Print

ეკატერინე: 1930-2019

ეკატერინე

1930 - 2019

 

ჩემო ლასკარო, შენი სიწმინდე არ გაეგება ვისაც,

არ მიმაჩნია სიყვარულის და პატივისცემის ღირსად!

ცხოვრება როცა ჩაივლის

ყველა იმ ქვეყნად წავალთ,

ვერვინ ვერაფერს წავიღებთ თან, ცოდვა-მადლის გარდა.

როგორც აქ, იქაც გვფარავდეს

ღმერთის მოწყალე კალთა.

 

თბილისი 2019 წ.

 

 

ქალბატონი ეკატერინეს სანთლად ანთებული სხეულის ბოლო წვეთი, 89-ე წლისთავამდე 33 დღით ადრე - 2019 წ. 1 ნოემბერს, თავისი თანამეცხედრის - ბატონი თამაზის ხელის-გულზე ჩამოიღვენთა... ხოლო მოკვდავი სხეულის „ტყვეობაში” მყოფი მისი უკვდავი სული - ღმერთის მიერ მისთვის განწესებულ ახალ „გზასავალს“ შეუდგა.

თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ლექსად ამოთქმული გულისნადების გარდა ქალბატონმა ეკატერინემ, ყველა მის ნაცნობ- მეგობარს, უხვად დაუტოვა მათზე გამოვლენილი ზრუნვის უამრავი მოსაგონარი...

წინამდებარე ლექსების კრებული, ქალბატონი ეკატერინეს მიერ 2018-2019 წლების მანძილზე გამოვლენილ შემოქმედებით ნააზრევს აერთიანებს.

დე, მსუბუქი იყოს ქალბატონი ეკატერინე გიორგის ასული ხრიკული-მერაბაშვილის სხეულზე დაყრილი ქართული მიწა, რომელსაც იგი, სხვადასხვა ფორმით, გამუდმებით ესიყვარულებოდა...

ლასკარის სახელით

მიხეილ [გელა]

სალუაშვილი

 

გადმოძახილი

ყველაფერი სიყვარულით დაიწყება,

და ღვთის ნებით გაბრწყინებით დასრულდება!..

ქართველებო - შეიყვარეთ ერთმანეთი.

გეფიცებით - მერე გვიან იქნება...

 

ხმა ზეციდან მომდინარე - მამშვიდებდა:

„ნუ შფოთავხარ, ფეხზე მყარად დადექი,

ნუ გგონია, თითქოს ვინმემ მიგატოვა,

როგორც ადრე, მე შენს გვერდით ვიდექი...

 

რწმენისათვის - მიყვარხარ და მეყვარები,

ებრძვი ბოროტს, ხარ სატანის მგმობელი,

თანახმა ვარ, რომ სტატუსად მოგანიჭონ:

შენ ლასკარის გზათა მახარობელი!..“.

 

მინაწერი:

იმას კი, მალე გაიგებთ,

თქვენს ქვეყანაში რა ხდება,

ვინც უფლის მოყვარულია,

ლასკარის გვერდით დადგება!...

 

 

...

ძალიან ბევრი ვიფიქრე,

თავი ვერაფერს დავადგი,

მე მგონი ამოიწურა

ჩემი ლექსების „მარაგი“.

ალბათ დამთავრდა დრო-ჟამი,

აღარ გვჭირდება ლექსები,

ჩვენ - ქრისტეს მიმდევრები ვართ,

ლასკარში გვიდგას ფესვები...

დიადი მიჯნის დადგომის,

ლოდინი ყველას გვახარებს,

გულში მხურვალედ ჩავიკრავთ,

ვინც ქრისტეს მოსვლას გვახარებს...

თქვენ კი, ლასკარის მსმენელნო,

აბა, თუ ხვდებით - რა ხდება,

მოდით ერთად ჩავუფიქრდეთ,

ნიშნით, რა გვეარაკება?

თუ ვინმე ამას ამოხსნით,

გთხოვთ შეინახეთ თქვენს გულში,

ხმამაღლა - არაფერი სთქვათ,

რომ არ აღმოჩნდეთ „წარ-სულში“.

 

...

მოვალ ლასკარის კარებთან,

მიწას დავუწყებ ალერსსა,

თეთრი ვარდებით, თავდახრით

დავანთებ ნაკურთხ სანთელსა...

მინაწერი:

ნიშნად დამდგარი სასწაულები,

აზრთა ჭიდილში იკინძებოდა,

და ახლებურად გააზრებული,

წმიდა ბიბლია იშიფრებოდა!..

 

...

დედობის დღეს მოგილოცავთ,

დაგილოცავთ თქვენს შვილებსა,

მოგილოცავთ დიდ-პატარას,

საქართველოში მცხოვრებსა...

თქვენ გენაცვალეთ დედებო,

აღზარდეთ კარგი შვილები,

სამშობლოს ძლიერ სჭირდება,

წინაპრებივით გმირები.

გულნატკენია ქვეყანა

არ გამოადგა შვილები,

სხვას მიყიდეს მიწა-წყალი,

ხალხი დატოვეს მშივრები...

ამისთანა სიღარიბე

სამშობლოს ბევრჯერ ჰქონია,

მაგრამ ამდენი ორგული

სხვა დროს არასდროს ჰყოლია...

შვილს სიყვარული ასწავლეთ,

დამხმარე - მაღლა ღმერთია,

სამშობლო, როგორც - უფალი,

ყველასთვის ერთადერთია...

 

...

მარტმა სთქვა - დიდი მადლობა,

მე რომ შემარქვით დიადი,

სამაგიეროდ გაჩუქეთ

გამსახურდია ზვიადი!..

გაზაფხულია ჰყვავის ბუნება,

ცოცხლდება რწმენა იად,

გელოდებოდით, და შენც მოხვედი

ჩვენს გადამრჩენლად ზვიად!

მარტი მოვიდა, შუქი მძაფრდება

ბნელი იქნება აღარ,

როგორ გაწამეს, ჩემო სამშობლოვ,

როგორ უსახურს გავხარ.

საქართველოზე თვალი რომ გრჩებათ,

ყველამ გაიგოს - იცით ვისია?

ტყუილად არვინ არ დაიჩემოს,

საქართველო ხომ - ზვიადისია!..

ჩემო ლასკარო, შენი სიწმინდის

არ გაეგება ვისაც,

არ მიმაჩნია ის - სიყვარულის,

პატივისცემის ღირსად!..

ზვიადის სულს ვთხოვ - ზეცაში

სამშობლოსათვის ილოცე,

ვინც შენ გაწამა, დრო მოვა

ფესვს ვერ გაიდგამს მიწაზე!...

მინაწერი

მოინანიეთ, ცოდვის შვილებო,

ვიდრე ჯერ კიდევ დრო დაგრჩენიათ,

ზვიადის მკვლელნო - დრო-ჟამი თქვენი,

უკვე თითებზე დასათვლელია!..

 

...

მოგვივიდა გაზაფხული,

აყვავდება მთა და მდელო,

დიდი სასწაული გელის,

გულნატკენო საქართველო!..

გამომეცხადა უფალი:

ჯვალოს პერანგსა ჰკერავდა,

მე მგონი ემზადებოდა

ლასკარში მოსასვლელადა...

გამესაუბრა [გაბრაზდა,

თავი რატომ არ დავხარე...],

„მიბრძანდი ახლა ლასკარში,

ხალხს ჩემი მოსვლა ახარე!“,

ჩემი ოცნებაც ეგ იყო,

ამას ველოდი გულითა,

ღმერთო ეს გამოცხადება,

ამიხდეს სიხარულითა!...

მობრძანდი, ჩვენო უფალო,

და გაგვიხარე გულები,

შენი ერთგული შვილები,

დღემდე ვართ დაჩაგრულები.

ჩვენი ნათქვამი - არ სჯერათ,

თვითონ - ვერაფერს ხვდებიან,

ვერაფრით გავაგებინეთ,

სამშობლო ერთადერთია...

 

მინაწერი:

უფალი რომ მობრძანდება,

თითზე დაიწყებთ კბენასა,

ვეღარავინ ვერ გიშველით,

ვაი, თქვენს ბედისწერასა!..

 

...

მამაო ჩვენო, უფალო ღმერთო!

შენ მოგვიტევე ყველა ცოდვები,

გაწმინდე ჩვენი სული ბიწისგან

და შეისმინე ჩვენი ლოცვები...

წმინდა გიორგი, ჩვენო მფარველო,

ევედრე ჩვენსა ქრისტესა ღმერთსა,

სამშობლო გვიხსნას განსაცდელისგან,

მახვილი ჩასცეს მომხდურსა მტერსა.

 

...

შენ ჩვენო დედაქალაქო,

გულში რომ გვყავხარ დარდად,

მტერი ვერაფერს დაგაკლებს,

და იკაშკაშებ მარად...

არ ვიცი რომელს რა გითხრათ,

მოღალატეს თუ ალალსა,

გონს მოდით თბილისის შვილნო,

ნუ წარყვნით წმინდა ალაგსა.

შენ - ჩვენო თვალის სინათლევ,

ჩვენო ოცნების ქალაქო,

მრავალი მტერი გჯიჯგნიდა,

მაგრამ პეწი ვერ დაგაკლო.

კვლავაც ამაყად იდგები,

რათა განდევნო ბოროტი ძალა,

დაისადგურებს შენში სიმშვიდე,

და დაგვიდგება ნანატრი ხანა...

 

...

მიიწურა ზამთარი, და

წაიღო დარდი, იარა...

[ტომარაში ჩაალაგა,

რაც ჩვენზე გადაიარა].

გზაში შეხვდა მარტის თვე, და

მოიკითხეს ერთმანეთი.

„ყველაფერი წამოვიღე,

მხოლოდ დამრჩნენ წასაყვანნი,

საქართველოს დიდი მტრები...“

„გაიხარე საქართველოვ“,

შემოგვძახა მარტის თვემ,

„სიხარული მოგიტანეთ,

მაგრამ ჯერ ვერ გაგიმხელთ...

გთხოვთ, ამჯერად არა მკითხოთ,

მე - თქვენს საქმეს ვაკეთებ,

საქართველო ძლიერ მიყვარს,

გვერდში უნდა დაგიდგეთ...

ძალიან გთხოვთ, ქართველებო,

ერთმანეთს ჩავკიდოთ ხელი,

შევიყვაროთ ერთმანეთი,

კარს გვიკაკუნებს მშველელი!“

მინაწერი:

ნუ დაუჯერებთ ნურავის,

არავინ მოგცემთ ნუგეშსა,

მალე მთლიანად აღმოვფხვრით

მასონ-სატანის ბუდესა.

 

...

ბზობას გილოცავ - ლასკარო,

დაგელოცოს მსმენელები,

აღარ გყავდეს მაბეზღარი,

გულბოროტნი, მჩაგვრელები...

რატომ ცდილობენ იმძლავრონ,

ნუთუ ვერაფერს ხვდებიან?

მოვა დრო ყველა გულღრძილნი

მუხლებზე დაეცემიან...

შენ ლასკარო - გულით დიდო,

სულ თან გდევდა გასაჭირი,

მაგრამ მუდამ მხარში გედგა

ქართლის დედა ხმალგაწვდილი.

ამ მწუხარე წუთისოფელს,

კვლავ დაუდგა მძიმე ხანა,

ორგულობა და ღალატი

ჩვენთვის უცხო არის განა?

