Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეექვსე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეექვსე ნაწილი

[2 ნოემბერი, 2012 წ.]

 

ბოლო ჟამის დროითი ეტაპის გამომკვეთი

რამოდენიმე ბიბლიური ნიშანსვეტი,

ანუ - „რ გ ო ლ ი“   მ ე ს ა მ ე

 

ღვთის სიტყვის გადმომცემი ბიბლია, მასში დაფიქსირებული უმნიშვნელოვანესი ღვთაებრივი სიბრძნის პარალელურად, ბოლო ჟამში მოსახდენ მოვლენათა აღმწერი იგავთ-კრებულია. ლასკარული ცნობიერებიდან გამომდინარე, ბიბლია - ბოლო ჟამის სცენარია, რომელშიც უზენაესი ძალის მიერ წინასწარ განჭვრეტილი მომხდარ-მოსახდენი ამბავია გადმოცემული.

ესა თუ ის მოვლენა, თავისი კონკრეტული დროითი მახასიათებლის შემცველია, ანუ გააჩნია თავისი - დასაწყისი, ხანგრძლივობა და დასასრული; დიახ, ამ კუთხით - „ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავისი ჟამი ამ ცისქვეშეთში“ (ეკლ. 3,1).

ჩვენი წინამდებარე თხრობა, ბოლო ჟამის მიმდინარე მოვლენების ერთგვარი დროითი ჯაჭვის სახით გვინდა გადმოვცეთ. ამიტომ, ჯაჭვის ბოლო რგოლის, ანუ ჩვენი დღევანდელობის თაობაზე საუბრის დაწყებამდე, ჯერ, მისი წინარე მოვლენების დროითი ნიშანსვეტი გვინდა გამოვკვეთოთ.

 

 

ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი

მ. სააკაშვილის „მეფობის“ დასასრულის დასაწყისი:

2011-2012 წ.წ.

საუბრის დაწყებამდე შეგახსენებთ, რომ 2003-2008 წ.წ. დროის მონაკვეთში მ. სააკაშვილთან მიმართებაში დაფიქსირებული ბიბლიური ინფორმაციები, შეგიძლიათ იხილოთ: აქვე განთავსებულ ქვეთავში - "ნიშნები ბოლო ჟამისანი", ნაწილი მესამე.

2008 წლის შემდგომად დაწყებულ დროში მომხდარზე, უნდა მოგახსენოთ შემდეგი:

ბოლო ჟამის შემდეგი [„მესამე“] ჯაჭვის რგოლი, პირველთა მსგავსად, ორი პირობითი მონაკვეთისაგან შედგება.

ზოგადად, წმიდა წერილისეული მინიშნების თანახმად, ცრუწინასწარმეტყველი - ანტიქრისტეს საქმეთა გამგრძელებელია, და მასთან დაკავშირებით ნაწინასწარმეტყველები მინიშნებების ერთგვარი თანაზიარია. კერძოდ:

- ცრუწინასწარმეტყველი (მ. სააკაშვილი), ანტიქრისტეს (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, ასევე დიდი არეულობისა და განდგომილების ფონზე მოდის (იხ. II  თესალ. 2.2-3);

- ისიც, თავიდან ე.წ. კოლექტიური მმართველია (ზ. ჟვანია და ნ. ბურჯანაძესთან ერთად); რომლებსაც, ანტიქრისტეს მსგავსად, გზიდან ჩამოიცილებს (2005 წ. თებერვალი - ზ. ჟვანის; 2008 წ. აპრილი/ივნისი - ნ. ბურჯანაძე), და ერთპიროვნულად გააგრძელებს, გატიალების სიბილწისეულ ჟამზე, ნაწინასწარმეტყველების აღსრულებას (იხ. 3 ეზრა 12,22-28);

- ანტიქრისტეს დროს დაწყებული ქვეყნის დაშლის პროცესი, ცრუწინასწარმეტყველის მმართველობისას იურიდიულად ფორმდება - „... რადგან დაქუცმაცდება მისი სამეფო, და ამას გარდა (აფხაზეთი და ცხინვალის ოლქი), სხვათა (აქ - რუსეთისა და მისი მარიონეტების) ხელში გადავა“ (დან. 11,4).

როგორც ცნობილია ბიბლიური „ჩრდილოეთის მეფის“ ვერაგობისა, და - „სამხრეთის მეფის“, ანუ ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის პირად ამბიციებზე აგებულ, უპრინციპო და გაუაზრებელ ქმედებათა გამო, - 2008 წ. 7/8-12/13 აგვისტოს სამაჩაბლოში მიმდინარე საომარი დაპირისპირების შედეგებიდან გამომდინარე, - 2008 წლის 25(26) აგვისტოს, რუსეთმა, საქართველოს ძირძველი მიწის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა ცნო.

