Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეშვიდე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეშვიდე ნაწილი

[3 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

სულისმიერი და სხეულისმიერი ეტაპის

არსისმიერი ასპექტები

საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს

(სულხან-საბა ორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

შესავალი

უფალ იესუ ქრისტეს პირველად განკაცების წინარე დროში, წარმართული რელიგიებისა თუ სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინრეობის უკიდეგანო ნაკადში ჩაფლული ადამის მოდგმა, სულის გადაგვარების გზას ადგა - „... კაცობრივ მოძღვრებათა წყვდიადში მხოლოდ ერთადერთი სხივი ანათებდა - ეს იყო იუდეველთა მოძღვრება ერთ ღმერთზე, როგორც სამყაროს შემოქმედზე, რაც მათ სწორედ გამოცხადებით მიეცათ...

... ქრისტეს შობის წინა საუკუნეში იუდეველები მუდმივად სხვისი ბატონობის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ჯერ ბერძნებმა, მერე ეგვიპტელებმა და სირიელებმა, ხოლო ბოლოს რომაელებმა დაიპყრეს. იუდეველები მიხვდნენ, რომ ამის მიზეზი ღმერთის დავიწყება იყო; ამიტომ თავსდატეხილი უბედურება ღმერთის სასჯელად მიიჩნიეს და მოსეს სჯულის სამსახური დაიწყეს... ღმერთისგან მინიჭებულ წყალობას, სამწუხაროდ ისინი საკუთარი დამსახურების შედეგად მიიჩნევდნენ...

...მესიის მოსვლის მნიშვნელობაც საკუთარი ინტერპრეტაციის მიხედვით ესმოდათ, კერძოდ, ისინი ფიქრობდნენ, რომ მესია იქნებოდა მეფე, რომელიც მათ რომაელების ბატონობისაგან გაათავისუფლებდა და მსოფლიო ბატონობას მოუპოვებდა...“ (გვანცა კოპლატაძე, „ქრისტიანული ეკლესიის ისტორია“, თბ., 2007 ., გვ. 3-5).

და აი, სიტყვა, რომელიც - „... იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა~ (იოანე 1,1), ღმერთის ნებით - „... ხორცად იქცა, და დაემ-ვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე...~ (იოანე 1,14).

მაცხოვრის განკაცებამდე ზაქარიასა და ელისაბედს ვაჟი შეეძინათ - „და მერვე დღეს მივიდნენ ყრმის წინადასაცვეთად, და უნდოდათ მამის სახელი დაერქმიათ მისთვის ზაქარია. მაგრამ დედამისმა თქვა: არა, არამედ იოანე ერქმევა მას“ (ლუკა 1,59-60).

იოანე ნათლისმცემლის მამის - ზაქარიას სიტყვებით ღმერთმა ყრმის მისია განგვიცხადა - „და ზაქარია, მამა მისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა... და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა“- (ლუკა 1,67; 76).

უფალ იესუ ქრისტეს ძალმოსილებით გამოჩინებამდე, ჯერ - იოანე ნათლისმცემლის ხმა გაისმა. რომის იმპერიის მიერ დაპყრობილი ებრაელი ერის სათაყვანებელი სამშობლო, ოთხ პოლიტიკურ ერთეულად იყო დაყოფილი - „... პონ-ტიუს პილატე იუდეის მთავარი იყო, ჰეროდე - გალილეის მეოთხედმთავარი, ფილიპე, მისი ძმა, - იტურეისა და ტრაქონიტის მხარის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისია - აბილეის მეოთხედმთავარი~ (ლუკა 3,1).

მკითხველო, წარმოდგენილ შესავალში ალბათ გეცნოთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის წარსულისა და აწმყოს მუქ-ნათელი ფერები.