მრავლად გაჩნია - ძვირფასო,

მტრის რისხვის ნაიარევი,

ყველგან ნანგრევებს ვაწყდებით,

სადაც კი დავიარებით.

მოეშვით ჩხუბს და ღალატსა,

მოეშვით ფარისევლობას,

მამა-პაპის ნაშენ კედლებს,

ნუ დაანგრევინებთ მტრობას.

გაიღვიძეთ, ჩაუკვირდით,

იქნებ მიხვდეთ თუ რა ხდება,

აირჩიეთ უფლის გზა და

მოიპოვეთ უკვდავება!..

 

...

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ,

გფარავდეთ ღმერთი უფალი,

დე გქონდეთ მისკენ სავალი

გზა მუდამ თავისუფალი...

თქვენ მფარველი გყავთ - წმინდა გიორგი,

და ხართ წილხვედრი მშობლისა ღვთისა,

დედა, რომელიც ჩვენთვის ლოცულობს

და ღმერთს ავედრებს ყველა მის შვილსა.

დამთავრდა ყველა ლოდინი,

ნიშანი ნიშანში ჯდება,

სულ მოკლე ხანში თქვენ ნახავთ

დიდი აღდგომა იქნება.

სასწაულები მოხდება,

ქვეყანა - დაიზაფრება,

ვინც ელის პირველკაცობას

სუყველა მშრალზე დარჩება...

ხმა გაისმება მჭექარე:

„უფალი - ჩვენი სიმართლე“!..

საქართველოში - ღვთიური,

დაისადგურებს - სინათლე...

ბნელის მმუსრავი ნათელი,

როცა ქალაქში გამოვა,

ვისაც კი უფალი უყვარს

სუყველა მისკენ წამოვა...

წმიდა სულის სიბრძნის მადლი,

დააჩოქებს ყველა ძალას,

მაღლა ასწევს სამფეროვან,

გამარჯვების წმინდა ალამს!,,

 

...

კვირაცხოვლობას გილოცავთ,

საქართველოში მცხოვრებნო!...

სულის სიმტკიცეს გისურვებ,

ლასკარის ყველა - „მსმენელო“...

შეგგვედრით ღმერთო მაღალო,

დაგვილოცე გზა-სავალი,

მალე - სუყველას გვანახე

ის, ჩვენი მამამთავარი!..

როცა - ჩაივლის ცხოვრება,

და როს იმ ქვეყნად წავალთ,

ვერვინ ვერაფერს წავიღებთ,

თან - ცოდვა-მადლის გარდა!...

როს გადაშლიან - „დიდ დავთარს“,

და როცა ვიტყვით - „რა ვქნათ?!“,

როგორც - აქ, იქაც გვფარავდეს,

ღნერთის მოწყალე კალთა...

 

...

ცისკარი უკვე გაიხსნა,

დრო არის ითქვას სათქმელი:

სუყველა უკან დაბრუნდით,

ვინც წასულნი ხართ, ქართველნი!..

დგება ისეთი დრო-ჟამი,

უნდა მოგვშორდეს - სატანა,

თან წარიტანებს ყველა მას

ვინც საქართველო აწამა.

ხომ ხადავთ, როგორ გვმოძღვრავენ,

არ აშინებთ მტკიცილ-ფიცი,

საქართველოს დანგრევა სურთ,

არ შერჩებათ - კარგად ვიცი!..

სუყველას გირჩევთ - გონზე მოეგეთ,

შხამიან ენით გულს ნურვის ატკენთ,

განკითხვის ჟამი გვიახლოვდება,

და ნათქვამისთვის თქვენ პასუხს აგებთ.

მინაწერი:

გადაჭარბებად არ ჩამითვალოთ,

ღმერთი მფარველობს, ჩვენს სულებს, წმინდა,

და ამიტომაც მისი მორწმუნე,

საქართველოში - მე ხალხი მინდა!..

 

...

სულ იამაყე ლასკარო,

შენ - პატრონი გყავს, ნამდვილი,

ცუდად ხელს ვერვინ შეგახებს,

გფარავს თვთისმშობლის მანდილი!

ყველა თავისას მიიღებს,

როს დღეს ვიხილავთ „დიადსა“,

სუყველა ერთად შევძახებთ:

„დიდება უკვდავ ზვიადსა!..“

დაღონებული დავდივარ,

ბრძენთა ნაკვალევს მივყვები,

სამშობლოს დარდად მახურავს,

ჩემს ახალგორზე ფიქრები...

დავდგებით განსჯის წინაშე,

რა სასწორია ბედის?

ზოგი - წმინდანად შერაცხვას,

ზოგი კი - სიკვდილს ელის.

მეტს აღარ გეტყვით, იფიქრეთ,

თქვენთვის როგორი იქნება,

დარდიც და მონანიებაც,

მერე ხომ - გვიან იქნება.

 

მინაწერი:

ჩვენს დიდ წინაპრებს მივბაძოთ,

ქვეყანას როგორ უვლიდნენ,

სამშობლოს არევისათვის

ფულს არავის არ უხდიდნენ!...

 

...

საქართველოვ, წილხვედრი ხარ ღვთისმშობლისა,

საქართველოვ, მფარველი გყავს - მარიამი,

მაცხოვარი შევიყვაროთ ყველამ ერთად,

სიყვარულით მოვიხადოთ ჩვენი ვალი...

მყარად იდექ, საქართველოვ!

მაღლა ასწი შენი ჯვარი,

„მინდიამ“ ხომ გაგვიმხილა საიდუმლო:

„ჩვენს ქუჩებში დაბრძანდება მაცხოვარი!..,

გაცხადდება ძაან მალე,

გაახარებს დაჩაგრულებს,

ნეტავ იმათ ვინც დიად წამს შეესწრება,

და ყველაფერს თავის თვალით უყურებს...“

ჩემის მხრივ ყველას გისურვებთ

მზად იყოთ ყველაფრისთვისა,

იქნებ როგორმე დაეხსნათ,

დიდ ეშმას მისი პირიდან...

...

ზვიადის შემდეგ ქართველმა

საღათას ძილით იძინა,

ხალხი რომ გამოაღვიძოს,

„მეორედ“ მოდის ბიძინა...

სატანა ხომ გავაძევეთ,

თან გავაყოლეთ მკვლელები,

ახლაც გაყიდონ წუწკებმა

კახეთში მინდორ-ველები!..

მე - გამიყიდეს სამშობლო,

სხვას გაატანეს ნისიად,

წაშავდით გამყიდველებო,

ეს მიწა „ზვიადისია“...

„უფალი მოდის!“ - გაიგეთ,

გამოიბერტყეთ ყურები,

და ობლებს გადაურიცხეთ

ეგ მოპარული ფულები...

 

მინაწერი:

რას ვეძებთ სხვათა ქვეყნებში,

რადა ვართ გულნაკლოვანნი,

შევირგოთ ღვთისმშობლის მიწა,

ადგილი „ქართლოსისანნი...“.

 

...

„ამაღლებას“ მოგილოცავთ,,

დავლოცავ საქართველოსა...

მალე ისეთ რამეს გეტყვით,

რომ გაგიხარებთ გულებსა.

მე ვიცი, მთელ მსოფლიოში,

ერთი „კუთხეა“ მართალი,

დამმოწმებელი - ჟამისა,

მას სახელად აქვს - „ლასკარი“.

ქვეყნად რთული გზა გავლიე,

ძნელი ყოფილა ობლობა,

ამიტომ, ქრისტემ მაჩუქა

ლასკარის მახარობლობა...

უკვე რამდენჯერ გაუწყეთ,

ვერა ხვდებიან რა ხდება,

რაც კი „დავწერე“ ლექსებში,

სუყველაფერი ახდება.

ძალიან ცოტა დრო დარჩა,

უფლის მეორედ მოსვლამდე,

თუმც ჯერ ჩვენს მიწას დავიხსნით,

და გავალთ - დარუბანდამდე.

„კაცის ძე“ როს გაცხადდება,

ყველასთვის „შოკი“ იქნება,

ნახევარ საქართველოსთვის

იგი „ნაცნობი“ იქნება...

 

მინაწერი:

ამდენმა აურ-ზაურმა,

ვერ გამოიღო ნაყოფი?

ვერ ხვდებით - კარს გვიკაკუნებს,

ხალხის „შუაზე“ გამყოფი!..

 

...

ხომ დავიჩემე მახარებლობა,

არ გაგიცრუებთ იმედსა,

სულ მალე ნახავთ ლასკარში

ქრისტეს და მოციქულებსა!..

„აღსასრულის“ ჟამი დადგა,

მზადყოფნაში ვიყოთ ყველა,

შევიყვაროთ ერთმანეთი.

რომ შევიძლოთ აღმაფრენა...

საქართველოს ჰყავს „პატრონი“

მალე მოგვიტანს შვებასა,

თუმც ჯერ მის სახელს ვერ გეტყვით

[ღმერთი არ მაძლევს ნებასა]...

ყველა რჯულის ხალხი მიყვარს,

ვენაცვალე იმათ გულში,

მინდა ერთად შევეჯიბროთ

ჩვენი უფლის სიყვარულში.

უფალი - გაგვიცხადდება,

საქართველო - გაბრწყინდება,

ვინც „უფლის გზა“ აირჩია

უფალს მარჯვნივ დაუდგება!..

 

‘’’

შენი დრო დადგა - ლასკარო,

კარს გიკაკუნებს მშველელი.

მოდის, და ყველას მოუვლის

ის ჩვენი გადამრჩენელი...

იცოდეთ, სიმართლის მთქმელსა,

ყავლი არასდროს გასვლია,

და თუ ვინმეს არ მოვწონვართ,

ეს მისი გულის დარდია...

მე ჩემს ლასკარზე ლექსებს ვწერ,

ჩვენი ცხოვრების აწმყოთი,

ვისაც ნაწერი არ მოსწონს

ტაშით „შევიდეს“ - ნატოში...

ვინც ჩვენს ლასკარს გაეცნობა

ის იქნება ბედნიერი,

მის რიგებში გაერთება

მადლი არის ზეციერი...

ვისაც ლასკარი არ უყვარს,

და ვერ აჩუმებს ენასა,

სულ მოკლე ხანში, ცოდვილი,

იდაყვს დაუწყებს კბენასა...

 

...

კავკასიის მაღალ ქედზე

მიჯაჭვული „ამირანი“,

ის ხომ საქართველოა და

ჩვენს მტრებს ჰქვიათ ყვავ-ყორანი...

გაორებული ფიქრებით

გაგიჭირდებათ სიცოცხლე,

გჯეროდეთ, ჩემი ნათქვამის:

შიშით და განცდით იცოცხლებთ...

შემოუბრუნდით ჩვენს უფალს,

და ყველა გავყვეთ მის გზასა,

რასაც ვინატრებთ, ყოველთვის,

ამით მივაღწევთ მიზანსა!..

დიდი სამსჯავრო მოგვივა,

სუყველა დავიკითხებით,

ვისაც სამშობლო არ უყვარს

ყველანი განვიკითხებით!..

შემოუერთდით ლასკარსა,

ადიდეთ ჩვენი უფალი,

სხვაგან ვერავინ გიშველით,

სულის ცხონება აქ არის!..

 

მინაწერი

უმწეო ფრინველს შეხედეთ,

ვერ გამოცვალა ბუნებამ,

იმ კანონს ემორჩილება,

რაც მას არგუნა განგებამ!..

 

...

ხომ ხედავთ, ჩვენს სამშობლოში

რა ცოდვა-მადლი ტრიალებს?

რა დავაშავეთ ისეთი,

ასე რომ გაგვატიალეს?

