Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეოთხე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეოთხე ნაწილი

[31 ოქტომბერი, 2012 წ.]

 

ბოლო ჟამის დროითი ეტაპის გამომკვეთი

რამოდენიმე ბიბლიური ნიშანსვეტი

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია. ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბიბლია - ბოლო ჟამის სცენარია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის, ანუ ჩვენი დღევანდელობის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

 

„ცხებული მეფის“ - ზვიად გამსახურდიას

 გამოჩენა-მოკვეთა,

ანუ რგოლი პირველი: 1921-1992 წ.წ.

ზემოთქმული ჯაჭვის პირველი პირობითი რგოლი - ორი დროითი მონაკვეთის თანხვედრია. კერძოდ:

1. სამოცდაათწლიანი მონაკვეთი, ანუ 1921-1991 წ.წ.

აღნიშნული დროითი მინიშნება, ჩვენი მკითხველისათვის კარგადაა ცნობილი, ამიტომ მასზე ვრცელი საუბრის საჭიროება, ამჟამად არცაა - „... ასე თქვა ცაბაოთ უფალმა: რაკი არ გესმოდათ ჩემი სიტყვები (ვერ შევინარჩუნეთ 1918-1921 წ.წ. დამოუკიდებლობა), აჰა, მოვუხმობ ჩრდილოეთის (აქ - რუსეთის) ყველა ტომს, ამბობს უფალი, და ავამხედრებ ამ ქვეყანაზე (საქართველოზე), მის მაცხოვრებლებზე და ირგვლივ ყველა ხალხზე (მთლიანად კავკასია). გავწირავ გასაოხრებლად, შემზარავ და სამარცხვინო სანახავს გავხდი (ქრისტეს კვართის დაფვლის ტერიტორია და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა - ათეისტური სახელმწიფო მმართველობის ქვეშ მოექცა)...“ (იერ. 25,8-9);

„გაოხრდება და გაუკაცურდება (ათეისტური სახელმწიფოს დამყარება) მთელი ეს ქვეყანა (საქართველო), ბაბილონის (რუსეთის იმპერიის კოდირებული სახელი) მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს (1921-1992 წ.წ.) ეს ხალხები. შესრულდება სამოცდაათი წელი (1921-1991) და მე დავსჯი ბაბილონის მეფეს (სსრკ-ს დაშლა)“ (იერ. 25,11-12).

 

2. „სამოცდაორი შვიდეული“, ანუ 28/10-1990 წ. – 6/01-1992 წ.

პირველი პირობითი რგოლის მეორე მონაკვეთი, ხელისუფლებაში ზვიად გამსახურდიას ყოფნის დროით საზღვრებს შეეხება:

„სამოცდაორი შვიდეულის შემდეგ (61 7 = 434 დღე, დრო 28/10-1990 წ-დან, ვიდრე 6/01-1992 წ-მდე) მოიკვეთება ცხებული (ზვიად გამსახურდია), მაგრამ ბრალი არ ექნება (1991-1992 წ.წ. მიჯნაზე საქართველოში მომხდარ ტრაგედიაში ზვიად გამსახურდიას უდანაშაულობაზე მითითება). ქალაქსა (თბილისი) და საწმიდარს (საქართველოს) დაანგრევს მომავალი (ანუ ჯერ კიდევ ღია ასპარეზზე არ გამოსული) მთავრის (შევარდნაძის) ხალხი (დეკემბერ-იანვრის შეიარაღებული ამბოხის უშუალო ჩამდენნი)“ (დან. 9,26).

ამდენად, განსახილველი დროითი ჯაჭვის პირველი პირობითი რგოლი: 1921 წლიდან, ვიდრე 1992 წლის დასაწყისამდე არსებულ მონაკვეთს აერთიანებს.

ამ დროითი მონაკვეთის თაობაზე, ბიბლიურ წყაროზე დაყრდნობით, მოკლედ შეიძლება ითქვას შემდეგი:

როგორც ჩვენმა მკითხველმა იცის, ზვიად გამსახურდიას სახელთან დაკავშირებული დროითი მიჯნები, დიდწილად, ბოლო ჟამში მიმდინარე მოვლენათა ერთგვარი გზამკვლევია. მოდით ერთად გავიხსენოთ რამოდენიმე მათგანი.

