Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეცხრე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეცხრე ნაწილი

[5 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს

(სულხან-საბა ორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

წინამდებარე თხრობაში, ძირითადად, ყველასათვის ხელმისაწვდომ დოკუმენტურ მასალას მცირეოდენი კომენტარით შემოგთავაზებთ.

 

იოანე = ივანე

სახელი: ივანე (ძვ. ებრ.) „ღვთის წყალობა“, სიტყვასიტყვით: ის ვის მიმართაც ღმერთი მოწყალეა“, „ვისაც ღმერთი სწყალობს“. ამ სახელის საწყისი ფორმაა _ იოხანან (იეჰოხანან), სხვადასხვა სახეცვლილებით იგი შესულია მსოფლიოს მრავალ ენაში. ქართულში ძველად გვხვდებოდა იოვანე და იოანე, აქედან მივიღეთ _ ივანე, მისი შემოკლებით კი _ ვანო... ამ სახელიდან წარ-მოქმნილია რამდენიმე ქართული გვარი: ივანიძე, ივანიშვილი...“ (. ჭუმბურიძე, „რა გქვია შენ?’, თბ. 1992 ., გვ.118-119);

 

დაბადების დროითი ნიშნები

სახარებაში ვკითხულობთ _ „და აჰა, ელისაბედმაც, შენმა ნათესავმა, მუცლად იღო ძე სიბერის ჟამს, და ეს მეექვსე თვეა მისთვის, ვინც უნაყოფოდ იყო ხმობილი“ (ლუკა 1,36).

აქ, შეფარვით მოცემული ამოსავალი კოდია _ 6 [„მეექვსე“], რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი ხდება _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პი-როვნების _ 6-თან დაკავშირებული დაბადებისეული დროითი ნიშნების გამოთვლა. კერძოდ:

 

დაბადების თვე

ქართული საეკლესიო კალენდრით ახალი წელი სექტემბერში იწყება -  „სეკდემბერი ბერძნულია, ქართულად ახალწლისა~ (საბა, . II, გვ. 81).

სექტემბრიდან ათვლით (1. სექტემბერი – 2. ოქტომბერი _ 3. ნოემბერი _ 4. დეკემბერი _ 5. იანვარი _ 6. თებერვალი) თებერვალი არის _ მე-6 თვე.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, იგავურად მიგვენიშნება, რომ: ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პიროვნება _ თებერვლის თვეში უნდა იყოს დაბადებული;


დაბადების წელი

ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პიროვნება _ დაბადებული უნდა იყოს _ 6-იანით დაბოლოებულ წელს.

 

დაბადების რიცხვი

ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პიროვნების დაბადების _ ჟამის, ანუ _ დღის დასადგენად ქართულ ანბანში შეფარული მინიშნება გამოგვადგება.

40 ასონიშნიან ქარ-თულ ანბანში მე-18 რიგითი ნომრით _ ჟან-ია მოცემული. შესაბამისად, ბოლო ჟამში მცხოვრები იოანეს არსის მატარებელი პიროვნება _ 18 რიცხვში უნდა იყოს დაბადებუ-ლი.

 

და კიდევ:

_ სახარებაში ვკითხულობთ _ „მიუგო იოანემ და უთხრა მათ: მე ნათელს ვცემ წყლით...“ (იოანე 1,26). ჩვენის აზრით აღნიშნულში, კოდირებულად _ „წყალზე“ უნდა იყოს მინიშნება.

როგორც ვიცით, თებერვალი ზოდიაქოს ორი ნიშნის _ მერწყულისა (20/01 _ 9/02) და თევზების (20/02 _ 20/03) გასაყარია. თავის მხრივ _ მერ-წყული წყალთ მზი-დავია...“ (საბა, . I, გვ. 465), ხოლო თევზების ზოდიაქოს სტიქია _ „წყალია“

_ ზოგადად 100 მთელზე, ხოლო _ 50 ნახევარზე მიგვა-ნიშნებს. კოდირებული ქართული სიტყვა _ ნახევარი“, ანუ ნახე-ვარ-ი“ გვკარნახობს: ნახე ვარ (ოანე)“

დასკვნის მაგიერ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნება დაბადებული უნდა იყოს:

_ 18 თებერვალს;

_ მეოცე საუკუნის 6-იანით დაბოლოებულ წელს;

_ კოდირებულნახევარი-სეულ მინიშნებაზე დაყრდნობით: 50-იან წლებში;

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნება დაბადებული უნდა იყოს: 1956 წლის  18 თებერვალს.