მზეო, ამოდი - გაბრწყინდი,

ჩვენი გულები გაათბე,

თბილისს ნათელი მოჰფინე

და უფრო გაალამაზე!

სხვისკენ ნუ გრჩებათ თვალები,

სამშობლო ამოირჩიეთ,

შეეპაექრეთ ერთმანეთს,

გმირობა გამოიჩინეთ!..

ბევრ რამეს შეგპირდებიან,

თქვენ არ გეგონოთ მართალი,

ისე გაივლის ეს დაპირება,

როგორც ზამთარში,

ბუხრის წინ,

პაპის ნათქვამი ზღაპარი.

 

მინაწერი:

სამშობლოს სადარაჯოზე

დგას ქართლის დედა ამაყად,

გორგასალი კი, მეფეებს

აურჩევიათ თამადად!..

 

...

ზეცაში ისმის ყიჟინა,

უკვე მზადდება ლაშქარი,

წმინდა გიორგი ცხენზე ზის,

რა საამური ხმა არი!...

ცისკრის კარები გაიღო,

დრო არის ითქვას სათქმელი:

სუყველა უნდა დაბრუნდეს,

ვინც წასულია ქართველი...

მე, ჩემებურად, ერთსა გთხოვთ

ლასკარო, შენი ჭირიმე,

თითო პატარა ადგილი

უფალთან გამოგვიჩინე...

ლასკარმა „გამოიღვიძა“,

მაყრიონივით მზად არის,

კარებში სიდონია დგას,

ჯვარი და კვართიც აქ არის...

მე, რასაც ვფიქრობ, მგონია

ხმამაღლა ისმის ეთერში

ღმერთი, მას ვისაც ეკუთვნის,

შეიყვანს სასუფეველში...

 

მინაწერი:

მუდამ ინათებს სანთელი

უფლისგან, სასურველისა,

ღმერთმა მოგვფინოს ნათელი,

ზეციერ სასუფევლისა!..

 

 

...

ჩემო ლასკარო, გამაგრდი,

არ ვიცი ვინ რა გირჩია,

ამას კი ვხედავ, ამ ქვეყნად,

ღმერთმა შენ ამოგირჩია!..

ღმერთის გზა-სავალს მივყვებით

[ასე იქნება მუდამა],

ვერავინ შეგვაცვლევინებს,

რადგან ინება უფალმა...

ჩვენს მაცხოვრებლებს მოვუხმობ,

მოძებნონ წმიდა ადგილი,

უფალთან მიახლოება

მათ ნუ ჰგონიათ ადვილი.

ხალხო, სუყველას გისურვებთ,

გამოფხიზლებას ძილიდან,

ღმერთის დიდება მესმოდეს

ყველა თქვენგანის პირიდან!..

 

მინაწერი

ვერ შეედრება სიკეთეს,

სხვა ცნება ნებისმიერი,

ცაზე წმინდაა - სიკეთე,

და თვით სიკვდილზე ძლიერი!..

 

...

საქართველოვ, გაიხარე,

დაგილოცავ მთელ შენს ერსა,

ზეცის მადლი არ მოაკლდეს

უფლის მომლოდინეებსა!..

აბა, ჩემო კარგო ხალხო,

გენაცვალეთ ყველას გულში,

ვისაცა გსურთ შემეჯიბრეთ

ჩვენი უფლის სიყვარულში.

პატრონი არ დაახანებს,

სულ მალე გამოგვიჩნდება,

სუყველა მას დაუჩოქებს,

მუდამ პირველი იქნება!...

სამშობლოს გული ატკინეს,

ურწმუნო თომას შვილებმა,

მიწა-წყალი გაუყიდეს

ფულზე დახარბებულებმა...

წამი ყოფილა ჩვენი ცხოვრება,

აზრის და სიტყვის სრულყოფის ჟამი,

უფალი - მოდის, „დროს“ ჩაბარდება

ყველა წუხილი და ყველა დარდი!..

 

მინაწერი:

გადაისახეთ პირჯვარი,

უფალს მიაგეთ დიდება,

ეშმას დაუჭკნა ვარდები,

ჩვენი კი ახლა იშლება!..

 

 

...

ნაწილ-ნაწილ დაგლეჯილო საქართველოვ,

რომ გიყურებ - გული კვდება,

არ იდარდო, მოკლე ხანში, ეგ წუხილი

სიხარულით შეგეცვლება!...

მე შენს წიაღში მამული მქონდა,

სრულად სუფევდა იქ სიყვარული,

დანავარდობდა ბედი მღიმარი...

ახლა კი, დამრჩა - როგორც სიზმარი.

მაგრამ მჯერა, რომ ჭმუნვა გაივლის,

და კვლავ ნათელი დაგვიბრუნდება,

ვინც გაასხვისა იმან იკითხოს,

მალე :ურემი გადაბრუნდება“,

ღვთისკენ სავალი გზა გამოჩნდება,

ზარის ხმა ისმის ღვთიური,

ზოგმა კიდევ ვერ გაიგო?

ბოლო ჟამია - გაიგეთ,

წამზომი უკვე ჩაირთო...

 

მინაწერი:

მალე გვესტუმრე უფალო,

და გაგვიხარე გულები,

ყველაზე მეტად გელიან

„ბედისგან“ დაჩაგრულები!..

 

...

პეტრე-პავლობას გილოცავთ,

საქართველოს მცხოვრებლებსა,

უფლის მადლი არ მოაკლდეს

თქვენი ოჯახის წევრებსა!

ნუ ჩათვლით მკვდრად მას, ვინც მოკვდა,

და ხალხს შესწირა დღენია,

მკვდრებში ის მოიხსენიეთ,

ვინც გაგვიყიდა მინდორ-ველია...

სამშობლოს ბედის მაფიქრალს,

ამქვეყნიური ელის დიდება,

ოკეანეში შობილ მარგალიტს,

ობი არასდროს მოეკიდება.

შემოიტანეს ახალი ცოდვა

ხალხის ცოცხლად გატაცება,

მოუხმეთ ჭკუა-გონებას,

უფლის რისხვა არ აგცდებათ!..

რამ გაგამწარათ ფულისთვის,

რად გადახვედით ჭკუაზე?

ოღონდ გროშები იშოვოთ,

ცოცხალ კაცს გაჭრით შუაზე!

ჩვენი წინაპრის საფლავი

ვიდრე არ წაუბილწიათ,

მამულიშვილის ღალატმა

ვიდრე ყველას არ გვიწია!

 

მინაწერი

შემოუბრუნდით უფალსა,

ყველა - მუხლმოდრეკილები,

ეგ არის ჩვენი მშველელი

და ქვეყნის გადამრჩენელი!

 

 

...

ძალიან ბევრი დავწერე,

ვერ მივაკარე თქვენს გულსა,

არ ვიცი როგორ შეხვდებით

ძველი დროის დასასრულსა!..

თქვენგან კარგს ვეღარ მოველი,

წიწაკას იყრით ენაზე,

დროა, სუყველამ ვიფიქროთ

სულების გადარჩენაზე...

ამდენმა ალიაქოთმა

ვერ გამოიღო ნაყოფი,

მალე კარს მოგვიკაკუნებს

ხალხის „შუაზე“ გამყოფი.

ჩემო ლასკარო - იხარე,

მალე იქნება აღდგომა,

თქვენ უკვე დაიმსახურეთ

უფლისგან მარჯვნივ დადგომა.

ამას მხოლოდ ის გაიგებს,

ვინც ელოდება უფალსა,

იმათთვის არ დაინანებს

საჩუქრათ უკვდავებასა...

ყველა მართლმადიდებელო,

გაისუფთავეთ გულები,

რათა უფლის გაცხადებას

შევხვდეთ გულანთებულები.

მინაწერი:

აბა, ჩემო კარგო ხალხო,

გავაძლიეროთ ლოცვები,

იქნებ შეგვინდოს უფალმა,

აქ ჩადენილი ცოდვები!..

 

...

ნუ მოისურვებთ სხვა ქვეყნად ყოფნას,

გიყვარდეთ მხოლოდ ჩვენი მამული,

და თუ დაგიდგათ ტირილის ჟამი,

მონახეთ- ჩანგი და სალამური...

მაგრამ გამყიდველმა, ისევ შენმა შვილმა,

ბლომად ჩაიჯიბა ხორცის გასამრჯელო,

და ეს სამარცხვინო, ჩვენი თავის მოჭრა,

როგორ ავიცილოთ, ჩემო საქართველოვ?

უბრალოდ, სირცხვილია ჩვენი საქციელი,

მიწა-წყალს ჰყიდიან ფულზე,

რომ ვხედავ ჩემი სამშობლოს ღალატს,

დარდი მაწვება გულზე.

არ გაპატიებს უფალი,

ჩემი სამშობლოს ღალატს,

როცა სამსჯავრო დაჯდება

იქ „მოელოდე“ ხაფანგს.

მინაწერი:

ვერ მოვიშორეთ სირცხვილი

ჩვენთან ჯერ ისევ „ბნელა“,

სამშობლოს გადასარჩენად,,

გავერთიანდეთ ყველა...

 

...

ვინა შრომობს და ვინა ჭამს,

შეისმინე, გამგებელო!

ნუთუ, აღარ გეცოდებათ

ეს ტანჯული საქართველო?

დრო დადგება, ჩემს სამშობლოს

ვეღარავინ უბატონებს,

გწამდეთ ყველას - საქართველო,

რომ თავისთავს უპატრონებს!

მტერი ვერაფერს დაგვაკლებს,

თუ ხალხი ერთად ვიქნებით,

თუ ერთურთის სიყვარულით

ყველა გავერთიანდებით!

ბიბლიას ბწკარ-ბწკარ მივყვებით

ნიშანი - ნიშანში ჯდება,

ვისაც ნათქვამის „არ ჯერა“

არ ვიცი რა ეშველება.

მინაწერი:

ასე ღარიბად ვიცხოვროთ,

არ გვინდა დიდი ვილები,

სულ მალე მოვლენ „მდიდრები“

მუხლებზე დაჩოქილები!..

 

 

ჩემს ლასკარს!

სუყველას მოგესალმებით,

ჩემი სალამი ძმურია...

ლექსებს არავის მოგაკლებთ

სანამდის მიდგას სულია!..

ამ ტიალ წუთი-სოფელში

ბევრი „ამბები“ ყოფილა,

ყველას „კლავს“ თითო რამ ცოდვა,

ვინც კი ამქვეყნად შობილა...

ეკლის ამოსვლა თვის ადგილს,

ეს ეკლის არის წესია,

მოხუცობაში მოვიმკით,

რაც სიყრმით დაგვითესია.

თუკი შავ-ბნელი ძალა ბობოქრობს,

და ჩვენს ქვეყანას უმზადებს ლახვარს,

ღმერთო - სამშობლოს ღალატი,

ქართველისაგან არ დამანახა!...

 

მინაწერი:

არავისათვის ცუდი არ მინდა,

სიყვარულისთვის სუფთა მაქვს გული,

რა ვქნა - ვერ ვიშლი ლექსების წერას,

თუკი რაიმეს „მოვკარი ყური“!..

 

...

ფერისცვალებას გილოცავთ!

გულით ვლოცავ მთელ ჩვენს ერსა,

უფლის მადლი არ მოაკლდეს

საქართველოს მცხოვრებლებსა!..

რამდენი „ხელიც“ უნდა გკრან,

უკვდავი ფესვი გიხარის,

აღმაშენებლის მემკვიდრევ

ვინ დაგიმონოს მითხარი...

