Print

ფეისბუქის გვერდისათვის: ბოლო ჟამის მიწურულს სათქმელი - მეათე ნაწილი

ბოლო ჟამი - მეათე ნაწილი

[6 ნოემბერი, 2012 წ.]

 

იოანე ნათლისმცემლის

არსისმიერი ასპექტები, ანუ

უფლისათვის გზების „ფიზიკური“ კუთხით მომზადება

 „საიდუმლონი დაფარულნი შემოქმედისანი

ჟამთა უკანასკნელთა საცნაურ იქმნეს

(სულხან-საბა ორბელიანი,

თხზულებანი“, . III, თბ. 1963 ., გვ. 184)

 

 

წინათქმა, ანუ

იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პირის

„თავისკვეთისეული“

მისტერიის საკითხისათვის

 

აღნიშნულ საკითხზე საუბრისას აქამდე, მიზეზთა გამო, უშუალოდ „თავისკვეთაზე“ არაფერი გვითქვამს, რამეთუ  ამის დრო ჯერ არ იყო.

როგორც ვიცით, ყოველი წლის 11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე აღინიშნება. მეორეს მხრივ, ბ. ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლიდან [2011 წ. 5-7 ოქტომბერი] ერთი წელი - 2012 წლის 5-7 ოქტომბერს შესრულდა.

ამ ორი დროითი მიჯნის გასვლიდან ერთი თვის შემდეგ, უკვე თავად „თავისკვეთის“ არსის გახსნის ჟამმაც ჩამოჰკრა.

 

იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის ამბავს - მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარებები იუწყება. მათში, ხაზგასმითაა მინიშნება, რომ იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა - ჰეროდე ანტიპას ბრძანებით ხდება [იხ. მათე 14,1-11; მარკ. 6,14-28; ლუკა 9,7-9].

თავად „თავისკვეთას“, წინ უსწრებს - იოანეს სამოქმედო ასპარეზზე გამოსვლა და მისი დაჭერა.

სახარებისეული სწავლების მიხედვით, არსად გვიკონკრეტდება ის დრო, რომელიც იოანე ნათლისმცემლის ქადაგების დაწყებიდან, მის მიერ მაცხოვრის ნათლისღებამდეა გასული.

 

ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენა და მისი „თავისკვეთა“, ერთ-ერთი ბოლო ნიშანია მეორედ შობით მოსული ძე კაცისას ძალმოსილებით აღჭურვისა და მისი - უფალ იესუ ქრისტედ გაცხადებამდე. და რადგანაც - „... იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ“ (მარკ. 13,32), სწორედ ამიტომ - ბურუსითაა დაფარული იოანე ნათლისმცემლის სამოქმედო ასპარეზზე გამოჩენისა და მისი დაჭერა-თავისკვეთის დროითი ფაქტორები.

 

სახარებაში ასეთი მინიშნებაც გვხვდება - „ტიბერიუს კეისრის მმართველობის მეთხუთმეტე წელს... გაისმა სიტყვა ღმრთისა იოანეს ზაქარიას ძის მიმართ უდაბნოში“ (ლუკა 3,1-2).

„სამოქმედო ასპარეზზე“ გამოჩენის ეტაპს თავისი, ე.წ. - ქვედა და ზედა მიჯნები აქვს.

ქვედა მიჯნის თაობაზე ჩვენ უკვე ვწერდით - „...ბოლო ჟამში იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საჯაროდ გამოჩინების მიჯნა, კოდირებულ 15 წელზე დაყრდნობით: 2011 წლის 14 სექტემბრიდან - 2011 წლის 5 ნოემბრამდე დროით მონაკვეთზე მოდის...“.

 

„ზედა მიჯნის“ გამოკვეთამდე, ერთიც უნდა აღინიშნოს.

სახარებაში, ღია მინიშნება იოანეს დაჭერის დროის თაობაზე მოცემული არა არის.

მათესა და მარკოზის სახარებათა მიხედვით, ეს ყოველივე, თითქოსდა, მაცხოვრის მიერ უდაბნოში განმარტოების დროის შემდეგ ხდება:

- „მაშინ მიატოვა იგი ეშმაკმა, და აჰა, ანგელოზები მოვიდნენ და ემსახურებოდნენ მას. ხოლო როდესაც გაიგო იესუმ, იოანე შეუპყრიათო, გალილეას გაემართა“ (მათე 4,11-12);

- „და მაშინ სულმა გაიყვანა ის უდაბნოში, და დაჰყო იქ ორმოცი დღე და გამოიცდებოდა სატანისაგან; და ცხოვრობდა მხეცებს შორის, და ანგელოზები ემსახურებოდნენ მას. ხოლო იოანეს შეპყრობის შემდეგ მოვიდა გალილეაში, ქადაგებდა სახარებას ღმერთის სასუფევლისას (მარკ. 1,12-14).

