Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მერვე ნაწილი

ბოლო ჟამი - მერვე ნაწილი

[4 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „სულისმიერი“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს

(სულხან-საბა ორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

როგორც ადრეც გვითქვამს, წმ. წერილებში დაფიქსირებული ტერმინი - „მსოფლიო“, ბოლო ჟამში, იმ ქვეყნის [ანუ საქართველოს] კოდირებული სახელია, სადაც თავად ამ ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა განვითარდეს.

პარალელურად ამისა, ეს  ე.წ. – „მსოფლიო“, ანუ - საქართველო, მისტერიულად, თავად - „ძე კაცისას“ არსის მატარებელიცაა.

ამავე ნიშნის არსობრივი მხარის მატარებელია, თავად დამდგარი ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების გამხმოვანებელი ის კრებითი ჯგუფი, რომელსაც - „საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი ლაზარეს ინსტიტუტი“, ანუ მოკლედ - „ლასკარი“ ჰქვია.  

ბუნებრივია, რომ ვერც - საქართველო, და ვერც - ლასკარი, ვერ იქნება - „ძე კაცისა“. ისინი, იმ ნიშნების თავის თავში  მატარებელ-განმახორციელებლები არიან, რომლითაც მისტერიულად ასაცხადებელი მოვლენების გამოვლენა ფიქსირდება.

მეორეს მხრივ, თავად ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნები უნდა აცხადდეს იმ ქვეყანაში, სადაც რეინკარნირებულნი უნდა იქნენ ყველა ძირითადი ბიბლიური პერსონაჟები.

ზოგადად, უნდა განვასხვავოთ - „არსის მატარებლობა“, და თავად ამა თუ იმ პერსონაჟის ერთიდაიგივეობა [რეინკარნაცია].

როგორც ითქვა - ანტიქრისტე და ცრუწინასწარმეტყველი, როგორც განსხეულებულ-მისტიური პირი - არ არსებობს; ესენი - ბოლო ჟამის საქართველოში - ედ. შევარდნაძისა და მ სააკაშვილის მმართველობითი საქმიანობის გადმომცემი კრებითი სახელებია მხოლოდ.

ასევე, „საქართველო“ და „ლასკარი“, დიახაც „ატარებს“ „ძე კაცისას“ დაწერილი ნიშნების ერთობლიობას, მაგრამ ამის პარალელურად თავად მეორედ შობით მომავალი ძე კაცისა, საქართველოში უნდა იყოს დაბადებული.

შესაბამისად, არსებობს - „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი პირი, მაგრამ იქვე [მის გვერდითვე] მოღვაწეობს თავად იოანე ნათლისმცემლის სხეულგამოვლილი სულის რეინკარნირებული პიროვნება.

ამჟამად სწორედ ამ უკანასკნელზე გვინდა ვისაუბროთ.

მკითხველთა ერთმა ნაწილმა უკვე იცის, რომ ჩვენს ხელთ არსებულ წმიდა წერილებზე დაყრდნობით, ბოლო ჟამში მაცხოვრებელი ბატონი აკაკი ჯორჯაძე, ჩვენის აზრით, უნდა იყოს - იოანე ნეთლისმცემლის სხეულგამოვლილი სულის რეინკარნაცია.

ამის შესახებ ჩვენ არაერტხელ აღგვინიშნავს. ამჟამად მის შესახებ საუბრის დაწყებამდე, გვინდა 2003 წლის 9 აპრილს მომხდარის თაობაზე, ჩვენს მიერ  №42(149)-ე გაზეთის ფურცლებზე გაცხადებული გაგახსენოთ:

- ბატონ აკაკისთან ღვთაებრივი კარნახის პირველი გამოვლენა 1994 წლის 9 აპრილს შედგა (იხ. გვ.2);

- „ჩვენის აზრით ბოლო ჟამში მომქმედი „ელიას სახე-ფორმის მატარებელი ჯგუფი“ გახლავთ ბატონი აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით შექმნილი ღვთაებრივი მოძრაობა „ახალი სიტყვა“...

ბოლო ჟამში „ენუქის სახე-ფორმის მატარებელი ჯგუფი“ გახლავთ 1996 წ. 15 დეკემბერს დაარსებული: საქართველოს სულიერი მისიის შემსწავლელი „ლაზარეს ინსტიტუტი“ (იხ. გვ.3);

- არაერთგზის აღგვინიშნავს, რომ ბოლო ჟამში ზვიად გამსახურდიაზე აცხადდა - პირველად ღმერთად მოსვლისას, მაცხოვრის ჯვარცმისეული, მეორედ მოსვლის ჟამს ასაცხადებელი მისტერია. ამდენად, ბოლო ჟამში, ჩვეულებრივი ხრწნადი სხეულით მავალი ძე კაცისას სიკვდილი აღარ ხდება - იგი, ძალმოსილების მიღების შემდეგ გაცხადდება ჩვენთვის.