უფალი გლოცავს ლასკარო,

შვილები თავს გევლებიან,

ჭეშმარიტების დამგმობნი

ყველანი დაისჯებიან...

ვერვინ დაფარავს სიმართლეს,

მალე მოგვივა მშველელი,

და გაგვახარებს სუყველას

ის, ჩვენი გადამრჩენელი...

საქართველოს ჰყავს პატრონი,

იგი მოგვიტანს შვებასა,

ჯერ იმის სახელს არ ვიტყვი,

ღმერთი არ მაძლევს ნებასა.

ჰორიზონტს ფარავს ღრუბელი,

მან გამიფუჭა გუნება,

მთაგორიანი ქედების

სულ მენატრება ყურება!..

 

მინაწერი:

ამ დილით ჩემს კალენდარზე

ჩამოვახიე ფურცელი,

დრო რა სწრაფად გაიპარა,

გული კი დამრჩა უცვლელი...

 

 

 

სიზმარში დანაბარები

წუხელის სიზმარში ნანახი

მინდა მოგითხროთ ლექსადა:

ერთი პიროვნება ვნახე,

მან დამაბარა თქვენთანა:

„ჩემო ერთგულო შვილებო,

თქვენ დაგიტოვეთ ქვეყანა,

მაგრამ, ეს დროებითია,

მალე მიხილავთ თქვენთანა!..

შეზანზარდება სამყარო,

როს იგრძნობს განკითხვის დღესა,

სუყველას ერთად მოგიხმობთ

ჩემს წილად ნარგებ შვილებსა...

რწმენით განაგდეთ გულიდან,

ეგ დარდიანი ფიქრები,

განაგრძეთ თქვენი ჯვრის ზიდვა,

მეც მალე თქვენთან ვიქნები!..

ვიცი რომ დაიღალენით,

ძლიერ ძნელია ლოდინი,

დრო დგება - „გადაიშალოს“

მარადისობის ლოგინი!..“

 

...

მარიამობას გილოცავთ,

სულ იყოს თქვენი მფარველი,

დე მუდამ პირველი იყოს

ჩვენი ლასკარის სახელი...

რაც უმდა ბევრი დაგტანჯონ,

მარტო გულს ხვდება ნაღველი,

ლასკარის ყველა მსმენელში

იბრწყინებს შენი სახელი.

ჩვენ გვახსოვს უფლის მოძღვრება:

„ნურასდროს სდევნით პირად მტრებს!“,

მაგრამ ამქვეყნის ორგულებს,

ნუ ვაპატიებთ ნურაფერს.

კარგია ყველამ ვიცოდეთ,

რაც არ ვარგია არა ვთქვათ,

და თუ „სიმთვრალით“ წამოგცდათ,

„სიფხიზლით“ მაინც აღარ სთქვათ...

უფალო - ჩვენთვის ეწამე,

ვერ დაგიფასეს ამაგი,

ვისაც უფალი არ უყვარს

გადაეხდებათ ასმაგი...

 

 

...

მინდა სუყველას გაუწყოთ,

რაც გაგიხარებთ გულებსა:

ეკლიანი გზა მთავრდება,

ელოდეთ სასწაულებსა!..

ცხოვრებაში არაფერი მინატრია,

არც დღეს ვნატრობ „არაფერსა“,

ნხოლოდ მინდა, თქვენთან ერთად,

მეც რომ შევხვდე უფალ ღმერთსა...

უფლის - გარეთ, ყველა ფიქრი,

მხოლოდ ეშმაკისია,

შევიმეცნოთ, გავიაზროთ

საქართველოს სულიერი მისია...

დალოცეთ ჩვენი ლასკარი

ის არის მასპინძელიო,

ის არის ჩვენი პატრონი

და ქვეყნის გადამრჩენიო!

მაშ, ვიღვაწოთ, განვიწმინდოთ,

მოვიხადოთ ჩვენი ვალი,

გავახაროთ ღვთისმშობელი

ჩვენი დედა საფიცარი...

 

მინაწერი:

ხმალი იმდენს ვერას იზამს,

გალესილი, ძლიერიო,

რასაც იქმს - მშვიდობიანი,

კალმის პატარა წვერიო!..

 

...

ბედს არ ვემდური, ღმერთს ვმადლობ!

[თავი არ მომაქვს საკვეხნად]

თავდებად - მაღლა ღმერთი მყავს,

და დედამიწა - ამქვეყნად,

სულ მალე, ყველანი ვნახავთ

კაცს, რომელსაც ბევრნი ველით,

ღვთიურ სიტყვის ღვთიურ მადლით

მისგან ნიშანდებულები...

ზაფხული ხომ „გაგვეპარა“,

ლოცვანი ზეცას სწვდებიან,

ჩვენი ლასკარის - წევრები

მაცხოვარს ელოდებიან!

სამშობლოს ვერვინ წაგვართმევს,

მალე მოგვივა მშველელი,

ყველას მიაგებს თავის წილს

ის, ჩვენი გადამრჩენელი...

 

მინაწერი:

გავუძლებ ტკივილს, თუკი მომელის,

მივიტან გულთან, როგორც ტიტანი,

ღმერთო, მიმრავლე ერთგული ხალხი,

სხვისი ტკივილის გულთან მიმტანი!..

 

 

...

შემოქმედება თურმე - ჯვარცმაა,

თუკი ატარე ნამუსის ქუდად,

არ გაიკვირვოთ არცერთი მარცხი,

წარმატება კი - გიკვირდეთ მუდამ!..

მორჩილი ვიყავ, როგორც მლოცველი,

არც შიში მაკლდა, არც მოკრძალება,

ჩემო უფალო - რად „გამიბრაზდი“?

რად ამიკრძალე ის ნეტარება:

რომ შემძლებოდა მევლო ლასკარში,

დავლოდებოდი შენს გამოჩენას,

და სიხარულში თანაზიარებს,

ერთად მეხარა ჩემს მეგობრებთან...

თუმცა, რას ვჩივი, რა სათქმელია?

წარმავალია ყველა სიცხადე,

მაგრამ მე მაინც მადლობელი ვარ,

ყველა იმისთვის რაც განვიცადე!..

მჯერა, მჯერა, რომ მალე იქნება,

შემოაშუქებს ბნელში სინათლე!

წარხოცს დღევანდელ უსამართლობას,

და გამეფდება ყველგან სიმართლე!..

 

...

ზედ უფლის თვალი დაგვყურებს.

ჩვენთვის სიკეთე ბრძანა,

ვერ დავუფასეთ ამაგი,

ვღალატობთ ხანდახანა!..

კმარა ამდენი ლანძღვა-გინება

კმარა ამდენი თავის ქება...

ნუ გეწყინებათ, მოხუც ქალისგან

დაუფარავად ნაკლის მხილება.

წინაპართა წმინდა ანდერძს,

ნუ გატეხთ და ნუ უარყოფთ,

კარგ საქმეში მხარს დავუჭერთ

ქართველობას, დღეს ავადმყოფს!..

წინათ ხომ ხმალი უჭრიდათ,

ახლა კი გვიჭრის კალამი,

გადაეც ბარის მწერლიდან

მთიულებს ძმური სალამი!..

მიყვარხარ ჩემო სამშობლოვ,

მთლად ახალგორის მხარეო,

შენი მთა-ველის ყურებით

ვწუხვარ, ვერ გავიხარეო!..

მალე მოგვივა პატრონი

და მოგვიშუშებს იარებს,

მხარმარჯვნივ მათ დაიყენებს,

ვინც „არჩევანში“ ივარგებს..

 

...

წუთისოფელმა გამწირა,

და მომაშორე ყველასა,

დამეხმარევი უფალო,

შენგან მოველი შველასა!

აბა, ჩემო მეგობრებო,

ამომიდექით მხარში,

აღარა ცრუობს „კრიტიკა“

წერს და არ უყვარს ტაში.

მე ვინატრებდი ერთ რამეს

[ეს რა ნატვრაა ნეტა?]

გვიახლოვდება რასაც ველოდით,

ღმერთო, სინათლეს ვხედავ!

დაიწყო ხალხის „გამოცდა“,

კარს მოგვადგა არჩევნები,

ყველამ ჭკუა მოვიხმაროთ,

რომ არ შეცდეთ არაფერში!

მაღალო ღმერთო, გულით გთხოვ,

სინათლე გაგვარჩევინე,

თქვენ თვითონ ვინც გამოგზავნეთ,

ის კაცი „აგვარჩევინე“!..

 

...

ნუ მიწამლავთ მოხუცს გრძნობას,

და ნუ მეტყვით - რაც არ მჯერა!...

მოკლე ხანში დაიწყება

საქართველოს გაბრწყინება!

 

 

...

მოდით , ხალხს ისევ - შევუნდოთ ცოდვა,

და დავუმტკიცოთ, რომ ვართ საჭირო,,,

ვიყოთ სულგრძელნი, კაცთმოყვარენი

რომ ბევრი ხალხი გადავარჩინოთ!..

მაგრამ, ვაი რომ არ სჯერათ ჩვენი,

რომ ჟამი იგი უკვე მკვიდრდება,

მალე დაგვკითხავს სამსჯავრო,

და განაჩენი მკაცრი იქნება...

გამოიღვიძეთ ცოდვილნო:

ხალხის შერჩევა იწყება!..

 

 

...

სულ ველოდებით სულის გაზაფხულს,

ლამაზ სიცოცხლეს, თვალით არნახულს...

მოგვიახლოვდა რასაც ველოდით,

ვისაც არ სჯერავს, არც უნდა ნახოს!..

სიმართლის მთქმელსა ამქვეყნად,

ჭავლი არასდროს გასვლია,

და თუ ნათქვამის არ ჯერავთ,

ეს მათი გულის დარდია.

ვიდრე სკამზე გასხდებიან,

დაპირებები დიდია,

პასუხს აგებს, ვისაც ქვეყნის

სწორად მართვა აკისრია!...

რადგან ღმერთია კაცთ განმკითხველი,

და ის მოგვისჯის სასჯელს,

გირჩევთ აკეთეთ კეთილი საქმე,

თუ გსურთ ჯოჯოხეთს ასცდეთ!

ირგვლივ ყველას ბედ-იღბალი

ძლიერ მალე გადაწყდება,

მერე თქვენს თავს დააბრალეთ,

ვისაც რა დაგემართებათ!..

 

...

ლასკარო, ჩემო ლასკარო,

ქვეყნად შენ - ერთადერთო,

სიზმარში გნახე - კედლებზე,

ყველგან სანთლები გენთო!..

სულმთლად ჰყვაოდა დარბაზი,

ზღვა ხალხი მიმოდიოდა,

მაღლა, ზეცას რომ შევხედე,

მირონი ჩამოდიოდა...

წვეთი არსად ვარდებოდა,

ლასკარზე გადმოდიოდა...

კარიბჭის კიდის მახლობლად

ქალების გუნდი გალობდა,

გამვლელი, თუ გამომვლელი

მათი გალობით ხარობდა...

დარბაზში რომ შევიხედე

ოქროს მაგიდა იდგა

ისეთსავე სავარძელში

ჩვენი უფალი იჯდა.

გადავისახე პირჯვარი,

და მის წინ თავი დავხარე:

„დიდი მადლობა უფალო,

გაცხადებით გაგვახარე!..“

 

მინაწერი:

ერთი მეორეს წასძახით

რაც მოგადგებათ ენაზე,

იფიქრეთ, ჯერ კიდევ დროა,

სულების გადარჩენაზე!..