 

„ქადაგების დაწყება“ - ღია გამოჩინება

სახარებიდან გვ-უწყება _ ‘ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს ზაქარიას ძის მიმართ უდაბნოში“ (ლუკა 3,1-2).

 ისტორიოგრაფიიდან ვიცით, რომ ტიბერიუსი იყო უძეოდ გადაგებული რომის იმპერიის კეისრის ავგუსტუსის გერი, რომელიც, მოზეზთა გამო, სატახტო ქალაქიდან იყო გაძევებული. ტიბერიუსი ახ.. 4 წელს იშვილა ავგუსტუსმა და ახ.. 6 წლიდან ფლობდა `იმპერატორის~ წოდებას (თავდაპირველად ასე იწოდებოდნენ რომაელი მხედართმთავრები; ავგუსტუსის დროიდან იმპერატორად იწოდებოდა რომის სა-ხელმწიფოს მემკვიდრეობითი მეთაური).

ტიბერიუსი რომის იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა მხოლოდ _ 8 წლის შემდეგ, ანუ _ ახ.. 14-37 ..

 

ბოლო ჟამისეული თვალთახედვითზემოთქმულის კოდირებული არსი ასეთია:

ამერიკაშიგაძევებული“ . სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდა _ 1995 წელს გამართულ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. „მოქალაქეთა კავშირის“ სიით პარლამენტის დეპუტატად არჩევის შემდეგ . სააკაშვილი გახდა _ პარლამენტის საკონსტიტუციო და იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის თავმჯდომარე;

8 წლის [1996-1997-1998-1999-2000-2001-20002-2003], ანუ – 2003 წლის .. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ . სააკაშვილი გახდა საქართველოს ერთპიროვნული მმართველი.

სახარებაში დაფიქსირებული _ „ტიბერიუს კეისრის ( აქ _ . სააკაშვილისმმართველობის მეთხუთმეტე წელი“ _ ბოლო ჟამისეული თვალთახედვით 1995 წლიდან ათვლით [1996, 1997 ... 2009,2010] გამოყოფს 2010 წელს.

ამასთანავე, ქართული მართლმადიდებლური საეკლესიო კალენდრით: საერო 2010 წელი დასრულდა _ 2011 წლის 14 სექტემბერს.

დასკვნის მაგიერ:

ყოველივე ზემოთქმულის შედეგად იკვეთება, რომ _ ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საჯაროდ გამოჩინების მიჯნა, კოდირებულ 15 წელზე დაყრდნობით: 2011 წლის 14 სექტემბრიდან _ 2011 წლის 5 ნოემბრამდე დროით მონაკვეთზე მოდის.

 

იოანე ნათლისმცემლისეული მისია

უფალი იესუ ქრისტე ასე გვაუწყებს იოანე ნათლისმცემელზე: _ „რადგან ეს არის იგი, ვისთვისაც დაიწერა: აჰა, მე ვგზავნი ჩემს ანგელოზს შენს წინაშე, რომელიც განამზადებს გზას შენსავ წინაშე“ (მათე 11,10).

აქ მოცემული სახარებისეული ტექსტისმისამართი“ _ მათე 11,10“, შემდეგი დროითი მინიშნების მატარებელია:

_ მეგრული კოდით:  „მათე“ ნიშნავს _ „მოამთავრე“;

_ კოდი: „11,10“ მიგ-ვანიშნებს, რომ ეს `მომთავრების~ (`მათე~) ეტაპის მოახლოება _ რომელიღაც მე-11 წლის მე-10- თვეში მომხდარით მიგვენიშნება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე: მე-11 წლის მე-10, ანუ _ 2011 წლის ოქტომბრის თვეში მისტერიულად ასრულებული პროცესით _ დამამთავრებელი [`მათე~], ანუ მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტესთვის გზის მოსწორებისეული  ეტაპის დასაწყისის დადგომაზე გვენიშნება.