ამდაგვარადვე - „...ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოღვაწე აკაკი ჯორჯაძე გახლავთ იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია, რომლის სიკვდილისეული მისტერიაც აცხადდა აკაკი ელიავაზე...“ (იხ. გვ.4);

- სახარების მიხედვით იოანეს ეკითხებოდნენ: „ვინა ხარ შენ?“, მისი პასუხიც ცნობილია. „ბატონ აკაკი ჯორჯაძეს არასოდეს უთქვამს თავის თავზე, რომ - იგი, მეორედ ღმერთად მომავალი ქრისტეა. იგი ბრძანებდა - „... მე არც მესია ვარ, არც წინასწარმეტყველი, არც ნათელმხილველი, არც ექსტრასენსი არც ეზოთერიკოსი, არც მაგია და არც მსგავსი სხვა რამ. მე ვარ ქართველი მწერალი, შემოქმედი, ამ შემთხვევაში ღვთაებრივი „ახალი სიტყვა“-ს თქვენამდე, კაცობრიობამდე მომტანი...“ (იხ. გაზ. „არჩევანი“, №4(27), 1995 წ., გვ.8)...“ (იხ. გვ.5);

- სახარების მიხედვით იოანე ნათლისმცემელი: „გზების მომსწორებელია“. ბატონი აკაკი თავის თავზე ამბობს - „... რაზე უფრო გწყდებათ გული? - თუ ვერ-არ გამოვიყენეთ ერმა, საქართველომ ეს შანსი - „მოსწორებული გზები“... დაგვავიწყდა, რო 9 წელია გესაუბრებით: ან-ან! ფაქტიც სახეზეა: დღეისათვის გზები ჭეშმარიტად მოსწორებულია...“ (იხ. გაზ. „მძლეველი“, №51, 2003 წ., გვ.1-2)...“ (იხ. გვ.6);

- აკაკი ჯორჯაძის ძალისხმევით 2002 წლის 15 აპრილს ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის წინ - „... 20 იანვარს შეხვედრა შესდგა საქართველოს პრეზიდენტ ბატონ ედ. შევარდნაძესა და ქართველ მწერალ აკაკი ჯორჯაძეს შორის...“ (იხ. გაზ. „მძლეველი“, №33, 2002 წ., გვ.1)...“ (იხ. გვ.7);

_ ერთი წლის თავზე, 2003 წ. აპრილის თვეში: „პოლიტიკური გაერთიანება „მძლეველის“ 16 აქტივისტის მიერ პრეზიდენტ ედ. შევარდნაძის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების  მოთხოვნით კვირას (აქ - 6 აპრილს) „დედა ენის“ ძეგლთან დაწყებული შიმშილობის აქცია 9 აპრილს დღის 2 საათზე შეწყდა...“ (გაზ. „ახალი თაობა“, 10/04-03 წ., გვ.5)...“ (იხ. გვ.7);

- ბატონი აკაკი ჯორჯაძის განცხადებით: „... შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ არსებული ხელისუფლებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის მშვიდობიანი შეცვლის მოთხოვნით მილიონ 700 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერისა და მის საფუძველზე ჩატარებული სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის შესაბამისმა დადგენილებამ იურიდიული ძალა 9 აპრილს დღის ორ საათზე დაკარგა“ (გაზ. „ახალი თაობა“, 10/04-03 წ., გვ.5)...“ (იხ. გვ.8);

- „ბიბლიური მინიშნებით: „ახ. წ. 29 წელს იოანე ნათლისმცემელის აღსასრული“ (იხ. „ბიბლია“, თბ. 1989 წ., გვ. 1215). აქ „ოცი და ცხრა“, კოდში ცხრაწლიან მონაკვეთზე მიგვანიშნებს, ანუ 1995 წლიდან (ღიად, ხოლო 1994 წ. 9 აპრილიდან, ფარულად მიმდინარე - გ.ს.) 9 წლის შემდეგ, ანუ 2003 წ. 9 აპრილს დასრულდა იოანე ნათლისმცემელისეული ეტაპი...“ (იხ. გვ. 8);

ყოველივე ზემოთქმული გავიხსენეთ იმისათვის, რათა უფრო გასაგები გამხდარიყო, 2003 წლის 9 აპრილიდან, ასევე 9 წლის თავზე მომხდარის არსი.