დიახ, კოდირებული - „სხვათა ხელში გადავა“-ს საბოლოო დასრულება - 2008 წლის 25(26) აგვისტოს მოხდა

- „გუშინ (აქ - 25/08-2008 წ.) რუსეთის დუმამ ერთხმად დაუჭირა მხარი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას“ (გაზ. „ახალი თაობა“, 26/08-2008 წ., გვ.3); ხოლო

26 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დ. მედვედევმა ოფიციალურად დაადასტურა „დუმის“ გადაწყვეტილება.

საქართველოს პარლამენტმა - ქვეყნის საერთო იურიდიქციიდან ფაქტობრივად და იურიდიულად „ჩამოცილებული“ ეს ორი რეგიონი - რუსეთის მიერ ოკუპირებულად გამოაცხადა, რითაც საბოლოოდ „დაადასტურა“ ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველების ასრულება - დაქუცმაცებული ქართული მიწის ნაწილი - „სხვათა ხელში“ გადავიდა.

ამდენად, ბიბლიური მინიშნებით:

- ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის ღია ერთპიროვნული მმართველობის დაწყება, ერთის მხრივ, და

- საქართველოს დაქუცმაცებული „სამეფოს“ ნაწილის სხვათა ხელში გადასვლა, მეორეს მხრივ,

თანხვედრი პროცესია, რომელიც, მთლიანობაში, 2008 წლის ივნისის პირველი რიცხვებიდან იწყება (როდესაც აპრილის თვეში, ნ. ბურჯანაძემ „უარი განაცხდა“ საარცევნო სიაში მისთვის გამოყოფილი ქვოტით ყოფნაზე, და 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, 7 ივნისს, პარლამენტის თავმჯდომარედ, ნ. ბურჯანაძის მაგივრად, დ. ბაქრაძე აირჩიეს), და 2008 წლის აგვისტოს მიწურულს მთავრდება.

ანტიქრისტეს არსის მატარებელი პიროვნების (ედ. შევარდნაძე) მსგავსად, მისივე საქმეთა გამგრძელებელი ცრუწინასწარმეტყველის (მ. სააკაშვილის) საქმიანობის „დასასრულის დასაწყისის“ ბიბლიური მინიშნება, სწორედ, ზემოთგადმოცემული დროითი მინიშნებითაა გამოკვეთილი. კერძოდ, ბიბლიაში ვკითხულობთ:

„უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროებს, განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას (კოდია). ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო (ერთი წელი) - ორი დრო (ორი წელი) და ნახევარი დრო (ექვსი თვე). შემდეგ (ანუ 3,5 წლის დამთავრებიდან ათვლით) დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს“ (დან. 7,25-26).

ბიბლიაში მითითებული 3,5 წლის ათვლა, ზემოთ უკვე მიღებული დროიდან, შემდეგ ორ მიჯნას გამოკვეთავს:

1. 2008 წ. აპრილი - 21 მაისი-7 ივნისიდან ათვლილი 3,5 წელი, ესაა 2011 წლის ოქტომბერი - 21 ნოემბერი - 7 დეკემბერი, ანუ ყურადსაღებია:

- ერთის მხრივ - 2011 წლის ოქტომბერ - ნოემბრიდან  7 დეკემბრამდე, ხოლო 

- მეორეს მხრივ - 2011 წლის 7 დეკემბრიდან ათვლილ დროში მომხდარი;

 

2. 2008 წ. 7/8-26 აგვისტოდან ათვლილი 3,5 წელი ესაა:

- 2012 წლის 7/8-26 თებერვლის დროითი მონაკვეთი.

 

ამდენად, ბოლო ჟამისეული კუთხით, ზემოთ მითითებული დროითი მიჯნები გამოკვეთენ იმას, რასაც ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის მმართველობითი დროის - „დასასრულის დასაწყისი“ ჰქვია, ანუ ეს ყველაფერი:

- 2011 წლის ოქტომბერ -ნოემბრიდან, ვიდრე 2012 წ. 26 თებერვლის „შემდგომ“ იწყება.

გამოსაკვეთი ჯაჭვის შემდეგი რგოლიც, სახელდებით - ბიძინა ივანიშვილი, სწორედ ამ დროის შემდგომად მომხდარი მოვლენებით გამოიკვეთა.

ვისაც ყური აქვს სასმენლად ისმინოს. ღმერთო შეგვინდე შეცოდებანი ჩვენი.

მომდევნო ინფორმაციას, თუ ღმერთი ინებებს,  3 ნოემბერს შემოგთავაზებთ...