 

...

ჩემი მამულის დიდება ძველი

ადრე არასდროს არ გაყიდულა

ყველა გმირს ვეტრფი ვინც კი ოდესმე

შენს მიწა-წყალზე დაბადებულა!...

გულს ვერ გაიტეხს ქართველი,

ვერ დაიჩლუნგებს ძველ ხმალსა,

და ვერ დაჰკარგავს გულგრილად

ჩვენს წინაპრების გზა-კვალსა...

მათ იცოდნენ, საქართველოს

დედა ღვთისა არ სწირავდა,

და ტანჯვაში გამოვლილსა

მომავლისთვის იფარავდა...

დღეს კი, ჩემო ქართველებო,

გთხოვთ გადადოთ შური გვერდზე,

იქნებ მალე მოვიშოროთ

ეშმაკი რომ გვიზის მხრებზე.

 

მინაწერი

ნოემბერმა თქვა - მოვდივარ,

ურწმუნოების მტერი ვარ,

მე დიდკაცობა არ მინდა,

რადგან ნოე და ბერი ვარ!..

 

...

მაღალო ღმერთო ძნელი ყოფილა

ადამიანის გამომეტება,

ხან შურისგებით ვარ აღგზნებული,

ხან შებრალების ცეცხლი მედება!..

ძველი სახე და დიდება

დაჭკნა, როგორც ძველი მდელო,

ადრინდელის აჩრდილი ხარ,

ფრთებნატკენო საქართველო!

მაგრამ სულ ასე კი არ იქნება,

ერთხელ იქნება - გაჭრის სიმართლე,

მოსპობს ამქვეყნის უსამართლობას,

გამოაშუქებს ბნელში სინათლე...

 

...

გული მადნება, მომეცით ნება

განახოთ ყველას თქვენ-თქვენი ნაკლი,

და მერე თუნდაც ყველამ გამლანძოთ,

აღარ დავეძებ, აღარც ვინაღვლი...

ის მიწა-წყალი, მადლით აღვსილი,

რაც გვიანდერძეს ჩვენ წინაპრებმა,

ვერ შევიფერეთ, ვერ მოვუარეთ,

მიტომ წაგვართვეს გარეშე მტრებმა.

კმარა ამდენი პირმოთნეობა,

მხოლოდ საკუთარ გზის გაფრთხილება,

ნუ გეწყინებათ მოხუცისაგან

დაუფარავად ნაკლის მხილება...

ვიდრე განკითხვის წამი ჩამოჰკრავს,

ვამხილოთ ირგვლივ კაცის მკვლელები,

მათთა საქმეთა თანაზიარნი,

ჩვენი სამშობლოს გამყიდველები!..

ძალიანა გთხოვთ სუყველას,

დროზე მოეგეთ ჭკუასა,

მალე კარს მოგვიკაკუნებს,

ნუ ვაწყენინებთ - უფალსა!..

 

...

გიორგობას მოგილოცავთ:

გულით ვლოცავ მთელ ჩემს ერსა,

უფლის მადლი შეწეოდეს,

თქვენი ოჯახის წევრებსა!..

გამოიღვიძე ღვთის ერო,

კარს მოგადგათ „არჩევანი“,

დაუფიქრდით - თქვენს ხელშია,

საქართველოს ბედ-იღბალი!..

მაშ, მისმინეთ - ქართველებო,

ყველამ კარგად მიგდეთ ყური,

ჩვენს ქვეყანას ძაან მალე,

ელოდება სასწაული!..

გაგვიცხადდება უფალი,

გზად შეხვდება წვეულებსა,

წარმოგვიდგენს მასთან ხლებულ

თავის ამორჩეულებსა.

 

მინაწერი:

საქართველოვ, ბაღნარი ხარ,

ყველას შენზედ რჩება თვალი,

ვერვინ დაგძლევს, ზეცით გიცავს

ღვთისმშობელი მარიამი!...

 

...

გამოიღვიძეთ ქართველნო,

წყდება ჩვენი ბედ-იღბალი,

არავინ არ მოგატყუოთ,

გაახილეთ ყველამ თვალი...

როგორ იბრძოდა, თავგანწირული,

სამშობლოსათვის - ის წინაპარი,

და რომ მის ხსოვნას პატივი არ სცეს,

მისი სადარი აბა ვინ არი!..

ნაქებარი ვარ, ერთგული,

დამგმობი ჩვენი მტერისა,

მისთვის პასუხის გამცემი

საკადრის შესაფერისა.

ვინ არ იცის, ღვთისმშობელი

საქართველოს არ სწირავდა,

და ტანჯვაში გამობრძმედილს

მომავლისთვის იფარავდა.

წარიხოცება ეს ყველაფერი,

ვით ჯოჯოხეთის ავი სიზმარი,

მალე გაქრება საქართველოსთვის

დღენი ურგები და საზიზღარი...

გამაგრდი ჩემო სამშობლოვ,

მძლავრი გაიდგი ფესვები,

გააღეთ - კარს გვიკაკუნებს,

ის ჩვენი გადამრჩენელი!..

 

...

ნიკოლოზობას გილოცავთ,

ღმერთის სიტყვის მსმენელებსა,

საქართველოში მცხოვრებელ

ყველა მართლმადიდებელსა!..

 

...

რას შვებიან? რას სჩადიან?

რას ეძებენ, ნეტავ რასა?

ერთმანეთ რას დარევიან,

უპირებენ გამოხვრასა?

ვინ თქვა სიმართლე ბოლომდე,

თუნდაც სიმართლე - მკაცრი?

რამდენი მოღალატეა,

რამდენი კარგი კაცი!..

წუთისოფელი - ომია,

ფუტკრებისა და კრაზანის,

აქლემის ქურდი ნემსის ქურდს,

ხედავთ - ციხეში აგზავნის!..

ჩვენ - შევუერთდეთ უფალსა,

რწმენით ავივსოთ გულები,

რომ ღირსნი ვიყოთ გვიწოდონ:

უფლის ერთგული შვილები!..

 

 

...

შობა-ახალ წელს გილოცავთ,

საქართველოს მცხოვრებლებსა,

უფლის მადლი შეგეწიოთ,

ყველა მართლმადიდებელსა!...

გავა დრო-ჟამი, მართალ ტკივილებს,

მხატვარი ვინმე აჭრის თარგებად,

რადგან შინაგან ბუნების სიტყვით,

ჩემი სამშობლო არ იკარგება...

სინამდვილეა ეს, თუ - სიზმარი,

სულის ძილია ეს თუ სიფხიზლე,

სანამდის ვცოცხლობ, მე ვარ სიზმარში,

როცა მოვკვდები - გამოვიღვიძებ!

რად ვიბადებით? ან რატომ ვკვდებით?

ან ვინ ვიყავით გაჩენის დღემდე?

ბედისწერის თუ განგების ნებით,

ვინღა ვიქნებით სიკვდილის შემდეგ?

 

 

...

მე მივმართავ აკვნესებულ,

ატირებულ ქართველ ერსა,

მალე ჩვენთან გამოჩნდება

ვინც დაადებს - შესაფერ მსჯავრს,

მტრის უგვანო საქციელსა!..

 

მინაწერი

იანვარმა თქვა - მოვდივარ,

გავუშვებ მაგარ ყინვასა...

ვისაც სამშობლო არ უყვარს

ტვინს გავუყინავ იმასა!..

 

...

გულნატკენო საქართველოვ

გულით ვლოცავ მთელ შენს ერსა,

შობა-ახალ წელს ვულოცავ,

ლასკარის ყველა მსმენელსა:

დე, რწმენა მომატებოდეთ

საქართველოს მცხოვრებლებსა...

გვიახლოვდება დრო-ჟამი,

რასაც ქვეყანა ელოდა,

განკითხვა უნდა დაიწყოს

პირველად საქართველოდან.

გზა გაილია - მდინარი,

ვუახლოვდებით ნაპირს,

ვინ შეგავედრებს ღმერთო

ამდენ ბოროტს და თაღლითს?!..

 

...

ყველას გლოცავთ, ვინც კი რწმენით

მომლოდინობს, თვალნათელობს,

და გისურვებთ თქვენი „კარი“

უფალს მალე შემოეღოს!..

მე, ჩემმა ბედმა - ბუნების კარის

გამიღო ოხვრით, მწარე ღიმილით,

და შთამაგონა, რომ ლექსი არის

ქვეყნის და კაცის გულისტკივილი...

ზოგს - ცხოვრებაში არ გაუმართლა,

მე მათ გულგრილად გვერდს ვერ ავუვლი,

მათთან - ყოველთვის უხერხულად ვარ:

თითქოს მე მქონდეს დანაშაული.

შემოქმედება, თურმე - ჯვარცმაა,

მოყვრის „სიმცირე“ და მტრის „სიმდიდრე“,

არ გაგიკვირდეთ არც ერთი მარცხი,

გამარჯვება კი - მუდამ გიკვირდეთ!..

 

...

ძლიერ მიყვარხარ ლასკარო

გისურვებ გამარჯვებასა,

მაცხოვრის გაცხადებას და

ლასკარის გაბრწყინებასა!..

 

...

ნინოობას მოგილოცავთ,

ღმერთი გფარავდეთ უფალი!...

ხომ გინდათ ჩვენი სამშობლო,

რომ გვქონდეს თავის-უფალი!...

ჩვენი ვალია, მოვძებნოთ,

ვინც ჩვენი დამღუპველია,

ვინც გაგვიყიდა სამშობლო,

ეს ჩვენი მინდორ-ველია...

ან ვინ არიან ის ბილწნი?

ის შხამიანი გველები,

როგორ გაცვალეს ფულებში

ლამაზი მინდორ-ველები?!

მე მოველი უფლის სიტყვას

და მის მტკიცე სიმართლესა,

ის დაადებს შესაფერ მსჯავრს

თქვენს დამღუპველ საქციელსა.

ვისაც სამშობლო არ უყვარს,

ის თავის დამღუპველია,

როგორ გაყიდა ფულებში

ლამაზი მინდორ-ველია!

 

მინაწერი

რასაც თქვენ ახლა უყურებთ,

ეგ ყველა წარმავალია,

უმწეოებს დაეხმარეთ,

თქვენი პირადი ვალია,

რასაც დასთესთ მას მოიმკით

ეს - თქვენი მომავალია!..

 

 

...

ღმერთო, ძლიერო! ყველგან სუფევს

შენი ძალა და შენი განგება,

შენა ხარ ჩვენი დამრიგებელი,

და გშვენის ჩვენგან ქება-დიდება!

შენ გადმოგვხედე უფალო,

ხალხს მოგვეც ჭკუა-გონება,

ჩემი სამშობლო გაყიდეს,

მით შეიძინეს ქონება,

ორგულობით და ღალატით

ფიქრობთ - თავი გადირჩინეთ?

სამშობლოზე ზრუნვა-ფიქრი

თქვენ თავიდან აიცილეთ?

არ გაპატიებთ უფალი,

ამ თქვენს უგვანო ქცევასა,

და განკითხვის დღეს მოითხოვს

თქვენგან პასუხისგებასა!..

 

 

...

უფლის ნათელ გზას მივყვებით

მისგან წვეული შვილები,

ამ გზას ვერ შეგვაცვლევინებს

ვერავითარი ხრიკები...

სხვა არაფერი არ გვინდა

უფალი გვიზის გულებში,

არ გავცვლით ჩვენ მის გზასავალს,

ე მაგ ცოდვიან ფულებში...

