Print

მე-7 წლის ნიშანი, ანუ - „როცა ეკი დააყვირეს“

„სალომეას ცეკვის“ შემდგომად გამოვლენილი მიტერიული პროცესის

პირველი ნიშანი: „როცა ეკი დააყვირეს“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე გათამაშებული ე.წ. „სალომეას ცეკვის“ შემდგომად მოსალოდნელი - „იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის“ მისტერიული პროცესის გამოვლენის პირველ ნიშნად, ჩვენის აზრით - პ/გ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკარგვა შეიძლება მივიჩნიოთ.

როგორც მოგეხსენებათ, 2012 წ. 1 ოქტომბერს არჩეული მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა 2012 წ. 21 ოქტომბერს გაიმართა.

საარჩევნო კოალიცია „ქართული ოცნების“ დაფუძნების სათავეებთან მყოფმა, 2012 წ. მოწვევის პარლამენტის „ადამიანის უფლებათა კომიტეტის“, ხოლო 2016 წლის მოწვევის პარლამენტის „იურიდიული კომიტეტის“ თავმჯდომარემ ქ-ნმა ეკა ბესელიამ, 2019 წ. 26 თებერვალს, ტ/კ „რუსთავი-2“-ის გადაცემა „არჩევანი“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ, მთელი ამ ხნის მანძილზე, საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით მიმდინარე პროცესებთან მიმართებით, საკუთარი განსხვავებული პოზიცია, პარტიის თავმჯდომარესთან ბ-ნ ბიძინა ივანიშვილთან არაერთხელ დაუფიქსირებია.

მისივე განცხადებით, პარტიის შიგნით მიმდინარე პროცესებიდან მომდინარე უთანხმოებამ, თავისი განვითარების პიკს 2018-2019 წლების გასაყარზე მიაღწია, საბოლოოდ, ყველაფერი 2019 წ. 22 თებერვალს „დამთავრდა“. ამ დღეს - ეკა ბესელიამ საჯაროდ განაცხადა, მის მიერ პ/გ „ქართული ოცნებისა“. და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების თაობაზე.

პ/გ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის მე-7 წელს [2012 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით, მე-7 წელი დაიწყო: [2013-2014-2015-2016-2017] – 2018 წ. 21 ოქტომბრიდან] ეკა ბესელიასა და მისი რამოდენიმე თანამოაზრის მიერ, 2019 წლის თებერვალში, პარტიის დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში პ/გ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

მიზეზთა გამო, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის დიდი მცდელობის მიუხედავად პროცესების ამ კუთხით განვითარების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა.

ხსენებულ მეშვიდე წელს განსავითარებელ მოვლენასთან მიმართებაში ბიბლია გვაუწყებს:

„შვიდი [აქ - წელზეა მინიშნება] მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი [აქ - წელზეა მინიშნება] ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს... ასე აკეთებდნენ ექვს [აქ - წელზეა მინიშნება] დღეს [როგორც ქ-ნი ეკა აღნიშნავს თავისი განსხვავებული მოსაზრების დაფიქსირებისაგან იგი არასოდეს იკავებდა თავს].

მეშვიდე [აქ - 2018 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით დაწყებული მე-7 წელია გამოყოფილი] დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდგზის შემოუარეს ქალაქს; მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს შვიდჯერ ქალაქს.

მეშვიდე ჯერზე [აქ - 2018 წ. 21 ოქტომბრიდან ათვლით დაწყებული მე-7 წელს, კერძოდ 2019 წ, 22 თებერვალს], როცა ეკი დააყვირეს [ამ დღეს ქ-ნმა ეკამ, პარტიიდან და საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან მისი წასვლის თაობაზე გააკეთა ღია განაცხადი] მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან...“ [იესო ნავეს ძე 6,13-16].

ჩვენ ისღა დაგვრჩენია თვალი მივადევნოთ ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენებს, როდესაც, როგორც იტყვიან - მისტერია ნორმით სრულდება.

ჩვენი წინამდებარე სათქმელიც სწორედ აქ გვინდა დავასრულოთ.

ვისაც ყური სასმენლად აქვს ისმინოს:

„თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე, შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ. ხოლო ვისაც არ ესმის, დაე, ნუ ესმის“ [1 კორ. 14,37-38]

მიხეილ(გელა)

სალუაშვილი