Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - პირველი ნაწილი

ბოლო ჟამი - პირველი ნაწილი

[28 ოქტომბერი, 2012 წ.]

შესავალი

 

ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !!!

მოციქული გვაუწყებს - „... ვისაც შეუძლია სიკეთის ქმნა, მაგრამ არა იქმს, ცოდვილია“-ო [იაკ. 4,17]...

შესაბამისად, გვინდა რა მოვიხადოთ ჩვენი ადამიანური ვალი ყველას წინაშე, გადავწყვიტეთ გვესარგებლა „ფეისბუქის“ შესაძლებლობებით და ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.

„.. სული და სასძლო ამბობენ: მოდი! და მსმენელმა თქვას: მოდი, და მწყურვალი მოვიდეს, და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი“ [გამოცხ. 22,17].

და კიდევ:

გვახსოვდეს - „ადრე მითქვამს, ახლაც ვამბობ, და კვლავ ვიტყვი:

დასაღუპად განწირულნი გადარჩენილებზე ბევრნი არიან, როგორც ტალღაა მეტი წვეთზე“ [3 ეზრა 9,15-16].

ჩვენ, მათდა გასაგონად გვინდა ვისაუბროთ, ვინაც - „წვეთში“ ყოფნის წილხვედრილია...

ხოლო, ის თუ ვინ-ვინაა, ამაზე ყველამ თვითონ იფიქროს...

წინამდებარე მასალა მხოლოდ შემზადებული მკითხველისთვისაა განკუთვნილი.

თავისთავად, თითოეული მონაკვეთი დასრულებული სახით იქნება წარმოდგენილი, რათა მათთვისაც აღქმადი იყოს, რომელთაც პირველად მოუხდებათ ამ ტიპის ინფორმაციასთან ზიარება.

მაშ ასე, შევთხოვოთ ღმერთს პატიება და უფალ იესუ ქრისტეს შეწევნით შევეცადოთ სათქმელის თავმოყრას.

დღეს ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ!

„გავიგე, მაგრამ ვერ მივხვდი. ვუთხარი: უფალო ჩემო, ეს რიღათი დამთავრდება-მეთქი? მითხრა: წადი დანიელ, რადგან ეს სიტყვები საიდუმლოდ შენახული და დაბეჭდილიაო ბოლო ჟამამდე“ [დან. 12,8-9].

თავის მხრივ ბოლო ჟამიარისის დროის მონაკვეთი, რომელიც წინ უძღვის უფალ იესუ ქრისტეს მეორე დგაცხადებას, დამთავრდება განკითხვის დღით...

ბიბლია გვაუწყებს, რომ - "განკითხვის დღე იქნებ ადასასრული ამ დრო-ჟამისა და დასაბამი მომავალი უკვდავებისა,  როცა გაივლი სხრწნადი, მოისპობა სიამპარტავნე, ამოიკვეთება ურწმუნოება, გაძლიერდება სამართალი,  ამობრწყინდება  ჭეშმარიტება"-ო  [3 ეზრა 7,43-44] 

ბოლო ჟამის დადგომა კი, წმიდა წერილებში გადმოცემული ნიშნებით შეიცნობა, სწორედ მათი აცხადებით გვეუწყება მისი მიმდინარეობის ეტაპები...

25 ოქტომბერს, და აქედან ათვლით 3 დღის შემდეგ, ანუ 2012 წ. 28 ოქტომბერს, 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნებიდან 22-ე წლისთავზე, დამთავრდა ერთი დიდი მონაკვეთი...

და ათვლა დაიწყო ბოლო ჟამის დამამთავრებელმა ეტაპმა...

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ იმ ბიბლიურ ნიშნებზე დავიწყოთ საუბარი, რომელთა მეშვეობითაც პასუხი უნდა გავცეთ კითხვას, თუ  - ბოლო ჟამისეული ნიშნების მიხედვით, დროის რომელ მონაკვეთზე ვიმყოფებითა მჟამად...

უპირველეს ყოვლისა შეგახსენებთ ბოლო ჟამის არსის გახსნასთან დაკავშირებულ იმ მასალის მოკლე ჩამონათვალს, რომელიც ჩემს „ფეისბუქის“ გვერდზეა განთავსებული, და რომლის გაცნობის შესაძლებლობაც ეტაპობრივად შეგეძლოთ.