არ მოინატროთ ფუჭი ქონება,

ნუ გინდათ დიდი „ვილები“,

ხუთ პურს და ორ თევზს კმარობენ,

უფლის თანმხლები შვილები!..

მინაწერი:

ერთ სასწაულს მოგიყვებით,

აი, რა ვნახე სიზმარში:

შორიდან - ქრისტე მაჩვენეს,

მაშინვე მივხვდი ვინც არის!...

[არ შემეკითხოთ, არავინ,

მაინც არ გეტყვით ვინ არის!..]

 

...

უსიყვარულოდ, ულექსოდ

არა, არა მწამს ცხოვრება...

ჩემი ლექსი თუ სიკეთე

ერთს მაინც ემახსოვრება..

 

 

...

თავები ისე გიჭირავთ,

თითქოს მოხვედით ზეცით,

დაფიქრდით, ჭკუას მოუხმეთ,

და - ხალხს პატივი ეცით!..

ღმერთია ჩვენი მსაჯული,

მიხგან მოველით „სასჯელს“,

ვერ ხვდებით - ბოლოჟამია,

არ გინდათ - რისხვას ასცდეთ?!.

აქამდე ჩვენი ცხოვრება,

სადღაც შორეთში მიჰქროდა,

გამოუცნობი დიდი ჭაპანი,

მუხლჩაუხრელად მოჰქონდა...

ახლა, დრო გამოიცვალა,

[ყველა ერთ მხარეს ვდგებით],

ცოდვა-მადლის მიღებისთვის,

ყველანი რიგში ვდგებით!..

 

 

...

დედობის დღეს მოგილოცავთ,

საქართველოს მცხოვრებლებსა,

კარგი შვილები დაზარდეთ,

რომ აჯობონ წინაპრებსა!..

ხომ ხედავთ რომ ფეხს იკიდებს

ცის კაბადონზე სინათლე,

მობრძანდით ყველა ლასკარში

და ეზიარეთ სიმართლეს...

იჩქარეთ, ამ გზას გაჰყევით,

არც კი გახედოთ სხვისასა.

დაგეხმარებათ უფალი,

ყველა მიიღებთ თვისასა!..

რა გაწუხებთ ქართველებო?

რას შეჰყარეთ: მთა და მდელო?

თუ ქართველი არ იქნება,

მაშ, რად გინდათ საქართველო?!.

ვისაც სამშობლო არ გიყვარს,

და გირჩევნიათ ფულები,

უფალი რომ მობრძანდება

დარჩებით გარიყულები..

 

 

ლასკარის ყველა ქალბატონს!

უკლებლივ ყველას - გილოცავთ 8 მარტს,

ღმერთმა გაგაჩინათ ლამაზ არსებად...

მერე სახელად გიწოდათ - ქალი,

დღეს თქვენი დღეა, იბედნიერეთ,

და არ დაკარგოთ არცერთი წამი...

მინაწერი

ქალი, ვით ღვინო - კეთილშობილი,

თავს რომ ევლები, უფრო კარგდება,

და თუ არ უვლი, არის ცნობილი,

ქალი ავდება, ღვინო ძმარდება!...

 

...

ლასკარო - ჩემთვის ძვირფასო,

ბევრჯერ გატკინეს გული,

აფერუმ შენს გამძლეობას,

არავის უგდე ყური...

შენ ისევ იმ გზით მიდიხარ

საუფლოსკენ რომ მიდის.

ცდილობ უმწიკვლოდ ატარო,

ღვთის ნაბოძები ტვირთი,

მაღალმა ღმერთმა დაგლოცა,

რწმენით აგივსო გული,

ის საიდუმლოც გაგანდო,

რაც იყო დაფარული,

მონიშნა შენთვის ალაგი,

ლამაზად შენახული...

ჯერ - ვერა სცნობენ ლასკარსა,

მერე - დასწყდებათ გული

[ვერა ხვდებიან ლასკარში

რა არის ჩადებული...]

მოეშვით ორჭოფობასა,

ლასკარს დაუგდეთ ყური,

ადიდეთ ჩვენი უფალი,

გადაირჩინეთ სული!..

 

...

დაჩაგრულო საქართველოვ,

მოიშორე ეგ „ძაძები“,

კვირტივით ხარ - „გამოსული“,

და საცაა „აყვავდები“!..

დღეს ყველასგან დაჩაგრულო,

ვერ მოგიარეს „შვილებმა“,

გაგვინიავეს მამული,

მაგ სინდისგარეცხილებმა...

ვაიქართველნო, სირცხვილით ვიწვი,

გაიფერმკრთალეთ სახე ერისა?

თქვენ - არც ქართველის სახე გეტყობათ,

და არც სამშობლოს გვერდში მდგომისა...

ეს მერამდენედ ვრეკავ დედოზარს,

მინდა იფიქროს მისმა გამგებმა:

ქვიშის მარცვლებად მიჰქრის დრო-ჟამი,

და ღვთის სამსჯავროს ტახტი იდგმება...

 

 

...

გულახდილად მინდა გითხრა:

ძლიერ მიყვარხარ, ლასკარო,

დიდი სიხარული გველის,

დაგვნატრებს მთელი სამყარო!...

ჩვენო ლასკარო, ჩვენთვის ლოცულობ,

რათა სულები გადავარჩინოთ,

ყველამ ვეცადოთ, ჩვენს სამშობლოში

ურწმუნოები არ გავაცინოთ!

ყველამ ვილოცოთ - ჩვენი უფლისთვის,

რომ თავმდაბლობა გამოვიჩინოთ;

ხელი ჰკარით ბოროტებას,

გავაყოლოთ მტრობა, შური,

ერთმანეთი შევიყვაროთ ქართველებო,

გავახაროთ უფლის გული!...

ვილოცოთ ურწმუნოთათვის,

შემოვუბრუნოთ გულები,

იქნებ როგორმე დაიხსნან

ეშმაკისაგან სულები.

სიტყვით და საქმით გავუყვეთ

ღმერთთან მიმავალ გზა-კვალსა,

ისიც მალე გვესტუმრება

და გაახარებს ლასკარსა!..

 

...

დღეს დაიბადე - „ცხებულო მეფევ“,

სამშობლო ძლიერ გიყვარდა,

მტკიცედ მოგქონდა რწმენა ურყევი,

ქვეყანა - უფლისკენ მიგყავდა...

უმრავლესობამ ხმა მოგცა,

ხალხის რჩეული იყავი,

შენს ხსოვნას გულში ვინახავთ,

ჩვენო უკვდავო ზვიადი!..

ვერ მოგიარეთ, ამქვეყნად

ბევრჯერ გატკინეთ გული,

[ასჯერ ვთქვი, ასჯერ დავწერე,

არვინ მიგდო ირგვლივ ყური...].

რაც კი გქონდა - რწმენა, ნიჭი,

უხვად მაღლით ბოძებული,

სრულად უძღვენ შენს სამშობლოს,

ფიანდაზად დასდე გული!...

განგმირეს გული მებრძოლი

ქვეყნისთვის აძგერებული,

გახვრიტეს შუბლი ციური,

ღვთის მადლით მირონცხებული,

ზეციდან - ხმა მოგვაწვდინე,

და გაგვიხარე გულები...

 

მინაწერი:

ჩვენ არ ვიცით - ვინ ვინ არის,

ვინ გვესროლა ტყვია მხარში,

დამგეშავიც და მდევნელიც

ერთად წავლენ ცეცხლის ტბაში,

იქ დასხდნენ და შემოსძახონ:

„თავო ჩემო“ - მრავალ ხმაში...

 

...

ხარებობას მოგილოცავთ,

გულით ვლოცავ ყველა ერსა...

უფლის მადლი შეგეწიოთ

ლასკარის ყველა მსმენელსა!..

ჩემო უფალო ერთსა გთხოვ,

[თუ მომცემ ამის ნებასა],

მინდა ეს ჩემი სათქმელი,

გავაგებინო ყველასა...

პატივისცემა ეგების,

მშობლიურ დედა-ენასა,

ამ ენამ უნდა გვაუწყოს,

რაც წინ მოგველის ყველასა!...

იოანემ თქვა, ზოსიმემ,

ქებაი ზესთა-ზენასა,

თუმც ზოგმა სხვისი არჩია,

თავის მშობლიურ ენასა.

ვისაც არ უყვარს სამშობლო,

ჟამი წალეკავს ყველასა,

მხოლოდ ერთგული შეიგრძნობს,

ამაყი გულის ძგერასა!...

ვინც მე სამშობლო წამართვით,

თქვენ არ შეგარჩენთ ამასა,

დრო მოვა, ცოდვიანებო,

იქვე გაგითხრით საფლავსა!..

ამიტომ - ვინც კი მოკვდება,

ყველას ნუ ჩათვლით მკვდარადა,

ცოდვიანს - ცეცხლის ტბა ელის,

კეთილი - რჩება ლამპრადა!..

 

 

...

ჩემო ხალხო, ერთსღა გეტყვით,

დროა - გონს მოვეგოთ ყველა,

შემოვბრუნდეთ უფლისაკენ,

მასთან ვპოვოთ ნეტარება...

განვერიდოთ კინკლაობას,

დავეუფლოთ უფლის რწმენას,

ხომ ხედავთ, რომ კარს მოგვადგა

საქართველოს გაბრწყინება...

უფალი რომ გაცხადდება,

ამოირჩევს თავის შვილებს,

ვეღარავინ ვერ უშველის,

ფულზე მეოცნებე „გმირებს“.

ვესწრაფვით, რომ მოვიპოვოთ

უფლის მადლი - მომდინარი,

ყველა მილიარდს სჯობია:

მაცხოვრის ერთი დინარი...

ყველაფერი დალაგდება,

საიდუმლოს გეტყვით წამში,

მაცხოვარი, თავის გუნდით,

გაცხადდება დიდ ლსკარში!...

აყვავდება საქართველო,

გაიხარებს მთელი ერი,

„მხიარულად იქნებიან“

სტუმარი და მასპინძელი!...

 

...

ბზობას გილოცავ - ლასკარო!...

დაგილოცავ მსენელებსა,

მინდა ერთად მივულოცოთ

საქართველოს მცხოვრებლებსა.

 

...

წუხელ სიზმარში ვიხილე:

სასწაული რამ ხდებოდა,

ხალხი ჯგუფებად იდგა და

რაღაცას ელოდებოდა

[იცოდნენ - ვერა ხვდებოდნენ,

იმ წუთში იქ რა ხდებოდა].

70-მდე კაცი

დარბაზში იკრიბებოდა,

დამხვდური - ახალწვეულსა

სანთელით ხელში ხვდებოდა.

ნეტავ გენახათ - ლასკარში,

რა სიხარული მეფობდა!..

ღვთისმშობელი, თავის გუნდით,

მაცხოვარს ელოდებოდა!...

მაცხოვარი - ხალხში იდგა,

მაგრამ ვერავინ ხვდებოდა

გაკვირვებული ხალხი კი

შორიდან იყურებოდა,

ნათელი იყო - დრო-ჟამი:

მეორედ მოსვლის - დგებოდა...

 

 

...

ქრისტეს აღდგომას გილოცავთ,

მის გზასა და მოსვლის კვალსა,

უფლის მადლი - საქართველოს,

გაუბრწყინებს მომავალსა!..

გამოიღვიძე ქართველო ერო,

ჩამოჰკარ ზარი მაღალხმიანი,

ხომ გაიგონეთ - „ქრისტე აღდგაო!“,

მაშ, გაარღვიეთ გზა ეკლიანი.