როგორც ვიცით, 1992 წ. 7 მარტს საქართველოში დაბრუნებული ედ. შევარდნაძე 1992 წ. 11 ოქტომბრის უკანონო „არჩევნების“ შემდეგ, მოძალადე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირი - „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე-სახელმწიფო მეთაური“ - გახდა. აღნიშნულიდან ათვლით, ბიბლიაში დაფიქსირებული მისი ხელშეუხებელი მმართველობის 10,5 წელი, 2003 წ. 11 აპრილს ამოიწურა [5 აპრილს ედ. შევარდნაძის მიერ დაარსებული საარჩევნო ბლოკის - „ახალი საქართველოსთვის“ „საქმენი საგმირონი“, შვიდი თვის შემდეგ დასრულდა - 2003 წ. 23 ნოემბერს ედ. შევარდნაძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. იხ. გაზ. №11(804), გვ.4-5)].

აღნიშნულის გააზრების შემდეგ, ვფიქრობთ ადვილად გასაგები გახდება, რომ აკაკი ჯორჯაძის მიერ 2003 წ. 11 აპრილამდე, პოლიტიკური კუთხით დასმული ეს საკითხი, სასურველ შედეგს ვერ გამოიღებდა. ანალოგიურად, უშედეგო აღმოჩნდა აკაკი ჯორჯაძის მიერ გაკვალულ გზაზე მავალი პ/გ „მძლეველის“ პოლიტიკური საქმიანობა.

ყველაფერი ბიბლიური მინიშნების მიხედვით წარიმართა - მიზეზთა გამო, ანტიქრისტეს არსის მატარებელი ედ. შევარდნაძე, ცრუწინასწარმეტყველმა მ. სააკაშვილმა ჩაანაცვლა.

გარკვეული დროის შემდეგ - აკაკი ჯორჯაძემ თავისი საქმიანობა კვლავ გააგრძელა, რამეთუ მას - იოანე ნათლისმცემელისეული ტვირთი ცრუწინასწარმეტყველის ხელისუფლებაში მოსვლის დროსაც უნდა ეტარებინა. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვების ახალი ეტაპი. 2007 წელს „ახალი სიტყვის“ ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფის მთელი ძალით ამოქმედებამ, ვერც ამჯერად მოიტანა მათთვის სასურველი შედეგი - 2007 წ. ნოემბერში თანამდებობიდან გადამდგარი ცრუწინასწარმეტყველი მ. სააკაშვილი 2008 წ. 5 იანვრის გაყალბებული „არჩევნების“ შემდეგ, კვლავ საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

აკ. ჯორჯაძისა და მისი მომხრეების ძალისხმევის მომდევნო ტალღამ 2011 წლის ოქტომბერში კვლავ „მძიმე დარტყმა“ განიცადა - პოლიტიკურ ასპარეზზე - ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა.   

 

„სულიერ-ფიზიკური“ ეტაპის არსი

2011-2012 წლებში განვითარებული მოვლენები, თავისი ფარულად მიმდინარე პროცესებით, მთავარი გარდამტეხი ეტაპის მოახლოებას გვამცნობდა.

აკ. ჯორჯაძის მიერ „იოანე ნათლისმცემელისეული“ ტვირთის ტარებას „სულიერი“ დატვირთვა აქვს, რამეთუ იგი თავად უნდა იყოს ამ არსის მატარებელი პიროვნება.

„სულიერი“ ეტაპი, „ფიზიკურში“ გამოვლენით უნდა გაგრძელებულიყო. სწორედ ეს მოხდა 2011 წლის 7 ოქტომბერს, როდესაც, პოლიტიკურ სარბიელზე, აქამდე ჩრდილში მყოფი, ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა. ჩვენის აზრით, სწორედ ბიძინა ივანიშვილია „ფიზიკურში“ გამოვლენილი „იოანე ნათლისმცემლის“ არსობრივი მხარის მატარებელი (იხ. გაზ. №14(791), 19 ნოემბერი, 2011 წ., გვ.4-12).

ამდენად, აკ. ჯორჯაძე „სულიერი“ კუთხით გახლავთ „იოანე ნათლისმცემლის“ არსის მატარებელი, რამეთუ თავადვე უნდა იყოს მისი რეინკარნირებული სულის მქონებელი პირი;

ხოლო ბიძინა ივანიშვილი „იოანე ნათლისმცემელისეული“ მისიის მხოლოდ „ფიზიკური“ არსის მატარებელია. მან, ასევე უნდა შეასრულოს „გზების მოსწორებისეული“ მისია, ოღონდ, აკაკი ჯორჯაძისაგან განსხვავებით, უკვე - „ფიზიკურ“ პლანში.

ბიძინა ივანიშვილის თაობაზე არსებულ ნიშნებზე საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, უკვე 5 ნოემბერიდან დავიწყებთ.