მაშ ასე, ჩემს გვერდზე განთავსებულია:

1. 10 ნაწილიანი ვიდეო მასალა;

2. ბიბლიურიბოლოჟამისმოვლენები, ერთგვარად, .. „გაპარტახების სიბილწის“ (მათე 24,15) დადგომიდან, ანუ 1991-1992 წ .. დეკემბერ-იანვრიდან იღებს სათავესგთავაზობთ, ამ მოვლენათა რვა ნაწილისაგან შემდგარ შეფასებას,  რომელიც მთლიანად დოკუმენტურ წყაროთა ბაზაზეა დაფუძნებული;

3. ბოლო ჟამის ნიშნები:  2012 წლის 14 მარტის ჩანაწერი;

4. სამი ნაწილისაგან შემდგარი წერილი: „მაიას ტომის კალენდარი, ანუ 2012 წლის არსობრივი მხარის საკითხისათვის“;

5. ცამეტ ნაწილიანი მამხილებელი წერილი, საერთო სათაურით: „ბოლო ჟამისთვის ასახდენი ერთ-ერთი წინასწარმეტყველება ასე ჟღერს:

„... ბიბლია, რომელსაც დაბეჭდავენ არასწორი იქნება...“. ჩვენის აზრით,  აღნიშნულის აცხადება ეხება - 2006 წელს .. „იეჰოვას მოწმეთა“  მიერ ქართულ ენაზე დაბეჭდილ .. „ბიბლია“-.“;

6. იხილავთ მასალას მათთვის: - ვისაც სჯერა საქართველოს სულიერი მისიის! - ვისაც სწამს უფალ იესუ ქრისტეს მეორედ ღმერთად გაცხადების - ვისაც ესმის, რომ ჩვენ ბოლო ჟამში ვცხოვრობთ, როდესაც აქამდე არსებული ყველა საიდუმლო უნდა  []აიხსნას... 

რამოდენიმე ნაწილიან წერილში, ბიბლიის კუთხითა და მასზე დაყრდნობით, საქართველოს ისტორიის იმ ფაქტებისა და მოვლენების თაობაზეა საუბარი, რომელთა ნამდვილ არსს ბოლო ჟამამდე არშეიძლებოდა ფარდა ახდოდა. კერძოდ:

- ჰაოსისა და ქართლოსის"  უფროს უმცროსობის საიდუმლო;

- ქართველთა უშუალო წინაპრების კავკასიაში დამკვიდრების ბიბლიური საბუთები;

- ქართული და სომხური წყაროების შედარებითი ანალიზი;

- ნოე-ადამის, იგივე სამოთხისეული სამეტყველო ენა, ანუ - ქართული ენის  [ერის] ჭეშმარიტი არსი და რაობა;

- კოდირებული „10"-ს ბიბლიისეული გამოძახილი და საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები...;

- საქართველოსა და ქართველი ხალხის [ერის] ისტორიის ჭეშმარიტი არსი მხოლოდ ბიბლიის მიხედვით შეიძლება აიხსნას;

- ბაგრატიონთა სამეფო შტოს მესიანისტური როლი, ბოლო ჟამისეული თვალთახედვით;

- საქართველოს ისტორია თავადაა ერთი დიდი მისტერია...; 

7. იხილავთ თამარ მეფის ცხოვრების იმ კუთხის განხილვას, რომელიც თავისებურად ხსნის ბოლო ჟამის ნიუანსებს...;

8. წარმოდგენილია ფაქტობრივი მასალა, დიდგორის ომის წინარე და შემდგომი დროის თაობაზე;

და ა.შ.

ყველა მასალის ჩამოთვლას არც ვაპირებთ....

უბრალოდ, ჩაფიქრებული მასალის გაცნობამდე, გვინდოდა შეგვეხსენებინა მათ შესახებ [ვინც პირველად ეცნობა ამ თემატიკას, მათთვის ორიენტირი მიგვეცა]...

ამჟამად აღნიშნულის შეხსენებით  შემოვიფარგლებით...

მომდევნო მონაკვეთს 29 ოქტომბერს შემოგთავაზებთ...