს.

 

ფილმის მეორე ვარიანტი შედგება თემატიკისდა მიხედვით დალაგებული სამი ნაწილისაგან. ესენია:

47 წთ და 52 წმ-ის ხანგრძლივობის პირველ ნაწილში, სახელდებით: „ჟამი საიდუმლოს გაცხადებისა“, - გაერთიანებულია ფილმის 1-5 სერია;

28 წთ და 57 წმ-ის ხანგრძლივობის მეორე ნაწილში, სახელდებით: „საქართველო და რუსეთის იმპერიის ორი ბოლო წარმონაქმნი: სსრკ და დსთ“, - გავაერთიანეთ ფილმის მე-6 და მე-7 სერიები;

1 სთ 32 წთ და 10 წმ-ის ხანგრძლივობის მესამე ნაწილში, სახელდებით საქართველოს ბიბლიური ისტორიის ამსახველი ჯაჭვის რგოლები: ზ. გამსახურდია, ედ. შევარდნაძე, მ. სააკაშვილი, ბ. ივანიშვილი, გ. მარგველაშვილი, ს. ზურაბიშვილი...“,თავი მოვუყარეთ ფილმის 8-14 სერიებს;

 

და ბოლოს, მომზადდა ფილმის 1 სთ და 40 წთ-ის [ანუ - 100 წუთის] ხანგრძლივობის ე.წ. მოკლე ვერსია“ სახელდებით:„ჯაჭვის რგოლებად ასხმული საქართველოს ბიბლიური ისტორია“.

ფილმზე _სახარებაი ესე სასუფეველისაი“-ს შესახებ საუბარი, ზემოთ უკვე წარმოდგენილი მაცხოვრის შეგონების ფონზე მომზადებული, ბოლო ჟამის მაცხოვრებელთადმი განკუთვნილი ასეთი მიმართვით გვინდა დავასრულოთ:

 

ბოლო ჟამის მაცხოვრებელნო!

განურჩევლად იმისა გაქვთ თუ არა სურვილი ან დრო, ანდა მიგიწვდებათ თუ არა ხელი ჩვენს მიერ მომზადებულ ფილმში გადმოცემული მასალის სათანადოდ გააზრებისათვის; გვინდა გაუწყოთ შემდეგი:

საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“ და ზვიად გამსახურდიას სახელობის „თეოლოგიისა და პოლიტიკის აკადემიის“ მიერ წარმოებული კვლევის ბაზაზე მომზადდა ბოლო ჟამის დადგომის დამადასტურებელი ფილმი _სახარებაი ესე სასუფეველისაი“, რაც იმ მინიშნების მისტერიულად აცხადებას ემსახურება, რომელშიც მაცხოვარი ბრძანებს:

- „...იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული“ [მათე 24,14];

ზემოთქმულის მისტერიულად მიმდინარე პროცესის ფონზე, სწორედ თქვენთვის, ანუ ბოლო ჟამის მაცხოვრებელთათვისაა განკუთვნილი უფალ იესუ ქრისტესეული:

როგორც მოწოდება-შეგონება:

ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალნი, იმიტომ რომ ხედავენდა თქვენი ყურნი, იმიტომ რომ ისმენენჭეშმარიტად გეუბნებითთქვენმრავალ წინასწარმეტყველსა და მართალს სურდათ ეხილათ ისრასაც ხედავთდა ვერ იხილესდა ესმინათ ისრასაცისმენთდა ვერ ისმინეს“ [მათე 13,16-17],

ასევე მკაცრი გაფრთხილება:

„...თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთ ყველაფერი იგავით ეთქმის. რადგან თვალით მხედველნი ვერას ხედავენ, და ყურით მსმენელნი ვერას ისმენენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ ცოდვები“-ო[მარკ. 4,10-12].

ჩვენ, ღმერთის ნებით, ვცდილობთ მოვიხადოთ ჩვენი ვალი თქვენდამი!

ღმერთმა მოგცეთ წარმოდგენილი მასალის სათანადოდ გაზრებისა და მართებული არჩევანის გაკეთების უნარი!

მაშ, ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა) 

სალუაშვილი