დაწყნარდით და მოისმინეთ,

რად ხართ აღელვებულები?

მოდის ჩვენი მაცხოვარი,

შევხვდეთ გახარებულები...

მოვისმინოთ ნაუწყები,

ყველამ ვუგდოთ კარგად ყური:

საქართველოს ძლიერ მალე

ელოდება სასწაული!...

შეისმინეთ რასაც გეტყვით

მალე სხვა დრო მობრუნდება,

და დაფარულ დამალულსა

ყველას - ფარდა აეხდება...

ჩვენი ჩანადენი ცოდვა

ყველას თვალწინ დაგვიდგება,

ვისაც - მადლი გადასწონის

უკვდავება ელოდება!..

 

 

...

კვირაცხოვლობას გილოცავთ,

და მასთან გიორგობასა,

უფლის მადლი შეგვეწიოს,

ვინც ველით ჩვენს მაცხოვარსა!..

მაშ, ყველამ ერთად დავლოცოთ,

ვინც უფლის გზებით იარა,

გრძელი გზა - ძნელად სავალი,

ფეხით რომ შემოიარა...

ერთად ვილოცოთ სუყველამ,

უფალს მივაგოთ დიდება,

ჩვენგან სანთელის ანთება

სამშობლოს ძლიერ სჭირდება!..

იმ წამს მოგვასწარ უფალო,

შენსკენ მომზირალ შვილებსა,

რომ შევძლოთ ერთად ვიხილოთ

„ვარსკვლავის“ ამობრწყინება.

 

მინაწერი:

ღვაწლით მოსილო წმინდანო:

მოგვეცი მადლი ყველასას

უპატრონოდ არ დაგვტოვო,

ზეცით მოველით შვებასა!

 

 

...

დრო დგება - ჩემო სამშობლოვ,

აგვისრულდება ფიქრები,

მტერი ვერაფერს დაგაკლებს.

მალე - პირველი იქნები!..

ამ ქვეყანაზე ცხოვრება

არ არის მარტო ფულია,

შესძელით სხეულის მართვა,

რომ განიწმინდოთ სულია...

ძნელია - გული გტკიოდეს,

ვერსად იპოვო წამალი,

ადრე თუ გვიან მჟღავნდება

ცოდვა, დიდი ხნის ნამალი.

მაშ, შევუერთდეთ უფალსა,

რწმენით ავივსოთ გულები,

რომ ღირსნი გავხდეთ გვიწოდონ:

„უფლის რჩეული შვილები“.

ღმერთი მაღლიდან დაგვლოცავს

გვიბოძებს გამარჯვებასა,

და მოკლე ხანში ვიხილავთ

სამშობლოს გაბრწყინებასა!...

ბოლო ჟამში მცხოვრებლებო,

ვიქონიოთ უფლის რწმენა,

ჟამი დგება განკითხვისა,

მზადყოფნაში ვიყოთ ყველა!..

 

მინაწერი:

შენ თუ თავად არ ეცადე,

დაგმო ბოროტი, წყეული,

უფალს ვერ მიეახლები,

დარჩები - მარტო, ეული...

 

 

...

ჩვენს ქვეყანაში სხვა ჟამი დგება,

ძალიან ბევრი გაქრისტიანდა,

ჩვენი მაცხოვრის უდიდეს რწმენით

წრფელი გულები აგვიხმიანდა.

შევინარჩუნოთ სამშობლო,

სამშობლო მთა-ველიანი,

ბევრი ინანებს ცოდვებსა,

მაგრამ იქნება გვიანი!..

სჯობს მანამ მოინანიონ,

გაინახევრონ სასჯელი.

ცოდვას ვერავინ შეირჩენს,

უფალი არის განმსჯელი!

მოვინანიოთ სუყველამ,

არავინ ავყვეთ ცდუნებას,

დავემორჩილოთ იმ კანონს,

რაც დაგვიწესა განგებამ,

ნუ განვარისხებთ უფალსა,

ფიცი ვთქვათ ერთჯეროვანი,

შევინარჩუნოთ სამშობლო,

სამშობლო წალკოტიანი.

ლასკარო, ჩემო ოცნებავ,

ლასკარო, შენ ერთადერთო,

სამშობლო გადამირჩინე,

შენ გევედრები ღმერთო!..

 

 

....

რად გამიყიდეთ სამშობლო?

რატომ ჩაუგდეთ უცხოელს ხელში?

უბოდიშოდ და შეუბრალებლად,

ხელს რომ გვიჭერენ უტიფრად ყელში...

მაგრამ სულ ასე კი არ იქნება,

ჟამო მოვა და გაჭრის სიმართლე,

წარხოცს დღევანდელ უსამართლობას,

გამოაშუქებს ბნელში სინათლე!..

თქვენ არჩევანი მოგეცათ,

ფული არჩიეთ სულებსა,

ვეღარაფერი გიშველით,

სატანის ხელდასხმულებსა...

 

...

მიყვარხარ ჩემო ლასკარო,

შენსკენ მომირბის ფიქრები,

ნეტავ როდის მეღირსება

როს ისევ თქვენთან ვიქნები...

ღვთის მადლი როცა მოიცავს

ყველა კუნჭულს და ალაგს,

მაშინ შენც გაგვიბრწყინდები

მაღლიდან ღმერთი გფარავს...

 

...

ლასკარო - ჩემთვის ძვირფასო,

ბევრჯერ გატკინეს გული,

აფერუმ, შენს გამძლეობას,

არავის უგდე ყური...

შენ ისევ იმ გზით მიდიხარ,

მაცხოვრისკენ რომ მიდის,

კვლავაც უმწიკვლოდ ატარე

ღვთისგან ბოძებული ტვირთი!..

დაგლოცოს მაღალმა ღმერთმა,

რწმენით აგივსოს გული,

საიდუმლო რომ გაგანდო,

[რაც იყო დაფარული].

მონიშნა შენთვის ალაგი,

დიდი ხნით შენახული...

ჯერ ვერა სცნობენ ლასკარსა,

მერე - დაწყდებათ გული,

ვერა ხვდებიან ლასკარში

რა არის ჩადებული!..

მინაწერი:

მოეშვით ორჭოფობასა

ლასკარს დაუგდეთ ყური,

ადიდეთ ჩვენი უფალი,

გადაირჩინეთ სული!..

 

 

...

მე მესმის - ქრისტეს მოძღვრება:

ნურასდროს ვდევნით პირად მტერს...

ვინც გაგვიყიდის მიწა-წყალს,

ნუ ვაპატიებთ ნურაფერს!..

აბა, სადღაა დღეს ის ქართველი,

სანშობლოსთვის რომ სიცოცხლეს სდებდა,

და ღრმად მოხუცი, უკანასკნელად,

თავის ქვეყანას ღმერთს ავედრებდა...

ხომ მიხვდით ტვინარეულნო

სამშობლო არა გდომიათ,

აბა რა გითხრათ, ყველა გრძნობს

სინდისი არა გქონიათ!..

ცოდვის ჩამდენნო - მისმინეთ,

მოთოკეთ თქვენი ნერვები,

მოინანიეთ დრო არის,

თორემ - გეთვლებათ დღეები.

უფალი მოდის - გაიგეთ!

არ გაპატიებთ ცოდვასა,

მერე, ძალიან ინანებთ

მაგ თქვენს უაზრო ბოდვასა...

მინაწერი

ვინც დაიჯერებს ამ ნათქვამს,

უფლის ერთგული შვილია,

ვისაც არ ჯერა [საწყალი]

ის უკვე განწირულია!...

 

 

...

ღმერთო, მოიღე მადლი ზეცისა!

გვშთაბერე ძლიერი სული,

რათა შევიქმნათ ჩვენი ერისთვის

მოძმე ერთგული და მოყვარული!...

საქართველოში სხვა ჟამი დგება,

ურწმუნო კაცი არ არის სანდო,

დღეა თუ ღამე, სულ იმას ვფიქრობ,

ჩემი სამშობლო ვის უნდა ვანდოთ?

მხოლოდ უფალი გვიშველის,

და მას მივაგოთ დიდება,

სულ მოკლე ხანში ნახავენ

სამშობლო გაგვიბრწყინდება!..

 

...

ხედავთ ჩვენი საქციელით,

ერთმანეთი რომ დავღუპეთ,

ჩვენი ქვეყნის მიწა-წყალი

მისხალ-მისხალ გავყიდეთ...

წინათ თუ ხმალი უჭრიდათ,

ამჟამადა ჭრის კალამი

ახლობლებსა ვთხოვ გადასცენ

მთიულებს კატოს სალამი...

 

მინაწერი:

მთიულების წერილი:

გვიყვარხარ ეკატერინე,

ობლად გაზრდილო მთაშია,

კარგი ქენი რომ წახვედი,

და გვასახელე ბარშია...

გვიხარის შენი ლექსების

წაკითხვა ყოველდღიური,

მაგ შენი გონის ნაჟურით

ვამაყობთ ყველა მთიული...

 

 

...

ვინ გაგთვალა საქართველო?

ვინ დაგადგა ცუდი თვალი?

დაიჯერეთ ეს ნათქვამი:

უკვე ბოლო ჟამი არის!..

მტრობას თავი აარიდეთ,

შეიყვარეთ ერთმანეთი,

კეთილ გზაზე ერთად დგომით

გავახაროთ ჩვენი ღმერთი!..

სხვა ვერაფერი გვიშველის,

ვერც ფული და ვერც ქონება,

ძირგამომპალმა სკამებმა

ნუ აგირიათ გონება.

დაუკვირდით - რას აკეთებთ?

რატომა გძულთ ერთმანეთი?

რატომა ხართ ერთმანეთთან

როგორც თხა და, როგორც მგელი.

სამსჯავრო როცა დაჯდება,

ყველას დაგინგრევთ მახესა,

სუყველას თვალწინ დაგიდებთ

მაგ თქვენ ნაცოდვარ საქმეთა...

არ ვიცი რის იმედი გაქვთ,

რითი უშველით თავებსა?..

 

 

...

რა გითხრათ რით გაგახაროთ,

რით დაგიმშვიდოთ გულები?

ჩვენს გვერდით კიდევ დადიან

ასე ბოროტი სულები...

მაღლიდან ღმერთი გვაფრთხილებს

წინ მოსახდენი რაც არი,

და თითქოს სმენა დაგეხშოთ

არ გესმით სხვისი ნათქვამი.

ფულის შოვნამ გადაგრიათ,

ხალხი ვერ ხვდება გგონიათ?

ცოდვისშვილებო, სუყველას

პირველკაცობა გდომიათ...

მინაწერი

შენ ჩემო წმინდა ლასკარო,

შენც გამოიცვლი ალაგს,

შენს კუთვნილს მალე მიიღებ,

მაღლიდან ღმერთი გფარავს...

 

 

...

გილოცავთ პეტრე-პავლობას,

გაიხაროს ჩვენმა ერმა,

და ღვთის მადლით გაგვამხნევოს

ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა!

ჩემო საწყალო ქვეყანავ,

როგორი ბედი გქონია,

ურწმუნო თომას „შვილები“

ხედავ, რამდენი გყოლია!..

სუყველა ფრთხილად იყავით,

გაისუფთავეთ გულები,

ხედავთ, რომ ვერ ისვენებენ

სატანის მოგზავნილები...

ამ ქვეყანაზე რაც ხდება,

სუყველა ხედავს ამასა,

ძმა ძმას რომ აღარა ინდობს,

და შვილი რომ კლავს მამასა...