 

ყველაზე აღმატებული

უფალი იესუ ქრისტე ასე გვაუწყებს იოანე ნათლისმცემელზე:

_ „ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არავინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი...“ (მათე 11,11).

აქ კოდირებულად გვეუწყება, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემელისეული მისიის მატარებელი პიროვნება, ბოლო ჟამის დადგომის შესაცნობი ნიშნების მატარებელ ქვეყანაში [საქართველოში] _ ყველასაგან გამორჩეული ნიშანთვისების მატარებელი უნდა იყოს.

 

ჰეროდე ანტიპა - ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით

_ სახარებისეული: _ ჰეროდე დიდი, ეს იგივე ბოლო ჟამის ანტიქრისტეს არსის მატარებელი [ედ. შევარდნაძე] პიროვნებაა; ხოლო

_ ჰეროდე დიდის ძე: ჰეროდე ანტიპა, ეს იგივე ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველის არსის მატარებელი [. სააკაშვილი] გახლავთ.

სახარებაში ჰეროდე ანტიპაზე ვკითხულობთ:

_ „... ჰეროდეს ეშინოდა იოანესი; ვინაიდან იცოდა, რომ მართალი და წმიდა კაცია, და უფრთხილდებოდა; ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას“ (მარკ. 6,20).

ბოლო ჟამისეული თვალთახედვით, აღნიშნულიდან გვეუწყება, რომ:

_ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემელისეული მისიის მატარებელი პიროვნება არის _ „მართალი და წმიდა კაცი’; რომელთან დამოკიდებაშიც

_ ბოლო ჟამის ცრუწინასწარმეტყველი. სააკაშვილი: „ბევრ რამეს აკეთებდა მისი რჩევით და სიამოვნებით უსმენდა მას“.

 

„...მისკენ მიმავალნი“

სახარებაში ვკითხულობთ: _ „ხოლო იმ დღეებში მოვიდა იოანე ნათლისმცემელი იუდეის უდაბნოში საქადაგებლად (1) ... მაშინ გამოდიოდა მისკენ იერუსალიმი და მთელი იუდეა და მთელი შემოგარენი (5). ინათლებოდნენ მისგან იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს (6)“ (მათე 3,1; 5-6)

აქ მოცემული სახარებისეული ტექსტი, ბოლო ჟამისეული თვალსაზრისით გვაუწყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლისეული მისიის მატარებელი პიროვნების ღიად და საჯაროდ გამოჩენის შემდეგ მრავალი ხალხი დაიძვრება მისკენ.


„...ჩვენ რაღა ვქნათო?“

სახარებაში ვკითხულობთ _ „და ეკითხებოდა მას ხალხი: ჩვენ რაღა ვქნათო? (10)... და მეომრებმაც ჰკითხეს: ჩვენ კი რა ვქნათო? და უთხრა მათ: ნურავის შეურაცხყოფთ; ნურც ცილს დასწამებთ და დასჯერდით საფასურს თქვენსას (14)~ (ლუკა 3,10; 14).

აქ მოცემული სახარებისეული ტექსტი, ბოლო ჟამისეული თვალსაზრისით გვაუწყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლისეული მისიის მატარებელ პიროვნებას დიდი ავტორიტეტი ექნება ხალხში.

 

„ქართული ოცნება“

მოდით ვნახოთ, თუ რაზე შეიძლება გვანიშნებდეს, ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული  საზოგადოებრივი მოძრაობის სახელი - „ქართული ოცნება“.

სულხან-საბა ორბელიანისეული სწავლების მიხედვით:

_ ქარაგმით ითქმის უფალო...“ (. I, გვ. 599);

_ ცნება ცნობის ნაწილი()“ (. II, გვ. 340);

_ -ქრისტესა, ქარაგმით ესრეთ ითქმის“ (. II, გვ. 209);

_ რთული“.

ამდენად, სიტყვათა წყობა _ ოცნება ქართული“, ბოლო ჟამისეული თვალთახედვით გვკარნახობს: „უფალო(„ო“) ცნება [ცნობის ნაწილი()] ქრისტესა [~] რთული()“, რაც კოდირებულად გვაუწყებს:

ბოლო ჟამში - „ქრისტეს ცნობა რთულია უფალო“

სწორედ ამაზე უნდა გვანიშნებდეს სახარებისეული ტექსტი, სადაც იოანე ნათლისმცემელი ბრძანებს _ „... ჩემს უკან მოდის კაცი, რომელიც ჩემი წინამორბედია, ვინაიდან ჩემზე უწინარეს იყო (30). მე არ ვიცნობ მას... (31)“ (იოანე 1,30-31).