მიზეზთა გამო, სახარება არ აკონკრეტებს, თუ რა დროა გასული მაცხოვრის მიერ უდაბნოში ყოფნის 40-დღიანი მონაკვეთის ამოწურვასა და იოანეს დაჭერას შორის.

როგორც აღინიშნა, სახარების მიხედვით, იოანეს თავისკვეთა - ჰეროდე ანტიპას მიერ ხდება.

 

„თავისკვეთის“ დროითი მიჯნის შეცნობის გზაზე, ერთ-ერთ ნიშნად, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიც განიხილებოდა.

ცრუწინასწარმეტყველი - მ. სააკაშვილის რეჟიმის მიერ დამკვიდრებული არჩევნების მოსალოდნელი ტოტალური გაყალბების ფონზე, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი ბ. ივანიშვილის „დამარცხება“ [თავისკვეთა], მოქმედი ხელისუფლების მიერ შეფასდებოდა, როგორც - ხალხის ჭეშმარიტი ნების გამოხატულება. დიახ, ასეთ შემთხვევაში „თავისკვეთის“ მისტერიული როლის შემსრულებლად - ქართველი ერი მოგვევლინებოდა.

არჩევნებამდე რამოდენიმე დღით ადრე [2012 წ. 18 სექტემბრიდან მოყოლებული] ციხეში დამკვიდრებული უზნეობის მამხილებელი ვიდეოკადრების გამომზეურებამ, ერთგვარად წელში გატეხა მ. სააკაშვილის რეჟიმი. შედეგად, სულ სხვა სურათი მივიღეთ - მიუხედავად გაყალბებისა, მმართველი რეჟიმი - დამარცხდა.

ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით:

კოალიციამ „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, არჩევნებში მონაწილეთა ხმების - 54,97% მოაგროვა; ხოლო

მ. სააკაშვილის გუნდმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - მეტი სარგებელი ხალხს“, ხმების მხოლოდ  - 40,34% „აღება“ მოახერხა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აშკარად გამოიკვეთა, რომ - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის - ზედა მიჯნად - 2012 წლის 1 ოქტომბერი შეგვიძლია მივიჩნიოთ. თუმცა აქაც არის  ორი პირობითი ეტაპი.

დიახ, საძიებელი „ზედა მიჯნა“, თავის მხრივ გარკვეულ ეტაპს მოიცავს. კერძოდ, ესაა - უშუალოდ არჩევნებში გამარჯვების თარიღი, და გამარჯვებული გუნდის მიერ სახელისუფლებო ბერკეტების ხელში აღების დრო - პარლამენტის პირველი სხდომა [უფლებამოსილების ცნობა] და პარლამენტის მიერ მთავრობის გუნდის დამტკიცება.

ამდენად, დღევანდელი მდგომარეობით სახეზე გვაქვს - იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების „სამოქმედო ასპარეზზე“ გამოსვლის ასეთი დროითი საზღვრები:

- „ქვედა მიჯნა“ იწყება 2011 წლის 5-7 ოქტომბრიდან, და მთავრდება კოალიციის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ საარჩევნო სუბიექტად [ბლოკად] დარეგისტრირებით - 2012 წლის 16 აგვისტო [განკარგულება № 41/2012];

- „ზედა მიჯნის“ ათვლის წერტილია საპარლამენტო არჩევნების თარიღი - 2012 წლის 1 ოქტომბერი, ხოლო თავად ეს დროითი მონაკვეთი - პარლამენტის პირველი სხდომისა [21 ოქტომბერი], და მათ მიერ სამთავრობო გუნდის დამტკიცებით, ანუ 2012 წ. 25 ოქტომბერს დასრულდა.

 

ბოლო ჟამში, იოანე ნათლისმცემლის არსის მატარებელი პიროვნების საძიებელი „თავისკვეთის“ მისტერიული ასრულება, სწორედ აღნიშნული დროითი ეტაპის შემდგომადაა მოსალოდნელი.

თავად ამ „თავისკვეთის“ არსის თაობაზე საუბრის გაგრძელებამდე, მოდით ის ბიბლიური ნიშნები განვიხილოთ, რომელთა შესახებ მსჯელობის საშუალებას 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები იძლევა.

საუბარს, თუ ღმერთი ინებებს, უკვე 7 ნოემბერიდან განვაგრძობთ.