- ზვიად გამსახურდია უნდა „გამოჩენილიყო“ ჩრდილოეთის მეფის (რუსეთის იმპერიის) ტყვეობაში (1921-1991 წ.წ.) ყოფნის 70 წლიანი მონაკვეთის მიწურულს;

- ზვიად გამსახურდია, პოლიტიკურ ორგანიზაციათა გაერთიანებას: „მრგვალი მაგიდა“ აყალიბებს 1990 წ. 11 მაისს (წესდების მიღება), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა 666 დღის შემდეგ, ანუ 1992 წლის 7 მარტს საქართველოში ჩამოდის, ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე;

- ზვიად გამსახურდია საარჩევნო კანონის მიღებისათვის ბრძოლას იწყებს 1990 წლის 20 ივლისიდან (როცა დაიგეგმა სამტრედიის რკინიგზის ბლოკადა), საიდანაც ათვლით, თანახმად დაწერილისა - 1260-ე დღეს, ანუ 1993 წლის 31 დეკემბერს, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი (აქ - ედ. შევარდნაძე) კლავს მას (იხ. გამოცხ. 11,3; 7);

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 10 სექტემბერს აყალიბებს საარჩევნო ბლოკს: „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. ამ თარიღიდან ათვლით, თანახმად დაწერილისა, „შვიდი შვიდეული“ შემდეგ (იხ. დან. 9,25), ანუ 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ხდება;

- ზვიად გამსახურდია 1990 წლის 26 მაისს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, თანახმად დაწერილისა (იხ. დან 8,21-22), საქართველოს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ხდება;

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, ხელისუფლებაში ყოფნის 434 დღის, ანუ „სამოცდაორი შვიდეულის“ (იხ. დან. 9,26) შემდეგ, ანუ 1992 წლის 6 იანვარს ტოვებს თბილისს;

- ზვიად გამსახურდია, თანახმად დაწერილისა, მხოლოდ ორწლიანი (1992-1993 წ.წ.) დევნილობის შემდეგ (იხ. იერ. 28,3) ბრუნდება საქართველოში; სადაც ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის მიერ - „...შეიმუსრება. ასევე აღთქმის მეუფეც“ (დან. 11,22)“;

- ზვიად გამსახურდია დაიბადა 1939 წლის 31 მარტს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდია ამქვეყნიდან წავიდა 1993 წლის 31 დეკემბერს - პარასკევ დღეს;

- ზვიად გამსახურდიამ ამქვეყნად (31.03 1939 – 31.12 1993) იცოცხლა - 19 999 დღე;

- ზვიად გამსახურდია ორწლიანი დევნის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა 1993 წლის 24 სექტემბერს, ანუ მოკვდინებამდე - 99 დღით ადრე;

- ზვიად გამსახურდია თავისი ამქვეყნიდან წასვლის დღეს, ანუ - 1993 წლის 31 დეკემბრისათვის იყო ზუსტად - 54 (5+4=9) წლისა და 9 თვის;

- ზვიად გამსახურდიას სახელისა და გვარის ჯამური მაჩვენებელი, მათში შემავალი ასო-ნიშნების (თანამედროვე ქართული ანბანში მათი) რიგითი ნომრების მიხედვით, ტოლია

- ზვიად [27 = 2 + 7], და

- გამსახურდია [117 = 1 + 1 + 7] 9-ის;

ისევე როგორც მათი ჯამური სიდიდე:

ზვიად [27] + გამსახურდია [117] = 144 = 1 + 4 + 4 =9.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.


შედარებით ვრცლად, აღნიშნულის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ:

 აქვე განთავსებულ ქვეთავში - "ნიშნები ბოლო ჟამისანი", ნაწილი პირველი


მომდევნო ინფორმაციას, თუ ღმერთი ინებებს,  1 ნოემბერს შემოგთავაზებთ...