გვიყვარხარ ჩვენო უფალო,

ამას ვგრძნობ, ვიცი გუმანით,

თავგზა აბნეულ ქართველებს,

ერთი ხმამაღლა უთხარი:

მივხედოთ ჩვენს საქართველოს,

წილნაყარს ღვთისმშობლისადა,

ხელი-ხელ საგოგმანებელს,

ნაბოძებს მაცხოვრისასა!

დაფლეთილო ჩვენო მიწავ,

შვილი გაძლევ პირობასა,

მალე მოგივა პატრონი,

შეგიხორცებს ჭრილობასა.

ლასკარო - ჩვენო მშვენებავ,

ამ ქვეყნად ერთადერთო,

სამშობლო გადამირჩინე

შენ გევედრები ღმერთო!..

 

 

...

ვინც საქართველოს თავისუფლებას

კიდევ და კიდევ უმიზნებს ლახვარს,

დე, თუნდაც დღესვე წამერთვას სული,

ოღონდ ქსრთველის ხელით მოკლული

„თავისუფლება“ არ დამანახვა...

მინდა სუყველა ჩაგიკრათ გულში,

ვის როგორც უნდა, ისე გაიგოს,

და სიყვარულით შექმნილი ლექსი,

ყვავილებივით ჩამოვარიგო.

წუთისოფელი თავის გზით მიდის,

მაცხოვრის მოსვლის დრო როცა მოვა,

ჩვენი ლასკარიც „შეიცვლის“ ადგილს,

ზვიადის სული თბილისს დალოცავს!..

დრო აღარ ითმენს, ხომ ხედავთ,

ყველამ თქვენს გვერდში მდგომელს უთხარით,

გააღონ გულის კარები,

კარს გვიკაკუნებს უფალი!..

დაველოდოთ ქრისტეს მოსვლას,

გაიხარებს ჩვენი გული,

იმწუთასვე შვებას იგრძნიბს

ბედისაგან დაჩაგრული!

 

...

რამ შეგცვალათ ქართველებო,

რად დაკარგეთ თქვენი ფასი?

სხვა ერს მოსწონს ქართველობა,

ზოგმა შეიცვალა გვარი...

მე პატივს ვცემ ყველა იმ ერს,

ვისაც მოსწონს ქართველობა,

გავუწოდოთ ძმური ხელი,

გავუწიოთ მეგობრობა...

მოვინანიოთ სუყველამ

ნურვინ აჰყვებით ცდუნებას,

დავემორჩილოთ იმ კანონს

რაც დაგვიწესა ბუნებამ...

ახლა უკვე სხვა დრო დადგა,

უნდა გვქონდეს უფლის შიში,

განკითხვა კარზე მოგვადგა,

მზადა გქონდეთ ანგარიში.

საქართველოს ბედის ჩიტი,

მოფრინდება მალე,

რაც წაგვართვეს ჩვენმა მტრებმა,

დავიბრუნებთ მალე...

 

...

ლასკარო, ჩემო ლასკარო,

ნოეს კიდობანს გავხარო,

ღმერთსა ვთხოვ შემაძლებინოს,

რომ უფლის მოსვლა გახარო!..

გზისკენა რჩებათ თვალები,

უფლის არჩეულ შვილებსა,

იციან, რომ გაახარებ

შენგან ნიშანდებულებსა!

ამ ჩვენი ქვეყნის მფარველი,

ყოფილა დიდად ძლიერი,

ამ ქვეყანაში მცხოვრები,

ზოგს რატომა სძულს ეს ერი?!

არ გვაპატიებს უფალი,

ამ ჩვენს არასწორ ქცევასა,

„განკითხვა“ თვითონ მოითხოვს

ჩვენგან პასუხისგებასა!

მისმინეთ ახალგაზრდებო,

რატომ არა ძრავთ ენას,

სამშობლო თქვენ გაბარიათ,

და თქვენგან ელის შველასა!

მინაწერი:

დაიცალა საქართველო,

არ წააგებს აქ დამრჩენი,

ჩვენს მიწაზე დააბიჯებს,

მთელი ქვეყნის გადამრჩენი!..

 

 

...

ღმერთო, დამილოცე საქართველო,

გენი - რჩეული, და ხალხი - მშვენიერი,

ღმერთო გაგვიმართლე ქვეყანაზე,

სული ჩაგვინერგე, მხოლოდ შენ მიერი!

 

...

რას სჩადიხართ ქართველებო?

რას შეყარეთ მთა და მდელო?!

თუ ქართველი არ იქნება,

რისთვის გინდათ საქართველო?

ზოგიერთს რომ ძლიერ უნდა,

საქართველო - არ გაქრება!

რაც გინდ ცუდი გაგვიკეთონ,

ჩვენ პატივად დაგვედება...

შენი გუთნის და შენი აკვანის

შენი ქართული ოდის,

ჩვენი თბილისის მადლი რომ იცის

ის პიროვნება მოდის...

მოდის კი არა - მოსულიც არის,

და გააბრწყინებს თბილისს...

ბოროტებს მოსპობს, და „ქვეყანაზე“,

ხალხი უშიშრად ივლის.

მინაწერი:

როდესაც შენ გულს სევდა შეიპყრობს,

და გგონია რომ არვინ გყავს გვერდით,

ხელს ნუ ჩაიქნევ, იმედი გქონდეს,

იცოდე - მუდამ შენთან არს ღმერთი!

...

ფერისცვალებას გილოცავთ,

გაიხაროს ჩვენმა ერმა,

თავის ლოცვა არ მოგვაკლოს

ჩვენმა დედა ღვთისმშობელმა...

ლასკარი გელის უფალო,

გვახარე შენი ცქერითა,

განკითხვის ზარის ჩამოკვრას

გვინდა რომ შევხვდეთ მღერითა,

გაბრწყინდეს ჩვენი ქვეყანა

თავის ტანჯული ერითა!..

თქვენ კი, ჩემო კარგო ხალხო

მოიშორეთ - მტრობა, შური,

გავიხსენოთ ცხრა აპრილის

დროინდელი სიყვარული...

ამაზე კარგი რა გითხრათ,

რით გაგიხაროთ გულები,

მოდიან, მოგვიახლოვდნენ

ის ჩვენი სიხარულები...

სიბნელე ძალასა კარგავს,

უკვე გამოჩნდა სინათლე,

რაც არასოდეს ჩაქრება

და მუდამ ჩვენთვის ინათებს...

 

...

მარიამობას გილოცავთ!

ქვეყნად რჩეულო ლასკარო,

შენი შვილები მელიან:

უფლის მოსვლა რომ ვახარო...

უფალი „მოსული“ არის

და გაგვიხარებს გულებსა,

მარჯვნივ დადგომას გიმზადებთ

თვის ამორჩეულ შვილებსა!

უფალი განმსჯელი არის,

არასდროს გატკენთ გულებსა,

მარადისობას აზიარებს

მისკენ მომზირალ შვილებსა.

მოგვიახლოვდა ის ჟამი,

რასაც ქვეყანა ელოდა,

მეშვიდე საყვირს ჩაჰბერენ

ღვთისმშობლის საქართველოდან.

ბევრი მოგძებნის ლასკარო,

და ბევრიც მოგთხოვს შველასა,

ვეღარაფერი უშველით

ეშმაკის წარწყმედილებსა.

 

 

...

ძლიერ მიყვარხარ - ლასკარო!

შენზე ფიქრს ვუთმობ - ღამესაც,

მტკიცედ იდექი, ძვირფასო,

სულ მალე ნახავ პატრონსა!..

 

...

ჩემო სამშობლოვ - მიყვარხარ,

მთელი ცხოვრების მოწმე შენა ხარ,

ვიცი, ფიქრობდი, შენს მიწა-წყალზე

ბევრი გმირები რომ დაგენახა...

ჩვენი ცხოვრება, დიდება ძველი,

შენს კიდეებზე აშენებულა.

მიყვარხარ, რადგან, ჩვენ - ქართველები,

შენს მიწა-წყალზე დავბადებულვართ!

ვიცი დაგროვდა დარდები,

და საფიქრალი ულევი,

ჩვენ - ღვთისმშობელი გვმფარველობს,

მტერო - ჩვენს „სიკვდილს“ ნუ ელი!..

 

...

მოგესალმები, ლასკარო!

დაგილოცავ მსმენელებსა,

ის ჟამი მოგვიახლოვდა,

გნახავთ გახარებულსა!

იმისმა ზარმაც დარეკა,

ვინც ფეხით ბევრი იარა,

თბილისიდან გერგეთამდე

ფეხით რომ შემოიარა!

უფალი მოწყალე არის,

არავის უკარგავს ამაგსა,

მძიმე ტვირთი რომ ატარეთ,

ის გადაგიხდით სამმაგსა!

სუყველას გააგებინეთ,~გაიგოს მათმა ყურებმა,

განკითხვა კარს გვიკაკუნებს

არ გვინდა ცოდვილთ ყურება.

მე ჩემგან სუყველას გეტყვით,

გაისუფთავეთ გულები,

ვეღარაფერს ვერ გიშველით

ეგ დამღუპველი ფულები!

 

...

სასწაული დრო დადგება:

ყველაფერი აირევა,

არ შეშინდეთ,

ჩვენი უფლის ძალისხმევით,

- ყველაფერი დალაგდება...

ამ ჩვენს ლამაზ ქვეყანაში,

ზარ-ზეიმი დაიწყება,

ზეციური საქართველო,

უფლის მამული იქნება!..

ახლოვდება - უფლის ჟამი,

გაიხარებს ჩვენი ერი,

მისხალ მისხალ დაითვლება,

გამოჩნდება ჩანადენი...

და ბოლოს - კიდევ ერთს გეტყვით:

მგონია უკვე დრო დადგა,

ჩვენ ისეთ „პერიოდში“ ვართ

უფალი მკვდრეთით რომ აღდგა!

თენებას იწყებს, შეხედეთ

ცის კაბადონზე სინათლეს,

ყველა მობრძანდით ლასკარში,

და ეზიარეთ სიმართლეს!..

 

 

 

 

 

ეკატერინე გიორგის ასული

ხრიკული - მერაბიშვილისა

 

დაიბადა 1930 წ. 3 დეკემბერს,

ახალგორის რაიონის სოფ. ქურთაში.

1937 – 1940 წ.წ. სწავლობდა სოფ. ქურთას 4 წლიან სკოლაში; 1941 წლიდან სწავლა განაგრძო სოფ. კორინთის 8 წლიან სკო-ლაში; საშუალო სკოლა დაამთავრა სოფ. იკოთში.

1949 წ. დაამთავრა ქ. თბილისის აბრეშუმის ფაბრიკის სპეცი-ალური პროფესიულ - ტექნიკური სასწავლებელი.

1949 წლიდან პენსიაში გასვლამდე მუშაობდა ქ. თბილისის აბრეშუმის ფაბრიკაში - ქსოვის ინსტრუქტორად.

2006 წლიდან იყო - საქართველოს სულიერი მისიის შემსწავ-ლელი „ლაზარეს ინსტიტუტისა“, ხოლო - 2011 წლიდან პ/გ „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა - უფალია ჩვენი სიმართლე“-ს წევრი.

წინამდებარე ბროშურის გარდა, მისი სულიდან გადმოღვენთილ ლექსებს, მკითხველი: 2014 - 2016 და 2018 წ.წ. დაბეჭდილ სამ კრებულში გაეცნო.