Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეხუთე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეხუთე ნაწილი

[1 ნოემბერი, 2012 წ.]

 

ბოლო ჟამის დროითი ეტაპის გამომკვეთი

რამოდენიმე ბიბლიური ნიშანსვეტი,

ანუ - „რ გ ო ლ ი“   მ ე ო რ ე

 

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია. ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბიბლია - ბოლო ჟამის სცენარია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის, ანუ ჩვენი დღევანდელობის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

 

 

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების - ედ. შევარდნაძის

საქმიანობის დროითი საზღვარი:

1992-2003 წ.წ.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის, ჩვენს თვალწინ წარმართული, საქმიანობა, ბიბლიურ სცენართან მიმართებაში ასეთი სახისაა:

ზვიად გამსახურდიას ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას, ანუ 1992 წლის 2 იანვარს, რუსული და ქართული კრიმინალური აზროვნების ძალების მიერ, ჩამოყალიბებული იქნა „სამხედრო საბჭო“ (იოსელიანი, კიტოვანი) და „დროებითი მთავრობა“ (სიგუა). მათი მოღალატეობრივი საქმიანობა, წმიდა წერილისეული შეფასებით, ანტიქრისტესთვის გზის მოსწორებას ემსახურებოდა. და მართლაც, 1992 წლის 2 იანვრიდან 66-ე დღეს, ანუ 7 მარტს, პოლიტიკურ სცენაზე ღიად გამოჩნდა, აქამდე ჩრდილში მყოფი - ედ. შევარდნაძე.

პავლე მოციქული გვაუწყებს - „იოლად ნუ შეიძვრით გონებით, ნურც შეშფოთდებით ნურც სულის, ნურც სიტყვის, ნურც თითქოს ჩვენგან (აქ - ბიბლიიდან) მოწერილი წერილის გამო, ვითომც უკვე მოიწია დღე ქრისტესი. ნურც ნურავინ ნურასგზით გაცდუნებთ თქვენ, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება (სსრკ-ს დაშლა, 1991-1992 წლების მოვლენები), და არ გაცხადდება ცოდვის კაცი, ძე წარწყმედისა (აქ - ანტიქრისტე-ედ. შევარდნაძე)“ (II თესალ. 2,2-3).

დანიელის წინასწარმეტყველებაში ვკითხულობთ:

- „... თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა (საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია). ეს რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი (იოსელიანი, კიტოვანი, სიგუა, შევარდნაძე) ამოვიდა... მისი (ზვიად გამსახურდიას) მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ (დეკემბერ-იანვრის მოვლენების ბიბლიური შეფასება), დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე (ედ. შევარდნაძე)...“ (დან. 8,21-23).

ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის ე.წ. „არჩევნებით“, „საქართველოს სახელმწიფო მეთაური-პარლამენტის თავმჯდომარის“ სტატუსით აღიჭურვა, და შეუდგა საქმიანობას:

- „განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი საკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წარმატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს...“ (დამ. 8,24-25).

წმიდა წერილი იქვე იუწყება ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძის [იხ. - პირველი ნაწილი]  საქმიანობის ზოგადი დროითი მიჯნის თაობაზეც.

როგორც ვიცით, 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნებისათვის აქტიური მზადება ედ. შევარდნაძემ, თავისი გუნდის მიერ 2003 წლის 5 აპრილს, საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ ჩამოყალიბებით დაიწყო. 2003 წლის 22-23 ნოემბერს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ედ. შევადნაძემ ქვეყნის მართვა, თავისივე გამოზრდილი გუნდის ახალგაზრდულ ფრთას „დაუთმო“.

ბიბლიაში ვკითხულობთ:

- იგი (ედ. შევარდნაძე) მრავალთაგან განამტკიცებს აღთქმას (1992 . ოქტომბერიდან) ერთ შვიდეულში (1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 ოქტომბერი), შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლსა და ძღვენს (2000, 2001, 2002 დანოემბერი, დეკემბერი; 2003 წლის: იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი. 2003 წლის აპრილში ედ. შევარდნაძის მიერ დაარსდა საარჩევნო ბლოკი: ახალი საქართველოსთვის, რომელმაც 2003 წლის 22-23 ნოემბერს დაასრულა თავისი საქმენი საგმირონი). სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი (ედ. შევარდნაძის საქმიანობი ბიბლიური შეფასება) ვიდრე (2003 წელს) განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს [დან. 9,27];

ამდენად, ზვიად გამსახურდიაზე ნაწინასწარმეტყველების მსგავსად [იხ. მეოთხე ნაწილი], მის შემდგომად ხელისუფლების სათავეში მოსულმა ედ. შევარდნაძემაც, სწორედ ბიბლიაში დაფიქსირებული - 10,5 წლიანი დროის ამოწურვის შემდეგ დაამთავრა თავისი მმართველობა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

შედარებით ვრცლად, აღნიშნულის თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ:

აქვე განთავსებულ ქვეთავში - „ნიშნები ბოლო ჟამისანი", ნაწილი მეორე.

მომდევნო ინფორმაციას, თუ ღმერთი ინებებს,  2 ნოემბერს შემოგთავაზებთ...