აქ მოცემული სახარებისეული ტექსტი, ბოლო ჟამისეული თვალსაზრისით გვაუწყებს, რომ _ ბოლო ჟამში მცხოვრები იოანე ნათლისმცემლისეული მისიის მატარებელი პიროვნება არ იცნობს მეორედ ღმერთად მომავალი უფალი იესუ ქრისტეს არსის მატარებელ - შობით უკვე მოსულ ძე კაცისას.

 

2011 წლიდან დაწყებული გზასავალი...

როგორც ითქვა - „ჩვენის აზრით, ბოლო ჟამში მოღვაწე აკაკი ჯორჯაძე გახლავთ იოანე ნათლისმცემლის რეინკარნაცია“.

  ამის პარალელურად, ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილისთვის „გამოყოფილი“ 3,5 წლის მიწურულს, ანუ 2011 წლის ოქტომბრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსული ბ. ივანიშვილი, ჩვენის აზრით არის - „იოანე ნათლისმცემლის არსის“ მატარებელი.

შეგახსენებთ - „...იოანე ნათლისმცემლის მამის - ზაქარიას სიტყვებით ღმერთმა ყრმის მისია განგვიცხადა - „და ზაქარია, მამა მისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა... და შენ, ყრმაო, უზენაესის წინასწარმეტყველად იწოდები, რადგანაც წინ წარუძღვები უფალს, რათა გაამზადო მისი გზა“-ო (ლუკა 1,67; 76)...“ [იხ. გაზ. №14 (791), გვ.5].

აქედან გამომდინარე - აკაკი ჯორჯაძე, რომელიც იოანე ნათლისმცემლის სხეულგამოვლილი სულის განმეორებითი რეინკარნაცია უნდა იყოს, სულიერ პლანში „ამზადებს“ უფლისმიერ გზებს;

ხოლო - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც „იოანე ნათლისმცემლის არსისმიერი“ კუთხის მატარებელია, ფიზიკურში, ანუ პოლიტიკური თვალსაზრისით „ასრულებს“ უფლისთვის გზების მომზადების მისტერიულ ნიშნებს.

მკითხველს შევახსენებთ, რომ, ჩვენის აზრით, იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა, ანუ მისი - „სიკვდილისეული მისტერია აცხადდა აკაკი ელიავაზე“ [იხ. გაზ. №42 (149), 2003 წ., გვ.4].

 სულისმიერ პლანში აკ. ჯორჯაძის მიერ „გზების მოსწორების დამთავრება:: 2011-2012 წლების გასაყარზე აცხადდა [იხ. გაზ. №18(811), გვ. 2-8], როდესაც მისტერიულად შესრულდა აღნიშნული „თავისკვეთის“  ნიშანი.

პარალელურად ამისა, „ესტაფეტა“ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელმა ბ. ივანიშვილმა „აიღო“. პოლიტიკური კუთხით მიმდინარე მისი საქმიანობა, ანუ - უფლისმიერი გზების მოსწორების ეტაპი, ასევე - „თავისკვეთით“ უნდა დამთავრდეს.

ჩვენი შემდგომი საუბარიც, სწორედ ამ კუთხით გვინდა წარვმართოთ.

მაშ, ვისაც ყური აქვს ისმინოს:

დასასრულის დასაწყისი იწყება!

წინამდებარე მინიშნებებზე საუბარი კი პავლე მოციქულისეული სიტყვებით გვინდა დავამთავროთ _თუ ვინმე თავის თავს წინასწარმეტყველად ან სულიერად თვლის, დაე შეიცნოს, რომ რასაც თქვენ გწერთ უფლის მცნებანი გახლავთ"    (I კორ. 14,37).

ღმერთო, დაილოცოს შენი ძალა და სამართალი სახელი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ!

საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, უკვე 6 ნოემბერიდან განვაგრძობთ.