ბოლო ჟამის შესაცნობი ნიშნების აცხადების ადგილი - საქართველო, მისტერიულად, ებრაელი ერის სამშობლოს წილხვედრია:

- ოთხ პოლიტიკურ ერთეულად დაყოფილ ჩვენს მიწაზე ასევე დააბიჯებს დამ-პრობლის ჩექმა;

ჯერ - ანტიქრისტესა, და შემდეგ - ცრუწინასწარმეტყველის მიერ დამყარებულ-განმტკიცებული გატიალების სიბილწისაგან სულშეხუთული ქართველი ერი - მხსნელს ელის.

მისი გამოჩენის ჟამი კი უკვე კარზეა მომდგარი.

ოღონდ ერთია, მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით გაცხადება - საქართველოს, ანუ იბერიის გაბრწყინება კი არ იქნება მხოლოდ, არამედ, სათავე დაედება ზოგად-საკაცობრიო, კოსმიური ცვლილებების გამომწვევ პროცესს, რასაც, გამოცხადების მიხედვით ახალი ცა და ახალი მიწა ჰქვია - „... რადგანაც უწინდელი ცა და უწინდელი მიწა გადაეგო და ზღვა (კოდია) აღარ არის“ (გამოცხ. 21,1).

და აი, მსგავსად პირველად მოსვლისა, ბოლო ჟამის მიწურულს, კვლავაც - „იოანე ნათლისმცემლის ხმა“ უნდა გაისმას.

სულით ხორცამდე შეძრული ერის მოლოდინისეული ამოძახილი, სახარებაში ასეა გადმოცემული - „... როცა იუდეველებმა წარგზავნეს იერუსალიმიდან მღვდლები და ლევიტელნი, რათა ეკითხათ მისთვის: ვინა ხარ შენ? და აღიარა, როდი უარყო; დიახ აღიარა: მე არა ვარ ქრისტე. და ჰკითხეს მას: მაშ ვინ? ელია ხარ? და თქვა: არა ვარ. წინასწარმეტყველი ხარ? და მიუგო: არა. და უთხრეს მას: მაინც ვინა ხარ? რათა პასუხი გავცეთ ჩვენს წარმომგზავნელთ: რას იტყვი შენზე? და თქვა: მე ვარ ხმა უდაბნოში მღაღადებლისა: გაამზადეთ გზა უფლისა, როგორც თქვა ესაია წინასწარმეტყველმა“ (იოანე 1,19-23).

 

ბოლო ჟამის დროის ნიშნებს

მიყურადებულო მკითხველო

[მეგობრებო]!

აქამდე ჩვენს მიერ უკვე თქმული მასალა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილია იმისა, რასაც, ღმერთის ნებით, 1996-1997 წლიდან მოყოლებით წარმართული „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტის“ საქმიანობა ჰქვია.

შესაბამისად, რთულია მოკლედ გადმოსცე გასული წლების მანძილზე ვრცლად ნათქვამი...

2012 წლის 1-25 ოქტომბრის დროითი მიჯნიდან დაწყებული „დასასრულის - დასაწყისისეული“ ნიშნების თაობაზე საუბრის დაწყებამდე, იმიტომაც გახდა აუცილებელი, წინამდებარე მასალის აქამდე უკვე მოწვდილი მონაკვეთების გადმოცემა - რაც, ზოგიერთებისთვის გახსენებას; ხოლო ნაწილისთვის პირველად შეხება-შემზადებას ისახავს მიზნად...

 

იოანე ნათლისმცემლის არსის ბოლო ჟამისეული ეტაპი - ორი მონაკვეთისაგან შედგება:

- 1. ესაა: უფლისათვის გზების „სულისმიერი“ კუთხით მომზადება; ხოლო

- 2. ესაა:  უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება.

ამ ორივე ეტაპებს თავისი კონკრეტული „განმახორციელებელი“ პირები ყავს.

წარმოდგენილი შესავლის შემდეგ, მათ შესახებ საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, უკვე 4 ნოემბერიდან დავიწყებთ.